Witcher 2: Assassin of Kings, PC, X360, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Spawn
Posts: 157

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#1 » 18 Sep 2009 12:44

YouTube'ზე გამოჩნდა Witcher 2-ის პირველი Gameplay როლიკი.
CD Projekt RED-მა გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ თამაშის მოცემული ვიდეო არის მოპარული და მისი ჩვენება დაგეგმილი იყო ოფიციალური პრეზენტაციის დროს.
"რათქმაუნდა ჩევენ არშეგვიძლია და არც გვაქვს სურვილი ამ ფაქტის უარსაყოფად. გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ხდება ჩვენი ახალი პროექტის, Witcher 2-ის დემონსტრაცია, რომლის შექმნაზეც ჩვენ უკვე გარკვეული დრო გვაქვს დახარჯული. ჩვენ ეს ვიდეო შევქმენით დაახლოებით ნახევარი წლის წინ რათა მოგვეხდინა თამაშის პროცესის დემონსტრირება ოფიციალურ პრეზენტაციაზე." - განაცხადა ადამ კიჩინსკიმ. "ამ დროისთვის ჩვენ ვეძებთ თამაშის გამომცემელს. ამ მომენტში თამაშის შესახებ არანაირი კომენტარი არ გაკეთდება."
დეტალები ცნობილი გახდება მხოლოდ ოფიციალური ანონსის შემდეგ

>>>

Update: The Escapist-თან საუბრის დროს CD Project Red-ის თანამშრომელმა ტომაზ გოპმა The Witcher 2: Assasins of Kings-ში შესული რამდენიმე ახალი დეტალი გაგვიმხილა.

როგორც ჩანს პირველი ნაწილის მსგავსი რითმული ბრძოლები თამაშში აღარ იქნება. "ჩვენ დროზე დამოკიდებული ბრძოლის სისტემის მიტოვება გადავწყვიტეთ და შევეცადეთ შეგვექმნა ისეთი გეიმფლეი სადაც მოთამაშეს საკუთარი ბრძოლის სტილის არჩევის საშუალება ექნება - კომბო, მაგია, ნივთების ბრძოლაში გამოყენება, დაცვითი ტაქტიკით ბრძოლა, ან რამე სხვა სტილი." განაცხადა ტომაზმა. "შევეცადეთ საბრძოლო სისტემისთვის მეორე ფსკერი შეგვექმნა - თუ თქვენ არ იცნობთ თამაშს, დააყენეთ ადვილ სიძნელეზე და წინ. სხვა დანარჩენები კი ბევრი საინტერესოს და ერთი შეხედვით შეუმჩნეველ მომენტებს წააწყდებიან."

-------------------------------------------------------------------------------------
>>>
-------------------------------------------------------------------------------------

ამგვარმა მიდგომამ მოულოდნელად ალქიმიაზეც იმოქმედა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველ ნაწილში. "ალქიმიის საფუძვლები The Witcher-ისგან განსხვავებით გაცილებით მარტივი იქნება, მაგრამ ის ვინც მოცემულ სფეროს გაყვება, უნიკალური ელექსირების მისაღებად ბევრი წვალება მოუწევს."

ტომასმა გერალტის ინტიმურ ურთიერთობებზეც ისაუბრა. "სექსის სცენები სრულიად გადამუშავდება. ჩვენ გვინდოდა, რომ გერალტის მეგობარი გოგონები უფრო ბუნებრივები გაგვეხადა და ყველა მათგანისთვის უფრო ორიგინალური ისტორია მოგვეფიქრებინა" განაცხადა უმცროსმა პროდიუსერმა. "არანაირი კარტები. ამჯერად უფრო კინომატოგრაფიული მიდგომისკენ გვაქვს გეზი." (ანუ პორნოს იღებენ)
God made the priest – devil made the skomorokh

Riddick
Posts: 11696

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#2 » 18 Sep 2009 23:27

ძალიან სასიამოვნო ფაქტია პირადადად ჩემთვის

Hertz
Posts: 6

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#3 » 28 Sep 2009 12:07

იმაზე უკეთესი იქნება ნაღდად რაც Witcher "1" იყო.
გრაფიკა გააუმჯობესეს, რაც აშკარად ეტყობა + Neutral NPC Interaction დაამატეს და თამაშს აშკარად უფრო მეტი აზრი შემატეს, მარა კომბატში აშკარად ცვლილება ვერ დავინახე.

მოკლედ ძააან მაგარი იქნება და მე პირადად ველოდები, უბალოდ დორის გამონახვა არის ერთ

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#4 » 24 Mar 2010 10:21

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Forve
Posts: 62

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#5 » 24 Mar 2010 17:08

საინტერსო ჩანს ძალიან

მაგრამ ისევ და ისევ არაა combat შეცვლილი

და მუღამი ეკრაგბეა, თუ სულ სწორედ აჭერ რაც 3 წლის ბავშვსაც შეუძლია, მაშინ მოწინააღმდეგეს საერთოდ დარტყმის საშუალება არ ეძლევა

ამის ტრეილერშიც ეგივე იყო : (

Riddick
Posts: 11696

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#6 » 24 Mar 2010 20:03

არადა მაგრად მევასება კომბატი - ჩემი აზრით მაგრად უხდება რპგ სტილის თამაშს ისეთი კომბატი როგორიც პირველში იყო, ძაან სერიოზულ მოძრაობებს აკეთებდა ესეთი კომბატის მეშვეობით გმირი და სანახაობრივად მაგრად ასწორებს მაგის ყურება, ბრძოლა უფრო ექშენის კუთხით იხვეწება და აი მაგალითად გოტიკისას ბევრად მირჩევნია ეს, ადვილი არვიცი რეაქცია უნდა და თუ ძლერია მოწინააღმდეგე შეცდომის უფლებას არ მოგცემს.

Forve
Posts: 62

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#7 » 24 Mar 2010 21:00

ხოდა შეცდომის გარეშე თუ აკეთებ, რაც საკმაოდ ადვილია

სულ ურტყამ, ურტყამ, ურტყამ

რეალურად challenge არ არის არავითარი :D, სანახაობრივი კი არის მოძრაობები

მარა მოწინააღმდეგეს დაბლიოკვა რომ შეეძლოს და არა უბრალოდ იმის იმედზე რო მარ იყოს

მოთამაშე შეცდომას დაუშვებს თუ არა უკეთესი იქნებოდა

Riddick
Posts: 11696

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#8 » 24 Mar 2010 21:23

Forve არვიცი მე ნასიამოვნები დავრჩი პირველი ნაწილის ყველა ასპექტით ოპტიმიზაციის გარდა (ისიც იმიტო რო არიყო გოლდენ ედიშენი გამოსული ჯერ) ბრძოლა მართლა განსხვავდება სხვა RPG ებისგან და თუ რაღაც მინუები აქ პლიუსიც ბევრიაქ და მეტი ექშენი შეაქ მოქმედებაში, გმირს უფრო დახვეწილს ხდის ეგ ამბავი. მეორეში გაუმჯობესებული იქნება და საბოლოო სახეს მისცემენ ბაიოვკას. საერთოთ დიდათ ფენტეზის ჟანრის მოყვარული არასდროს ვიყავი მარა ამ თამაშმა შემაყვარა ეგ მხარე, მართლა ხარისხიანად და ღრმადაა პირველი ნაწილი გაკეთებული თავის საიდ ქვესთებით, პერსონაჟებით და ჩაშავებული შუა საუკუნეების სამყაროთი. ეხა ტრეილერს რო უყურე ტანში ჟრუანტელმა გამიარა, იმის მიუხედავათ რო არცერთ თამაშს არ ველოდები და ეგ ფაქტორი კაი ხანია არმაქ მივხვდი რო მაგრად ველოდები ამას ქვეცნობიერათ )))
ვიდეო ჩავასწორე არ აპატარავებდა ჩემთან.

Riddick
Posts: 11696

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#9 » 29 Mar 2010 00:46

გრაფიკა იმპორტულ დონეზე =) სქრინები და რამდენიმე კონცეპტ არტი:

► Show Spoiler

სანამ გამოვა ძნელია რაიმეზე კონკრეტულათ ლაპარაკი, მარა მართლა მაქ იმედი რო პირველის წარმატებას გადააბიჯებენ. რაც სქრინებზე შევამჩნიე სამყარო ერთი შეხედვით უფრო ჟუთკი გახდა, ალბათ DAO-ს სამყარომ უბიძგათ.

► Show Spoiler

MiQo
Posts: 79

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#10 » 24 Apr 2010 20:22

:) მაგარი იქნება. ძაან მაინტერესებს როგორი გამოვა ახალი კომბატი, და როგორ მოერგება თამაშს ის ახალი დეტალები რასაც გვპირდებიან. ნუ სთორი რომ ძლიერი ექნება მაგაშე ეჭვიც არ მეპარება.

Riddick
Posts: 11696

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#11 » 24 Apr 2010 20:30

კი მაგის არმეშინია არც მე, მარა აი კომბატი არვიცი რა, რაც იყო ისიც მომწონდა მაგრად, უფრო შთამბეჭდავ პრიომებს აკეთებდა და შეცვლილ სისტემაში რამდენად დინამიური იქნება ბრძოლა არვიცი. პირველის შექმნის დროსაც ბევრი იწვალეს კომბატის აწყობაზე და მართლა რაღაც განსხვავევული და ორიგინალური იყო, ნუ ბევრს არ მოწონდა შეილება მარა მე მაგარ მუღამს უჭერდი.
ეროტიული სცენების ამბავი მაგრად გამისწორდა ))) გავარტყო ME2 ამაში ბევრათ კარგათ ჯდებოდა აღვირახსნილი ზეგზები =)))

MiQo
Posts: 79

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#12 » 24 Apr 2010 20:44

ხო პირველის კომბატი მეც მომეწონა. თუმცა ვფიქრობ რომ უფრო დახვეწა არ აწყენდა და სწორედ ეგეთი სტილის დახვეწილ კომბატს ველოდებოდი მეორეში. მარა ამათმა ვაბშე გამოცვალეს და მაგრად გამიტყდა. :( განსაკუთრებით კამერა არ მომეწონა, უკან რომ გადის და გვერდიდან რომ უყურებ კომბატს რაღაც ვერა, ზურგისმზრიდან რომ უყურებ კომბატს ბერვად მერჩივნა. მარა მართალი ხარ პირველის კომბატს რომ ჰქმნიდნენ მართლა ბევრი იწვალეს და ერთგვარ რისკზეც წავიდნენ განსხვავებული და ორიგინალი კომბატი რომ ჩართეს თამაშში. მგონი რომ გაამართლა ამ კომბატმა და იმის იმედი მაქ რომ იციან რას აკეთებენ და მეორეშიც კაი რამეს შემოგვთავაზებენ.

ხო ახალ იდეებს რაც შეეხება ეგ ეროტიული სცენებიც კაია :D კარტებს კი ჯობია. ასევე ისიც მომეწონა რომ დიალოგის დროს ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებისას დროში ვიქნებით შეზღუდული, მგონი ეგეც კარგად ჩაჯდება. დიალოგების სისტემაც რაღაც განსხვავებული მომეჩვენა ვიდეოდან, ჩვეულებრივ ქათსცენაში მიდიოდა დიალოგის სისტემა და მაგარი იყო.

ნუ რავი მე ვიცი რომ მაგრად დამევასება, მთავარია რომ პირველზე უფრო მაგრად დამევასოს :D

Riddick
Posts: 11696

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#13 » 24 Apr 2010 20:51

კი პირველზე ვჭედავ მეც ისე მიყვარს =) ეგ ეხა რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ ისეთი ვარიანტია რო თუ რამეში ჩაისვრიან მრე პაჩით გამოასწორებენ უცებ და მთავარია სამყარო რამდენად იქნება პირველსი დასტოინი დონეზე, ჟუთკი ატმოსფერო ქონდა და მაგიტო მიყვარს, მეორე რო უფრო მომეწონოს უფრო ჟუტკი უნდა გახდეს, ტრეილერმა მაგ მხრივ იმედი არ გამიცრუა, ანუ მიხვდნენ რა გამოუვიდათ ყველაზე უკეთესად და რისთვის შეუყვარდა ეს თამაში ხალხს, სწორი გზა აირჩიეს და უეჭველი ბომბივით დაგვეცემა =)

MiQo
Posts: 79

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#14 » 24 Apr 2010 20:58

რათქმაუნდა. პირველის ყველაზე ძლიერი მხარე ჩემი აზრით ბნელი სამყარო/შავი ატმოსფერო იყო. ატმოსფერო მართლაც სასწაული ჰქონდა და მგონი ამას ბევრი აღიარებს. არამარტო ვიზუალურად, არამედ მუსიკაცლრი გაფორმებაც ზუსტად ჰქონდა შერჩეული და რავი ატმოსფერო ყველა ასპექტით ძლიერი ჰქონდა. თან თვითონ დეველოპერები არიან თამაშზე თავდადებულები :D პირველში მაგარი მუშაობა მოუწიათ ეგეთი რომ შეექმნათ, ბოლობოლო მათი პირველი თამაში იყო და ეხლა მეორეში კიდევ უფრო დახვეწავენ პირველის პლუსებს და ახალ იდეებსაც ბლომად ჩართავენ.

მაგ ჟუტკ ატმოსფეროს რომ აწვებიან უკვე ჩანს გინდ სკრინებიდან და გინდ ოფიციალურ საიტზე რომ შეხვიდე ეგრევე წააწყდები სიახლეს How to make the best in-game forest ever? ზნაჩიტ სერიოზულად მუშაობენ ლოკაციებზე და შესაბამისად ატმოსფეროზე.
ვაფასებ ამ კომპანიას :)

Riddick
Posts: 11696

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#15 » 24 Apr 2010 23:32

ეგ არვიცოდი, ლოკაციები მართლა კარგად იყო, ჭაობი იმენა რულავდა ატმოსფეროს ამბავში, მერე მეორე მხარეს რო გადადიოდი ყანები,მდელოები და ტყე რო ვნახე ეგრევე იმდროინდელ ზღაპრების წიგნში მეგონა თავი, თითონ ქვესთებიც რაღაც ზღაპრებიდან ამოღებული იყო უმეტესობა. ერთი სიტყვით კარგი იყო ძალიან =)

► Show Spoiler

და აგერ იგრომანია ლაითის მიმოხილვის სკანსაც დავდებ ბარემ, თუ არ წაიკითხავთ არტებს მაინც გადახედავთ რა =)

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#16 » 24 Apr 2010 23:58

ზღაპრები? სულ უფრო ვინტერესდები რა ქნეს ამისთანა თამაშში. მე მარტო წიგნი მაქვს წაკითხული და იმისგან გამომდინარე მგონია საერთოდ სხვა რამეზე ლაპარაკობთ და არა witcher-ზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

MiQo
Posts: 79

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#17 » 25 Apr 2010 01:16

Riddick
+1000
ზუუუსტად ეგეთი შეგრძნება მქონდა მეც. მეგონა მარტო მე ვფიქრობდი ეგრე :D აი რავი ზუსტად ეგ ვიფიქრე რა, ზღაპრებში რომ სამყარო წარმომიდგენია, 1000 ზრაპრული ცხოველითა და შუასაუკუნეების დროინდელი სოფლებით/ტყეებით/ჭაობებით ზუსტად ეგეთი სამყარო იყო ვითჩერში.

განსაკუთრებით მაგრად მომეწონა ვიზიმას გარეთ მდებარე სოფელი, რასაც ჰქვია შუასაუკუნეების პატარა სოფელია სადაც მთავარი პრობლემებია შავი ჭირი, ბავშვების ქურდები, "ვეძმა" რომელსაც მთელი სოფელი 1000 რაღაცას აბრალებს და ღამე, როცა გარეთ გასვლა საშიშია. რასაც ჰქვია ბნელი სამყაროს ერთი პატარა სოფელია.

ასევე მაგრად მომეწონა ის ყვითელი ყანები, აქ ატმოსფერო უფრო ნათელ ფერებში გადადიოდა, მარა ჟუტკი სამყაროს გავლენა მაინც ჰქონდა.

მოკლედ მე მეგონა რომ მარტო მე დამიტოვა ეგეთი ბნელი ზრაპრის სამყაროს შეგრძნება, მარა აგერ შენზეც ეგრე უმოქმედია. ზნაჩიტ არ ვცდები და მართლა უმამესი ატმოსფეროა ამ სამყაროში, თან რაღაცნაირი ნაცნობი და თან ახალი :)
hellwalker
ეჰ გეუბნები ძაან მაგარი ატმოსფერული თამაშიათქო. მაგრად გაგისწორდება როცა ითამაშებ.

Forve
Posts: 62

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#18 » 27 Apr 2010 21:36

free world თუ გააკეთებენ ძალიან მომეწონება
პირველში ვითომდაც free world ის ნამიოკებია, მარა სინამსვილეში ძალიან linear არის

MiQo
Posts: 79

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#19 » 28 Apr 2010 18:33

Forve
არ გააკეთებენ free world-ს. პირველის მაგვარად იქნება, ლოკაციებით. უბრალოდ ბევრად დიდი და ბევრად უფრო ატმოსფერული ლოკაციები იქნება.

ხო linear-ობა პირველის ყველაზე დიდი მინუსი იყო, მარა იმდენად მაღალატმოსფერული თამაში გამოუვიდათ რომ exploration-ის მხრივ ბევრ free world-ს ჯობდა.

კი გატევახს linear exploration-ი, მარა ზატო ისეთი მაღალი დონის ლოკაციები ექნება რომ არც კი მივაქცევ ყურადრებას linear-ობას.
იგრომანიაზე წავიკითხე ეხლა რომ კომბატი მათრლა საგრძნობლად შეიცვალა, საქმე იმაშია რომ ეს უკვე ის ჩვენი CRPG აღარ არის და კონსოლებსაც უნდათ რომ მოარგონო. მთავარი მიზეზი ეს არის კომბატის შეცვლის, მიახლოებებით რომ შეადარეს კომბატი და თვითონ თამაში თავის setting-ით
Fable 2-ს გავსო. მაგრად გამიტყდა, პირველი საერთოდ არ გავდა და ამაში რა შეცვალეს ესეთი.... :GrOzn:

Riddick
Posts: 11696

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#20 » 28 Apr 2010 22:05

linear ერთი ძაან ელემენტარული რამის გამო იყო, ისიც თუ იყო ვაფშე ))) სიუჯეტის მოწოდება იმდენად მაღალ დონეზე იდგა რო ეხა ეს რო წავიკითხე linear რაშუაშიათქო ვიფიქრე მართლა. linear შეილება დაარქვა ქრაშს ან modern warfare-ს მარა ამას linear ნაღდად არქვია, ესაა ჩვეულებრივი rpg უბრალოდ თავიდან ყველა ლოკაცია არაა გახსნილი. GTA-ც linear გამოდის მაგ ლოგიკით იქაც ხო დახურულია ქალაქები თავიდან.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 176 guests


cron