Witcher 2: Assassin of Kings, PC, X360, PS3

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
hellwalker
Posts: 4056
Contact:

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#181 » 06 Nov 2013 00:20

მეორედ დავხურე Roche-ს გზით ამჯერად, რაღაც დამატებითი მისიებივით არის ეს სთორილაინი, Iorweth -ის გზა ბევრად უფრო სრულყოფილი და თვითმყოფადი იყო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1443
Contact:

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#182 » 22 Nov 2013 19:04

ვთამაშობ მეორედ სხვა სისტემით და მართლა არ მახსოვს ასეთი სიამოვნება რომელი თამაშის გადათამაშებით მივიღე კიდევ. აი მივყვები ნელნელა არც თავს ვიკლავ და როგორც მისწორდება ისე მივდივარ. ვიკვლევ ყველაფერს გვერდითა ქუესთებს ვეძებ/ვასრულებ, ხალხს ველაპარაკები
პატარ პატარა დეტალებზე ვკაიფობ მაგრად იმენა კარგად არის გაკეთებული რა)) ფლოტზამში ერთი ბებია გავაძრე სახლში მგონი სუფს აკეთებდა და რომ დაველაპარაკე აი ზუსტად ბებიას ლაპარაკი იყო)) გერალტმა ხმას აუმაღლა და რაღაცნაირი თბილი ხმით ელაპარაკებოდა თან სულ რამდენიმე წინადადებები ვესროლეთ ერთმანეთს მაგრამ გერალტმა რაც შეიძლება მარტივი და "ბებოს" ენით აუხსნა ყველაფერი რისი თქმაც უნდოდა და ბებომ კი თავისებურად გვიპასუხა )))) ტროლებზე პირველ გასვლაზეც მაგრად ვიკაიფე და ახლაც მაგრად გულში ჩამრჩნენ)))) ვაპირებდი როშეს გზით წავსულიყავი ახლა მაგრამ გადავწყვიტე ზუსტად ისე მეთამაშა როგორც გამიშვებდა ჩემი ადამიანობა))
ბევრი ქუესთი აღარც მახსოვდა და ვითომ თავიდან აღმოვაჩინე)) თან მახსოვს პირველად როგორი ლაგებით და როგორი ცუდი გრაფიკით დავხურე და ახლა გულს უხარია)
იტოგში აი ესაა თამაში რა
You'd better do something about that cough

User avatar
hellwalker
Posts: 4056
Contact:

Re: Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#183 » 22 May 2017 22:53

გოგზე საჩუქრად მომივიდა მეორე და მე მაქ მანდ უკვე და რავი კოდი თუ იმუშავებს თქვენ აქაუნთზე აიღეთ ვისაც გინდა. https://www.gog.com/redeem/7UWN2281A361 ... =tw2_gwent
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

miqo24
Posts: 2
Contact:

Re: Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#184 » 26 May 2017 01:14

აუ ხალხო ვინმეს ხო არ გინდოდათ ეს ვითჩერ 2? :D 4 დღის წინ დადო ჰიტმენამ და მეგონა უკვე აღებული იქნებოდა და რომ შევედი და ქონთინიუ მივეცი აქაუნთში ჩამიგდო :D

User avatar
hellwalker
Posts: 4056
Contact:

Re: Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#185 » 26 May 2017 05:16

სასიკვდილო დუელი იყო დაგეგმილი მაგაზე და ჩაგვიშალე :(
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4056
Contact:

Re: Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#186 » 21 Jul 2018 01:05

რისერჩის თემაში პირველი და მეორე დავხურე არ ქვია მთლად მარა გავიარე.

პირველი მევასება ყველაზე მეტად ალბათ მაინც. ობიექტურად მესამე ბევრად უკეთესია თითქმის ყველაფერში მაგრამ სუბიექტურად ძალიან პომპეზური და ხმაურიანია, პირველს კიდე შეგიძლია წყნარად შენთვის ჩაუჯდე, შენ გემოზე დაათვალიერო გამოიკვლიო ტემპი აკონტროლო. თან უფრო გეიმერული და კომპლექსური როა ეგეც მისწორდება, ეს მონსტრების მოკვლამდე წიგნების დათრევა, 2 ხმალი და 3 ბრძოლის სტილი Manual გადართვით, ქვესტებს რეალურად რომ უნდა დაუკვირდე სწორედ რო ამოხსნა.

მეორე ნაწილი არის ცუდი თამაში ჩემი აზრით, და ცუდია იმიტომ რომ რაც ჩაფიქრებული ქონდათ არაფერი არ გამოუვიდათ. დედამოტყნული პოლიტიკური ტრილერი უნდა ყოფილიყო, რაც სწორედ გაკეთებული უზომოდ გამისწორდებოდა მე, მიყვარს ეგეთი რაღაცეები. (ვიცი რო სეტინგის მიმართ მასე პოლიტიკისკენ გადახრა არ ჯდება კარგად მაგრამ ყლეზე მკიდია).
სიუჟეტი, უკვე რო დახურავ ორივე მხრიდან და გაიაზრებ არ არის ცუდი და კარგად არის შერჩეული პოლიტიკური ტრილერისთვის. ჩრდილოელი სახელმწიფოები ერთმანეთის ჭამაში არიან ჩაფლული, ვეძმებს აჩუჩუნებული აქვთ ძალაუფლების და სტატუსის დაბრუნება, ამ დროს ნაბოზარი იმპერატორი დროს იხელთებს, უბრალო ვიჩერს იქირავებს და ერთმანეთს ჩაახოცინებს საკუთარ ამბიციებში და სიძულვილში ჩაფლულ ჩრდილოელებს.
კარგი ფონია არჩეული, კარგი პლოტ ტვისტებია ბოლოში, ლეტო ძაან მაგრად არის შერჩეული, გერალტის იდეალური ანარეკლია აღებული, უბრალო ვიჩერი რომელიც საკუთარი სკოლის აღდგენისთვის იღებს კონტრაქტს მოკლას ვიღაც სირი მონარქები ქვეყნიდან სადაც არასდროს ყოფილა.
სასკიაც კარგად არის შერჩეული.

პრობლემა არის რომ სირულად არის ეს ყველაფერი გადმოცემული. სამჯერ დახურვა და ვიკიპედიაზე ქექვა არის საჭირო ბოლომდე რო გაერკვე რა ხდება, ამის ფონზე კიდე უფრო სირობაა რომ მთელი ფოკუსის ამ ისედაც ძნელად გადმოსაცემი ისტორიის მოყოლაზე გადატანის მაგივრად მიედ მოედება თამაში 1000 ხუინა საიდ ისტორიებს.

Flotsam-ის დედა მოვტყან ვაბშე რა საჭირო იყო ეგ ლოკაცია ან ისტორია, თან ეგეც რო ბოლომდე არაა გაშლილი და 4 სხვადასხვა Playthrough-ზეა გაყოფილი რომ გაიგო რო ვიღაც სირ სოფელში, სირ კომენდანტს Sex Slave-ბი ყავდა იმიტო რო დედამისი გააუპატიურეს და დაყლევდა და ესეც ყლედ გაზარდა. გაეშალათ ამის მაგივრად კონფლიქტში ჩართული მხარეები უკეთესად და აეხსნათ რა ხდება, ვინ ვინაა, რა უნდათ და ა.შ.

იგივე პრობლემა ჩანს ყველა სხვა ასპექტში თამაშის. ძაან ბევრი ამბიცია, ათას რამეზე წაპოტინება და ვერაფრის წესიერად ვერ დადება. გრაფიკა საერთოდ არ მომწონს ზედმეტი პოსტ-ეფექტების და კონტრასტულობის გამო, ინტერფეისი მაგარი ცუდათ არის გათვილი, კომბატი პრიმიტული და უინტერესოა, ბალანსი დარღვეული, ქვესტები საშუალო დონისაა რეალურად, პირველისაც ჯობია და მესამე ნაწილისაც გინდა კონტრაქტები გინდა უბრალო ქვესტები. ერთ ხელზე ჩამოვთვლი ალბათ რაც მართლა მომეწონა და კარგად იყო.

იმის მიუხედავათ რომ ვთვლი რომ გაუმართავი და ცუდი თამაშია ობიექტურად რო შეაფასო, მაინც მსიამოვნებს თამაში პერსონაჟების, ატმოსფეროს და ინტერაქციების ამბავში და დადებითად მამახსოვრდება ყოველ დახურვაზე.

კიდევ ერთი მსგავსი სიტუაციაა არის Dragon Age 2. მანდაც ტრადიციული ფენტეზი სიუჟეტიდან პოლიტიკურ ტრილერზე გადაიტანეს აქცენტი და მანდაც ობიექტურად ცუდი თამაში დადეს რომელიც მაინც გასართობი სათამაშოა. ძალიან მწყინს ორივე თამაშის საერთო ჯამში "არ შედგომა", რაც მათი შემდეგი ნაწილების მიერ პოლიტიკური ტრილერის იდეის მიტოვებაში გამოხატება. ჩახლართული ისტორიები, იდეოლოგიების და ამბიციების ჯახით ყოველთვის ძალიან მიყვარდა და ფიქციურ სეტინგში მირჩევნია ასეთი ამბები ვიდრე რეალურ მოვლენაზე დაფუძვნებული რადგან მოულოდნელობის და მისტიკის ელემენტს უკეთ ინარჩუნებს.

რაღაც წყევლასავით ადევს ამ პოლიტიკური ტრილერის ქვეჟანრს და იმედია მოეხსნება, იმიტო რომ მოთხოვნა აშკარად დიდია მაგაზე მსგავსი სერიალების და წიგნების პოპულარობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, თამაშში კიდე მაგ ყველაფრის კიდე უფრო პიზდეცურად და გემრიელად ჩვენება შეიძლება ინტერაქტიულობის ხარჯზე.

წყევლის მხრივ Tyranny-იც ცოტა მსგავსი ვეშია და მაგასაც არ გაუმართლა პაბლიშერის და რესურსების ამბავში. Pillars of Eternity-ზე წაიყვანეს Tyrrany-ის დეველოპერები და ვერ შედგა თამაში როგორც საჭირო იყო მაგის გამო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4290
Contact:

Re: Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#187 » 21 Jul 2018 02:46

მეორე ფაქტიურად რამდენიმე სთორის კომბინაციაა და მოშნად რესურსი დევს სხვადასხვა მხარის არჩევით და სიუჟეტის განვითარებით, იმ დროისთვის განსაკუთრებით დასაფასებელი იყო რო ფაქტიურად ორი თამაში გააკეთეს და replayability-ზე მოახდინეს აქცენტი, თან მაგ შედეგითაც იმ დროს საკმაოდ კარგი შეფასებები მიიღეს. დღეს ჩანს რო ეგ არ ასწორებს მარა მაშინ არ ქონდათ ჩამოყალიბებული პოლიტიკა სერიებთან მიმართებაში და როგორც ჩანს სიუჟეტის ფრაგმენტებად მოწოდება ქონდათ მიზნად. ხოდა ეგ რო ერთი მთლიანი სიუჟეტი იყოს ყველაზე მაგარი ნაწილი იქნებოდა სერიებში ჩემი აზრით. პერსონაჟები ყველაზე საინტერესოები მანდ იყვნენ ჩემთვის, სთორი აძლევდა ინტრიგებში ჩახლართვი საშუალებას და დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე ყველაზე "რუხი" პერსონაჟები მანდ მგონია რო არიან.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
hellwalker
Posts: 4056
Contact:

Re: Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#188 » 21 Jul 2018 03:08

ვერ ვიტყვი რომ იმ დროისთვის ეპატიება ის შეცდომები რაც დაშვებული აქ. ანუ დეველოპერს ეპატიება კი არა მიღწევაა ეგეც იმის გათვალისწინებით რომ მეორე თამაში იყო სტუდიის გაკეთებული პოლონეთის ინდუსტრიის ბაზაზე. მაგრამ ინდუსტრიის მხრივ მას ეფექტიც, გოთიკაც, პლეინსკეიპიც და ათასი სხვა კონტენტის სეგრეგაციის და არჩევნის გაკეთების მაგალითი არსებობდა მუშა.

ამათმა კიდე აიღეს და რაღაც წერტილებში 4-ად გაყვეს სიუჟეტისთვის აუცილებელი ინფორმაცია და ისე მოგაწოდეს. 4-ივეს თუ არ ნახავ საერთო სურათს ვერ კრავ. ეგ კიდე ძალიან ცუდი მიდგომაა იმის ფონზე რომ ახალი მოთამაშე კი არა წიგნ წაკითხულსაც უჭირს ამდენი ქვეყნის, პერსონაჟის და ინტრიგის დამახსოვრება და გარჩევა.

უფრო კარგად უნდა დაეხატათ Lore და პოლიტიკური Setup, ასევე დაეტოვებინათ ჰინტები სხვა Playthrough-ს შესახებ რომ ხელჩასაჭიდი გქონოდა რამე და ინტრიგის გამომტანი.

ეხანდელი მიდგომით გამოდის რომ ჯერ ან სასკიას ვერ იგებ ვინაა და რახდება, ან მაზავ საბრინა გლესვიგის, ლეტოს და მთელი მეორე ჩაპტერის წყევლის კონტექსტს. მესამე ნაწილში ვაბშე უამრავ დეტალს მაზავ იმის მიხედვით რომელ ფრაქციას მიემხრე და ტრისს დაიხსნი თუ ფილიპას გაეკიდები.

ერთიანი, გამართული პროდუქტი რო იყოს გეთანხმები პირველზე და მესამეზე ბევრად საინტერესო მთავარი სიუჟეტი გამოვიდოდა. დაჟე Bioware-ის ვეშებს ჩაუჯოკრავდა.

კარგად რო გავარჩიე მეორის სიუჟეტი მივხვდი რამდენი დეტალი გავმაზე მესამეში :D განსაკუთრებით დიქსტრას და რადოვიდის სიუჟეტურ ხაზებზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4290
Contact:

Re: Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#189 » 21 Jul 2018 03:34

ნუ მაგალითები რო არის იქამდე და თან კარგი ეგ გასაგებია, იდეაში ამათაც ეცდინებოდათ 1-2 მაინც, მარა ამათ აშკარად შეგნებულად გადაუხვიეს, სპეციალურადაა ანუ თამაში ისე რო რამდენჯერმე დახურო სრული სთორის მისაღებად, ან დაკმაყოფილდე ერთით და სამყაროში დატოვო ამოუხსელი ამბები. ცალკე გავლილი სთორი ნორმალურია და მაგ მხრივ თამაში ცუდი მაინც არაა მარა მაგ გაგებით რო ეს დაქუცმაცება არაფერს აძლევს გეთანხმები რო ცუდია და ცუდი მიდგომაა ეგ სთორიზე დაფუძნებული RPG-ში. პროსტა იმ მხრივ ვუფასებ მაინც რო ეხლა ის Telltale-ის თამაშებიც რო შევადაროთ, არჩევნების მხრივ მაინც ერთ თამაშად რჩება, ერთ ხაზზე მიდის სიუჟეტი და ამათ ეგ გზები დაქსაქსეს კაკრაზ, მეტი არც მინახავს მასეთი დიდი სხვაობა იდებოდეს სიუჟეტურ არჩევნებში. ნუ შეიძლება Heavy Rain-ს ჰქონდეს რამე არჩევაში მოშნად შეცვლილი ლოკაციები მარა არ ვიცი და არც მგონია.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
hellwalker
Posts: 4056
Contact:

Re: Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#190 » 21 Jul 2018 03:52

ცვლილებით ბევრი არაფერი არ იცვლება რაც უშუალოდ თამაშზე გავლენას ახდენს. ანუ მაინც მოხდება ომი სასკიასა და ჰელსეტს შორის, მაინც გაიპიზდება ბოლოში მაგების და მეფეების კრება, დაიწყება ნადირობა ვეძმებზე და გადაუვლის ყველაფერს Niflgaard რომ მაგის წინ რაც მოხდა ვაბშე აზრი ეკარგება და Niflgaard ათანაბრებს სიუჟეტს.

ფაქტიურად აღებულია გოთიკის პრინციპი მეორე ჩაპტერში, და პირველში და მესამეში ერთხელ იყოფა სიუჟეტი 4-ად 20 წუთით. დანარჩენი Linear არის. (პახოდუ როუჩის გზა მეორე ჩაპტერში ბევრად მწირია და დაუმუშავებელი ელფების გზაზე).

აი მთელი არჩევნების სია თავის შედეგებით: http://witcher.wikia.com/wiki/The_Witch ... 7s_path.29
ბუტაფორიაა ძირითადათ.

ჩანაფიქრზე არ მაქ ლაპარაკი, ჩანაფიქრი რაც ქონდათ სწორედ რო ექნათ მაგარი გამოვიდოდა. რო ვერ ქნეს სწორედ მაგიტო არის ცუდი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 8594
Contact:

Re: Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#191 » 21 Jul 2018 17:21

სწორად როგორ უნდა ექნათ მე მაგას რო ვთამაშობდი მაშინაც ვერ ვხვდებოდი და ეხაც ვერ ვხვდები. იმენა არჩევანის მრავალფეროვნების ჰაიპს გაყვნენ და რაღაც მაგარი აჯაფსანდალი სერია დადეს.

თითონ კონცეპტი არ მესმის ესეთი თამაშების იმიტო რო, თუ რეალურად ხარისხიანის გაკეთება გინდა იმდენი სრული თამაში უნდა ჩადო რამდენი ხაზიც ექნება და სიგიჟეა ეგ. უფრო დიდი სიგიჟეა ამას რამდენიმე სერიას რო მიაბავ. შესაძლებელი არი მარა არაა გამართლებული.

უზომოდ დიდი კონტენტი კეთდება და მოთამაშე 30 40 % ნახულობს ერთი დახურვით მაის გამო. და რავი 15% მეტი მაგ თამაშს 2 და 3 ჯერ არ დახურავდა
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4056
Contact:

Re: Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#192 » 21 Jul 2018 20:50

არსებობს უფრო ოპტიმალური და გამართლებული ფორმები Replaybility-ის, სულ არაა საჭირო 4 ად გაყოფა თამაშის Mass Effect-ში ორი ამოხსნა აქ ქვესტებს ბოლოსკენ, Age Of Decadence უნიკალური ქვესტები არ აქ მარა თითოულში დეტალები ვლინდება შენი Origin-იდან გამომდინარე და სულ ზამასკაში გტოვებს ყველა ნახო, Planescape-ში ვაბშე Linear ქვესტებია ძირითადათ მაგრამ პერსონაჟის გამოხატვის პონტში სულ გინდა სხვა ვარიანტები გაიარო.

კონტენტის გაყოფილს მხრივაც იგივე Gothic/Risen -ებში გემრიელად არის ჩასმული ფრაქციების თემა და რეალურად 5~10 ქვესტი თუ აქ უნიკალური მაქსიმუმ. უნიკალური კონტენტი არაა იმდენად საჭირო რამდენადაც ფრაქციის ატმოსფეროს და ცოტა გეიმპლეი დეტალების შეცვლა.

მაგრამ მე არ მქონია მაგაზე ლაპარაკი როცა ვთქვი სწორედ რომ ექნათ თქო. თითონ სიუჟეტის დალაგება იყო უკეთესად საჭირო და აქცენტის მთლიანად მთავარ ისტორიაზე გადატანა. იმხელა ინტრიგა ტრიალდება სიუჟეტში რომ ბევრად მეტ ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვდა. არჩევნები ჯობდა ჩაესვათ პირველის მსგავსად, დაგიდეს ქვესტი "რუხი" სიტუაციით სადაც ყველა მხარე თავის პონტში დანმაშავეც არის და უდანაშაულოც და ლოგიკურ წერტილში მოგცეს საშუალება განსაჯო და ჩაერიო ან ნეიტრალობა შეინარჩუნო.

მაგრამ თუ მაინდამაინც უნდოდათ რომ სეგრეგირებული ყოფილიყო კონტენტი და ბევრი გასვლით გაგეგო სრული სურათი, მაშინ მაგას მითუმეტეს ორჯერ მეტად ფოკუსირებული და გამართული სიუჟეტი ჭირდებოდა. ერთ გავლილ გზას უნდა დაეხატა მთლიანი სურათი ერთი ფრაქციის პერსპექტივიდან მაგრამ დაეტოვებინა ინტრიგა და ეჭვები მეორე მხარის მოტივაციებზე და პერსპექტივაზე. Morrowind-ის ნერევარის ბექსთორი და Age of Decadence ქვესტები არის კარგი მაგალითი მაგის სწორედ გაკეთების.

კაი ყვერებიანი ამბიცია კი არის პოლიტიკური ტრილერის ეგრე ჩვენება ))) მაგრამ ექსტრაორდინალურ ოსტატობას მოითხოვს და პოლიშს მასეთი რამის კარგად დადება. Blood And Wine-ის დონის ვეშს რო დადებენ კიდე ერთი-ორს მერე შეუძლიათ მასეთ ამბიციებზე გასვლა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests