Pillars of Eternity, PC

RPG, JRPG, TRPG, Roguelike, HacknSlash, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Riddick
Posts: 9378
Contact:

Pillars of Eternity

Unread post#21 » 26 Mar 2015 20:28

გამოსვლის ინფო:
Release Date: Mar 26, 2015
Developer: Obsidian Entertainment
Genre(s): RPG
Metascore 93 - 12 Critics
User Score 8.5 - 196 Ratings
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature=youtu.be&fbclid=IwAR2nndS1wo3KzT_REmxuIn_39Z9E1Gs8d5wZ0MzS5lZ3NNrcrMd525QtSqs

User avatar
SLaYeR
Posts: 4781
Contact:

Pillars of Eternity

Unread post#22 » 27 Mar 2015 06:40

დავიწყე, ერთი ნახევარი საათი კაცის შექმნას მოვუნდი, უბრალოდ დავიბენი თავიდან, D&D-სგან განსხვავებული მარა რაღაცით მსგავსი რო იყო, მეთქი ყველაფერი ზუსტად უნდა გავთვალო, მარა ბოლოს მაინც roleplay-ზე გავაკეთე აქცენტი და ისე შევქმენი პერსონაჟი.
მოკლედ თავიდან ასარჩევად არის რასა, სუბრასა, კლასი, კულტურა და ბექგრაუნდი. თითოეული გარკვეულ სტატს ან ბონუსს იძლევა, თუმცა დიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ აქვს
რასები გასაგებია, რამდნეიმე რასაა და ერთერთს ირჩევ.
სუბრასა კანის ფერი და გარეგნობაა
კლასი გასაგებია, ან მეომარი ხარ ან ჯადოქარი ან პალადინი და ა.შ.
კულტურა უფრო რეგიონს და წარმოშობას ეხება, მე მაგალითად მთიანი რეგიონები ავირჩიე.
ბექგრაუნდი კი ვინ იყავი სანამ თამაშს დაიწყებ, მაგალითად: დაქირავებული, მოგზაური, მაწანწალა, გლეხი.
თამაში იწყება თუ არა წინაწარ იცი რა მოხდება პირველივე ლოკაციაში, თითქოს უკვე გითამაშია და კარგად იცნობ. მოვლენები უცებ ვითარდება და ფაქტიურად 20 წუთში ყველა კომბატის და ტექსტის შემდეგ მზად ხარ მოგზაურობისთვის. ტექსტები ძალიან გრძელია და როგორც წიგნი ისე იკითხება, რა თქმა უნდა ეს მომაბეზრებელი ნამდვილად არაა, პირიქით, სანამ სთორი გაინტრიგებს და ატმოსფერო მუშაობს, შესახლებული ხარ შიგნით.
მოკლედ ორი საათი ვითამაშე და ამ ორ საათში თითქოს ახალი არაფერი ხდებოდა, ქალაქის გაცნობას და კითხვას მოვუნდი და ბოლომდე ვერც ერთი გავაკეთე და ვერც მეორე. ბოლოს სამოგზაუროდ ორი კაცი შემომიერთდა, პირველი - ელფია, ჯადოქარი, შარია მასთან ერთად სიარული მაგრამ მარტო ხეტიალს ჯობია. მეორე - უბრალოდ მეომარია, რომელსაც ქალაქში აღარ დაედგომება და სამნი უფრო იმედიანად ვივლით. ვდგავართ ახლა ქალაქის შუაგულში ხესთან, რომელზეც თვრამეტი უსიცოცხლო სხეული ჰკიდია, თავზე გვაწვიმს, ირგვლივ სიმყუდროვა და ახალ ლოკაციაში გასამგზავრებლად ვემზადებით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 4830
Contact:

Pillars of Eternity

Unread post#23 » 27 Mar 2015 16:53

იმენა **&&*&*(* კვირა მქონდა, გულწრფელად მწამს ამ კვირის მერე ჰექსების და ჯადოების იმდენი bad luck brian მომენტი მომივიდა. ეხა შაბათს მოვრჩები სამუშაოს და ლოგინსი ავიშენებ ფორტს, ჩავწვები შიგნით ლეპტოპით და მანამ გული არ წამივა ვითამაშებ ამას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4781
Contact:

Pillars of Eternity

Unread post#24 » 27 Mar 2015 18:11

გუშინ გავთიშე, შემოვედი დავწერე აზრი, მეთქი დავიძინებ, ჩავკეცე ბრაუზერი და შევვარდი ისევ, სამი საათი მივაბი დილამდე )) იმდენი კონტენტია ვერ ვიმახსოვრებ სახელებს, ქაოსშია პერსონაჟი ;/
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 9378
Contact:

Pillars of Eternity

Unread post#25 » 27 Mar 2015 22:53

სერიოზულ შეფასებებს აგროვებს:
• Escapist - 100/100
• PCGamesN - 100/100
• IGN Italy - 94/100
• 3DJuegos - 93/100
• Meristation - 93/100
• Everyeye.it - 93/100
• PCGamer - 92/100
• Gamerant - 90/100
• MMORPG.com - 90/100
• Dealspwn - 90/100
• GameWatcher - 90/100
• Pixel Dynamo - 88/100
• Stevior - 85/100
• Gamereactor.es - 80/100
• Eurogamer - რეკომენდირებული

რამდენ საათიანი "საკითხავია" ნეტა
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature=youtu.be&fbclid=IwAR2nndS1wo3KzT_REmxuIn_39Z9E1Gs8d5wZ0MzS5lZ3NNrcrMd525QtSqs

User avatar
SLaYeR
Posts: 4781
Contact:

Pillars of Eternity

Unread post#26 » 28 Mar 2015 01:21

საკმაოდ დიდი ჩანს, ქალაქში მივედი რომელიც ხუთ რაიონად არის დაყოფილი და უკვე შესვლის მეშინია, კომბატიც რთულია, ჰარდზე ვთამაშობდი, ეხლა ცოტა მინდა დავამუღამო და დროებით ნორმალზე ჩამოვწიე, მარა იგივეა მგონი მაინც, მთავარი ტაქტიკაა და არა უშუალოდ კომბატი. ამ კომპანიონებზე ვნახე და თურმე უმეტესობა სუსტია ჰარდზე რო ითამაშო, ამიტომ შენით შეგიძლია შექმნა ახალი კომპანიონები, მარა ეს არ მინდა ;/ სამყაროზე დიდი კონტენტია და ფრაგმენტებად იგებ ლორს, მარა ასე მგონია რო ძალიან სწრაფად გავდივარ და თავში ნახევრად მრჩება, ყველაფერი ერთბაშად მაინტერესებს ;/ იგივე Baldur's Gate და Planescape ბევრად მყუდრო იყო, დიდხანს ჩერდებოდი ერთ ადგილას და იქ აგვარებდი საქმეებს, აქ კიდე დავწანწალებ სადაც გზას ვნახავ, ავიღებ ქვესტს, წავალ და დამფლითავენ მონსტრები, ქვესტებსაც ბევრს ერთად არ მაყრიან და ამ ძიებაში მიწევს ხოლმე ახალი ლოკაციების აღმოჩენა და წინ და უკან სიარული
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 9378
Contact:

Pillars of Eternity

Unread post#27 » 28 Mar 2015 01:53

ისე ყვები ნერწყვი მომდის )) მარა ჯერ DA: origins ვთამაშობ და მგონი არ მთავრდება ვაფშე )))
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature=youtu.be&fbclid=IwAR2nndS1wo3KzT_REmxuIn_39Z9E1Gs8d5wZ0MzS5lZ3NNrcrMd525QtSqs

User avatar
SLaYeR
Posts: 4781
Contact:

Pillars of Eternity

Unread post#28 » 28 Mar 2015 07:37

უფრო და უფრო მყუდრო ხდება თამაში, პირველი დიდი ქალაქია ფაქტიურად სადაც დავდივარ და ინტერესიც იმატებს. ყველა პერსონაჟი შემოვიკრიბე გუნდში და უკვე ბრძოლაში გამოვცდი ვის დავეყრდნო და ვის არა.

Aloth (Wizard) - სუსტი პერსონაჟია, თავიდან უფრო გამომადგა, არადა ერთადერთი Wizard-ია.
Eder (Fighter) - საშუალო დონის მებრძოლია, პალადინთან ერთად გარკვეულ დახმარებას მიწევს
Durance (Priest) - ფანატიკოსია მაგრამ არც თუ ისე ძლიერი. საშუალო დონეა მარა თავის საქმეს აკეთებს.
Kana (Chanter) - ვერაფერი ვერ გავიგე ამის
Sagani (Ranger) - კარგი რეინჯერია, უკანა ფლანგიდან საკმაოდ მეხმარება, თან მგელიც ყავს დამხმარედ.
Hiravias (Druid) - ნორმალური დრუიდია, მარა მეც დრუიდი მყავს და არ ვიყენებ.
Grieving Mother (Cipher) - ჯერჯერობით Wizard-ის ნაცვლად მყავს და თავის საქმეს აკეთებს
Pallegina (Paladin) - კარგი და გამოსადეგარი პალადინი, ვისაც ახლო ბრძოლაში შეიძლება დაეყრდნო.

ჩემი სტრონგჰოლდი მაქვს. მის ქვემოთ ჯურღმულებია, რომლის სიღრმეებშიც უცნობი ძალა ბინადრობს. ვეცდები ნელნელა ჩავაღწიო და გავიგო რა არის.
ამასობაში ჩემს კარმიდამოში საგუშაგო სახლი ავაშენე, სადაც რამდენიმე სახიფათო მონსტრის შესახებ მივიღე ცნობები. პატარა მომზადების შემდეგ მზად ვარ რომელიმესთან მოვსინჯო და შევაფასო საკუთარი ძალები.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

GHOST
Posts: 1505
Contact:

Pillars of Eternity

Unread post#29 » 28 Mar 2015 08:40

ბოლო სირთულე, ექსპერთ და ის ერთ სეივიანი მოდი ჩავრთე გუშინ, დავიწყე სთორი და გავთიშე, მეძინებოდა, დღეს ჩავუჯდები.

User avatar
SLaYeR
Posts: 4781
Contact:

Pillars of Eternity

Unread post#30 » 28 Mar 2015 09:48

აუ არა ეგ მაზოხისტობაა ნამეტანი, ჰარდზე დაიწყე. არის რაღაც განსხვავებები იგივე BG-სგან და Planescape-ისგან და უმეტესად ვიზუალური გარჩევადობა და პერსონაჟების ერთმანეთში გაჭედვა აფუჭებს ჩელენჯს. რამდენჯერმე რო ვიგინე მივხვდი რო შეჩვევა უნდა ჯერ საკაიფოდ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 4830
Contact:

Pillars of Eternity

Unread post#31 » 28 Mar 2015 14:36

მიჭედავს ინტეგრირებულზე :| არადა საინტერესოდ დაიწყო ატმოსფერულად. ბევრი ბაგები კი აქ ვიზუალური.
დიდხანს ვიფიქრე კლასზე და ავიღე rogue, მაგი მინდოდა ან სიფერი მარა მაგათ იმედია კომპანიონებიდან ავიყვან. rogue კიდე არ იყო სთორი კომპანიონებში.

ეგრევე რო მომერჭო დიალოგში ის გაკლია, ეს გაკლია გამახსენდა ძველი დრო. იმედია კარგი აღმოჩნდება და replay ვალუე ექნება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4830
Contact:

Pillars of Eternity

Unread post#32 » 06 Apr 2015 17:44

კაი 60 საათი დამიგროვდა უკვე. ჯერ მესამე აქტი დავიწყე. ძალიან დიდია მარა ამავდროულად პატარა და მყუდრო ჩანს. კომბატი არ არი რთული მარა მუდმივ ტაქტიკას მოითხოვს. ისტორია და სამყარო ძაან საინტერესო არ არის მარა სულების თემა უნიკალურია და კარგად არი დამუშავებული.

მეიჯით ვთამაშობ ჰარდზე და უეჭველი ვითამაშებ კიდე ერთხელ Cipher-ით path of the damned -ზე. თავიდან თითქოს ცოტა სპელებია საინტერესო კომბოებისთვის მარა მერე იჩითება კაი კომბოები მარა ჩელენჯი იკლებს. ამიტომ მაინტერესებს გამწურავ სიძნელეზე რამხელა პოტენციალი ექნება.

ზოგი ადგილი ძაან გამისწორდა, იმენა ატმოსფერო მოდის სერიოზული თან ჟუტკი მარა ამავდროულად რეალისტური რაც კიდევ უფრო ჟუტკს ხდის.

დაახლოებით ინკვიზიციის ხელაა ალბათ მთლიანად დროის მხრივ მარა დრაგონ ეიჯს ბევრად მირჩევნია. იქ თუ სრულ უაზრობაში კარგავდი ამდენ დროს და ხლამით იყო კონტენტი გაბერილი აქ საინტერესოდ არის ლოკაციები გაკეთებული. გეიმპლეის ხარისხი ბევრად სასიამოვნო და დახვეწილი აქ, ასევე ექპლორაციის. ეს და დივინითი ორიჯინსი ძალიან კარგი გამოვიდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4781
Contact:

Pillars of Eternity

Unread post#33 » 07 Apr 2015 20:46

დავხურე და შემიძლია ვთქვა რო კლასიკაა, თუმცა Baldur's Gate 2-მდე და Planescape Torment-ამდე ბევრი უკლია. პოტენციალი ძალიან დიდია, ნიხვატკაში დამტოვა, მარა ენდინგიდან გამომდინარე ვფიქრობ რო აუცილებლად დაიდება გაგრძელებაც, რაც ალბათ უკეთესი გამოუვათ.
სთორი გამისწორდა, ბევრი კი იყო საკითხავი და მომენტებში მაგრა მღლიდა ზოგი წარბაწეული რო მიყურებდა და ზოგი მომღიმარი და ყველა npc-ს ემოცია დაკვირვებით რო უნდა წამეკიტხა, მარა მთლიანობაში კარგი experience დაგროვდა.
მთლიანობაში ერთი 72 საათი დავხარჯე, ნუ აქედან ხშირად ჩაკეცილსაც ვტოვებდი მარა ძალიან პატარა მომეჩვენა მაინც. ერთი პატარა თავგადასავალი იყო, უბრალოდ საკითხავით გამდიდრებული და ბოლომდე რო შეგიყვანს ისეთი, თორე სთორის ერთი 3-4 ჯერ გავზრდიდი ჩემზე რო ყოფილიყო დამოკიდებული.
სამყარო ძალიან მომეწონა, კარგი კონცეფციებია შექმნილი სულებზე, ანიმანსერობაზე, სიცოცხლის ციკლებზე და ღმერთებზე.
გეიმფლეი გამიადვილდა თუ რამდენიმე ბრძოლას არ ჩავთვლით, პროსტა ჰარდზე ბევრი მონსტრი იყო და ძალიან დამღლელი ხდებოდა ბრძოლები როცა ავლეველდი, მარა ჩელენჯი იგრძნობოდა მაინც და ყოველთვის ფრთხილად უნდა ყოფილიყავი. Caed Nua-ს ლაბირინთებში ბოსი რო დავამარცხე მივხვდი რო ერთადერთი ჩელენჯი ბოლო ბოსიღა დამრჩებოდა, დანარჩენს გადავუარე ყველაფერს. კომბატზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის, ძალიან ღრმა და ამავდროულად გასართობია. Priest კიდე საუკეთესო კლასი.
Party-ზე არ გამისწორდა რო სუსტი პერსონაჟები არიან სტატების მიხედვით, ამის მიუხედავად 3 თამაშის პერსონაჟი დამყავდა და 2 ჩემი შექმნილი. ვთვლი რო ბევრად მაღალი დონის experience იქნებოდა წესიერი სტატები რო ქონოდათ და სთორი მუღამში მყოლოდა თამაშის პერსონაჟები.
მუსიკა და ატმოსფერო კარგია, უბრალოდ თავიდან ბევრად დინამიურია და ბოლო ლოკაცია არ მომეწონა იმდენად.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 4830
Contact:

Re: Pillars of Eternity

Unread post#34 » 13 Dec 2018 23:40

მეორეს ბოლო DLC-იც გამოვიდა. ერთი ორი კვირა ვაცლი პატჩებს და ჩავუჯდები მეორე ზახოდზე. იმდენი რამე შეცვალეს და დაანავაროტეს, ახალი ექსპერიენსი გამეძრობა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “RPG - Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests