State of Decay, X360, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11703

State of Decay

Unread post#1 » 05 Sep 2012 23:50

Undead Labs-ის სტუდიის ზომბი-შუთერი State of Decay. არა, ვაღიარებ, რომ უკვე სიტყვა ზომბის გაგონებაზე ეგრევე გინება მინდება. მძულს ის ხალხი ვინც ისედაც გადატვირთულ, ეგრედწოდებულ "პირდაპირ ეთერს" თავიანთი ძიშოვი პადძელკებით კიდე უფრო გაუსაძლის ხდიან. ხოდა რაზე დაურთე ეხა ეს ლამაზი წინასიტყვაობა ამ თამაშს? პროსტა არ მინდა რო შევცდე და ესეც ისეთივე ფეკალი აღმოჩნდეს, როგორიც სხვა პოპულარული სეთინგის ღეჭვის დროს დაბადებულნი. ხო ნუ ზომბები! არამგონია ვინმეს ისე უყვარდეს ზომბები, რომ ამდენი თამაშით და ფილმით უკვე ოდნავი გულისრევის შეგრძნება არ ეუფლებოდეს ამ უორიგინალურესი კაცობრიობის მტრების დანახვაზე. მარა რატომღაც მაინც ვითმენთ და გვგონია, რომ სრულიად ბუნებრივია ეს ამბავი (მარა ეს სხვა თემაა).

>>>

ხოდა როგორც ზევით მოგახსენეთ, ეს თამაშიც კაკრას ამ უბედურებისმიერ გამოწვეულ აპოკალიფსს ეძღვნება, ხოლო წარმატების მოპოვებას, რამდენიმე თვის წინ გამოსული Arma 2 ცნობილი მოდის Dayz-ის მსგავსი გეიმფლეი მოდელის გამოყენებით აპირებს. პრინციპში ჩემი პირადი ინტერესიც ზუსტად ამის გამო გამოიწვია - ამ მოდმა დაახლოებით Valve-ს L4D-ს მსგავსი რევოლუცია მოახდინა ზომბების "სუბკულტურაზე" და თუ ვინმე კარგად არ გარკვეულხართ, გირჩევთ ამას მაინც გაეცნოთ. ანუ მე იმას არ ვამბობ, რომ თამაშს აფსოლიტურად ყველაფერში, ნახსენები მოდს მიბაძვააქ განზრახული, არა, უბრალოდ გავრცელებული დეტალების თანახმად, ძირითადი პრინციპები მსგავსი იქნება. ასევე შეგახსენებთ, რომ მოცემული პოროექტის პირვანდელი სახელი Class 3 იყო და იგი მხოლოდ X360 უნდა გამოსულიყო, მაგრამ დღეისთვის იგი უკვე სხვა სათაურს State of Decay-ს ატარებს და პლადფორმების სიაში ბოქსს PC სახელიც მიუწერეს.

>>>

დეველოპერების თქმით, State of Decay მთავარი გამოსარჩევი მომენტი უზომოდ დიდი სათამაშო სამყარო გახდება. როგორც გაირკვა, იგი დინამიურია და მისი იერსახის შეცვლა მოთამაშეების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. თამაში ასევე არ იქნება შემოფარგლული მჭირდრო სიუჟეტური ჩარჩოებით. თქვენ თქვენივე სურვილისამებრ შეგიძლიათ ამოარჩიოთ გადარჩენილების ბაზის ასაშენებელი ადგილი, ხოლო შემდეგ მის გამაგრებას მიჰყოთ ხელი - მოაწყოთ რესურსების მოსაპოვებელი გამოსვლები - შეებრძოლოთ ზომბებს და სურვილისამებრ უშველოთ სხვა გადარჩენილებსაც. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ მიმართოთ თამაშის ოფიციალურ საიტს P.S. კიდევ ერთი დაბალი ხარისხის ვიდეო

Riddick
Posts: 11703

State of Decay

Unread post#2 » 27 Jun 2013 02:29

გამოსვლის ინფო:
Release Date: Jun 5, 2013
Developer: Undead Labs
Genre(s): Action Adventure
Metascore 78 out of 100
User Score 7.6 out of 10

რაღაც საინტერესო ჩანს, მარა სამწუხაროთ მარტო xbox-ზეა.

Riddick
Posts: 11703

State of Decay

Unread post#3 » 17 Jul 2013 23:53

თქვენი არ ვიცი ბანდა, მარა რატომღაც ძალიან მომეწონა ეს თამაში ვოლქთრუებს რო უყურე და კაი ინფო შემატყობინეს ეხა.

State of Decay heading to PC this year

ისე დამევასა ერთი გასვლის ერთი 10 სერიას უყურე და გირჩევთ ნახოთ რააარი.

User avatar
Ripster
Posts: 1855

State of Decay

Unread post#4 » 23 Jul 2013 18:49

კი მაგარი რაღაცაა ასე გარედან თუ ვუყურეთ
კარგი იდეაა ყოველთვის მინდოდა მსგავსი რაღაც გამომეცადა)) მაგრამ რევიუებში იძახიან ძალიან რუტინული ხდებაო))) იტოგში დასატესტი ყველა პონტში არის
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11703

State of Decay

Unread post#5 » 29 Jul 2013 17:12

ეტყობა რო უბრალო სურვაიველია და რაღაც სერიოზული სიუჟეტური მიზნები არააქვს. ეგ ცუდია.

Riddick
Posts: 11703

State of Decay

Unread post#6 » 17 Nov 2013 13:46

ბატონ ბორომირასთან მქონდა ამ თამაშზე ფართო ინტერვიუ )) და იმის მიუხედავათ, რომ ჩემს მსგავსად მასაც მოსწონს მოცემული პროექტი გარკვეულ მინუსებზე მაინც ლაპარაკობდა )) მე ჯერ არ მითამაშია, მარა ერთერთი მთავარი მასთფლეია ჩემ სიაში. ხოდა ზუსტად გუშინ გავიგე, რომ თვის ბოლოსკენ გამოდის ახალი დამატება რომელშიც ბევრი მცირე, მაგრამ საერთო ჯამში მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება შეტანილი:
>>>
ცვლილებებიდან ყველაზე აღსანიშნავია სიძნელის გაზრდის, რესურსების დაბალანსების და ახალი ტიპის ქვესთების დამატების ნაწილი, რაც თამაშს რეალურად უფრო საინტერესოს და მრავალფეროვას გახდის.

Riddick
Posts: 11703

State of Decay

Unread post#7 » 21 Nov 2013 17:51

დამატებითი მოტივაციისთვის. პატარა რუსუილი მიმოხილვა

Riddick
Posts: 11703

State of Decay

Unread post#8 » 15 Jan 2014 05:00

შემითრია უცებ )) მაგარი ატმოსფერული რამეა
პროსტა რამდენიმე კითხვა მაქ და ვინმემ თუ იცით იქნებ ამიხსნათ
1. თამაშს რო რთავ ორიგინალს და დამატებას შორის უნდა აირჩიო და ვერ ვხვდები რა განსხვავებაა? რამე სხვა სიუჟეტური ხაზია თუ რაარი ვაფშე ვერ მივხვდი. რომელი დავიწყო აზზე არ ვარ. ორივე ჩავრთე და სხვადასხვა ადგილას იწყება სხვადასხვა კამანდით...
2. პერსონაჟებს შორის როგორ გავცვალო ითემები?
3. თუ რომელიმე პერსონაჟს რამე შესაძლებლობა ინსტანტად არააქ ანუ ვერ ისწავლის ვაფშე?

Disturbed
Posts: 192

State of Decay

Unread post#9 » 15 Jan 2014 10:50

კარგია რომ შეგითრია : )) მეც შემითრია ერთ დროს.

1.ამ კითხვაზე ნაღდად არ ვიცი პასუხი,იმიტომ რომ პირატკას ვთამაშობდი და დასაწყისში აფრო ამერიკელით იწყებ თეთრკანიან კეპიან ბიჭთან ერთად.
2.ეგრევე როგორ გაცვალო არ ვიცი,მაგრამ ბაზებზე არის კონტრეინერები,სადაც შეგიძლია გადააწყო ითემები და მეორე პერსონაჟზე გადაცვალო,ამის შემდეგ მიხვიდე და აიღო მეორე პერსონაჟით.
3.ისწავლის

რამე კითხვები თუ გაქვს კიდევ დაწერე და გეტყვი.კარგა ხანი ვთამაშობდი მე.ისე მაგარი იქნებოდა მულტიპლეიერი ყოფილიყო,მაგრამ რაც არის იმითაც კარგად ვერთობოდი.თამაში დაახლოებით ისეთი პონტია ადრე ბაზრობაზე სათამაშო რო იყიდებოდა.შიგნით პროგრამა იყო ჩატვირთული ცხოველს უვლიდი.თუ თავის დროზე არ აჭმევდი და არ მოუვლიდი რო კვდებოდა.იგივე ვარიანტია მანდაც.ერთი დღე არ შევედი თამაშში და ერთი ბაზაზე მაცხოვრებელი რო არ მივხედე ნაკბენისგან ზომბად გადაიქცა,დანარჩენები შიმშილით დაიხოცნენ.ზოგმა გაუძლო ძლიერი იმუნიტეტის გამო ))

Riddick
Posts: 11703

State of Decay

Unread post#10 » 15 Jan 2014 15:26

მოიცა გამორთული რო გაქ თამაში რამე პროგრესი მიდის თავისით? ეგეთი რაღაც პირველად მესმის..

User avatar
Ripster
Posts: 1855

State of Decay

Unread post#11 » 16 Jan 2014 00:04

ეგრე გაწერილ დროს რომ გიწევდეს თამაში მაგრად ტეხავს.
შევამჩნიე riddickი როგორ თამაშობდა სთიმზე და ველოდებოდი პოსტს როდის დაწერდა ფორუმზე ცხელცხელი შთაბეჭდილებები და იქნებ თამაშიც მომდომოდა)) ასე მაგრად ტეხავს მართლა ტამაგუჩია ბლინ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Disturbed
Posts: 192

State of Decay

Unread post#12 » 16 Jan 2014 13:42

riddick wrote:მოიცა გამორთული რო გაქ თამაში რამე პროგრესი მიდის თავისით? ეგეთი რაღაც პირველად მესმის..

ეაფ... : ) რა ადგილზე ხარ გაჩერებული? ეკლესიაში მიხვედი უკვე?

BoromiR
Posts: 638

State of Decay

Unread post#13 » 16 Jan 2014 16:09

არა სიუჟეტურად ახალი არაფერი არაა, ობშიაგში ერთი და იგივეა პროსტა პატარ პატარა რაღაცეები განსხვავდება, მე შენს ადგილას თავიდანვე ბრეიკდაუნს ჩავრთავდი მარა ამაზე ზუსტად ვერაფერს გეტყვი რადგან არ მითამაშია ჯეჯერობით მეთვითონ ეგ, უბრალოთ წაკითხული მაქ თუ რა ცვლილებებია.
2) ჩესტი გაიჩითება მერე და შიგნით უნდა ჩაყარო იტემები და სხვა პერსონაჟზე გადართო და ამოიღო რაც გინდა.
3) აბილიტები ვითარდება ლეველ აპის დროს მაგრამ არის პროფესიები რომლებიც ვერ ვითარდება, მაგალითად წამლების გასაკეთებლად და გჭირდება ქიმიკოსი, კარგი საჭმელის გასაკეთებლად ( ბონუს საჭმელი ) გჭირდება შეფი და ასე შემდეგ, ასევე არის აბსოლუტურად უაზრო მასტები რომლებსაც ტექნიკური თვალსაზრისით არანაირი პლიუსი არა აქვთ, მაგალითად მასტია სტარტინგ აბილიტით - ლოთობა... ანუ მასტები ვინც ზომბი აპოკალიპსის დროს ვერაფერში გამოადგებიან ჯგუფს, მაგრამ მთლად სასიკვდილოდაც არ ვუშვებდი ( პირადად მე ) უბრალოთ ყოველდღიურ delivery კვესტებს ვაკეთებინებდი ან რამე მაგდაგვარ წვრილმანს.
ყველაზე მნიშნელოვანი რაც უნდა გაითვალისწინო თამაშისას არის ის რომ ეს არის ვირტუალური სიმულატორი, რაც ნიშნავს იმას რომ თამაშს რომ გამორთავ, სამყარო ავტომატურად აგრძელებს ვითარებას. რაც აისახება აბსოლუტურად ყველაფერზე, მაგალითად საჭმელი თუ 50 გქონდა რო გამორთე, 24 საათის შემდეგ რომ ჩართო თამაში შეიძლება აღმოაჩინო რომ საჭმელი აღარაა მაცივარში, ჩესტიდან ყველა წამალი ამოღებულია, ტყვიები დახარჯულია და ყველა ალეწილია და შენი safehouse-ში ზომბი ჰორდაა... ნუ ეს უკიდურეს შემთხვევაში. ესეთი რაღაცა რომ არ მოხდეს სანამ თამაშს გათიშავ უნდა დარწმუნდე რომ უშენოდაც "ავტომატიკაზე" გაძლებს შენი სასტავი სანამ ისევ ჩართავ თამაშს. მოგწონს არ მოგწონს ესეთი პონტია... მე მართალი რომ ვთქვა არ მომწონდა და მაგიტომ 5 დღის განვალობაში თამაში არ გამითიშავ რომ არ გაეგრძელებინა სამყაროს ჩემ გარეშე, ვაპაუზებდი და ალტ ტაბზე ვიყავი...

Riddick
Posts: 11703

State of Decay

Unread post#14 » 19 Jan 2014 01:34

აუ მაგრად ტეხავს ეგ... მახსოვს ადრე მეუბნებოდი მგონი მარა აღარ მახსოვდა. ეგ რო გამხსენებოდა არ ვიყიდიდი ცვეტში... მარა ჩაუჯდები მაინც, ატმოსფერო მომეწონა ძაან და ნუ შევეცდები გაუგო ეგეთ გეიმფლეის მუღამი. მამენტ იქნება რამე პროგი მაგის დასაპაუზებელი.

Riddick
Posts: 11703

State of Decay

Unread post#15 » 04 Mar 2014 23:31

გამოდის კიდევ ერთი დამატება - Landing Zone, რომლის მეშვეობითაც თამასს ახალ სიუჟეტურ შემადგენელს დაამატებენ (მოთამაშეს ჯარისკაცის როლში გამოსვლა მოუწევს).

Riddick
Posts: 11703

State of Decay

Unread post#16 » 24 Mar 2014 07:43

თავიდან სანამ ცოტა გავერკვიე მეგონა რო მოიტანდა მუღამს, აშკარად იგრძნობოდა პოტენციალი მარა ... ძაან ცარიელია რეალურათ და პრინციპში თავიდან როგორიც არი ისეთივე იქნება მთელი თამაში. რესურსების მოგროვება, ბაზის აშენება და ხალხის გადარჩენა - ძირითადი ფუნდამენტი რაზეც დგას თამაში. ვერანაირი თავგადასავლის ელემენტი ვერ დავინახე სამწუხაროთ, არადა პირველად რო ვნახე ძალიან მომეწონა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი რო ესეთი ზედაპირული რამე იქნებოდა.

მსგავს თამაშებში მაქსიმალურად უნდა იყოს ავტომატურად განვითარებადი სიტუაციები, მაგალითად GTA5 რაც ააქვთ გაკეთებული, RDR, ან Far Cry 3 (გარეული ცხოველების თემა) და ძაან ბევრს მისცემდა თამაშს.

Astronaut
Posts: 27

State of Decay

Unread post#17 » 25 Mar 2014 22:12

riddick-ს ვეთანხმები. ვითამაშე და საერთოდ არ ჩამითრია. ბევრად უკეთესად შეიძლებოდა კონტენტი ჩაეყარათ თამასსში. სიცარიელეა და თითქმის ყოველთვის ერთი და იგივეს აკეთებ. მაგას თავი დავანებოთ და NPC-ებთან ურთიერთობის სიმულატორიც (aka friend/enemy) კი საშინელებაა. ზოგადად მაგაზე არ მაქ ყურადღება გამახვილებული მაგრამ რავი ძალიან უაზრობაა. ამას ისევ DayZ მირჩევნია 10-თავით რომელსაც სთორიც კი არ გააჩნია.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 151 guests