Iron Brigade, PC, X360

Roguelike, HacknSlash, JRPG, TRPG, Tactical RPG, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Riddick
Posts: 7721
Contact:

Iron Brigade

Unread post#1 » 20 Aug 2012 14:23

Iron Brigade - ერთ დროს XBLA ექსკლუზივი, დღეს უკვე PC-ზეც გამოვიდა. თამაშში წარმოდგენილია Third Person Action და Tower Defense შერწყმული გეიმფლეი მექანიკა. სათამაშო რეჟიმებში, რათქმაუნდა მოცემულია ერთ კაციანი კომპანია, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი მაინც კოოპერატიულ გასვლაზე მოდის (PC-ვერსიის კოოპის ამბავი არ გამირკვევია, მაგრამ თუ ადვილად ირთვება, ერთად თამაშის მშვენიერი პერსპექტივაა).

>>>

თამაშის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის ალტერნატიულ რეალობაში ვითარდება. ერთერთი ოპერაციის დროს, სამხედრო ბაზაზე გაურკვეველი წარმომავლობის რადიო სიგნალი შემოდის. მისი ზემოქმედების ქვეშ სამხედრო ბაზის თითქმის ყველა წევრი იხოცება, ხოლო ორ გადარჩენილ ჯარისკაცს უპრეცენდენტო დონის ინტელექტუალური შესაძლებლობები ეძლევათ (Marvel Style). შემდგომში ყველაფერი ჩვეული რითმით ვითარდება. ერთი მათგანი, ფრენკი, უზარმაზარი რობოტების კონტრუქციებს იგონებს და ადამიანების დაცვისთვის ბრძოლას იწყებს, ხოლო მეორეს, შიზოფრენიკ ვლადიმერს, საკუთარი ტელევიზიის და ტელემოსნტრების მეშვეობით მსოფლიოს ხელში ჩაგდება უნდა.

>>>

ჩვენ რათქმაუნდა კეთილი ფრენკის მხარეს ვიბრძვით და მექანიკური, კონფიგურირებადი რობოტების მეშვეობით, შიზოფრენიკი ვლადიმერის ბოროტი გეგმების ჩაშლით ვართ დაკავებული. P.S. თამაშს ძალიან დადაებითი გამოხმაურებებიაქ Xbox-ის მოთამაშეების მხირდან, აი PC-შნიკების აზრებისთვის ჯერ თვალი არ გადამივლია, ყოველ შემთხვევაში თუ Tower Defense-ის სტილი მოგწონთ მგონი ღირს ყურადღების მიქცევა.
კვაზი-mode

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests