Cyberpunk 2077, RPG > PC, PS4, Xone {ანონსის ინფო}

ფორმატები ▶ გამოცდილება ▶ ანონსის ინფო ▶ რელიზის ინფო ▶ დეტალების სია ▶ პრევიუ
User avatar
SLaYeR
Posts: 5208

Re: Cyberpunk 2077

Unread post#81 » 08 May 2020 21:08

კაცო უნდა ქნან, მე რო ვიყო მეც ვიზავდი, პროსტა ხალხი რო ნიუსს ელოდებოდეს ჩემგან და ეგ ავაფარო იმ მიზნით რო კონკრეტულ სეგმენტში ჰაიპს ვქმნი, არ ვიქნები არც მე სწორი. ვიღაც უმცირესობას აჰაიპებ და უმრავლესობას ვისთვისაც მეათასე ხარისხოვანი ნიუსია არაფერს ეუბნები ))) რავი არასერიოზულია უბრალოდ, ვერც ცივ გონებაში ვსვავ ვერაფერი. მთავარია რო კონკრეტული ხალხი შეძლებს მუ*ლის ნაცვლად ჰქონდეთ *ლე ან პირიქით, იმიტო რო ასეთ დეტალზე ოცნებობენ :D:D:D
კოჯიმას თამაშში რო დამატეს მოფსმა, იმ პონტში ნიუსია ესაც, პროსტა იქ გეიმფლეი დადეს როგორ ფსავდა კაცი და სხვა რამეებიც აჩვენეს, პროდუქტი როგორც კი გაამზადეს თითქმის მთელი თამაში ტრეილერებში აჩვენეს დაჟე.
მინდა რო რამე თამაში გამოდიოდეს და მარტო მოჯმაზე იყოს ერთი ნიუსი, მეტი არაფერი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9999

Re: Cyberpunk 2077

Unread post#82 » 08 May 2020 21:21

დეფეკალიზაციის სიმულატორს რო ველოდებოდე და ეს ნიუსი დადონ, ცვეტში გავიგებ და მივიღებ

ის ვიჩერის კიბერპანკ არტებიც სპეციალურად გამოყარეს, რო მარტო ეს ყ*ლეობა არ დაეწერათ ამდენი ხალხისთვის )))

User avatar
hellwalker
Posts: 5430
Contact:

Re: Cyberpunk 2077

Unread post#83 » 08 May 2020 22:45

ბიჭო რავი შეილება მე რო ტვიტერზე გამოწერილი მაქ ბევრი თამაში და ნიუსი არ მომხვდა ეგ ეხა თვალში უცნაურად. სულ ეგეთ პატარა დეტალებს პოსტავენ ყოველდღიურად ხოლმე ტვიტერეზე და სოციალკებზე. სავარაუდოდ მაგენიც ეგრე ფიქრობდნენ. ანუ გაეძრო სანიუსო opportunity მისცხეს, მარტივი ოპერაციაა :D.

რო აიტაცა ესე ნიუს საიტებმა ეგ გაუმართლათ ეხა. მაგის იმედი ქონდათ მარა ვერ გათვლიდნენ.
და მანამდე თუ დიდი ხანი არაფერი ქონდათ დაპოსტილი და გააღიზიანა ეგ მომლოდინე ხალხი მაგის გამო ეგ გასაგებია თუ მოხდა. მაგრამ ეგ მიქარვა და ეგ დეტალი ეხა ნაღდად ვერაა ამხელა აჟიოტაჟის წყარო. :DDDD
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 5208

Re: Cyberpunk 2077

Unread post#84 » 08 May 2020 22:56

არა აჟიოტაჟი არა, გაიცინე გაიარე პონტია, პროსტა გაცინებას მოყვა აჟიოტაჟი თემატიკიდან გამომდინარე )))))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9999

Re: Cyberpunk 2077

Unread post#85 » 08 May 2020 23:13

გაცინებას მოყვა ის რაც რეალურად ხდება მაგ თემის გარშემო და უცებ დაამუღამა ყველამ რო პროსტა ნიუსი ვერ იყო :)

User avatar
grigoli1970
Posts: 625

Re: Cyberpunk 2077

Unread post#86 » 16 Jun 2020 13:56

თამაშებს ვეღარ ვთამაშობ რა ბოლოს მეტრო ვითამაშე და ვერც მივიყვანე ბოლომდე, მარტო ამ თამაშს ველოდები ისევ მომცემს მუღამს დარწმუნებული ვარ, კაიხანია ვფიქრობ რა სტილით გავიარო და როგორი პერსონაჟი ჩამოყალიბდეს სანამ გამოვა იმედია მოვიფიქრებ როგორც შეგვპირდნენ თითქმის ყველაფერი შესაძლებელი იქნება რისი გაკეთებაც მოგინდებათო, სექსის სცენები რახანაა უეჭველი ქალი უნდა ავიღო იმედია ლესბო გაიჩითება
smothered in the crib

Riddick
Posts: 9999

Re: Cyberpunk 2077

Unread post#87 » 26 Jun 2020 19:15

ახალი ბომბივით ტრეილერი

ანალიზია თამაშის, რომელშიც ჩანს რო თამაშს მესამე ვიჩერის სტუქტურა ექნება - https://www.youtube.com/watch?v=2jWglY3vzkE

nvidia ray tracing - https://i.imgur.com/lMcANcW.jpg / https://i.imgur.com/eTGgqn2.jpg / https://i.imgur.com/sp8rkx3.jpg / https://i.imgur.com/PCqssZW.jpg
სიგლუვის ეფექტიც რაღაც სხვადონეზეაქ, ცოტა შემეშინდა რო არ მომინდეს

User avatar
SLaYeR
Posts: 5208

Re: Cyberpunk 2077

Unread post#88 » 26 Jun 2020 20:35

მესამე ვიჩერის მსგავსს არაფერს აღარ ვითამაშებ )))

მესმის ცუდი თამაში ითამაშო და მიხვდე რო ცუდია და დაიკიდო
მესმის მაგარი თამაში ითამაშო მარა სადღაც ნაკლი ჰქონდეს და შეეგუო
ეს მესამე ისეთი რამე იყო ბევრ ლეველზე დამგრუზა, თამაშის პროცესში იმდენად არა, თვეები რო გავიდა მერე უფრო, თან სინანულით მახსენდება რითაც ვისიამოვნე და თან ვბრაზდები ))

ინტერაქტიულ გახსნილ სამყაროს თუ არ დადებენ და მანდაც სთორიზე უნდა ვირბინო მარტო, მაშინ ჯობდა Deus Ex/Dishonored მუღამში ექნათ იმერსივ სიმი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9999

Re: Cyberpunk 2077

Unread post#89 » 26 Jun 2020 20:43

კი მეც დაახლოებით მაგ აზრამდე მივედი. FB დავწერე. ყველაზე მეტად მაინც, VTMB სტრუქტურა მოუხდებოდა ჩემი აზრით. გარემოს მაგრა აკეთებენ და ეგეთი პატარა, მაგრამ დამუშავებული რაიონები ძაან ატმოსფერული გამოვიდოდა + ზოგ მისიაზე ცალკე ლოკაციები რო ყოფილიყო.

მაგრად დაანგრევს ყველაფერს ისევ ვიჩერივით ბუტაფორიული და დიდი რუკა რო დადონ, რაღაც ვოჩ დოგის, ან სლიფინგ დოგსის დონის სიცარიელის ატმოსფეროს წამოიღებს და ეგ პიზდეცია.

ზოგადად კარგი მაგალითი მგონია წიგნის წერის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ამბავი რომ კარგი გამოვიდეს, ყველა მასში მიმდინარე მოვლენა, თუ მოქმედება, უშუალოდ ამ ამბის გადმოცემას უნდა ემსახურებოდეს. ესენი რასაც შვრებიან ამ უაზარმაზარი სამყაროთი, არის ზუსტად ამის საპირისპირო. ანუ იღებენ საინტერესო სიუჟეტს და თან გიდებენ უფუნქციო კილომეტრებს, რომელიც პირდაპირ აზიანებს იმ ცენტრალური ამბის დინამიურად ათვისებას. და პარალელურად დამოუკიდებელ იმერსიას არ გთავაზობს, იმიტო რო პროსტა ცარიელია...

User avatar
grigoli1970
Posts: 625

Re: Cyberpunk 2077

Unread post#90 » 28 Jun 2020 02:52

https://youtu.be/Mt1BtM0MJrA

20 წუთიანი გეიმფლეია ქალაქში როგორ დადის მანქანით ეგეცაა ნანახები კაი ადგილი ჩანს საცხოვრებლად ალბათ რო ჩავწერ აღარც წავშლი, ვიჩერს ვეღარ ვთამაშობდი დახურვის შემდეგ ისე მოკვდა სამყარო და ცარიელ ტყეებში და მთებზე ცხენით რამდენი ხანი უნდა იარო აქ კიდე არამგონია მოსაბეზრებელი იყოს დახურვის მერეც

ერთადერთი რაც არ მომეწონა მესამე პირიდან რო ვერ უყურებ პერსონაჟს არადა კაი იქნებოდა აუგმენტაციები რო ჩანდეს და ისედაც მარა ამდენი რაღაცის ფონზე არაფერია ეგ


პ.ს

ქალაქის გარდა სხვა სცენებიც რო ვნახე ძაან იმედგაცრუებული დავრჩი, იმედია გამოასწორებენ თორე რაღაც საშინელებაა ქალს თავი მოაჭრეს და სისხლიც არ წამოვიდა თოჯინასავით მოძვრა თავი და კიდე ბევრი მინუსებია, ამის გამოშვებას ჯობია გადადონ კიდე 1 წლით, ქალაქი და მოდელები ისეთი კაია რო საცოდაობაა გეიმფლეი არ ვარგოდეს
smothered in the crib

Riddick
Posts: 9999

Re: Cyberpunk 2077

Unread post#91 » 28 Jun 2020 11:14

ვიზუალური სტილი აქ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო რაც მინახავს, თან ესეთ მაშტაბურ თამაშში. მეტი თითქმის სუ დასკრიფტული სცენები იყო, რაც საერთოდ არაა აქტუალური გეიმფლეი ვიდეოსთვის ჩემი აზრით. მანქანის ტარება და სროლის მომენტები ცოტა საეჭვოდ მომეჩვენა, მარა ნუ ვნახოთ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1692

Re: Cyberpunk 2077

Unread post#92 » 03 Jul 2020 13:46

კი აი დასკრიპტული სცენები ძაააალიან უინტერესო რამეა ჩემი აზრით. დასკრიპტულ სცენებს ჩემთვის მაშინ აქვს ეფექტი, როცა იშვიათად ხდება, გადამეტებული სიხშირით გაწერილი ივენთების სპამი აზარალებს ჩემთვის გეიმფლეის მუღამს.

საუკეთესო სცენარი იქნებოდა სამყაროს მაქსიმალურად მოთამაშის "სათამაშოდ" გამოყენება. ისე როგორც დისონორდის ან დეუს ექსის შემთხვევაშია ცალკეულ ლეველებში. აი მაშინ იქნებოდა ნამდვილი ჰაიპი :D

ახლა თემატიკის და გრაფიკის ფონზე აგორებულ ჰაიპს ვხედავ მარტო.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9999

Re: Cyberpunk 2077

Unread post#93 » 04 Jul 2020 11:06

და ნუ სიუჟეტის იმედი მაქ მე.

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests


cron