Cyberpunk 2077,

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
hellwalker
Posts: 4149
Contact:

Re: Cyberpunk 2077

Unread post#41 » 29 Aug 2018 00:20

ხო მაგ მხრივ კონსოლი ისეთი თემაა დეველოპერისთვის. ტრაქტორი რო გიდევს გვერდით და კოვზით უნდა თხარო მიწა. შედერი არ მიდის, ესეთი ჩრდილი არ მუშაობს, ყველაფერზე 10ჯერ მეტ დროს კარგავ ოპტიმიზაციაზე, ფიჩერები უნდა ამოიღო, ტექსტურები შეამცირო, მოდელებს გადაურო, პოსტ ეფექტები გაამარტივო, 100,000 ხმის ფაილის პარამეტრები ცვალო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Re: Cyberpunk 2077

Unread post#42 » 29 Aug 2018 01:21

მაქსიმალურად იზოლირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება მარტო ლოკალურ ქვესტ კლასტებს და ამ ყველაფრის გამოკვეთილი შედეგი უკვე მოქმედებდეს დანარჩენ ქვესტებზე

ეს საინტერესოა, მარა უფრო ზოგადი. ვერც კონკრეტულ სტრუქტურას ვერ ვამუღამებ (მთლიანი თამაშის) და ვერც მაგალითს ვერ ვიხსენებ (RPG).

ყველაზე კომპლექსური მაგ მხრივ რაც მახსენდება არი Middle-earth: Shadow of War (MAFIA3-ია კიდე, მარა ის დეტალურად არვიცი). მანდ არი ესე ორკების სხვადასხვა ბანდები და იმ ბანდების მეთაურების ხელში ჩაგდების მერე უკვე ცვლი მთავარ სიუჟეტს. ბანდებს ერთმანეთი კიდიათ, უტრაკებენ, მარა ბოლოს გამოდის ბანალური - რა ძალებით დაარტყავ მთავარ მტერს და ვინ იქნება შენ წინააღმდეგ.

ვიჩერის სიუჟეტური კომპლექსურობის მქონე თამაშში ეგ რო გააძრო მთავარ სიუჟეტურ მექანიზმათ ჩათვალე რო სხვა ჟანრის თამაშს გამოუშვებ. მარა რომც გააძრო ვერბალური, "ბანდების გარდა" კიდე უამრავი სხვა ტიპის ცვლადის (აქტივობის) შეტანა მოგიწევს და რამდენიმე ეგეთი რანდომ მექანიზმების, ერთ სრულფასოვან სამყაროში, ერთიან ორგანიზმად ამუშავება უკვე კუკუშკა თემაა (მე ესე ვხედავ ყოველშემთხვევაში).

უშუალოდ ვერბალურ ურთიერთობებს რაც შეეხება, იქნება მარტო ავტომატურად დაგენერირებული ფრაზები, რაც თუნდაც ვიჩერის მხატვრული ღირებულების მქონე მეინსთორის ვერ მოჭამს და დიდი ალბათობით გამოვა რაღაც მისტიური ღადაობა.

აი Minecraft, Subnautica, The Forest და მსგავსი სურვაიველები, სადაც არაა უშუალოდ NPC-ებთან კონტაქტი და ვერბალური ურთიერთობის რთული ფორმები, უფრო ახლოა მაგ იდეასთან მგონი. კაკრას ეგეთი სტრუქტურით ქაჩავს ეს თამაშები.

Cyberpunk მე მაგ ფორმატში ვერ ვხედავ.

პ.ს. კონკრეტულად ამ თამაშის კონტექსტიდან რო არ გადაუხვიო ამ პოსტის მეტს ამ თემას აქ არ გავავრცობ.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4149
Contact:

Re: Cyberpunk 2077

Unread post#43 » 29 Aug 2018 02:31

არა სხვა რამეს ვგულისხმობ, პროცედურულ ვეშებზე არ მაქ ლაპარაკი. დედფაერში უკვეა ეგეთი რამე გაკეთებული მაგალითად.
მაგალითად არის ბანდის ქვესტლაინი, ანუ ამ ბანდის ბედი როგორი იქნება ენდინგში. და აქვს რაღაც სიბრტყეები ენდინგის. ვინ იქნება მეთაური, რამდენად ძლიერი იქნება ბანდა, უკანონობის დონე.

ამ ბანდის შიგნით ქვესტები ჩვეულებრივად მიდის, მაგრამ ბოლოს მათი გადაწყვეტა ახდენს გავლენას ენდინგზე. მაიკლ კორლეონეს თუ აირჩევ ჩამოაშორებს ბანდას იავნი კრიმინალს და გადაიყვანს უფრო კანონიერ ქურდულ ბიზნესად და ა.შ.

მერე ამ ბანდის ბედი ახდენს გავლენას საერთო სიუჟეტზე. ანუ ვიღაც ბარიგა რო მოკალი, იმაზე ფიქრი არ გიწევს მთავარ სიუჟეტში, მაგრამ კრიმინალ გიჟებად თუ იქცნენ ეგ უკვე ახდენს.

ფრაზებზეც სხვა რამეს ვგულისხმობ. დაგენერირებული არა, იქნება წიპა პოლიციელთან რო მიხვალ.
"ნაბოზ*რი ჩაქუჩა რო ჩააძაღლე სანთელს გინთებს ნახევარი უბანი, მაგრამ მაგარი ჩაგვ*ჯვი სიტუაციაში ეხა ყველა ბარიგას ცალკე უნდა ვდიოთ. ვეღარ ვიცლი შენთვის ინფორმაციის მოძიებაზე".

თითო პერსონაჟმა 5~10 ეგეთ მოვლენაზე რეაქცია რო ჩააყოლოს დიალოგში უკვე გიქმნის შეგრძნებას რომ დინამიურია სამყარო და შენ ქმედებას გავლენა აქ მაგაზე.

თავისუფლად მოერგება მსგავს თამაშს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

Re: Cyberpunk 2077

Unread post#44 » 29 Aug 2018 11:47

ბლადლაინსი, დეუს ექსი და ბავშვობის სიზმრებში ნანახი ვიზუალი

ყ*ეზე მკიდია, ჩემი თამაშია.
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Re: Cyberpunk 2077

Unread post#45 » 29 Aug 2018 12:23

hellwalker
კი თავისუფლად შეილება მოერგოს, მარა რო არ მინახია ესე კონკრეტულად, მაინც ვერ ვხდები. აი ბეტმენი მომეწონა მე და ეგეთი პროცენტული საიდები მაგრად ასწორებს, აცოცხლებს გარემოს. ერთ ძაან მოსაწყენ ქვესთლაინს, მაგალითად ბაზების აღებას, აბავს რაღაც საერთო სიუჟეტს და ბოლო ბოსივით დასასრულს. ვაფშე სხვა მუღამი მოაქ. ეგეთი მიდგომით რო გააკეთონ აქ თავისუფალი აქტივობები ქალაქში, თუნდაც ყველაზე ბანალური - იყოს ბილიარდის მინი მექანიკა და მაგაზე მორგებული ეს ბეტმენისეული პროცენტული საიდ ქვესტი. ანუ მთელ ქალაქში იგებ ტურნირს და თავისი მინი სიუჟეტიაქ ვთქვათ. აი როგორც ვიჩერშია გვინტის ხაზი, ხო არ კვეთს თამაშს, მარა მთელ თამაშს მიუყვება. ეგეთი მიდგომები ძაან ახალი და საინტერესოა ჩემთვის. ნებისმიერ მინი აქტივობას შეილება მიებას და გახადოს რაღაც ერთი დიდი მისია.

Cyberpunk ქალაქში მინდა ეგეთი ბევრი აქტივობა, რომელიც იმენა არ იქნება აგრესიასთან კავშირში, რამე რაც უშუალოდ ქალაქის მაცხოვრებლად გაგრძნობინებს თავს.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
grigoli1970
Posts: 604
Contact:

Re: Cyberpunk 2077

Unread post#46 » 03 Sep 2018 09:14

რამდენი გეიმფლეი დაიდო უკვე იუთუბზე, ალბათ მალე გამოვა, თავის დაზღვევის მიზნით ყველა ეგ არხები დავბლოკე თორე სპოილერებიც ბევრია მაგ ვიდეოებში, აი ისეთი თამაში ჩანს ძაან რო გაასწრებს სხვებს, მაგალითად დეუს ექს ამ ჟანრში ყველაზე მეტად მომწონდა და ეხლა ვერც ვადარებ ამას იმდენად წინაა ერთი შეხედვით, მთავარია შინაარსი ქონდეს კარგი, ძაან ცოტათიც ფოლაუტის მსგავსი ზოგადი შინაარსი რო გაიჩითოს არ გამისწორდებოდა, იმას ვამბობ რო სთორის ნაწილი რო არ იყო და პირიქით თითონ ვინც თამაშობს მაგაზე რო იყოს სთორი როგორც ვიჩერშია

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

Re: Cyberpunk 2077

Unread post#47 » 03 Sep 2018 13:57

grigoli1970
მაგას გვპირდებიან რომ პირადული სთორი ექნება და არა გლობალური
მაგით მოგვხიბლეს ;დ
You'd better do something about that cough

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 29 guests