Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA],

RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
hellwalker
Posts: 3839
Contact:

Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#1 » 03 Aug 2012 04:14

>>>

პროექტი The Witcher-ის სერიების შემქნელებისგან, CD Project Red-ის შემდეგი საჩუქარი RPG ფანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და შედარებით იშვიათ, Cyberpunk -ის სეტინგში მოგვევლინება, ამავე სახელწოდების სამაგიდო როლურ თამაშზე დაფუძვნებული ახალი პროექტი, გვპირდება Witcher-ის მსგავს დინამიურ ჩვენი არჩევნებით შექმნილ ისტორიას. თითოეული არჩევნის უნიკალურობას მეტად გაევლება ხაზი ახალი საინტერესო კონცეპციით, რომლის მიხედვით პერსონაჟის განვითარებას სიუჟეტურ გადაწყვეტილებებთან ექნება კავშირი და მათი მეშვეობით ახალი შესაძლებლობების გახსნის საშუალება გვექნება.

CD Project Red ასევე გვპირდება მთავარ გმირზე მეტ კონტროლს და მოდიფიცირების საშუალებებს ვიდრე ეს გერალტზე გვქონდა. თამაშის სეტინგი, პირველწყარო სამაგიდო თამაშთან ერთად, შთაგონებული იქნება კიბერპანკის კლასიკით. Blade Runner, Ghost in The Shell, Deus Ex 1. ჯერჯერობით თამაშზე ბევრი დეტალები არაა ცნობილი, თუმცა ალბათ ჩემსავით ბევრისთვის Cyberpunk და CD Project Red-ის ერთ წინადადებაში გაგონება უკვე სასიამოვნო და დიდი ინტერესის გამომწვევი მოვლენაა.

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 8177
Contact:

Cyberpunk 2077

Unread post#2 » 12 Aug 2012 20:50

მინდოდა ამაზე თემის გახსნა, მარა ცოტა და აბსტრაქტული ინფოს გამო აღარ გავხსენი. არვიცი ეხა გეიმს კომზე შეილება რაღაც დეტალები კიდე გახდა ცნობილი და თუ რამეა შევავსებ თემას. თამაშს რაც შეეხება რათქმაუნდა საინტერესო იდეაა, იმედია მალე გადმოვა წარმოსახვიდან რეალობაში და ვნახავთ რაზეა ზუსტად ლაპარაკი. ცოტა მიჭირს CD Project Red-ის ამ სეთინგის თამაშის წარმოდგენა ჯერ.
https://vimeo.com/279665122

Riddick
Posts: 8177
Contact:

Cyberpunk 2077

Unread post#3 » 25 Oct 2012 23:00

    რაღაც დეტალები მოვძებნე, დიდი ვერაფერი, მარა სუ არაფერს ჯობია:
  • ესეიგი, პირველ რიგში, თამაშის სახელი Cyberpunk 2077-ით შეიცვალა.
  • გაირკვა, რომ თამაში სენდბოქსის ელემენტების მქონე, PnP-ზე დაფუძვნებული (pen-and-paper), ღრმად დამუშავებულ RPG იქნება.
  • შექმნის პროეცესი ჯერ კიდევ ნაადრევ ეტაპზე იმყოფება.
  • სამყაროში გადაადგილება სრულიად თავისუფალი და სიუჟეტურად შეუზღუდავია.
  • თამაში 2077 წლის გამყიდველ და ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროს გვანახებს.
  • ისტორია ძაფის რგოლივით დახვეულ ბურთს გავს და მრავალი მოულოდნელობით არის სავსე.
  • უამრავი იარაღი, აფდეითი, იმპლანტი და მაღალტექნოლოგიური გაჯეტი.
  • წარმოდგენილი ამუნიცია ადამიანის 50 წლიან პროგრესს ასახავს.
https://vimeo.com/279665122

User avatar
SLaYeR
Posts: 4090
Contact:

Cyberpunk 2077

Unread post#4 » 10 Jan 2013 03:21

24 hours to go...
დაველოდოთ ერთი ^_^

>>>
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
SLaYeR
Posts: 4090
Contact:

Cyberpunk 2077

Unread post#5 » 11 Jan 2013 01:06

მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Tom Clancy
Posts: 1514
Contact:

Cyberpunk 2077

Unread post#6 » 11 Jan 2013 01:10

სამყარო მაინტერესებს ძალიან.
I'm alaverdi to you, brother.

GHOST
Posts: 1290
Contact:

Cyberpunk 2077

Unread post#7 » 11 Jan 2013 10:16

It is hot ^__________^

sexy replicants are back.

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Cyberpunk 2077

Unread post#8 » 09 Feb 2013 21:12

they got me with Cyberpunk,RPG,hot girl,implants and lazer-blaster-shit xD :X

Riddick
Posts: 8177
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#9 » 02 Sep 2016 21:04

1 მილიარდამდე გაიზარდა სტუდიის ფასეულობა და Cyberpunk-იც მიყვება ზომებში ეტყობა. როგორც ჩანს ვიჩერის გამოცდილების მერე რამე კარიდორულის გაკეთება აღარ დაიწყეს. იქნება როგორც მიწაზე, ასევე საჰაერო გადაადგილების ერთეულები. ანუ პირველი Cyberpunk open world-ში. ვიჩერის ხელა სამყაროს დამაჯერებლად შესავსებათ ერთი 4 5 ძაან სერიოზული ფანტასტის აყვანა მოუწევთ (+ ყველანაირი "თვალში მოსახვედრი" სპეციალისტები, მაგალითად არქიტექტორები, დიზაინერები ... ძაან დიდი საქმეა). ჯერ მარტო სიუჟეტი და დიალოგები. მერე იმ დროისთვის აქტუალური კონფლიქტები. ალბათ როგორც პირველ ვიჩერში იყო ზღაპრებისგან შეკრული საიდები და სამყარო, ისე იქნება Cyberpunk-ში ცნობილი ნაწარმოებების მოვლენების და სიტუაციების გადატანა.
https://vimeo.com/279665122

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#10 » 20 Mar 2017 06:42

https://youtu.be/NN0oEw6jbVQ
https://www.walldevil.com/wallpapers/w0 ... iction.jpg

ძაან ბევრი რაღაც აქვთ გასაკეთებელი, ჯერ მარტო იმდენი აუგმენტაციები და იარაღებია გასაკეთებელი რო თითქმის ულევად მოგვეჩვენოს, ყველა დეტალი ბოლომდე უნდა დაამუშავონ ლოკაციებში რო ბოლომდე წამოიღოს sci-fi ატმოსფერო, რობოტ ვამპირებს და უამრავ ისეთ რამეს ამატებენ sci-fi ვისაც იზიდავს მაგათთვის სამოთხე იქნება ყველა მაგეთი კომპიქსი და სურათი უნდა გააცოცხლონ ამ თამაშში, ისეთი კაი სასტავი აკეთებს რო შანსი არაა რამე ფეილი გამოვიდეს ბოლოს. ძაან მაგარი ჟანრია და ყოველთვის ნაკლებობა იყო თამაშებში ამ მხრივ, ერთადერთი რაც მითამაშია პირველი დეუს ექსია რაც მართლა კაი sci-fi თამაშია. წელს ყველა პონტში უნდა თქვან გამოშვების თარიღი, ალბათ 2018 ის შუაში უკვე გამოვა და მერე როგორც იციან ხარისხიან დლც ბს მიამატებენ, ვიჩერი ხო ძაან მაგარი გამოუვიდათ მარა მაქსიმუმ 2 დახურვაზე ქაჩავდა და ეს გაცილებით დიდი იქნება ყველა მხრივო შეილება რო ჩაუჯდები მთელი წელი ითამაშო სხვადასხვა აუგმენტაციებით და სიუჟეტური ხაზებით

Riddick
Posts: 8177
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#11 » 20 Mar 2017 15:45

ისეთი მაშტაბებია რო მძაბავს )) თან ვთქვათ 2000-იანების sci-fi და თანამედროვე ძაან განსხვავდება ერთმანეთისგან. თანამედროვე ბევრად ნაკლებად საინტერესოდ და ატმოსფერულად მეჩვენება, რეალური ტექნოლოგიური წინსვლის ფონზე.
https://vimeo.com/279665122

User avatar
hellwalker
Posts: 3839
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#12 » 20 Mar 2017 16:05

რავი მე პირიქით. ეხა აუგმენტაციებია იმდენად რეალური და ახლო მომავლის თემა ჩანს რომ ორმაგად მაინტერესებს მაგ თემებზე თამაში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#13 » 20 Mar 2017 20:43

აუგმენტაციები ალბათ ახლებიც იქნება და ადრე რაც იყო ეგენიც მარა თითონ ქალაქის ატმოსფერო და საუნტერეკები კაკრაზ ძველ სტილში უნდა იყოს წესით, მე მაგრა არ გამისწორდება მთლიანად თანამედროვე სტილში რო გააკეთონ, თანამედროვე სკი ფი არც მიზიდავს დიდად იგივე საუნტრეკები ჩვეულებრივ თექნო მუსიკად აქციეს. მსგავსი დასახელების თამაშია რაღაც ძველი და მაგის გავლენით აკეთებენო და მაქედან გამომდინარე დიდი შანსია რო ადრინდელი სკი ფი სტილში იყოს ესეც, საიდ ქვესთებიც როგორც ვიჩერში იყო პატარა ზღაპრებიდან აღებული სიუჟეტებით ისე იქნება აქაც სკი ფი კომიქსებიდან გადმოტანილიო

User avatar
hellwalker
Posts: 3839
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#14 » 20 Mar 2017 21:55

სამაგიდო RPG-ზეა დაფუძვნებული
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 8177
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#15 » 12 Jun 2018 01:41

ტრეილერი არ დავდე აქ, მარა ამით გავაგრძელებ 2012 წელს გახსნილ თემას :)
https://vimeo.com/279665122

User avatar
SLaYeR
Posts: 4090
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#16 » 12 Jun 2018 01:45

ასე უფრო მაგარია <3
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
SLaYeR
Posts: 4090
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#17 » 13 Jun 2018 02:43

First Person იქნებაო ჯიგარი.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3839
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#18 » 13 Jun 2018 02:47

მშვენიერია, Deus Ex-ის ტიპის ზახოდებიც ჩადონ Playstyle-ების და ვაბშე კაი ბიჭები იქნებიან. კომბატიც ტუპოი ტყვიების სროლაზე თუ არ იქნება და ბევრი ამმოს ტიპი და გაჯეტი იქნება არც მაგაზე ვიტყვი უარს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4090
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#19 » 13 Jun 2018 03:02

ძალიან კარგია ჩემთვის ეს იმ მხრივ რო ბევრად მარტივად შემიძლია ამოვარჩიო first person-იდან რა მომწონს და რა არა. მოშნად ჩარჩოში აქცევს მოცემულობას და აი ეხლა ამათ რო დეუს ექსის მუღამები დამიდონ ამ დეტალიზაციით გამოვყლევდები. სტელსი თუ არა გაჯეტები დიალოგები და ექსპლორაცია გაასწორებს. თან ეხლა ვიჩერის ბილიკებს დაიკიდებენ შანსი არაა ამ მოცემულობაში და ქუჩებში გადაგვიყვანენ საცხოვრებლად, რაც ჩართულობას ძალიან გაზრდის :D

https://www.youtube.com/watch?v=i1Zym3v8tL4 ეს ნახეთ!!!
დეტალიზებული სამყაროა და გვინდა ბოლომდე ვაგრძნობინოთო მოთამაშეს, მაგიტოა first person-იო.

პერსონაჟის შექმნა იქნება შესაძლებელი!! ჩამოთვალა მთელი გარეგნობის ატრიბუტები როგორცაა ხოლმე.

თავიდან კლასის არჩევა არ იქნება, თამაშის პერიოდში ხდები ვინც გინდა გახდე პერკებით და ატრიბუტებით.

Techie, Netrunner, Solo, Rockaboy და Corporate არის კლასები. დავსერჩე რო გამეგო რამდენად სწორად ვწერდი და ამას გადავაწყდი https://www.vg247.com/2018/04/30/cyberp ... x-setting/, ამიტომ შეიძლება სხვა კლასებიც იყოს. შესაძლოა ამ კლასების კომბინაციითაც თამაში, ცოტცოტა რო რამდენიმე ერთად იყო.

ტრეილერში დღე გვაჩვენეს მარა ბლეიდ რანერივით ღამის საიბერპანკის noir მაინც იქნება, ტრეილერისთვის იყო დღე რო მზიანი სეთინგი დაგვენახებინაო.

სთორიც noir მუღამშია გადაწყვეტილი.

ranged combat იქნება მარა melee-ს გადმოტანასაც ჩალიჩობენ ვიჩერიდან.

მოტოციკლეტები იქნება და სატარებელი მანქანა, სხვა ტრანსპორტზე ჯერ არ ვლაპარაკობთო.

ლოს ანჯელესიდან, სან ფრანცისკოდან და სან დიეგოდან იღებენ ქალაქის შთაგონებას და მერე თავისუფლები ვართ გადაკეთებაშიო. 6 რაიონად იქნება ქალაქი დაყოფილი.

ვიჩერი ფართოდ გაშლილი ჰორიზონტალიაო, საიბერპანკში ვერტიკალებსაც ვაწვებითო!!!!!!!!!!!!!!!!!

ზოგიერთ დიდ შენობაში ექსპლორაციებიც იქნება სადაც შიგნით თავისი კომუნა იცხოვრებს თავისი გამყიდველებით და მაღაზიებით. რა თქმა უნდა მისიებიც იქნება და ქვესტებიც.

ლეველ სქეილინგი არ იქნება. ქვესტები როგორც მივხვდი ვიჩერივით იქნება ასარჩევი.

ოცნების თამაშს ვუკეთებთ სლეიერას, ვიჩერზე რაც გავაბრაზეთ უნდა ავუნაზღაუროთო. :shy:
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3839
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#20 » 13 Jun 2018 11:49

Fuck yeah, პირველი პირი, custom char, ვერტიკალური ექპლორაცია და ალბათ უფრო ისეთი დიალოგები იქნება შენი პერსონაჟს შენ რო უქმნი ხასიათს. მაგარი გაასწორა. კარგის ნიშანია ესეთი AAA-ც რო სათამაშო თამაშს ქმნის და არა საყურებელს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 5 guests