Company of Heroes 2, PC

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
Riddick
Posts: 8587
Contact:

Company of Heroes 2

Unread post#1 » 07 May 2012 15:23

Company of Heroes 2
რა შეიძლება ითქვას Company of Heroes-ის პირველ ნაწილზე? პირადათ მე, მოცემულ სერიას როგორც სათავგადასავლო თამაშს ისე უყურებ და ვთვლი, რომ ერთერთი საუკეთესოა თავის ჟანრში. საერთოდ RTS ბოლო დროს სერიოზულადააქ პოზიციები დათმობილი და მისი თანამედროვე ბაზარზე გადარჩენის ერთადერთი საშუალება მსგავსი ტიპის და დონის სტრატეგიები მგონია, სტრატეგია რომელშიც მოთამაშე უშუალოდ თითონ მონაწილეობს ექშენ სცენებში (ძირითადად გეიმფლეი მექანიკის თავისებურებების გამო). ხოდა რატო დავიწყე ეხა ამაზე ლაპარაკი, რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ Relic Entertainment სტუდია ზუსტად ამ ვაშკაცის სიკველით არის დაკავებული.

>>>

Company of Heroes 2 მოქმედების პერიოდი და ადგილი - 1941-1945 წლების მეორე მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტი. თქვენ იბრძვით საბჭოთა კავშირის მხარეს, გერმანულ-ფაშისტური დამპყრობლის წინააღმდეგ. თუ გახსოვთ, პირველი ნაწილი ნორმანდიაში ჩამოსხმით იწყება, რომელიც რეალურად მეორე მსოფლიო ომის უდიდეს შეტაკებებს შორის მხოლოდ 23 ადგილს იკავებს. ახალ სერიაში კი მოსკოვის, სტალნიგრადის, როსტოვის, კუსრსკის, სმოლენსკის და სხვა არა ნაკლებად მნიშვნელოვანი შეტაკებების ტრაგიკულ მოვლენებში მოგვიწევს მონაწილეობის მიღება. მისეიებს შორის სპეციალური, იმ პერიოდში გადაღებული ფოტო კადრები და ისტორიული ქრონიკა იქნება წარმოდგენილი.

>>>

გეიმფლეიზე და საერთო მექანიკაზე საუბარს, თამაშის ახალი ძრავის წარმოდგენით დავიწყებ და ვიტყვი, რომ Company of Heroes 2-რი Relic-ის სრულიად ახალ "ენჯინზე" სახელად Essence 3-ზე იქნება აგებული. მისი შესაძლებლობების ხაზგასასმელად, თოვლის და ცეცხლის რეალისტურობაზე გეტყვით ერთორ სიტყვას. თოვლი ამიერიდან თამაშის უშუალო გეიმფლი შემადგენელის სახით იქნება წარმოდგენილი - იგი ჩვეულებრივად დნება და იყრება სახლის სახურავებიდან, ხელს უშლის ტექნიკის და ქვეითი ჯარის გადაადგილებას, მაგრამ ამასთანავე შესანიშნავი საშუალებაა მათ შესანიღბვათაც. ცეცხლი, ისევე როგორც თოვლი, რეალისტურობის ახალ ეტაპზე იქნება აყვანილი. თუ "ცეცხლმფრქვევის" საშუალებით, ხის შენობას ცეცხლს მოუკიდებთ, ერთდროულად განადგურების მაგივრად, იგი ნელა და დინამიურად დაიწვება. კიდევ ერთ მნიშვნელოვან გეიმფლეი ინოვაციათ "True Sight" სისტემა ითვლება (რეალური ხედვა). Relic-ის მიერ შემუშავებული ამ ხერხის მეშვეობით თქვენ საკმაოდ გაგიჭირდებათ, შენობას ამოფარებული, ან რაიმე სხვა სახით შენიღბული მოწინააღმდეგის შემჩნევა, რაც პირველ რიგში თამაშის რეალისტურობაზე აისახება. სასიამოვნო დეტალად შეიძლება ჩაითვალოს ლოკაციებზე განლაგებული ობიექტების სრულიად განადგურების შესაძლებლობაც. ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკის, ან ქვეითი ჯარის ახალ სახეობებზე ბევრი არაფერი თქმულა, მაგრამ ერთი საინტერესო დეტალი მაინც გახდა ცნობილი. საუბარია 227-დე ბრძანების შემსრულებელ ნკვდ-ს რაზმებზე, რომლებიც იბრძოდნენ და იხოცებოდნენ მხოლოდ ერთი დევიზით
"არცერთი ნაბიჯი უკან".
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Riddick
Posts: 8587
Contact:

Company of Heroes 2

Unread post#2 » 27 Jul 2012 02:37

თამაშში ამინდის მნიშვნელობაზე ზევითაც დავწერე, მარა ეხა უფრო დეტალურად დაიწყეს ამაზე ლაპარაკი. როგორც გაირკვა ამინდის სისტემა შექმნილია Essence Engine 3.0 და ColdTech ტექნოლოგიების მეშვეობით - თოვლიან რუკებზე, ცეცხლის ან რაიმე შენობის თავის შეფარების გარეშე, ქვეითი ჯარი რამდენიმე წუთში გაიყინება. ქარბუქები და ბურუსი სიცივის უარყოფით გავლენას კიდე უფრო გააძლიერებს. თოვლის სიდიდიე და მასზე დარჩენილი ჯარის ნაკვალები ასევე გეიმფლეისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. მაღალ თოვლში ჯარების გადაადგილება გართულებულად, ნელა მოხდება. ხოლო თქვენს მიერ დატოვებულ ნაკვალებს მხოლოდ ახალ წამოსული თოვლივე თუ დაფარავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ყინული. გადაადგილებით, მასზე მანევრირებაც ძნელი იქნება, მაგრამ მთავარი საფრთხე ყინულზე გაჩენილი ნაბზარებია, რომლების გახეთქვის შემთხვევაშიც მთელი დანაყოფი შეიძლება გაყინულ წყალში ჩაგიცვივდეთ.

სიტყვებით ძალიან საინტერესოთ ჟღერს და არამგონია რო საბოლოო რეალიზაციის დონემაც მოტყუებულები დაგვტოვოს. წარმატებები Relic-ის.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Riddick
Posts: 8587
Contact:

Company of Heroes 2

Unread post#3 » 27 Jun 2013 02:18

გამოსვლის ინფო:
Release Date: Jun 25, 2013
Developer: Relic Entertainment
Genre(s): Real-Time Strategy
Metascore 81 out of 100
User Score 7.3 out of 10

მინიმალური:
OS: Windows Vista/7
Processor: Intel Core 2 Duo @ 2.0 Ghz / AMD Athlon 64 X2 4400+
Memory: 2 Gb
Hard Drive: 6.5 Gb free
Video Memory: 512 Mb
Video Card: nVidia GeForce 8800 / ATI Radeon HD 2900

ამის წინა ნაწილებზე მაგრად არცერთი სტრატეგია არ მომწონს მარა ამაზე არაფერი არ ვიცი.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Riddick
Posts: 8587
Contact:

Company of Heroes 2

Unread post#4 » 25 Dec 2013 17:36

გუშინ ჩაუჯექი და დიდიხნის დავიწყებული გრძნობები დაბრუნდა ეგრევე )) არვიცი რა და როგორ იქნება დალშე, მარა იმდენად მომნატრებია ამის მექანიკა, რო 3 საათი დებილივით ვითამაშე, ვერც მივცვდი როგორ გავიდა დრო. პრობლემები ბევრი აქ, როგორც ყოველთვის, მარა თვითონ თამაშს არ ეხება. არვიცი ჯერ ზუსტად რისი ბრალია, მარა თითქმის ყველა სეთინგზე ჭედავს, ვიზუალი კიდე ნამდვილად არააქვს ისეთი დონის რო მსგავსი fps ეპატიებოდეს. რაღაც ჭირს, მგონი ოპტიმიზაციის ბრალია. პაჩი დავაყენე მარა დიდი შედეგი ვერ მომცა. გრაფიკაც საკმაოდ მოძველებულიაქ, მარა ვისაც წინა ნაწილი მოეწონა ვეტყვი რო მუღამი თავის ადგილზეა. შეუდარებელი სტრატეგიაა და იმედია რამე უაზრო დეტალი არ ჩა... ბოლოსკენ (დაბალ fps გაუძლებ).
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Riddick
Posts: 8587
Contact:

Company of Heroes 2

Unread post#5 » 31 Dec 2013 03:10

ნაღდათ არ ვიცი რა მჭირს )) შეილება კონკრეტულად ჩემ გემოვნებას და ხედვას ერგება, მარა როცა არუნდა ვითამაშო ეს თამაში არარსებობს, რომ იმედგაცრუებული დავრჩე. ორივეს დახურვის შემდეგ ისეთი გრძნობა დამრჩა თითქოს რაღაც სერიოზული საქმე გავაკეთე, რომელსაც რეალური ფიქრი და ტაქტიკური აზროვნება ჭირდებოდა ))) ამ თამაშის იზიზე, ან ნორმალზე თამაში დანაშაულია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო. ნუ რაც არუნდა იყოს სტრატეგიაა და თუ რაიმე თანამედროვე ექშენი მექანიკით არ განისჯება, აქ მოცემული შემადგენელი ყველაზე მთავარია. მაღალ სიძნელეზე კი მოცემული თამაშის ეგრედწოდებული მექანიკა 100% მოდის მოძრაობაში, მოთამაშე იწყებს თამაში ყველა პატარა ნიუანსის ანალიზს, უღრმავდება დანაყოფების სპეციფიკაციებს, ერთი სიტყვით ბოლომდე სწავლობს დეველოპერის მოფიქრებულ და ნაწვალებ სტრუქტურას, მარა რატო? ამის გაკეთებას არავინ არ დააძალებს თავის თავს, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებ თუ ეს ყველაფერი სიამოვნებას განიჭებს, სიამოვნება კი ამ მექანიკის მართვის დახელოვნებასთან ერთად დინამიურად იზრდება. ყველაზე მეტად ჩემი აზრით თამაშში ზუსტად ესაა დასაფასებელი, ეს რეალურად გაძლევს ბოლომდე ჩართულობის შეგრძნებას.

კონკრეტულად Company of Heroes 2 საკმაოდ რთული ისტორიააქ როგორც დეველოპმენტის, ასევე მოთამაშეების თვალსაზრისითაც. სეთინგი მაგარი გაცვეთილი, ვიზუალი მოძველებული, ოპტიმიზაცია საშინელი, სიუჟეტი კი ძალიან საინტერესო რამდენიმე მომენტის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორც ჩანს დეველოპერებმა თამაშში დრამატურგიის შეტანა გადაწყვიტეს და მოცემული ჟანრის თამაშისთვის მსგავსი ისტორია ნამდვილად მოულოდნელი იყო. მედლის მეორე მხარე კი პირველს კარგად ამტკიცებს და რუსების თამაშისადმი ძალიან ცუდი დამოკიდებულებით გამოიხატება )) დასპოილერება არ მინდა და ზედაპირულად ვიტყვი. თამაშში მეორე მსოფლიო ომის გმირების, კერძოდ კი რუსების რეალური სახეა ნაჩვენები, ნუ რამდენად რეალურია ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან წააგავს ცხოვრებისეულს. მოცემული ფაქტის და ცუდი ოპტიმიზაციის გამო COH2 ყველა მნიშვნელოვან საიტზე ძალიან არასტანდარტული შეფასებებიაქ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ყველაფერი გარე მიზეზების გამოა ასე )))
User Score 1.8 - 5514 Ratings

საერთოდ COH-ის სერიებს ჩემთვის საყვარელი, ერთი ძალიან განსაკუთრებული თვისება გააჩნიათ. ყველას გახსოვთ ალბათ Commandos სერიები, სადაც რამდენიმე კაციანი ჯგუფით გიწევს თამაში, COH-ში ესე არაა, აქ რეალურად დიდ რაოდენობამდე ადის საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი საბრძოლო დანაყოფების რაოდენობა, მაგრამ არის მომენტები სადაც 4 -5 კაციანმა რაზზმა შეიძლება ბრძოლა მოგაგებინოს. ეს ძალიან დიდ სიღმეს და მრავალფეროვნებას აძლევს თამაშს, რაც იმ 14 მისიას საერთოდ სხვანაირად დასამახსოვრებელს ხდის. ეს არი 14 აბსოლიტურად განსხვავებული ამბავი, რომელსაც დღეში ან ერთს ან მაქსიმუმ ორს ვთამაშობდი (გამოცდილება მთელი დღე მყოფნიდა). მისიები ისეა გადანაწილებული, რომ იმ დროინდელი ომი ყველა კუთხით განახოს და შეგასწავლინოს.

>>>

თოვლი, ბურანი, არაფერი არ ჩანს თითქმის, ხალხს დიდიხანი თუ გარეთ დატოვებ იყინებიან )) გაჭირვებით, ნელნელა მივიწევ მტრის ბაზისკენ და უცებ წინ კიდე ერთი ცარიელი ტრანსპორტი იჩითება, მაგრად გამიხარდა, ერთერთი მგზავრი გაუშვი ეგრევე რო ზარულომ დამჯდარიყო და უკან დარჩენილი, ნახევრად გაყინული ტიპები წამოვაყვანინე ))

>>>

ჩემი გოგოები )) ამ 4 ქალი სნაიპერით იმდენი საქმე გავაკეთე რო 30 კაცით ვერ ვიზავდი. ერთს თუ მიკლავდნენ ვაზაგრუსკებდი თამაშს ))

>>>

მთლიანად დაპყრობილი ტერიტორია, დარჩენილია ორი ფლანგი, ტაიმერი და გამწარებული ომი მიდის, მუშებიც წინა ხაზზე დავაყენე და იარაღები დავაჭერინე )) სახე ავაძრეთ და მერე პატარა სატანკო ბატალიონით, რაზეც მეყო რესურსი, პირში მივართვით

>>>

მიტოვებული სოფელი. დამყავს რამდენიმე ქვეითი ჯარის დანაყოფი, სოფლის ტერიტორიაზე გერმანელებისმიერ მიტოვებულ რესურსებს და იარაღს ვაგროვებთ, უცებ ბრახ Tiger (ერთერთი ყველაზე ნაბ...ტანკი) ვაფშე შეუიარაღებელი ტიპების წინააღმდეგ. ძალიან სერიოზული ბრძოლა წავიდა ))) უკვე აფეთქების პირას მისული გაიქცა და მიტოვებული ვიპოვე, გავაკეთებინე და გამოვგაზე )))

>>>

აი აქ გავაძრე პირველი კატუშა და მივხვდი რატო იყო ესეთი ცნობილი იმ დროს. ძალიან დიდი რადიუსიაქ, ძალიან ბევრ რაკეტას ისვრის, იმენა აოხრებს ყველაფერს (პროსტა ქალაქში ვერ იყენებ, შენობებს არტყავს და თავზე გენგრევა ყველაფერი).

>>>

აქ უკვე სერიოზულად ვარ შეჭრილი ქალაქის სიღრმეებში პატარა სატანკო ბატალიონით და ზევით მანქანა ხელოსნებით )))

>>>

ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მძიმე ბრძოლის სცენა. მტრის მოსასვლელი გზები ტანკებით ჩავკეტე, შუაში მინამიოტშიკების სამი რაზმი დავაყენე და სუ თავზე დავალეწე შენობები )) მარა მერე დიდ რეინჯიანი გაუბიცებით რო დამიწყეს დაბომბა შეუარდი ტანკებით.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Riddick
Posts: 8587
Contact:

Company of Heroes 2

Unread post#6 » 26 Jun 2014 02:53

The Western Front Armies - >>>
დამატება გამოვიდა დღეს და ხალხი წერს, რო ფაქტიურად ახალი ნაწილიაო. ხალგრძლივობას + თვითონ თამაშიც მაგარი დახვეწილია ორგინალთან შედარებით თურმე. თუ ორიგინალის სეივები არ ჭირდება უნდა ვნახო.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 16 guests