Toy Soldiers, PC, X360

Roguelike, HacknSlash, JRPG, TRPG, Tactical RPG, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Riddick
Posts: 7721
Contact:

Toy Soldiers

Unread post#1 » 30 Apr 2012 19:19

>>>

მინდა ერთი პატარა ინდი სტუდიის სახელად Signal Studios ძალებით, 2010 წლის 3 მარტს X360 გამოშვებული, საკმაოდ ორიგინალური სეთინგის მქონე სტრატეგია, სახელად Toy Soldiers წარმოგიდგინოთ. 2011 წლის 17 აგვისტოს კვლავ X360 თამაშის მეორე ნაწილი Toy Soldiers: Cold War გამოვიდა. თვითონ Toy Soldiers-ის დაგემოვნების საშუალება 24 აპრილიდან PC მფლობელებსაც მიეცათ, მაგრამ მოცემულმა მოვლენამ ძალიან ჩუმათ ჩაუარა "დიდი კონსოლის" მფლობელებს, რაც ცუდია და მინდა, რომ სტრატეგიის ყველა მოყვარულს გავაგებინო ამ შესანიშნავი თამაშის შესახებ.

>>>

უფრო დეტალურად, რომ ვთქვათ, თამაში ტაქტიკულ/არკადული სტრატეგიების ჟანრს განეკუთვნება. აქ მოქმედება რეალური საბძოლო ველის მაგივრად, ბავშვების სათამაშო ოთახებია, ხოლო მოქმედი გმირები, პირველი მსოფლიო ომის ანტიკვარიატული სათამაშო მეომრები. სახეზეა სადღაც 30 მისია და უამრავი ტიპის სამხედრო შეიარაღება, 50 საბრძოლო იარაღის ერთეულითა და ტექნიკით, რომელშიც შედიან ტანკები, კავალერია, ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები, ვერტმფრენები, ტყვიამფრქვევები და სხვა. ზევით ჩამოთვლილის შეძენა, კი მარტივი ხერხით, ბრძოლაში დაგროვილი ქულების მეშვეობით არის შესაძლებელი. გეიმფლეი პროცესი ზოგისთვის არასტანდარტული ფორმითაა წარმოდგენილი - მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს როგორც პირველი პირიდან და მართოს მხოლოდ ერთი იუნიტი, ან გადაერთოს ჟანრისთვის ჩვეულ ზედხედში და ითამაშოს სტრატეგია.
კვაზი-mode

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests