Bastion, PC, X360, iOS

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Bastion

Unread post#1 » 11 Dec 2011 00:35

>>>

  • Developer: Supergiant Games
  • Metascore 87 out of 100
  • User Score 8.6 out of 10
  • Official Site: supergiantgames.com
  • Rating: E10+
Bastion - ექშენ ელემენტებით გაჯერებული RPG ჟანრის თამაში, შექმნილი ინდი-ჯგუფი Supergiant Games-ის ძალებით და გამოცემული Warner Bros მიერ. თამაშის ვიზუალი ანიმე სტილისტიკაშია შესრულებული და მინდა გამოგიტყდეთ რომ, ძალიან ლამაზია. საერთოდ მსგავს პროექტებზე წერა ყოველთვის მსიამოვნებს და იმედიმაქ ვინც ეხა გაიგებს მოცემულის არსებოის შესახებ მათაც ესიამოვნებათ. Bastion-ის PC ვერსიის მთავარი დისტრიბუტორი Steam-ი გახლავთ, ხოლო მისი პირატული ვერსია, პირადად მე არასად შემხვედრია.

>>> >>> >>>

მთავარი მოქმედება, თამაშის სამყაროში მომხდარი უბედური ტრაგედიის შემდეგ იწყება, რომელმაც საშინელი ზიანი მიაყენა ერთდროს ულამაზეს ადგილს და საერთოდ შეცვალა მისი მაცხოვრებლები. ჩვენი კონტროლის ქვეშ, ამჯერად, ჩუმი მოგზაური სახელად "ბიჭი" (The Kid) მოექცევა. რომლის თავგადასავალიც დანგრეული სამყაროს ერთ-ერთ შედარებით დაუზიანებელ ადგილას იწყება, რის შემდეგაც, ბიჭი კიდევ ერთ გადარჩენილს პოულობს - რომელიც მოხუცი, სახელად რაკსი (Racks) აღმოჩნდება და ჩვენ გმირს ბასტიონის აღდგენაში დაეხმარება. იგი თამაშში მთავარი მთხრობელის როლში გამოდის და თითქმის ყველა მოვლენას გაახმოვანებს. და აი "ბიჭიც" მიემგზავრება ბასტიონის გამთლიანებისთვის საჭირო მატერიალების მოსაგროვებლად, გზაში კი მომხდარის დეტალების უფრო ღმად შეცნობას იწყებს. Kid-ის მოგზაურობის არეალი სამ სხვადასხვა ზონას მოიცავს: ქალაქის ნანგრევები, "ველური გამოუკვლევი" და ქვეყანა ურა (Ura).

>>>

Bastion-ის გეიმფლეი, RPG სტილის, ანუ ეტაპობრივი განვითარების სტრუქტურით არის წარმოდგენილი. გასვლის პროცესის პარალელურად თქვენი გმირიც ძლიერდება, პოულობს და ანვითარებს საბრძოლო იარაღებს, იზრდება lvl-ში. თამაშის ორიგინალური მოწოდების ხერხი - ზედაპირი ფატიურად მოთამაშის ფეხქვეს, მისი გადაადგილების პარალელურად ჩნდება (ამის სიტყვებით ახსნა ცოტა რთულია, გეიმფლეი ვიდეოს ნახვის შემთხვევაში უცებ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ). ყოველი ეტაპის გასვლა გარკვეული მნიშვნელოვანი ნივთის პოვნას ისახავს მიზნად - ეს ის დეტალებია რომლებიც ბასტიონის გამთლიანებაში დაგეხმარებათ. მისიებს შორის, მოთამაშე ფრაგმენტების დასახარჯად კვლავ ქალაქში ბრუნდება - თამაშის ვალუტა - იარაღის განვითარება, ნივთების შეძენა, შესაძლებლობების და ცოდნის გაზრდა. ვალუტით ისეთი შენობების ყიდვაც შეგიძიათ როგორიცაა სამჭედლო, სპეციალური ტონიკების მაღაზია და სხვა.

>>> >>> >>>

ძირითადი მისიების მიუხედავად, რომლებიც მთავარ სიუჟეტურ ხაზთან არის დაკავშირებული, მოთამაშეებს სხვადასხვა გამოცდების გავლაც შეეძლებათ, რომელთა წარმატებით დასრულებაც მათი იარაღის ოსტატურ ხმარებაზე პირდაპირ იქნება დაკავშირებული. შეჯიბრების ვარიანტები იარაღის სახეობის მიხედვით არის შექმნილი. მაგალითად, ჩაქუჩის შეჯიბრში (თამაშის ერთერთი პირველი იარაღი) თქვენ, განსაზღვრული დროის მონაკვეთში მაქსიმალური ყუთების რაოდენობის განადგურება გევალებათ. შემდეგი შეჯიბრი, Breaker's Bow, რამდენიმე მიზნის რაცშეიძლება ცოტა ისრით განადგურებას მოითხოვს.

>>>

რაკსი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მოხუცი მთხრობელის როლშია წარმოდგენილი. პლიუს ამას, მოთამაშის მოქმედებებიდან და თამაშის სტილიდან გამომდინარე, იგი სხვადასხვა სახის კომენტარებსაც აკეთებს - მაგალითად, იარაღის არჩევის დროს (ერთდროულად მხოლოდ ორი იარაღის და ერთი შესაძლებლობის ტარებაა ნებადართული), მოწინააღმდეგეებთან ბრძოლისას და სხვა მსგავს სიტუაციებში. მოცემულ ფაქტს კი შემქმნელები "დინამიურ თხრობას" ეძახიან.

>>>

ესეც WTF is სერიიდან Video, დეტალური განხილვაა დაახლოებით თამაშის პირველი 25 წუთის. ესეც უშუალოდ მოზრდილი PC Gameplay-ის დემონსტრაცია
Video

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Bastion

Unread post#2 » 12 Dec 2011 22:10

სტიმზე იყო ხოლმე მგონი ამის რეკლამა არ მახსოვს, გეიმსპოტზეც შემხვედრია, რატომღაც ტიპიური ინდი თამაში მეგონა მარა HD ხარისხის ნახატებზე არ ვიცოდი არაფერი. რეტრო სტილის action rpg-ია პრინციპში, დაახლოებით ისე როგორც ადრე SNES-ზე იყო action rpg თამაშები. რაც მოთამაშეს მოუწევს ესაა ისროლე, დაანგრიე, დახოცე, ალეველდი, მთავარია ეს გეიმფლეი მოსაწყენი არ იყოს და მთლიანობაში კარგი თამაში შეიკრას გმირის საინტერესო თავგადასავლით

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Bastion

Unread post#3 » 12 Dec 2011 22:24

ძალიან ლამაზად სტილიზებული დიაბლოც შეგვილია დაუძახოთ, ანუ პრინციპი გავს ძალიან, თამაშს რო ხურავ შემდეგი სიძნელე იხსნება აქაც და რამდენადაც ვიცი, ხვდები, რომ წინა დახურვა მარტო შემზადება იყო მომდევნოსთვის.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Bastion

Unread post#4 » 12 Dec 2011 22:27

კი რაღაცით დიაბლოსაც გავს, მარა მე უფრო დიაბლომდე არსებულ title-ებს ვამგვანებ, აი მასიური მონსტრების ჟლეტა თუ იქნა დიაბლოს კურსს აიღებენ მაშინ. ეს სიძნელეებიც საინტერესოა რა გაძნელდება გეიმფლეის მხრივ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Bastion

Unread post#5 » 20 Dec 2011 23:50

კურსს არვიცი რას აიღებენ უკვე გამოსულ თამაშზე, მარა სიძნელეების მხრივ სრული ანალოგიაა დიაბლოსთან. აგერ კიდე ერთი, ჩემი ყურადღების არეალში მოქცეული ვიდეო ავტვირთე youtub-ზე და ნახეთ, საკმაოდ საინტერესოა: >>>

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Bastion

Unread post#6 » 06 Jun 2013 04:02

ვაბშე უმუღამოდ ვიყავი , ეს დავხურე თან 1 დღეში ისე დამევასა და ეხა ისეთ ხოდზე ვარ 3 თამაში მაქ ჩაწერილი ერთდროულად და სამივეს მაგარი მუღამით ვთამაშობ, ძაან მაგარი თამაშია კიდევ კაი არ მქონდა აქამდე დახურული
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Bastion

Unread post#7 » 18 Aug 2013 18:19

დავხურე. თავიდან დიდად ვერ მოვიხიბლე, გეიმფლეის გამო ვთამაშობდი.. მონსტრებიც არ მომეწონა, განსაკუთრებით ტყის და ჯუნგლეების ლოკაციებში და მბეზრდებოდა, მარა რაც უფო შევეჩვიე გეიმფლეის და იარაღები გავაძლიერე უფრო და უფრო შემითრია. ბოლოს 5 იარაღი მქონდა მაქსიმუმზე გაძლიერებული და ორ თუ სამ ცალზე ბოლო გაძლიერება მაკლდა. ჩამთრევი და დახვეწილი გეიმფლეი არ არის ერთადერთი რაც ამ თამაშს გამოარჩევს, ამის გარდა თამაშს აქვს მშვენიერი ვიზუალი, სეთინგი და თხრობის ალბათ ერთერთი საუკეთესო სტილი თამაშების ისტორიაში, რასაც გახმოვანებაც ხელს უწყობს. საუნდტრეკები უმეტესად ერთი და იგივეა მარა მომენტებში სიმღერები ირთვება და საერთოდ ცვლის განწყობას. სთორი რაღაც ღრმა და დამაფიქრებელი არ არის მარა სეთინგის შესაბამისად ძალიან კარგად მიდის, უმეტესად პერსონაჟები აღრმავებენ და მეტი ინტერესი ჩნდება თუ რა მოხდება, ბოლოს უკვე როცა ყველაფერი ირკვევა და პერსონაჟებს ბოლომდე გაიცნობ ემოციურიც ხდება. ენდინგის სიმღერის დროს მივხვდი რო ძალიან ბევრი უნდა ისწავლონ ამ თამაშისგან დღევანდელ ინდუსტრიაში

>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Bastion

Unread post#8 » 15 Aug 2014 16:59

ეხა დავხურე მეც. სიმპატიური ნამდვილად არი, მარა რაიმე განსაკუთრებულის თქმა გამიჭირდება. დაახლოებით 5 საათი მოუნდი დახურვას და გამიკრვირდა ესეთი მინიატურული რო აღმოჩნდა. RPG და დიაბლოს კლონი ნამვილად არაა, კი უნდა რაღაც მსგავსობა, მაგრამ სიღრმე და სიგანე არ ყოფნის. აი რაც ნამდვილად კარგი აქვს ესაა საუნდტრეკი და ვიზუალი, მეტით სამწუხაროდ ვერაფრით გამოირჩევა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Bastion

Unread post#9 » 15 Aug 2014 17:15

Diablo-სთან ახლოსაც არ უნდა მამენტ ყოფნა :D
მინი action adventure არის იზომეტრული ხედით
მინიმუმია RPG ელემენტი და ეგაც - იარაღის სტატის არჩევაში და გაძლიერებაში
ძველი ზელდას პონტში თამაშია და სეგაზე რო იყო Beyond Oasis
stylish ნარატივი და ენდინგი მომეწონა ძალიან მე, თითონ სამყაროს კონცეპტს მოუხდა
რა ენდინგით დახურე?

► Show Spoiler
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Bastion

Unread post#10 » 15 Aug 2014 18:27

დიაბლოს სიძნელეების თემის გამო შევადარე ადრე და მაგიტო გავავლე ეხაც პარალელი.
Zulf წამოვიყვანე მეც, მარა თამაში არ მომეწონა თითონ და Zulf ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ))
შოთგანი და სნაიპერი დავიჭირე, რაღაც კაი პერკები ჩავიდე და ერთხელ არ მოვმკვდარვარ ისე გავედი. გეიმფლეი მექანიკა არააქ კარგად გამოყვანილი, არც ლოკაციები არ იხატება იდეალურათ და რეალურად პატარაა.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 89 guests


cron