- Developer: Supergiant Games
- Metascore 87 out of 100
- User Score 8.6 out of 10
- Official Site: supergiantgames.com
- Rating: E10+
Bastion - ექშენ ელემენტებით გაჯერებული RPG ჟანრის თამაში, შექმნილი ინდი-ჯგუფი Supergiant Games-ის ძალებით და გამოცემული Warner Bros მიერ. თამაშის ვიზუალი ანიმე სტილისტიკაშია შესრულებული და მინდა გამოგიტყდეთ რომ, ძალიან ლამაზია. საერთოდ მსგავს პროექტებზე წერა ყოველთვის მსიამოვნებს და იმედიმაქ ვინც ეხა გაიგებს მოცემულის არსებოის შესახებ მათაც ესიამოვნებათ. Bastion-ის PC ვერსიის მთავარი დისტრიბუტორი Steam-ი გახლავთ, ხოლო მისი პირატული ვერსია, პირადად მე არასად შემხვედრია.
მთავარი მოქმედება, თამაშის სამყაროში მომხდარი უბედური ტრაგედიის შემდეგ იწყება, რომელმაც საშინელი ზიანი მიაყენა ერთდროს ულამაზეს ადგილს და საერთოდ შეცვალა მისი მაცხოვრებლები. ჩვენი კონტროლის ქვეშ, ამჯერად, ჩუმი მოგზაური სახელად "ბიჭი" (The Kid) მოექცევა. რომლის თავგადასავალიც დანგრეული სამყაროს ერთ-ერთ შედარებით დაუზიანებელ ადგილას იწყება, რის შემდეგაც, ბიჭი კიდევ ერთ გადარჩენილს პოულობს - რომელიც მოხუცი, სახელად რაკსი (Racks) აღმოჩნდება და ჩვენ გმირს ბასტიონის აღდგენაში დაეხმარება. იგი თამაშში მთავარი მთხრობელის როლში გამოდის და თითქმის ყველა მოვლენას გაახმოვანებს. და აი "ბიჭიც" მიემგზავრება ბასტიონის გამთლიანებისთვის საჭირო მატერიალების მოსაგროვებლად, გზაში კი მომხდარის დეტალების უფრო ღმად შეცნობას იწყებს. Kid-ის მოგზაურობის არეალი სამ სხვადასხვა ზონას მოიცავს: ქალაქის ნანგრევები, "ველური გამოუკვლევი" და ქვეყანა ურა (Ura).
Bastion-ის გეიმფლეი, RPG სტილის, ანუ ეტაპობრივი განვითარების სტრუქტურით არის წარმოდგენილი. გასვლის პროცესის პარალელურად თქვენი გმირიც ძლიერდება, პოულობს და ანვითარებს საბრძოლო იარაღებს, იზრდება lvl-ში. თამაშის ორიგინალური მოწოდების ხერხი - ზედაპირი ფატიურად მოთამაშის ფეხქვეს, მისი გადაადგილების პარალელურად ჩნდება (ამის სიტყვებით ახსნა ცოტა რთულია, გეიმფლეი ვიდეოს ნახვის შემთხვევაში უცებ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ). ყოველი ეტაპის გასვლა გარკვეული მნიშვნელოვანი ნივთის პოვნას ისახავს მიზნად - ეს ის დეტალებია რომლებიც ბასტიონის გამთლიანებაში დაგეხმარებათ. მისიებს შორის, მოთამაშე ფრაგმენტების დასახარჯად კვლავ ქალაქში ბრუნდება - თამაშის ვალუტა - იარაღის განვითარება, ნივთების შეძენა, შესაძლებლობების და ცოდნის გაზრდა. ვალუტით ისეთი შენობების ყიდვაც შეგიძიათ როგორიცაა სამჭედლო, სპეციალური ტონიკების მაღაზია და სხვა.
ძირითადი მისიების მიუხედავად, რომლებიც მთავარ სიუჟეტურ ხაზთან არის დაკავშირებული, მოთამაშეებს სხვადასხვა გამოცდების გავლაც შეეძლებათ, რომელთა წარმატებით დასრულებაც მათი იარაღის ოსტატურ ხმარებაზე პირდაპირ იქნება დაკავშირებული. შეჯიბრების ვარიანტები იარაღის სახეობის მიხედვით არის შექმნილი. მაგალითად, ჩაქუჩის შეჯიბრში (თამაშის ერთერთი პირველი იარაღი) თქვენ, განსაზღვრული დროის მონაკვეთში მაქსიმალური ყუთების რაოდენობის განადგურება გევალებათ. შემდეგი შეჯიბრი, Breaker's Bow, რამდენიმე მიზნის რაცშეიძლება ცოტა ისრით განადგურებას მოითხოვს.
რაკსი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მოხუცი მთხრობელის როლშია წარმოდგენილი. პლიუს ამას, მოთამაშის მოქმედებებიდან და თამაშის სტილიდან გამომდინარე, იგი სხვადასხვა სახის კომენტარებსაც აკეთებს - მაგალითად, იარაღის არჩევის დროს (ერთდროულად მხოლოდ ორი იარაღის და ერთი შესაძლებლობის ტარებაა ნებადართული), მოწინააღმდეგეებთან ბრძოლისას და სხვა მსგავს სიტუაციებში. მოცემულ ფაქტს კი შემქმნელები "დინამიურ თხრობას" ეძახიან.
>>>
ესეც WTF is სერიიდან Video, დეტალური განხილვაა დაახლოებით თამაშის პირველი 25 წუთის. ესეც უშუალოდ მოზრდილი PC Gameplay-ის დემონსტრაცია
Video