South Park: The Stick of Truth, PC, X360, PS3

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#1 » 08 Dec 2011 23:24

>>>

მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე დღის წინ დაანონსებული South Park: The Stick of Truth-ის ახალ დეტალები. სუპერ პოპულარული მულტსერიალი South Park-ის გარშემო ბევრი თამაში შეიქმნა, მაგრამ თვითონ მულტფილმის უშუალო ავტორებს, ტრეი პარკერს და მეტ სტოუნს, მათ შექმნაში მონაწილეობა არასდროს მიუღიათ, ამჯერად კი ისინი თამაშის შექმნის პროცესს უხელმძღვანელებენ. პროექტის ფუნდამენტის შესწავლის შემდეგ, Obsidian Entertainment-ის ჯგუფს პარკერმა და სტოუნმა მწარე სიმართლე გაუმხილა. მათი თქმით, გუნდი უბრალოდ ვერ ჩაწვდა სერიალის მთავარ აზრს და ბოლომდე ვერ შეიგრძნო მასში წარმოდგენილი სტილი - გმირები ერთერთ სცენაში უზარმაზარი ღამურის იერით ბოსს უნდა შებრძოლებოდნენ, მგონი მარტო ამ ერთი მაგალითის თქმაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მიხვდეთ რაზეა საუბარი. რა გიგანტური ღამურა? ეს ხომ ნამდვილად არაა "სამხრეთის პარკის" სტილი?? მსგავსი ნაკლებად სასიამოვნო ფაქტების გამო, პარკერმა და სტოუნმა თამაშის შექმნის პროცესით ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღეს.

>>>

South Park: The Stick of Truth-ის ცენტრალური თემა რათქმაუნდა იუმორი იქნება. შემქმნელები თამაშში ჩვენი დროის ცნობილი ჰიტების, განსაკუთრებით კი უაზრობამდე გასერიოზულებული RPG ჟანრის დაცინვას აპირებენ (ჩემიაზრით ექშენის ჟანრი უფრო დასაცინია,მარა...) სიუჟეტი, ტოლკინისტების მსგავსად, South Park-ის ბავშვების მიერ RPG-ის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანის მცდელობით იწყება - პარკში სირბილი, ხის-ხმლის ქნევა (კუსტბა, ალუკარდა, პოლისჯოხი)- მაგრამ შემდგომში მოცემული გართობა ნამდვილ თავგადასავალში გადაიზრდება. თამაშის ხუთი კლასიდან, ჯერ მხოლოდ ოთხია ცნობილი: ავანტიურისტი, ქურდი, პალადინი და მაგი. სამწუხაროდ, პარკერი ყოველთვის მუნჯ გმირებს ანიჭებდა უპირატესობას, ამიტომ თამაშის მთავარი გმირიც ჩუმად იქნება, მაგრამ იერის არჩევაში სრულ თავისუფლებას მოგვცემენ. მთავარ გმირს ექნება მობილური, რომლის მეშვეობითაც თქვენ მთავარ მენიუსა და Facebook-ის მსგავს სოციალურ ქსელში შესვლას შეძლებთ. მისი საშუალებით მებოგრებთან და სხვადასხვა, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ფრაქციებთან მოგიწევთ კონტაქტი. ბრძოლის სისტემა ძალიან გავს Paper Mario-სა და Mario & Luigi-ის სერიებში მოცემულ ვარიანტს.

>>>

თამაშის შექმნის ნაადრევ ეტაპზე პლადფორმერის ელემენტების დამატებასაც აპირებდნენ, მაგრამ შემდგომში მოცემულ იდეაზე უარი ითქვა. South Park-ი აგებული იქნება Dungeon Siege 3-ის ძრავზე და ტუჩების ტექსტთან სინქრონიზაციის მექანიზმებს გამოიყენებს - მათი ანიმაციის ხელოვნურად გაკეთებაზე, სიუჟეტის შეცვლის დიდი ალბათობის გამო უარი განაცხადეს. ანიმატორებმა შემქმნელებს 15 წლის მანძილზე დაგროვილი ყველა მასალის გამოყენების უფლება დართეს და პლიუს იმ ტექსტურების და ფერების სიაც გაუზიარეს რაც აუცილებლად გამოადგებათ. ერთისიტყვით წინ ნამდვილი South Park გველოდება, მაგრამ ამჯერად თამაშის სახით.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#2 » 09 Dec 2011 01:14

საერთოდ არ ვიცოდი რომ ასეთი რაღაც დაანონსებული იყო
ძალიან გამიხარდა
გამოსვლის თარიღი ცნობილია?
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#3 » 09 Dec 2011 01:18

გამოსვლის თარიღი არ ეწერა, მარა საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება თამაშზე და სავარაუდოთ იქნება ცნობილი, უბრალოდ მე არვიცი. თუ გავარკვიე დავწერ, სხვა დეტალებთან ერთად.
P.S. მეც გამიხარდა, პლადფორმაში იმედია PC-ც ეწერება
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4357
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#4 » 11 Dec 2011 00:10

ამას წინად ვნახე და გამისწორდა, მართლა კარგი გასართობი და ყველაფერზე დაცინვა იქნება დიალოგებში ალბათ, Obsidian Entertainment რას იზავს არ ვიცი მარა მინდა რო ეს თამაში მაგარი გამოვიდეს
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#5 » 14 Dec 2011 22:27

თუ არ ვცდები "პაშაგავოი" საბრძოლო სისტემა იქნება და არ მომეწონა იდეა. თამაში უფრო ძველი open world სიმსონების სტილში მქონდა წარმოდგენილი - არც ისე დიდი, მაგრამ სერიალის თაყვანისმცემლებისთვის ნაცნობი ადგილებით და წვრილმანებთან ყურადღებიანი დამოკიდებულებით შექმნილი world-ი. ასწორებს რო დასეირნობ და ატმოსფეროთი ტკბები, რაღაც შენ მუღამებს რო ისწორებ.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4357
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#6 » 14 Dec 2011 22:36

Paper Mario ტყუილად არ ახსენეს, მარა Paper Mario მაგარია
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#7 » 15 Dec 2011 01:07

riddick wrote:თუ არ ვცდები "პაშაგავოი" საბრძოლო სისტემა იქნება და არ მომეწონა იდეა. თამაში უფრო ძველი open world სიმსონების სტილში მქონდა წარმოდგენილი - არც ისე დიდი, მაგრამ სერიალის თაყვანისმცემლებისთვის ნაცნობი ადგილებით და წვრილმანებთან ყურადღებიანი დამოკიდებულებით შექმნილი world-ი. ასწორებს რო დასეირნობ და ატმოსფეროთი ტკბები, რაღაც შენ მუღამებს რო ისწორებ.


ეეე
აი ეს ძალიან მაგრად გამიტყდა :|
ვერ ვიტან ასეთ თამაშებს
მგონი არცერთი არ მაქვს მაგ ჟანრში წესიერად დახურული :|
(პაშაგოვი სტრატეგიებზე მაქვს საუბარი)
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#8 » 15 Dec 2011 14:22

ნუ აქ სტრატეგია არ გვაქ, RPG-ა, მარა გეთანხმები, სპეციფიური გეიმფლეია და ყველას არ მოსწონს. მარა იდეის რეალიზაციაზეც ბევრია დამოკიდებული, შეიძლება ძალიან კარგად მოარგონ თამაშის ატმოსფეროს ან პირიქით, ნუ მე რაც დავწერე, ყველას ეგ ვარიანტი მირჩევნია, მარა ამაზე ხაზის გადასმა ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია. დაველოდოთ სიახლეებს.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Slacker
Posts: 245
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#9 » 16 Dec 2011 13:59

ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა კომანდოსების და დესპერადოს-ს სტილში რომ გაეკეთებინათ.
ძალიან მოუხდებოდა
ეავიც
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#10 » 26 Jan 2014 07:57

https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#11 » 04 Mar 2014 23:22

პირველი შეფასებები:
IGN 9/10 - Gamespot 7/10 - Edge 8/10 - Eurogamer 8/10 - Polygon 8.5/10 - Kotaku Not yet - Game Informer 8.5/10 - CVG 9/10 - Destructoid 8/10 - USGamer 5/5 - Rock Paper Shotgun No Score - Joystiq 3.5/5 - Videogamer 6/10 - OPM 8/10 - Shacknews 6/10 - GameTrailers 8.3/10 - PC Gamer 90/100 - GamesRadar 4/5 - Gasmereactor 8/10 - Giant Bomb 5/5 - GamesBeat 95/100 - The Escapist 4/5 - NowGamer 8/10 - Hardcore Gamer 4/5 - Digital Spy 4/5 - EGM 8.5/10 - Strategy Informer 9/10 - PlayStation Universe 8/10 - We Got This Covered 4.5/5 - OXM 9/10 - Game Revolution 4.5/5 - XONE Magazine 8/10 - Gamesided 8.5/10 - Push Square 8/10 - Rev3Games 3/5 - IncGamers 8/10 - God is a Geek 9/10 - Lazygamer 8.5/10 - The Koalition 90/100 - Metro 8/10 - DualShockers 6.5/10 - Dealspwn 8/10 - BT Games 5/5 - Start Replay 9/10 - Talkingship 8/10 - Entertainment Buddha 8.5/10 - GameCloud 9/10

გამოსვლის ინფო:
Release Date: Mar 4, 2014
Developer: Obsidian Entertainment
Genre(s): Role-Playing
Metascore 84 out of 100
User Score 8.7 out of 10

ძალიან აქებენ. ეტყობა კარგი იუმორი დადეს, თან მულთფილმის შემქმნელები უშუალო მონაწილეობას იღებდნენ.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Slacker
Posts: 245
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#12 » 05 Mar 2014 02:01

აუ რა პრიკოლია თავიდანვე, პირველი ერთი საათი
ეხლა ჩაი ადუღდება და ისევ თამაშს გავაგრძელებ)))
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
Slacker
Posts: 245
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#13 » 08 Mar 2014 05:09

დავხურე, ძალიან სასაცილოა
ბოლოში სკაირიმს ეღადავებიან, კანადელებსაც კარგად დასცინეს )))))))
სერიალს საერთოდ რომ არ უყურებდე მაინც მაგრად იღადავებ
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#14 » 10 Mar 2014 22:30

აუ აუ აუ თქვენ ხო არ იცით რა მაგარი თამაშია ეს!!!))))
ამხელა ფასი რომ არ ედოს სთიმზე აუცილებლად ვიყიდდი
აი ძალიან მომეწონა ყველამ ყველამ ითამაშეთ
დავრბივარ ქალაქში ვლუთავ საიდ ქუესთებს ვაწყდები და ვასრულებ ნელნელა)))) პალადინი მიტრაკებს სტიკ ოფ თრუსის საძებნად გაგიშვეს ქალაქში სახეტიალოდ კი არაო))))
მახსოვს როცა გავიგე პირველად ამ თამაშის გამოსვლაზე დავიგრუზე კომბატზე მაგრამ აი დავრწმუნდი რომ ამაზე მეტად არაფერი მოუხდებოდა თამაშს
You'd better do something about that cough

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#15 » 12 Mar 2014 15:43

კაროჩე ოდნავ მაინც თუ ხართ სიმპათიით განწყობილი სერიალის მიმართ აუცილებლად ითამაშეთ)))))
ეს ორი დღე იმენა ვერთობი რასაც ქვია. აი ძალიან მინდა მოვყვე ორ ორი სიტყვით რეებს გაკეთებინებენ და რეები ხდება მაგრამ ძალიან ცუდი რამეა სპოილერის პონტში))) აი იმენა უნდა ითამაშო და თვითონ დაინახო/შეიგრძნო))))))

თამაშის ფეისბუკის კედელს გააააააცილებით დიდი ინტერესით ვამოწმებ ვიდრე ჩემ საკუთარს)))))))))))))))))
You'd better do something about that cough

User avatar
hellwalker
Posts: 4153
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#16 » 24 Mar 2014 21:26

ძალიან მაგარია, როგორც თამაში გეიმპლეითაც საკაიფოა, და ნუ სთორი და რეები ხდება ეკრანზე უბრალოდ უკომენტაროდ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#17 » 20 Aug 2014 22:30

https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#18 » 21 Aug 2014 11:44

riddick
დაიწყო დაუვიწყარი თავგადასავალი ))))
ველოდები დიიიიდ პოსტებს))
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#19 » 02 Sep 2014 16:08

დავხურე როგორც იქნა, ალ გორის დედას შე....ცი მე ))) თავიდან რაღაც პატარა პაროდიულ თამაშს ველოდებოდი და საქმეზე სრულფასოვანი JRPG მაშტაბების პროექტი გაიჩითა. დასაწყისში ბულის ვამსგავსებდი ძაან, მარა მერე ისე გაუტია სიუჟეტმა რო ჯერ პოსტალი მახსენდებოდა, მერე ვაფშე movie 43-ის დონემდე დავიდა ყველაფერი )) ეს JRPG მექანიკა ჩემთვის ძაან ნაკლებად ნაცნობი რამე იყო, მარა ეხა უკვე საკმაოდ კარგად დაუმუღამე, პროსტა ბოლოს მომბეზდასავით მაინც. დალშე ლეველ დიზაინშიც არი რაღაც პრობლემები, ზოგჯერ გასასვლელს ვერ ვხედავდი, ზოგჯერ რაღაც ფაზლის გაგება მიჭირდა და დავრბოდი ხოლმე აქეთ იქით ხუთ ძუძათი ხელში (ერთერთი ორხელიანი იარაღი). მთლიანობაში საკმაოდ კარგი რამეა, მითუმეტეს იმათთვის ვინც სერიალის ყველა ღადაობა კარგად იცის, მარა უცხოსაც არანაკლები ყვერების აცილება მოუწევს გნომებთან შეტაკებების დროს )))
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

Girei
Posts: 17
Contact:

South Park: The Stick of Truth

Unread post#20 » 18 Sep 2014 10:40

JRPG მექანიკა ბოლოსკენ სულ მოსაბეზრებელი ხდება ჩემი გამოცდილებიდან,როგორ უყვარდებათ კლასიკური ფინალ ფენტეზი ეგრე ვერ წარმომიდგენია :D
იმედია მალე იქნება მეორე ნაწილი,ძალიან გავერთე

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 25 guests