Anno 2070, PC

RPG, JRPG, TRPG, Roguelike, HacknSlash, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Tom Clancy
Posts: 1668
Contact:

Anno 2070

Unread post#1 » 15 Oct 2011 00:39

>>>

Anno 2070

Anno წარმოადგენს ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესო სერიებს. Anno 1503, Anno 1602, Anno 1701 და Anno 1404-ს შუა საუკუნეების ცხოვრებისა და ეკონომიკის მართვის სიმულიაციის კარგი სტილითა და გადმოცემით აქვთ ღირსეული ადგილი დამკვიდრებული. თითოეული თამაში გვთავაზობს City-Building-ისა და RTS ჟანრის ელემენტების შერწყმით მიღებულ გამოცდილებას (experience-ის ამ კონტექსტის ქართული სხვა ეკვივალენტი?)

ამ თამაშშიც, როგორც სერიის სხვა ნაწილებში, გვექნება შევქმნათ და ვმართოთ ჩვენი საკუთარი ფეოდალური სამფლობელო, რომლის აღმშენებლობის გეგმასაც თავად ვადგენთ.
საინტერესო ფაქტი კი ისაა, რომ განსხვავებით წინა ნაწილებისა, Anno 2070-ში მნიშვნელოვნად არის შეცვლილი დროის პერიოდი. ამაზე თამაშის სახელიც მიგვითითებს. დიახ, მოქმედების პერიოდი 2070 წელია - ინდუსტრიის განვითარების ზენიტი და ეკონომიკის მწვერვალი. სერიაში ყოველთვის დიდი როლი ჰქონდა მინიჭებული წყალს, საზღვაო ინფრასტრუქტურას, მაგრამ ისეთი დანიშნულება, როგორიც მას Anno 2070-ში ექნება - აქამდე არ ყოფილა. ამ შემთხვევაში დეველოპერები წყლის შექმნისას მხოლოდ მისი ზედაპირით არ შემოიფარგლებიან, არამედ უღრმავდებიან მას და წვდებიან მის ფსკერს. თამაშში ხმელეთთან ერთად, შესაძლებლობა გვეძლება გავაშენოთ ინდუსტრიული არეალები წყლის ქვეშ.
თავდაპირველად იმ სიახლემ, რომ თამაში მომავლის მოვლენებს გვთავაზობს, უარყოფითად განმაწყო მის მიმართ, ეს კი ალბათ ყველა სერიის მოყვარულისთვის ნაცნობი მომენტია. ეს კი გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან სერიისთვის შუა საუკუნეობრივი სეთინგი ტრადიციად იყო ქცეული, ტრადიციების შეცვლაზე უარყოფითი რეაქციები კი ნებისმიერი სერიის ფანებისთვის ჩვეულებრივი ამბავი და დამახასიათებელია. თუმცა ახალი ტრეილერის ნახვისას აზრი რადიკალურად შემეცვალა, რადგან ვნახე, თუ როგორ ახერხებს ამ იდეის განხორციელებასა და წარმოჩენას მასზე მომუშავე ხალხი.

GamesCom Trailer

ამ ნაბიჯით შემქმნელებმა თამაში და ზოგადად სერია ახალ დონეზე აიყვანეს. პირადად ჩემში დაანგრიეს ის შეხედულება, რომ მომავლის სეთინგში გადასვლა მის პოტენციას ამოწურავდა და სულს გაანადგურებდა.
მაშინ, როდესაც Monte Cristo ხმაურიანად მოვიდა ინდუსტრიაში Cities XL-ის წარდგენით, მაგრამ შედეგად უბრალოდ მორიგი სტანდარტული სითი-ბილდინგ თამაში შემოგვთავაზა, ახლაც უკვე მეორე ფაქტიურად იგივე ტიპის ვერსიას გვთავაზობს, Anno-ს ახალი სერია უხმაუროდ აკეთებს ამ ყველაფერს. "ეკონომიკური ურთიერთობა წყლის ფსკერსა და დედამიწის ზედაპირს შორის" და "მომავლის არქიტექტორობა" თამაშის მთავარი დევიზია. წინა სერიები (განსაკუთრებით 1404) ფასობენ ლამაზი საუნდტრეკით, ეკონომიკური სტრატეგიისთვის მოხერხებული მართვის სისტემითა და სამყაროს კარგი გადმოცემით. დეველოპერები ირწმუნებიან, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნებული იქნება მათ მომავალ თამაშში.

Debut Trailer

მოცემული იქნება სამი განსხვავებული ფრაქცია, ესენია: Echo, Tycoon და Techs. თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ფოლოსოფია ადამიანების რასის გადარჩენასა და ცივილიზაციის შენებაზე. ფრაქცია Echo წინა ფლანგზე აყენებს მისი აშენებული ცივილიზაციის ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნას. ისინი პატივს სცემენ მათ გარშემო მყოფ გარემოს, რომელიც მათ საარსებო წყაროებს აწვდის. მათი აშენებული ქალაქები, შექმნილი სატრანსპორტო საშუალებები და ინდუსტრიული პუნქტები ეკოლოგიურად სუფთაა. Tycoon-ის ფრაციას არ აინტერესებს მათი ქმედებიდან გამოწვეული შედეგები ბუნების მიმართ და პირველ რიგში აყენებენ საკუთარ პოზიციას მსოფლიო არეალზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი ცივილიზაცია უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანონ და ეკონომიკურ-ტექნოლოგიურად განვითარდნენ. მესამე ფრაქცია ფაქტიურად იგივე როლს თამაშობს Anno 2070-ში, რასაც Orient Anno 1404-ში. ეს არ არის playable (თამაშისთვის ხელმისაწვდომი) ფრაქცია და თამაშის პროცესში მათთან კავშირი ხსნის ახალ ტექნოლოგიებს.

>>>

ბევრი გზა გვექნება ენერგიის მისაღებად - დაწყებული ქვა-ნახშირითა და ნავთობით დასრულებული მზისა და წყლის ენერგიით. პრევიურების თქმით, თითოეული შენობა ბევრად დეტალიზირებულია და ელეგანტურად გამოიყურება, ასევე, ქალაქები შედარებით დიდია. ჩამატებულია მფრინავი მოწყობილობები. ქალაქების იერ-სახეზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ რომელი ფრაქციის ფილოსოფიას იზიარებს მოთამაშე. ასე მაგალითად - Tycoon-ის ქალაქები უფერულად გამოიყურება, როცა Echo-ს ფრაქციის გაშენებული ტერიტორიები მწვანე და ცოცხალია.

>>>

ეკონომიკისა მშვიდობიანად მართვის გარდა Anno 2070-ში ჩვენ მოგვიწევს სამხედრო მობილიზებაც. წინა ნაწილებთან შედარებით თამაშში ბევრად გაუმჯობესებული იქნება საბრძოლო სისტემა. კომბატს საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ ჩვენს ხელთ იქნება როგორც ხმელეთის, ასევე წყლისქვეშა და საჰაერო სამხედრო დაჯგუფებები.

ტრეილერიდან იმის გაგებაც ნათლად შეიძლება, თუ როგორი ტიპისა და რა დონის მუსიკა იქნბა ჩადებული თამაშში. როგორც ჩანს, სერია ტრადიციებს არ უღალატებს და ნამდვილად ღირსეული OST-ები ექნება.

>>>
>>>

ვიცი, რომ დიდად არ დაგაინტერესებთ, მაგრამ იყოს ამის თემაც, გამოადგება ფორუმის ბიბლიოთეკას.
ასევე გირჩევთ ითამაშოთ წინა ნაწილები (1404 მაინც), ვისაც კარგი ატმოსფერო და უბრალოდ სტრატეგია გიყვართ.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9659
Contact:

Anno 2070

Unread post#2 » 22 Oct 2011 02:13

რაღაც კომპლექსივით მაქ, ანუ მინდა რო ვითამაშო მარა მგონია რო ვერ დაუჭერ მუღამს ბოლომდე : ) (ალბათ უფრო ბავშობიდან რა, ინგლისურად რო ვთამაშობდი ესეთ თამაშებს და სიტყვას ვერ ვიგებდი მაგიტო დამრჩა ეს გრძნობა) Cities XL 2012 გადმოწერა მინდა ეხა. ამაზე რისი თქმა შეილება? ძალიან ლამაზია, როგორც ამის ძველი ნაწილები. წყლის ქვეშა სეთინგი ძალიან წარმატებული აზრია, გააჩნია რეალიზაცია როგორი იქნება. მიწაზეც იქნება როგორც ჩანს და ეგ უფრო რთულს გახდის ჩანაფიქრის განხორციელებას. ერთი შეხედვით და წინა პროექტების ხარისხიდან გამომდინარე კარგი უნდა გამოვიდეს.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
Tom Clancy
Posts: 1668
Contact:

Anno 2070

Unread post#3 » 09 Nov 2011 22:48

დემო წავითამაშე
უმშვენიალურესია ^^
ვისაც გაინტერესებთ, აქედან შეგიძლიათ მოქაჩოთ Anno 2070 Demo
საუნდტრეკები ძალიან კარგი

http://www.youtube.com/v/J3bDaLFS930&
http://www.youtube.com/v/8ZVfObgNwQU&
http://www.youtube.com/v/9nIiV42daSw&
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9659
Contact:

Anno 2070

Unread post#4 » 19 Nov 2011 15:24

გამოვიდა:
Release Date: Nov 17, 2011
Developer: Blue Byte, Related Designs
Genre(s): Real-Time Strategy
Metascore 90 out of 100
User Score - tbd
Official Site: www.ubi.com/US/Games/Info.aspx?pId=9651

მინიმალური:
Minimum System Requirements
OS: Windows XP/Vista/7
Processor: Intel Core 2 Duo @ 2.0 Ghz / AMD Athlon 64 X2 4000+
Memory: 2 Gb
Hard Drive: 5 Gb free
Video Memory: 256 Mb
Video Card: nVidia GeForce 7800 / ATI Radeon X1900
Sound Card: DirectX Compatible
Network: Broadband Internet Connection for Online Multiplayer
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

BoromiR
Posts: 645
Contact:

Anno 2070

Unread post#5 » 30 Nov 2011 09:51

cities XL 2012 - მაქვს ნანახი. გულახდილი რომ ვიყო მინდა ვთქვა არაფერი დიდი თამაში ეგ არაა.
მაგრამ აი ანნონს სერია ყოველთვის უფრო პოპულალური და შესაბამისად ხარისხიანიც იყო. მე ძალიან ძალიან ადრე, ვთამაშობდი 1401 და მაგარი შტაბეჭტილების ქვეს ვიყავი და კარგი მოგონებები დამრჩა. ეხლაც გადმოვიწერ ამ ახალს, თუმცა ამჟამად არა მგონია ვითამაშო და ბევრი დრო დავუთმო (!) რომელიც ამ ჟანრის თამაშებს სჭირდება... რადგან... IN THE LAND OF SKYRIIIIIM
ჩართვასთან რაღაც პრობლემები მაქ. უბისოფთის თამაშია ბლიად.... i should have known this.
but i asked for this!

Return to “RPG - Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 16 guests