The Elder Scrolls V: Skyrim, PC, X360, PS3

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
hellwalker
Posts: 4141
Contact:

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#561 » 29 Sep 2013 15:56

ეჰ არადა BG 2: TOB იდან ინსპირებული ისეთი გაგრძელება მქონდა ჩაფიქრებული :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#562 » 29 Nov 2013 00:28

მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8713
Contact:

The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#563 » 02 Dec 2014 23:22

ტიპი ფოტოშოპში თამაშის სქრინებს აძლევს ზეთში დახატულის ეფექტს: 1 2 3 4 5 6 7 8
და ძალიან მაგარი გამოსდის (ვოლფეიფერადაც წავა თუ რამეა)
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4141
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#564 » 13 Nov 2015 07:08

Waiting out the rain in ruined tower - წვიმიანი საღამო იყო, ტყავის მოსასხამში გაატანა და ბოლომდე დავსველდით [Frostfall], დიდი გზა გვქონდა გამოვლილი რიფტენიდან ვაითრანამდე. დამშეულები ვიყავით[Realistic Needs] მაგრამ მთელი ფული ვილიას[Vilja Companion] ჯავშანზე დაგვეხარჯა და ტავერნაზე უარი ვთქვით. დრაკონის მიერ დამწვარ კოშკში შევაფარეთ თავი, ვილიამ წამლების მომზადება დაიწყო, ლიდია მშრალი ხის მოძიებაში დამეხმარა და კოცონი დავანთეთ კოშკში. მონადირებულ ირმის ხორცს შევექციეთ და გამოვშრით. ლიდიამ სიროდილში გადამხდარი თავგადასავლები მოგვიყვა. დილით ლუდი მივაყოლეთ ირმის ნარჩენებს და მორთალისკენ გავეშურეთ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#565 » 11 Apr 2016 19:54

https://youtu.be/QlWoHFwkdbY ENB+ამინდის სისტემა
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8713
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#566 » 26 May 2016 10:57

ეს ხო არ გიცდიათ? http://imgur.com/a/tOQsV
საინტერესო ვიდზეა ))
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#567 » 13 Jun 2016 07:38

https://www.facebook.com/GameSpot/video ... 036445436/

სკაირიმის რემასტერი. ფაქტიურად გრაფიკული მოდები ამოარჩიეს, დააკოპირეს და თითონ გადაწერეს შეიდერები. ასევე თამაშს რაც ენჯინში ქონდა ინი ფაილების დაკონფიგურება მაგას მოუმატეს და ეგაა, "რემასტერის" სახელში შეიფუთა. მეგონა მარტო ახალი თაობის კონსოლებზე იქნებოდა და თურმე PC-ზეც დებენ თანაც უფასოდ ვისაც ორიგინალი აქვს თავისი dlc-ებით!!!! მოდების საფორთი კონსოლებისთვისაც დაემატა, რაც ჩემი აზრით ბევრად იოლი იქნება.

ეხლა მთავარია ეს განათება უფრო ცივით შევცვალო და ახალი თავგადასავლებისთვის მოვემზადო.

აი ასე უნდა იშოვო ფული ))))) ჯერ თამაში გამოუშვა თავისი დროისთვის, მერე ნახო ხალხი რამდენ კარგ რამეს დაამატებს, მერე აიღო იგივე დაამატო და ახლიდან გაყიდო ))) დაჟე ვიცანი კონკრეტული მოდები, სახელებსაც კი დავწერ და იმედია ეს ჯერ კიდე არ იქნება სრული სია. 64bit support თუ დაემატა საერთოდ ახალ შესაძლებლობებს გახსნის.

Bethesda <3 ძალიან გამიხარდა, 50% ით განახევრდება მგონი მოდების რაოდენობა.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8713
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#568 » 13 Jun 2016 13:28

ეხლა მთავარია ეს განათება უფრო ცივით შევცვალო და ახალი თავგადასავლებისთვის მოვემზადო.

ანუ უნდა გადმოწერო ამათი დამოდილი ვერსია, ისევ შენ გემოზე დამოდო და ახალი თავგადასავლებისთვის ემზადები :coffee:
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#569 » 13 Jun 2016 17:52

ბიჭო კი იმიტო რო ეხლა ბევრად მეტი მოდი გაიჩითება რომლის საფორთიც ექნება, ანუ ლიმიტები აღარ იქნება პერფორმანსზე :D ის წინა 4გბ რამსაც ვერ მოიხმარდა, 2 ზე იჯდა მგონი. ფაქტიურად decent ვერსია ეხლა ეს იქნება სკაირიმის და ამაზე დაიწყება მოდერების მიერ დაშენება, იმათ ვინღა გააჩერებს, ეგ კიდე იმას ნიშნავს რო ახალი ტესისთვის დეველოპერები უფრო მეტ რამეს აიღებენ :D:D
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8713
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#570 » 13 Jun 2016 18:53

ბიჭო კი იმიტო რო ეხლა ბევრად მეტი მოდი გაიჩითება რომლის საფორთიც ექნება

ანუ ეხა სკაირიმის მოდები არი რომელსაც სკაირიმის საფორთი არააქ?

ანუ ლიმიტები აღარ იქნება პერფორმანსზე :D

ეს არვიცი რას ნიშნავს. მე პრეფორმანსი PC შესაძლებლობებიდან გამომდინარე მეგონა. ან რა ლიმიტი ედო ისეთი რო ვერ ხსნიდნენ აქამდე?

ფაქტიურად decent ვერსია ეხლა ეს იქნება სკაირიმის და ამაზე დაიწყება მოდერების მიერ დაშენება


ერთადერთი პლიუსი, რიალურს რასაც ვხედავ, არის თამაშის მოდების გაპრავება და გაპოლიშება, ისეთი ხალხისთვის ვისაც მოდებთან ჩალიჩი ეზარებოდა, ოღონდ ამაზე უკვე დამატებით ფულის შოვნა. ანუ ტიპებმა აიღეს მოდერების ნაკეთები და ყიდიან ეხა თავიანთი სახელით )) ვინც მოდებით თამაშობდა იმას რა უხარია ცოტა რთული გასაგებია, თუ ის, რომ მოდები აწიც გამოვა, ბაზარი არაა, მარა ეგ ამასთან პიდაპირ კავშირში ნაკლებად არი, ისედაც გამოვა მოდები, სანამ არ გამოვა ახალი ნაწილი თამაშის. ლიმიტი მოხსნენს და უფრო მეტ მოდს დააყენებ, ეგეც ვერ გავიგე კარგად. მე ვფიქრობ, რომ პროსტა იმდენი მოდის დაყენება არ იქნება საჭირო რამდენიც ადრე და ეგაა რეალურად პლიუსი )) ანუ ნაკლები საჩალიჩო იქნება და ეგ კარგია, მარა :თუზენიუედვენჩერს: ცოტა მეცინება ისევ
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#571 » 13 Jun 2016 19:05

ამ ახალ ვერსიაზე უმეტესობა მოდებს ტექსტურების გარდა მოუწევს გადაწერა 64ბიტიან სისტემაზე.
ლიმიტების მოხსნა ისაა რო, სკაირიმი არის 32 ბიტიანი, ვერ მოიხმარდა სრულ პოტენციალს თავისი ენჯინის გამო და მზადდებოდა სპეციალური მოდები რო როგორმე 4გბ-მდე აეწიათ მოხმარება, ხდებოდა ოპტიმიზაცია memory-სი და ENB-ს ხარჯზე ხდებოდა ვიზუალთან ერთად ოპტიმიზაცია ყველაფრის, რაც რა თქმა უნდა perfect solution არაა. ანუ აქ უკვე თავისთავად უნდა იყოს 64 ბიტიანზე გადასვლა რაც ნიშნავს რო RAM-ს გამოწურავს და მეტი შესაძლებლობა გაჩნდება ბოლომდე გაწურონ მოდერებმა თამაში, პრობლემები დაიკლებს სადღაც 90%-ით ალბათ (თუ სხვა არ გამოჩნდა). მოდებზე იასნია ისევ იქნება ჩალიჩი მარა უკვე გაუმჯობესებულ ვიზუალზე ზემოდან დაშენდება ახალი კონტენტი და მოდერებს მოეხსნებათ ძალიან ბევრი შეზღუდვა. ახალი თავგადასავლის დაწყება საერთოდ ახალი experience გახდება ახალი პოტენციალით.
მოდერების ნაკეთები არ აუღიათ პირდაპირ, რაც მოეწონათ ის შექმნეს ანუ თითონ, ობლივიონში რაც მოსწონდათ ის ელემენტები სკაირიმისთვის დაამუშავეს და შექმნეს, თითონ დეველოპერები სხედან და მომხმარებლები არიან მოდების, ასე მიდიან ინოვაციებზე რაც შედეგზეც აისახება ხოლმე. მაგათი პრობლემა ოპტიმიზაცია და ენჯინია ხოლმე უმეტესად და რაც უფრო შეამცირებენ არასტაბილურობას, მით უკეთესია მაგათთვის რო დაინახონ ტეს სერიების ახალი ხედვები რაც მომავალ სერიაში გამოადგებათ.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
hellwalker
Posts: 4141
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#572 » 13 Jun 2016 19:21

ენჯინი განაახლეს რა.
მარა მაიცა ფასიანი ედონია?
(კიდე ვიცინი)
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#573 » 13 Jun 2016 19:23

ჩვენთვის უფასოა, ფასიანი ახალ კონსოლებზეა. კონსოლებისთვის ნამდვილად უღირდათ დარემასტერება როცა ამდენი თამაშის რემასტერი ხდება. რო დაეკიდათ ეგ კონსოლები არც იზავდნენ ალბათ მარა ბარემ PC-ც მოაყოლეს ))))
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8713
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#574 » 14 Jun 2016 00:32

ანუ სკაირიმის რემასტერის პლიუსები, ჩვენი ნალაპარაკებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის:

* 32 დან 64 ბიტიანზე გადასვლა (ანუ ლიმიტირებული იყო პრეფორმანსი, მარა მაინც უვლიდნენ გვერდს, მარა მაინც ლიმიტირებული რო არ იყოს ჯობია) (პროსტა ლიმიტირებული როცა არის ხოლმე აშკარად იმიტოა, რომ პროდუქტი მის თანამედროვე ჰარდს შეესაბამებოდეს და ლიმიტის მოხსნა აფსოლიტურად არ უნდა წარმოადგენდეს არანაირ სირთულეს და მითუმეტეს გასახარებელ მიღწევას. დანავაროტდა ჰარდი და 64 გადასვეს. არ იყო სიმძლავრეები იყო 32 )

* რა მოდებიც მოეწონათ იმ მოდებით თამაშის დამოდვა (ოღონდ ამ მოდების რათქმაუნდა ნოლიდან გაკეთება, რომ ვინმეს არ ეთქვა მომპარესო. მარა რეალურად რა ხდებოდაზე ლაპარაკი და იმის თქმა რო ნოლიდან გააკეთეს ყველაფერი ცვეტში ღიმილს მგვრის გულუბრყვილო სიყვარულო მეტრის გამო)

ანუ მე ვამბობ, რომ Bethesda-მ აიღო მოდერების ნამუშევრებიდან საუკეთესოები, ოფიციალურად დაამატა თავის თამაშს და გამოუშვა იგი კიდევ ერთხელ თავიდან. ამასთან ერთად თამაში გადაიყვანა 32 დან 64 ბიტზე, რომ მოდერებს თანამედროვე ჰარდის შესაძლებლობებთან წვდომა გახსნოდათ, რომ მათი თანამედროვე ვიზუალის მოდებით, შემდეგ კიდევ ერთხელ გააკეთოს რაიმე მსგავსი. ჩემი აზრით ეს არი სასაცილო და არა სადიდებელი. პრაქტიკული თვალსაზრისით ძალიან მომწონს და მაწყობს. მორალური თვალსაზრისით ძალიან სასაცილოა, იმიტო კი არა, რომ ამას აკეთებს, იმიტომ, რომ ეს მას დიდ საქმეში ეთვლება. ფაქტიურად სხვისი საქმე საკუთარში ეთვლება :fairy:

თან კიდე ერთი მომენტია. 32 და 64 ცვლილება, ძირითადად არის უშუალოდ ვიზუალური მხარის უფრო მაღალ დონეზე აყავანის პერსპექტივა. ნუ ამას ისედაც უვლიდნენ გვერდს და აყავდათ. მაგრამ უშუალოდ რაც :თუზინიუედვენჩერს: ეხება ზუსტად იგივეს გავიმეორებ:
ეგ ამასთან პიდაპირ კავშირში ნაკლებად არი, ისედაც გამოვა მოდები, სანამ არ გამოვა ახალი ნაწილი თამაშის.

სიუჟეტურ მოდებზე მაქ საუბარი. თან მაინც თუ გვერდს უვლიდნენ, მგონი ბევრს არაფერს არ უნდა ველოდოთ, იმიტო რო რისი გამოშვებაც უნდოდათ იმას ფაქტიურად მაინც აკეთებდნენ. ერთადერთი პროსტა ეხა ამ ახალი ჰაიპის და მოდების "გაპრავების" გამო შეილება მეტი სტიმული მიეცეთ მოდერებს. მარა თავის მოდს, რო Bethesda-ს სახელით ნახავს ტიპი შეილება პირიქითაც მოხდეს.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#575 » 14 Jun 2016 00:53

ბოლომდე გვერდს ვერ უვლიდნენ, ლიმიტში რჩებოდნენ მაინც. სად 4გბს გამოყენება და სად 16გბ. ჩემი აზრით თავიდანვე ჯობდა არ ყოფილიყო ლიმიტები მარა არ შეეძლო ბეთესდას ეგ და კარგია რო შეძლეს.

ბეთესდამ ნახა რა მოდები იყო პოპულარული. ადგა და მსგავსი რაღაც გააკეთა თითონ. ზუსტად ამისთვის კეთდება მოდები რო ბეთესდამ ნახოს და გამოიყენოს მომავალში ეს იდეები. არ ვიცი აქ რა არის სასაცილო, ეს არის კულტურა რაზეც community-ის პრობლემა არ აქვს და თანხმდება, ის კი არა ერთმანეთსაც აძლევენ უფლებას გამოიყენონ ხოლმე საკუთარ პაკეტებში. დიდ საქმეს რაც შეეხება შეხედე პროსტა დაპორტილ თამაშებს სადაც ტექსტურებს ზრდიან და რემასტერს არქმევენ და მერე შევადაროთ ამ სიტუაციას სადაც ბეთესდაც უამრვი რამის გადაწერა მოუწევდა აქ, იმ მიზეზის გამო რო main ფაილები ფაქტიურად ახლიდან უნდა გადაეწერათ ამ ცვლილებისთვის ცალკე ვიზუალზე და ცალკე ენჯინის განახლება (დღეს ვკითხულობდი ზუსტად რედიტზე ამ თემაზე). ამასთან ერთად კონტენტში დაამატეს environment მოდელები ბუნებისთვის. რემასტერია ეს კონსოლებისთვის მეტი არაფერი.

ეს არ არის სასომხეთი რო ვინმე გაჩუმდეს თუ რამე არასწორს შვრება ბეთესდა, დაწვრილებით შეისწავლიან პირველივე კვირაში და ძალიან დიდი გამოხმაურებაც მოყვბა თუ ბეთესდამ ვიღაცის ნაშრომი აიღო, რატო უნდა ქნას ან რატო გგონია რო ასეთი პოლიტიკა ტრიალებს მანდ ვერ ვხვდები.

ობლივიონის რამდენიმე მოდი მაგ ლოგიკით როგორც შენ ამბობ აღმოჩნდა სკაირიმში და იგივე მოდერებმა სკაირიმისთვისაც დადეს მოდები. ეს არის ფაქტი და ზუსტად მოვნახავ ავტორს თუ გინდა.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8713
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#576 » 14 Jun 2016 01:13

ბოლომდე გვერდს ვერ უვლიდნენ, ლიმიტში რჩებოდნენ მაინც. სად 4გბს გამოყენება და სად 16გბ. ჩემი აზრით თავიდანვე ჯობდა არ ყოფილიყო ლიმიტები მარა არ შეეძლო ბეთესდას ეგ და კარგია რო შეძლეს.

რატო არ შეეძლო? და შეძლებაში რა იგულისხმება?

ბეთესდამ ნახა რა მოდები იყო პოპულარული. ადგა და მსგავსი რაღაც გააკეთა თითონ. ზუსტად ამისთვის კეთდება მოდები რო ბეთესდამ ნახოს და გამოიყენოს მომავალში ეს იდეები. არ ვიცი აქ რა არის სასაცილო, ეს არის კულტურა რაზეც community-ის პრობლემა არ აქვს და თანხმდება, ის კი არა ერთმანეთსაც აძლევენ უფლებას გამოიყენონ ხოლმე საკუთარ პაკეტებში.

შენ არ იცი Bethesda რა გააკეთა ნოლიდან და რა არა ეგ 1 და შენ იცი, რომ ეგ იდეები აიღო მოდერებისგან: მე ვამბობ, რომ ეგ არის სასაცილო. სასაცილოა ის, რომ ეს მათ საკუთარ საქმედ ეთვლებათ და იყიდება თავიანთ იდეებად - ეგაა სასაცილო.

დიდ საქმეს რაც შეეხება შეხედე პროსტა დაპორტილ თამაშებს სადაც ტექსტურებს ზრდიან და რემასტერს არქმევენ და მერე შევადაროთ ამ სიტუაციას სადაც ბეთესდაც უამრვი რამის გადაწერა მოუწევდა აქ, იმ მიზეზის გამო რო main ფაილები ფაქტიურად ახლიდან უნდა გადაეწერათ ამ ცვლილებისთვის ცალკე ვიზუალზე და ცალკე ენჯინის განახლება

და ის რო მზა კონტენტი ქონდათ, თუნდაც იგივე მაღალი ხარისხის ტექსტურების, ეფექტების და სხვა ნებისმიერი საჭირო მასალის სახით ეგ ალბათ არაფერს არ ნიშნავს და რა ბევრი უწვალიათს კარგად აპრავებს.

რემასტერია ეს კონსოლებისთვის მეტი არაფერი.

კი რემასტერები გამოდის უსინდისო, პროსრტა რეზოლუციას ცვლიან და უშვებენ. ეს რემასტერიც უსინდისოა ჩემი აზრით, იმიტო რო სხვისი გაკეთებული კონტენტით გამოდის. კი. ბევრად კარგი რემასტერია, მაგრამ სხვისი კონტენტის მეშვეობით და ეს მათი ავტორების დამსახურებად არ ჩაითვლება. პროდუქტი ძალიან სარფიანია, განსაკუთრებით მათთვის ვისაც უკვე აქ თამაში, მარა თვითონ საქმეა სასაცილო.

ეს არ არის სასომხეთი რო ვინმე გაჩუმდეს თუ რამე არასწორს შვრება ბეთესდა, დაწვრილებით შეისწავლიან პირველივე კვირაში და ძალიან დიდი გამოხმაურებაც მოყვბა თუ ბეთესდამ ვიღაცის ნაშრომი აიღო, რატო უნდა ქნას ან რატო გგონია რო ასეთი პოლიტიკა ტრიალებს მანდ ვერ ვხვდები.

იმიტო რო ვხედავ. ძაან უნდა მჯეროდეს ადამიანების და მითუმეტეს მსგავსი ზომის სტუდიების "ბუნების", რომ ეს არ დავინახო. და რა მოხდება და რას იზავენ, მაგას დრო გვანახებს. მანამდე არ გვინდა.

ობლივიონის რამდენიმე მოდი მაგ ლოგიკით როგორც შენ ამბობ აღმოჩნდა სკაირიმში და იგივე მოდერებმა სკაირიმისთვისაც დადეს მოდები. ეს არის ფაქტი და ზუსტად მოვნახავ ავტორს თუ გინდა.

დოტაც ვორკრაფტში დაიბადა და მისი იდეის ავტორმა მილიონები იშოვა. ოფიციალურად უნდა დაფასდეს ეს ხალხი და არა კომპანია რომლებიც მათი იდეებით თამაშებს ყიდის. მე მაწყობს მსგავსი პროდუქტი, მარა აღტაცებული ოვაციები არ მესმის, როცა ვხედავ რო პროსტა მარტივი მაყუთი იჭრება.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#577 » 14 Jun 2016 02:04

რატო არ შეეძლო? და შეძლებაში რა იგულისხმება?

იმიტო რო საზიზღარი ენჯინი აქვს და მოდერებიან იუზერებიანად ყველა აგინებს მაგის გამო. ოპტიმიზაციასთან ქონდა დიდი პრობლემები, ქონდა memory leak-ები. მსგავსი თუ გაგრძელდება არც ეხლა დავაკლებთ და მე არც იმის ილუზია მაქ რამე perfect ენჯინი დადონ, ვიცი ისევ გასასწორებელი და სატეტი გაგვიხდება ჩვენ გემოზე რაღაცეების დამატება იუზერებს. სასიხარულო რაცაა ეგაა მარტო პოტენციალი და დააფგრეიდებული ვიზუალი, მცდელობა რო ვანილა თამაში ძველ თამაშს აღარ გავდეს და იყოს თანამედროვე ვიზუალზე.

შენ არ იცი Bethesda რა გააკეთა ნოლიდან და რა არა ეგ 1 და შენ იცი, რომ ეგ იდეები აიღო მოდერებისგან: მე ვამბობ, რომ ეგ არის სასაცილო. სასაცილოა ის, რომ ეს მათ საკუთარ საქმედ ეთვლებათ და იყიდება თავიანთ იდეებად - ეგაა სასაცილო.

მაგაში ვერ დავეთანხმებით ერთმანეთს. იქამდე სანამ იურიდიული საკითხი სწორია (Creation Kit-ში რასაც ქმნი სრული უფლება აქვს ბეთესდას გამოყენების და ამაზე წინასწარ თანხმდება მოდერი) და არავინ პროტესტს არ გამოთქვამს ვისაც ეგ ეხება, ჩემთვის ეგ მისაღებია. ეგ არის ბეთესდას გაკეთებული საქმე და არა მოდერების, მარა მოდერების წვლილი იასნია დიდია და ბეთესდიან იუზერებიანად მადლობელები ვართ, პროცესია ეს რაც მიდის და გაგრძელდება სანამ მოდები იარსებებს. მასე თუ წავიყვანთ ENB რო ვიზუალს დებდა იმ ვიზუალის გამოყენება დღეს ხდება უკვე აქტიურად ვინაიდან ჰარდი იძლევა საშუალებას, მარა ეგ არ ნიშნავს რო enb ავტორის მზა მასალა აიღეს, უბრალოდ მიბაძეს და დაინახეს ის ეფექტი. აი მოდების აქტიური გამოყენება ხდება GOG.com-ზე ძველ თამაშებზე, სადაც მაგალითად System Shock 2-ს და Thief-ს ინტეგრირებულად მოყვება მოდი რო თანამედროვე სისტემებზე გაიქაჩოს, ხოლო მოდის ავტორი ვაბშე უცნობი კაცია ვინც ანონიმურად გამოჩნდა და ინტერნეტში გააბაზრა ეგ მოდი. არ ვიცი მანდ ვის რა გადაუხადეს მარა ფაქტი ეგ არის რო ხდება და რატომღაც ნორმაშია ყველაფერი.

და ის რო მზა კონტენტი ქონდათ, თუნდაც იგივე მაღალი ხარისხის ტექსტურების, ეფექტების და სხვა ნებისმიერი საჭირო მასალის სახით ეგ ალბათ არაფერს არ ნიშნავს და რა ბევრი უწვალიათს კარგად აპრავებს.

ეს ვერ გავიგე. მოდი თუ იგულისხმება მზა მასალაში, არ არის მოდი მზა მასალა რომელსაც merge-ს უზავ და მიუერთებ თამაშს. ტექსტურები იასნია წინასწარ გამზადებულია.

ეს რემასტერიც უსინდისოა ჩემი აზრით, იმიტო რო სხვისი გაკეთებული კონტენტით გამოდის.

სხვისი გაკეთებული კონტენტი იქნებოდა ინტეგრაცია რო მოეხდინათ, თუ მოახდინეს დაუჯილდოვებელი არ დარჩებათ ის მოდერი. მაგ ინტეგრაციას კიდე ისეთი წვალება უნდა ჯობია თავად დაწერო. აქ რო ყოფილიყო ტექსტურების აღება რომელსაც გადაატყეპებდნენ ზემოდან კი ტრაკი საქციელია, მარა იმ ეფექტების გამოყენებას რაც მოეწონათ, ბევრად პროფესიონალურად შეძლებენ ვიდრე მოდერები აკეთებდნენ გარე მეთოდების დახმარებით.

იმიტო რო ვხედავ. ძაან უნდა მჯეროდეს ადამიანების და მითუმეტეს მსგავსი ზომის სტუდიების "ბუნების", რომ ეს არ დავინახო. და რა მოხდება და რას იზავენ, მაგას დრო გვანახებს. მანამდე არ გვინდა.

კი ბატონო დაველოდოთ. მე არ მჯერა იმის რო ბეთესდა მოდერებს თავზე გადაუვლის, არაფერში არ ჭირდება ეგ ფაქტორი და თუ მოხდება საკმაო რაოდენობას დაკარგავს. ბეთესდას წარმომადგენლები 7-8 წელი მაინც არის რაც ნექსუსის ფორუმზე არიან, არავინ არ იცის მაგათი ვინაობა მარა ფაქტია რო აქტიურად არიან ჩართულები, გარკვეულები და შეიძლება მოდერებადაც კი მონაწილეობდნენ, არ მესმის რაში უნდა ჭირდებოდეთ აწყობილ ქომუნითისთან დაძაბულობა.

დოტაც ვორკრაფტში დაიბადა და მისი იდეის ავტორმა მილიონები იშოვა. ოფიციალურად უნდა დაფასდეს ეს ხალხი და არა კომპანია რომლებიც მათი იდეებით თამაშებს ყიდის. მე მაწყობს მსგავსი პროდუქტი, მარა აღტაცებული ოვაციები არ მესმის, როცა ვხედავ რო პროსტა მარტივი მაყუთი იჭრება.

იმიტომ რომ Valve-მ დაინახა მასში სარფიანი პროდუქტი და დაუძახა თავისთან ფინანსური დაინტერესებით. 10 წელი მაინც იჯდა ეგ კაცი და თავისი მუღამის გამო აკეთებდა მაგ მოდს. ძალიან კარგი მოვლენაა ეგ და ბეთესდამაც დაუძახა Falskaar მოდის შემქმნელს სამუშაოდ. დაფასებით უნდა დაფასდნენ მარა იმის გამო რო ტიპმა წყლის შეიდერი გააკეთა ფულს არავინ არ მისცემს, თითონაც შეძლებენ და ეგ სამუშაო თითონ მოდერებმაც იციან, ენთუზიაზმზე მუშაობს უმეტესობა ფინანსური დაინტერესების გარეშე, ზოგი თავს ანებებს ზოგი აგრძელებს, საპროტესტო რო ქონდეთ გემინიგ საიტებს მეტი არაფერი უნდათ, ეგრევე ერთი ამბავი ატყდებოდა. ხშირად მინახავს თემები სადაც ხალხს დაუწერია რო ბეთესდა მოდებს იპარავს, მაგას ცოლი გეექცა, მარა რეალურად სანამ ის მხარე ჩუმადაა ვისაც ეგ უშუალოდ ეხება, ეგ ნიშნავს რო ყველაფერი კარაგდაა, ხოლო ზურგს უკან რა ხდება ეგ არ ვიცით არავინ.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
hellwalker
Posts: 4141
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#578 » 14 Jun 2016 08:41

აშკარად უყლევებენ. 2 წელი თამაშის გამოსვლის მერე მართლა ჯიგრულად და სამაგალითოდ ასაპორტებდნენ თამაშს და იმენა უფასოდ იდებოდა პატჩებთან ერთად ახალი ფიჩერები.
მაგასთან შედარებით ეს რემასტერი და Fallout-ის ვიდეო კიდე, დიდი მომავალი აქო Fallout-ს და მაინკრაფტის ყლ*ბები რო დადეს. დასაცინი თემაა ორივე.

პახოდუ ეს რა არის ტო: http://imgur.com/F3klbAs
EA აღარ აკეთებს ასეთ რამეებს უკვე მგონი. 49$ იმაში რაც სკაირიმზე უფასოდ იყო.
ასე თუ დააგრძელეს დავაპირატებ თამაშს, გავმოდავ და მოდერებს მივცემ ფულს იმენა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4350
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#579 » 14 Jun 2016 08:53

FO4 მართლა დასაპირატებელია, ნერვები მეშლება რო ვუყურებ. ბორდერლენდს 2-ს ქონდა რაღაც სასტიკი *ლეობა მაგ dlc-ების ამბავში და ეხლა Fallout 4-ზეა იგივე ხრენი
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8713
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#580 » 15 Jun 2016 00:39

იმიტო რო საზიზღარი ენჯინი აქვს და მოდერებიან იუზერებიანად ყველა აგინებს მაგის გამო. ოპტიმიზაციასთან ქონდა დიდი პრობლემები, ქონდა memory leak-ები. მსგავსი თუ გაგრძელდება არც ეხლა დავაკლებთ და მე არც იმის ილუზია მაქ რამე perfect ენჯინი დადონ, ვიცი ისევ გასასწორებელი და სატეტი გაგვიხდება ჩვენ გემოზე რაღაცეების დამატება იუზერებს. სასიხარულო რაცაა ეგაა მარტო პოტენციალი და დააფგრეიდებული ვიზუალი, მცდელობა რო ვანილა თამაში ძველ თამაშს აღარ გავდეს და იყოს თანამედროვე ვიზუალზე.


ახალ ენჯინზე არ გადაუტანიათ რამდენადაც ვიცი. 32-64 თემა იყო და ვილაპარაკე მაგაზე. ზუსტად მაგის გარკვევას ვცდილობ რა გააკეთეს, რომ ავდგე და ვთქვა რო - საღოლ ძმაო, მაგრაი ვეში უჩალიჩიათთქო (ავყვე ჰაიპს). ხოდა თანამედროვე ვიზუალზე როგორ და რანაირადაა მიხწეული ვთქვი უკევე ჩემი აზრი. პრაქტიკულია, მაწყობს, მარა როგორც ამათი ნაშრომი და ამათი საპატივსაცემო საქმე ეგრე ვერ ვხედავ.

იქამდე სანამ იურიდიული საკითხი სწორია (Creation Kit-ში რასაც ქმნი სრული უფლება აქვს ბეთესდას გამოყენების და ამაზე წინასწარ თანხმდება მოდერი) და არავინ პროტესტს არ გამოთქვამს ვისაც ეგ ეხება, ჩემთვის ეგ მისაღებია. ეგ არის ბეთესდას გაკეთებული საქმე და არა მოდერების, მარა მოდერების წვლილი იასნია დიდია და ბეთესდიან იუზერებიანად მადლობელები ვართ, პროცესია ეს რაც მიდის და გაგრძელდება სანამ მოდები იარსებებს.


მესმის რო იურიდიულად სუფთაა კომპანია და ისიც მესმის, რომ ენთუზიამზე მუშაობს ხალხი. მესმის, რომ ამ ენთუზიაზმს იყენებს კომპანია თავის ნაშრომად, იურიდიულად სუფთა რჩება. მე მაგას ვეძახი სასაცილოს. მე მეცინება, მარა შენ თუ არ გეცინება არანაირი პრობლემა არ არი. ძაან ეჭვი მეპარება, რომ ყველაფერი ნოლიდან გაეკეთებინად, მაგას კიდე ვიტყვი, მარა რომც გაეკეთებინად მაინც სასაცილოა. იდეა ხო გადმოიღეს კონკრეტული მოდერების, ეგ ხო ყველამ ვიცით, რომ თავიანთი დანავაროტებული არაა ეხა ეს რემასტერი? რამნიშვნელობააქ ნოლიდან გააკეთეს ის მოდები, თუ პროსტა გადმოიტანეს, არანაირი )) ეს თემაა რა:

მასე თუ წავიყვანთ ENB რო ვიზუალს დებდა იმ ვიზუალის გამოყენება დღეს ხდება უკვე აქტიურად ვინაიდან ჰარდი იძლევა საშუალებას, მარა ეგ არ ნიშნავს რო enb ავტორის მზა მასალა აიღეს, უბრალოდ მიბაძეს და დაინახეს ის ეფექტი.


ეს ვერ გავიგე. მოდი თუ იგულისხმება მზა მასალაში, არ არის მოდი მზა მასალა რომელსაც merge-ს უზავ და მიუერთებ თამაშს. ტექსტურები იასნია წინასწარ გამზადებულია.

მზა მასალაში არ მიგულისხმია რო უკვე გამართულია სამუშაოდ. მასალა როგორც ასეთი არსებობს და არაა შესაქმნელითქო ეგ დავწერე.

სხვისი გაკეთებული კონტენტი იქნებოდა ინტეგრაცია რო მოეხდინათ, თუ მოახდინეს დაუჯილდოვებელი არ დარჩებათ ის მოდერი. მაგ ინტეგრაციას კიდე ისეთი წვალება უნდა ჯობია თავად დაწერო. აქ რო ყოფილიყო ტექსტურების აღება რომელსაც გადაატყეპებდნენ ზემოდან კი ტრაკი საქციელია, მარა იმ ეფექტების გამოყენებას რაც მოეწონათ, ბევრად პროფესიონალურად შეძლებენ ვიდრე მოდერები აკეთებდნენ გარე მეთოდების დახმარებით.

ამაზე დავწერე ზევით, ნოლიდან აწყობაზე და გადმოტანაზე + თუ მოდერს შეხვდება თავისი წილი მე ხმის ამომღები არ ვარ.

კი ბატონო დაველოდოთ. მე არ მჯერა იმის რო ბეთესდა მოდერებს თავზე გადაუვლის, არაფერში არ ჭირდება ეგ ფაქტორი და თუ მოხდება საკმაო რაოდენობას დაკარგავს. ბეთესდას წარმომადგენლები 7-8 წელი მაინც არის რაც ნექსუსის ფორუმზე არიან, არავინ არ იცის მაგათი ვინაობა მარა ფაქტია რო აქტიურად არიან ჩართულები, გარკვეულები და შეიძლება მოდერებადაც კი მონაწილეობდნენ, არ მესმის რაში უნდა ჭირდებოდეთ აწყობილ ქომუნითისთან დაძაბულობა.


მე ქომუნითიში დეტალურად რა ხდება არ მაინტერესებს. მე მივადექი ზოგად საქციელს, რასაც ვხედავ. თუ მოდერებს ესენი იქ წიომნად მინეტს უკეთებენ ყოველი ახალი მოდისთვის (ფულს არ აძლევს არავინ ვიცი) მაშინ მესმის, ან შეილება თანამდებობეს პირდებიან, სტაჟირებაზე ყავთ, ტიტრებში მოხსენიებაზე ჩალიჩობენ, ან სივში ჩაიწერენ, არვიცი. მარა ჩანს ძალიან კარგად, რომ ამ კარგი ხალხის საქმე, რომელსაც ძალიან უყვარს Bethesda, Bethesda-მ თავის პონტში გაიპრავა. მე ამას ვეძახი სასაცილოს და მაქვს ამ შეხედულების ქონის სრული უფლება. შენ თუ ამას უსამართლო კრიტიკად თვლი კიბატონო.

იმიტომ რომ Valve-მ დაინახა მასში სარფიანი პროდუქტი და დაუძახა თავისთან ფინანსური დაინტერესებით


კი ბრატ. ვალვემ დაინახა და მერე ბლიზარდმა იმენა დედა აგინა საკუთარ თავს, რომ არ დაუფასა მოდერს მიგნება. თავისი მობა გამოუშვა. ჩაუვარდა და ღირსია. ზუსტად მაგას ვიძახი, რომ მოდერს მიგნება უნდა უფასდებოდეს და იმ კომპანიის მიგნებად არ უნდა საღდებოდეს რომელსაც ორიგინალი თამაში ეკუთვნის. თუ მოდერების იდეებით ანავაროტებ თამაშს, სერიოზული ჟესტი უნდა გააკეთო მათ მიმართ. Bethesda-ს რო ეს ჟესტი მოეფიქრებინა და ვთქვათ მოდიგ ქომუნითისთვის რამე სერიოზული გრევები დაეწესებინა, იმენა გეიმინგს შეცვლიდა (იმას გააკეთებდა თქვენ რაც ყველაზე მაგრად გაგისწორდებოდათ). მოტივაციას მისცემდა უამრავ გეიმერს. მერე გამოვიდოდა სიდიპროჯექტი, ან ნებისმიერი სხვა და იტყოდა რო მასაც უნდა მოდრებისთვის გრევების დაწესება, მორჩა, უდერსკესი რევოლუციაა. მარა არა, ესენი ადგენენ და თავის კონტენტად ასაღებენ. თუგინდა დანა დამარტყით, მარა ჩაჯმულიაქ Bethesda-ს და ჩაჯმულიაქ წარმატების გამო, პროსტა ვერ გაუძლო ამდენ ფულს და დაკარგა კრეატივი. იმედია ვცდები, მარა F4 თამაშს არ ვაპირებ. აი დამოდილ სკაირიმზე კი ნამდვილად ვფიქრობ უკვე ))))
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 17 guests