Cities in Motion, PC

RPG, JRPG, TRPG, Roguelike, HacknSlash, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities in Motion

Unread post#1 » 23 Feb 2011 17:01

>>>

Cities in Motion
---------------------------------------------

  • Publisher: Paradox Interactive
  • Developer: Colossal Order
  • Genre: Simulation
  • Release Date: February 22 (US)
  • Exclusively On: PC
  • System Requirements
  • Operating system: Microsoft Windows XP/Vista/7
  • Processor: 2 GHz Dual Core or higher
  • Memory: 2 GB RAM
  • Hard drive space: 2 GB
  • Video card: NVIDIA GeForce 8800/ATI Radeon HD 3850 or higher 512 MB RAM, OpenGL 3.0
დეველოპერების შესახებ:

Colossal Order Ltd არის თამაშების მწარმოებელი დამოუკიდებელი სტუდია, რომელიც მდებარეობს ფინეთის ქალაქ ტამპერეში. მიუხედავად იმისა, რომ სტუდიის სახელით თამაში აქამდე არ შექმნილა, იგი შედგება საკმაოდ გამოცდილი დეველოპერებისგან, რომელნიც Original IP Strategy & Strategy-View Simulation ჟანრის ძლიერი მცოდნეები არიან და მუშაობას ჯერ-ჯერობით სწორედ ამ ჟანრზე ფოკუსირებით ახდენენ.
სტუდიაში მომუშავე ხალხი ამ საქმეში სტაჟირებულნი არიან სხვადასხვა კომპანიებში, რომელთა ცალკე ჩამოყალიბებისას, 2009-ში დაარსდა Colossal Order.
Cities in Motion სტუდიის პირველი და საკმაოდ საინტერესო პროექტია.

თამაშის შესახებ:

Cities in Motion (CIM) არის ქალაქზე დაფუძვნებული მასიური ტრასპორტირების სიმულატორი პერსონალური კომპიუტერისთვის. მოთამაშეები აკონტროლებენ მათივე სატრანსპორტო კომპანიას, რომლის მიზანია შექმნას დიდი, მოწესრიგებული და ქალაქის მოსახლეობისთვის დამაკმაყოფილებელი ტრანსპორტის ქსელი მისი სხვადასხვა საშუალებით.
თამაშის პროგრესისას ვცდილობთ მაქსიმალური შემოსავლის მიღებას, ქალაქების კვლევისა და გაზრდის პროცესი არის გზა იდეალური კავშირის შესაქმელად.

განსაკუთრებული მახასიათებლები:
  • ოთხი სხვადასხვა მზა ქალაქი - ბერლინი, ჰელსინკი, ამსტერდამი, ვენა - საკუთარი არქიტექტურული თავისებურება-ღირებულებებით.
  • campaign mode 12 ეტაპით, ასევე თავისუფალი თამაშის ფუნქცია, სადაც ყველა ქალაქის არჩევაა შესაძლებელი.
  • რეალისტური 3D გრაფიკა ასამდე ინუკალური და კარგად დეტალიზირებული შენობა-ნაგებობა.
  • რუკის ედიტორის რეჟიმი (advanced map editor mode), სადაც მოთამაშეებს საშუალება ეძლევათ ააშენონ საკუთარი ქალაქები (!) და შემდეგ მართონ მათი ტრანსპორტის დაგეგმარების სისტემა.
  • ტრანსპორტთან ერთად ქალაქის სხვა ეკონომიკის ძლიერი, მაქსიმალურად რეალური სიმულაცია.
  • თამაშში გადის ტრანსპორტირების ისტორიის ასი წელი, 1920-დან 2020-მდე <3.
  • 30 განსხვავებული სატრანსპორტო საშუალება, რეალური მოდელირებით - ვერტმფრენები, გემები, ავტობუსები, ტრამვაები, მეტრო (მიწისქვეშა ხედით!), მატარებელი..
  • სხვადასხვა (7) საზოგადოებრივი ფენები განაპირობებს მათივე ტრანსპორტირებას.
  • ქალაქის ზონები ფუნქციონებისამებრ იტვირთებიან ტრაფიკით (ტრანსპორტის მოძრაობით).
  • ყოველი მოქალაქე ინდივიდუალური პერსონაჟია, და შეგვიძლია ვნახოთ მათი განწყობა, ისტორია და ა.შ.
  • ტრანსპორტის ხაზების გავლებისას (transport-line) შეგვეძლება ავირჩიოთ მათი მიმოსვლის სიხშირეც.
  • ყოველი წლის/სეზონის (optionable) დასასრულს თამაში ავტომატურად გვიჩვენებს ჩვენი მუშაობის მიმოხილვის დაფას, სადაც დეტალურად არის ახსნილი ჩვენი შემოსავლები, დანახარჯი, დანაკარგი და ა.შ.
  • როგორც უკვე აღინიშნა, თამაშში იქნება დროის სხვადასხვა პერიოდი, ასე, რომ მოთამაშეებს დროის გასვლასთან ერთად მოუწევთ ახალი კონსტრუქციების გამოკვლევა და ათვისება, მაგალითად გზების, ნავსადგურის განახლება.
ტომი: თუ გახსოვთ Transport Giant, ფაქტიურად მისი ახლებული ვერსიაა, ბევრად დახვეწილი და გაუმჯობესებული, რაც პირადად ჩემთვის მისწრებაა.
სწორედ მას აღიქვამენ დეველოპერებიც ჟანრის კლასიკად და CiM-ის შთაგონების წყაროდ.
ვისაც ეს უკანასკნელი, ან თუნდაც სხვა სატრანსპორტო სიმულატორები, მაგალითად Traffic Giant, Transport Tycoon, სხვადასხვა railroad management games გითამაშიათ, ეს თამაში must-play უნდა იყოს თქვენთვის.
Transport Giant-ს მაინც გამოვარჩევდი, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი თამაშია, თუმცა მანდ არ იყო იმის შესაძლებლობა, ტრანსპორტთან ერთად ქალაქის ეკონომიკაც გემართა, აქ კი ეს ფაქტორი დადებითი პოლუსისკენ არის მიმართული, რაც მეტად სასიხარულო ამბავია.
ასევე, ძალიან გამახარა იმ სიახლემ, რომ თამაშს შედარებით ძველი დროიდან ვიწყებთ, ზუსტად ისე, როგორც ზემოთ ნახსენებ თამაშში.
მე ამ თამაშს აუცილებლად ვიყიდი პირატული ვერსიის თამაშის შემდეგ თუ მომეწონა.
ასეთი დეველოპერები მუშაობას არ უნდა წყვეტდნენ ფინანსური პრობლემების გამო.
ფინური სტუდია, რომელნიც თამაშს CD-ზე უშვებენ და MRSP-დ $20-ს ადებენ, პროდუქტი კი ასეთი მიმართულებისა და ხარისხისაა, ნამდვილად იმსახურებენ ამას IMHO.

საჭირო ლინკები:
აქვე თხოვნა: დარწმუნებული არ ვარ, რომ გადმოსაწერი ლინკების ფაილები (სრული თამაში და კრეკი) მუშაა, მე ჯერ ვერ გადავწერ გარკვეული მიზეზების გამო და იქნებ ვინმეს გადაგეწერათ და უბრალოდ დაგეტესტათ?

მინაწერი: თამაში არის სიმულაციის, კერძოდ ტრანსპორტისა და ეკონომიკის მართვის განხრით, მაგრამ გავხსენი სტრატეგიის ქვე-განყოფილებაში, ვინაიდან CMS თამაშების ტოპიკები ძირითადად აქ გვაქვს. ასევე, ქვე-სათაურად უწერია economical.
თუ რამეა, რეორგანიზაცია შესაძლებელია.

Edit: იქვე თხოვნა დაიკიდეთ, გადმოსაწერი ლინკები შევასწორე, isohunt-ის ვერსიას პაროლ-დადებული არქივი მოჰყვებოდა, რომელსაც ფულის გადახდის გარეშე ვერ გავხსნიდით, ამიტომ ტყუილად არ იწეროთ ჩემსავით და შესწორებული ბმულებიდან გადაწერეთ.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities in Motion

Unread post#2 » 05 Mar 2011 19:13

მეტაკრიტიკზე 75 ქულა აქვს 100-დან.
ჟანრისთვის საკმაოდ კარგი შედეგია ^^

P.S.
თამაში კიდევ ვერ ჩავრთე.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
hellwalker
Posts: 5171
Contact:

Cities in Motion

Unread post#3 » 05 Mar 2011 19:32

ეხა წარმოვიდგინე რომ ვზივარ ფინჯან ყავით ხელში და ვუყურებ როგორ გადის მატარებლის ლიანდაგი და სიყვარული და კომფორტი მოაქ მოსახლებისთვის.
მეჰ
წავალ Magicka-ს ვითამაშებ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities in Motion

Unread post#4 » 05 Mar 2011 23:20

პოსტის ძალით დაწერა იმ მიზნით რომ მაინც მინდა თამაში ჰელვოქერას პოსტის ნახვის მერე
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities in Motion

Unread post#5 » 08 Mar 2011 17:48

ჩავრთე და ძაან კმაყოფილი ვარ.
კამპანიას და მზა ქალაქებს რომ თავი დავანებოთ, რუკის ედიტორი აქვს ძაან მაგარი. ბევრ სითი-ბილდინგს უჯოკრავს ცვეტში.
ჯერ ხომ ძალიან რეალური რუკებია, მერე იმდენი აითემი და კონსტრუქციაა, რომ არანაირად არ იზღუდები შექმნისას.
ლანდშაფტებიც customsizable არის - რელიეფის ფორმები, ეროზიის დონის განსაზღვრა, წყლის გაჩენა/გაქრობა/გაყვანა/ამოშრობა, ხეები, ქვები, ცხოველები და ა.შ.
ტრანსპორტის და ტრანსპორტირების გზებიც ბევრია.
შენობების, უბრალოდ კონსტრუქციების და vehicle-ების მოდელირება არის ძალიან კარგი.
ქალაქებიც მომეწონა.
ჯერ ეს არის, პირველი შთაბეჭდილება, მერე სცენარიოს, კამპანიის და რუკის შექმნის სქრინებს დავდებ.
და შეიძლება რევიუც.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities in Motion

Unread post#6 » 24 Aug 2012 16:13

Gamescom 2012 - Cities in Motion 2
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Return to “RPG - Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 20 guests