Dark Souls, PC, X360, PS3

RPG, JRPG, TRPG, Roguelike, HacknSlash, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Tom Clancy
Posts: 1518
Contact:

Dark Souls

Unread post#81 » 30 Oct 2011 00:54

50 ბომბი მქონდა და ყველა მორიელს დავახარჯე (მაინც არ მოკვდა და ერთ დარტყმაში ხალიჩის მაგივრად დამაგო მიწაზე). ახლა undead burg-ში უნდა დავბრუნდე იმ ვაჭართან და გზაში სულები ვაგროვო, რაც შეიძლება მეტ მტერს უნდა გამოვუარო : D ვიყიდი ისრებს დრაკონისთვის და ბომბებს ქანდაკებისთვის, დანები არაფერში მადგება, თუ არ ჩავთვლით შრაინიდან აფრენილ ქორს (თუ რაც არის). ტყე შეიძლება ადვილია, მაგრამ extremely annoying! სამი ერთად რომ დგება იმ მომენტში ჯოისტიკის მუხლზე გადამტვრევა მინდება.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
hellwalker
Posts: 4684
Contact:

Dark Souls

Unread post#82 » 30 Oct 2011 03:37

ჰმ, მოკალი გარგოლია და წადი დრაკონის ხიდთან მინოტავრი ბოსის გზით, ერთერთი tower გაიღება და lower undeadburg -ში მოხვდები, მოკალი მანდ carpa demon და ჩადი Depth-ში, მალევე იპოვი ბევრ ყუთიან ოთახს და Pyromancy trainer გაათავისუფლებ, მანამ იქ ხარ ბარემ ტარაკანა დემონიც მოკალი. ბუზთავი როჟებთან ფრთხილად curse არ დაგადონ. ბოსებს კუდები მოაგლიჯე ჯერ რომ იარაღი დააგდონ.

დაბრუნდი firelink shirne-ში, პირველი ლოკაცია სადაც ყვავმა მოგიყვანა. და იყიდე fireball + ცოტა მიააფგრეიდე pyromancy ხელთათმანი. მერე მანდ ტყეში, უცნაური საკეტი როა მანამ ქვის გოლიათებთან ჩახვალ, ერთერთი კედელი იმტვრევა და bonefire-ია, აქედან უკვე სულების საგროვებელი კარგი წერტილია. ჩახვალ ქვის გოლიათებთან სათითაოდ 3~4 fireball უნდა ეყოთ და მალევე 3000 მოაგროვებ.

მე მოვკალი ჰიდრა, ტბაც თავისუფალია, ტბაში ბილიკიც ვიპოვე და ოქროსფერი გოლემი მოვკალი, ქალათ გადაიქცა შემდეგში დაგეხმარებიო, ტბასთან კიბე იყო უზარმაზარი 1 წუთი ავდიოდი ახალი ტყის არეა ვიპოვე, მაგრამ სამი დიდი პანტერასმაგვარი არსება ერთად დამადგა შემჭამეს.
ამ ადგილს გამოვიკვლელ შემდეგს ალბათ, ხმლიანი მგელიც მგონია სადღაც აქ უნდა იყოს, დიდი მუღამი მაქ მაგის ნახვის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Bulletstorm
Posts: 114
Contact:

Dark Souls

Unread post#83 » 30 Oct 2011 17:31

pc ზე არ გამოვა?

User avatar
Tom Clancy
Posts: 1518
Contact:

Dark Souls

Unread post#84 » 30 Oct 2011 17:56

hellwalker wrote:ჰმ, მოკალი გარგოლია
მეორე რომ ცოცხლდება, აი იქ მერხევა. ერთი ცეცხლს უშვებს, მეორე მირტყამს და ვერც ვბლოკავ და ვერც ვიცილებ. ტაქტიკა უნდა შევცვალო. როგორც ვხვდები, ბლოკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ უბრალოდ აცილება/შემოვლაზე ვეთამაშები.

Bulletstorm wrote:pc ზე არ გამოვა?
სამწუაროდ არა.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
hellwalker
Posts: 4684
Contact:

Dark Souls

Unread post#85 » 30 Oct 2011 18:45

მანდ არის ერთი side გასასვლელი, და ყვითელი რაინდი იჩითება, შეიძლება კედელს უნდა დაარტყა და დაინგრევა/გაქვრება აღარ მახსოვს, მერე თუ როგორ human მიხვალ ბოსის შესასვლელთან შეგიძლია დაასამმუნო ეგ რაინდი. დაგეხმარება მაგრად გარგოლიებთან.

მე blight town გავწმინდე ^_^ მაგათი ჭაობიანი დედა ვატირე რამდენი მაწვალეს, ბუზებმა განსაკუთრებით. spiderqueen იც მოვკალი და ქაოსის covenant-ში გავერთიანდი.

ეხა undead asylum -ში დავბრუნდი და ბოსს რა ვუქნა შეღონებული ვარ.

online მაგარია, ისეთი შეგრძნება მაქ რანდენიმე კაცი ერთ სამყაროს ვუმუღამებთ, ვინც რა იცის იმას გიზიარებს, ესეთი MMO- გაასწორებდა, რთული ამოუცნობი სამყარო და სულ რანმენიმე პატარა safe დასახლება, არავითარი დახმარება და ინფო დეველოპერებისგან და ასეთივე პენალტები სიკვდილზე როგორც Dark Soul–ში, Player-ები ნელნელა პატარა ციხეებს და კოშკებს რომ იპყრობდნენ და თვეების განმავლობაში ცივილიზაციის უსაფრთხო კერებს ქმნიდნენ. სულ უფრო ღრმად კონტინეტი კი სულ გაუვალი დარჩებოდა მანამ ბევრი თვე ან წლები არ გავა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1518
Contact:

Dark Souls

Unread post#86 » 30 Oct 2011 18:53

სანამ გარიგოლებთან შევალ, ასასვლელი კიბის გვერდით კორიდორია და მარჯვნივ, კედელზე ხის ნაწილი, რომელიც იმტვრევა და შიგნით დილეგში ოქროსფერი აღჭურვილობის რაინდი წევს დაჭრილი, იმაზე მეუბნები? ეგ დავიხსენი და შემპირდა მოვძლიერდები და ჯილდოსაც მოგცემო, როგორ დავასამონო?

Undead Asylum-ში თავიდან არ მოკალი ბოსი, ზემოდან რომ ატები, თუ კიდევ იჩითება ახალი?
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
hellwalker
Posts: 4684
Contact:

Dark Souls

Unread post#87 » 30 Oct 2011 19:25

კი ეგ, ადამიანის ფორმაში უნდა იყო და არა hollow როცა მიხვალ ბოსთან შესასვლელის ახლოს.

firelink shrine ლიფტიდან თუ გადახტები პლატფორმაზე მანამ ადის, მერე რაღაცნაირად მოახერხებ და ვიწრო walkway-ზე დახტები ნელნელა ახვალ ყვავის ბუდესთან, იქ გაჩერდი ცოტახანი და მეორედ წაგიყვანს მოძლიერებულ undead asylum-ში ბევრად ჩათლახი ბოსით. ცოტა რო მოძლიერდები მერე წადი 3~4 შავი რაინდია, თუ ვერ მოხვდი იმ walkway-ზე 5 ხუთიან პატარა ადგილას ჩავარდები ასე რომ ^^
ცდა ღირს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1518
Contact:

Dark Souls

Unread post#88 » 30 Oct 2011 19:38

ლიფტიდან რამდენჯერმე ვცადე გადახტომა და რამდენჯერმერც მოვკვდი, ერთხელ უბრალოდ სკელეტონების სამყოფელამდე რომ ვიწრო გასასვლელია, იქ მოვხვდი. ვცდი მერეც კიდევ, მაგრამ ჯერ უფრო მაღალ ადგილებში მაქვს 'საქმეები' გასაკეთებელი. By the Nine სად მაქვს ახლა Black Knight-ების თავი, ორი გარიგოლია მყავს დასაგდები.

edit: მომკლა, მაგრამ კუდი მოვაჭერი და იარაღი ავიღე ^^

ახლა შევიპარე ქორის ბუდეში, თავისი კვერცხი ვეგონე და ისევ Asylum-ში დამსვა.
შევედი დანგრეულ სასახლეში, ჩაინგრა მიწა, დამეცა მაცივარი გამეჩითა ბოსი, გაშეშებულია არაფერს აკეთებს, მეც ვდგავარ. ნაბიჯი რომ გადავდგა მომკლავს.. მიშველეთ
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
hellwalker
Posts: 4684
Contact:

Dark Souls

Unread post#89 » 30 Oct 2011 21:08

მოვკალი asylum-ის ბოსი, მე ვესროდი Pyro Spell-ებს მაგრამ იარაღზეც უნდა იმუშავოს, რამენაირად მოხვდი მის უკან და სულ იმოძრავე წრეზე (მე მარჯვნიდან ვუვლიდი), ერთადერთი attack რომლებსაც უნდა უფრთხილდე თუ სულ იმოძრავებ არის როცა აფრინდება და დაენარცხება, და მეორე როცა ორივე ხელს ჰაერში აწევს და AOE სპელისმაგვარ ტალღით გინადგურებს სიცოცხლეს.

კარგი ფარი ვიპოვე სადღაც მანდ asylum-ში, რაღაცა crest shield მაღალი მაგიის დაცვა აქ, ჩემი რჩევა ეგ დაიჭირე და დანარჩენი ყველაფერი გაიხადე რომ სწრაფი სიარული და dodge გქონდეს, მერე რამე დიდ დემეჯიანი იარაღი და როცა მოახერხებ ურტყი თუ ხმალს ორივე ხელით გაწევს უკან დაიხიე და რო დაენარცხება რამდენიმე დარტყმას მოასწრებ, სულ იმოძრავე და მის უკან იყავი.

კიდე ჯობია დანარჩენი ადგილი გაწმინდო, ბოსის მერე იქ მოვხდი საიდანაც თამაშს იწყებ და შავი რაინდი დამხვდა, კინაღამ დავკარგე 20000 სული ბოსისგან მოცემული მაგის გამო.

მაგ 20000-ით მჭედელთან იმ უცნაური კარის გასაღები ვიპოვე ტყეში რომ არის და კაი სულების საგროვებელი ადგილი ვიპოვე, იქვე კარებთან bonefire არის და ტყეში რო ჩახვალ უჩინარი და ჩვეულებრივი hostile respawning NPC ები არიან, სათითაოდ უნდა გამოიწვიო და მოკლა, მეომარი, მაგი, ქურდი, კლერიკი და ბანდიტი მოვკალი და 10000 სული დამიგროვდა, პირო მაგრად მადგება რადგან უჩინარ NPC-ებს target lock-ს ვერ უკეთებ და რთულია ფარით მისკენ იყო სულ.

ვაგროვებ მანდ ქულებს მივრბივარ მჭედელთან ვყიდულობ titanit shard-ს და ვააფგრეიდებ იარაღს და აბჯარს. zweinhender +5 divine გავხადე, თუმცა დამაბნია ცოტა upgrade სისტემამ.
კიდე რომ ამეწია ჩვეულბრივი ხმალი +7 divine მექნებოდა? divine კიდე უფრო როგორ გავზარდო ;/

vitality/Endurance 25 ზე მაქვს სიცოცხლე და სტამინა მყოფნის, attunement 19 იც 5 სლოტით საკმარისი. ძალა 17 მაქ და მინდა 20~25 -ზე ავიყვანო რომ იარაღების დაჭერა შევძლო სხვა.

მერე რას ვიზავ არ ვიცი, ეხლა რაც ვიპოვე ხმლები ან 20~25 ფარგლებშია ან ეგრევე 50-ს ითხოვს და პერსონაჟზე სამჯერ მაღალი მახინებია, მაგდენ ლეველს არ ვიცი როგორ ავიღებ. შეიძლება dexterity-ც ავიყვანო ცოტა რომ უკეთესი მშვილდის პონტიც მქონდეს, ხშირად გამოსადეგია.

ახ კიდე მომიკლეს firelink shrine-ის ქვეშ მუნჯი გოგო :/ რაღაც item კი ეგდო ახლოს, მის მკველის realm-ში მოხვდებიო მაგრამ არ ვიცი ერთჯერადია თუ არა, უნდა მოვემზადო კარგად და ისე ვცადო, თორე bonefire ჩაქვრა firekeeper-ის არ ყოლის გამო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1518
Contact:

Dark Souls

Unread post#90 » 30 Oct 2011 21:29

Asylum-ის ბოსთან არ მინდა ჯერ შეხვედრა. იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მაღიზიანებს მისასვლელი გზა ხელმეორედ მისვლისას. მანამ Asylum North-ამდე მივაღწევ, გამაღიზიანებელ პლატფორმებს შორის უნდა ვიარო და ვიხტუნავო. ყველაზე ნაღდია ჯერ გარიგოლიების მოკვლა, მერე ტყეში გასვლა. შევიცვალე აღჭურვილობა და ახლა ცალ ხელში ნაჯახი მიჭირავს, მეორეში შავი რაინდის ფარი. დანარჩენი ყველაფერი გახდილი მაქვს. მძიმე იარაღად ისევ Zweinhander მიდევს. ბევრი ერთად რომ გხვდება გარიგოლიებამდე, იქ მადგება მაგრად, 2~3 კაცს ერთად ვაწვენ. მჭედელთან მისასვლელად საკმარისი სულები არ მაქვს. მარტო ერთი-ორი შეკეთება/განახლება გავუკეთე დაჟანგებულ და დამტვრეულ იარაღს და აღჭურვილობას და მორჩა. საკუთარი ატრიბუცია ვერ დავითრიე ჯერ, ჩემით რომ ვაკეთო შეკეთების სერვისი. weapon/armour upgrade სისტემაც არ ვიცი ჯერ კარგად. ერთ გარიგოლიას კი დავაგდებინე კუდი და საკაიფო ორ პირიანი საბრძოლო ნაჯახიც დამიტოვა, მაგრამ ჯერ ვერ ვიკავებ. რა განვავითარო, რომ დავიჭირო? Strenght? და რა მაინტერესებს, შავ რაინდებთან უფრო გიძნელდება თამაში, თუ ანდედ ბოლდერებთან? Black Knight რომ დავაგდე უფრო სუსტი ვიყავი და მაინტერესებს ახლა როგორ შევძლებ შერკინებას.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
hellwalker
Posts: 4684
Contact:

Dark Souls

Unread post#91 » 30 Oct 2011 21:49

ბოლდერს ეხა სამივეს ერთად ვაგდებ, knight-ები გააჩნია. აი tower-ის ქვეშ რომ არის ის რთული იყო ორხელიან stance-ში ერთ დარტყმაში მახალიჩებდა.

ვიწრო და მაღალი knight-ები dark elvish ვიდზე ადვილად კვდებიან. Strong(Shield unhand) sweep attack(direct HP hit) კომბოში თუ არ მოხვდი. ბევრი endurance მეხმარება ძაან.

ყველა იარაღს აქვს req. param ნახე რა არის და ის გაიზარდე, პირველი ორი იკონი ძალა და მოქნილობაა. ოთკუთხედის ექვივალენტს დააჭირე ინვენტარში და მოკლე აღწერას, სრულ stat-ებს და ტექსტურ აღწერას შორის ირთვება ნივთზე, მეორეში წერია საჭირო პარამეტრები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1518
Contact:

Dark Souls

Unread post#92 » 30 Oct 2011 21:56

აჰა გასაგებია.
Zweinhander-ის გაძლიერებაზე ვიჩალიჩებ, თორემ მარცხენა ხელის იარაღებს მალ-მალე ვიცვლი ხოლმე.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
hellwalker
Posts: 4684
Contact:

Dark Souls

Unread post#93 » 30 Oct 2011 22:27

ხომ აი რა დავუმუღამე upgrade სისტემას.
1 არის რამდენიმე სხვადასხვა ტიპის მეტალი, რომლებიც სხვადასხვა ტიპის იარაღებად upgrade-ისთვის არის საჭირო. Normal, Divine, Magic და ა.შ. მეტალში არის სხვადასხვა სიდიდის ნატეხები, shard, large shard, chunk და ა.შ. მაღალ ლეველებზე უფრო დიდი და იშვიათი ნატეხები გჭირდება ან ნატეხების კომბინაცია.

იარაღისთვის ლეველის მომატება შეგიძლია მჭედელთან ან თუ toolbox-ებს იყიდი bonfire თან. ნორმალურ იარაღებს ტიტანიტის shard-ებით ალეველებ და მისი ყიდვა მჭედელთან შეგიძლია. + 5ზე რო აწევ იარაღს - უნდა აღამაღლო? (ascension) სხვადასხვა ტიპის იარაღად რომ შემდგომი დალეველება შეძლო სტანდარტული დალეველების მენუდან.

მჭედელთან უნდა მიიტანო სპეციალური მეტალის ლოდები, Amber და ა.შ რომელიც ascension მენუში გიხსნის იარაღის ტიპებს, Divine, Magic, Normal +6 და ა.შ.

ყოველ ტიპს თავისი ბონუს პარამეტრების და დემეჯის სახეობის ბონუსები აქვს. აქ შეიძლება იარაღს დააკლდეს პირდაპირი დემეჯი და მოემატოს მაგიური, ან ძალის პარამეტრის ბონუს B-დან ჩამოვიდეს D-ზე და სამაგიეროდ რწმენის ბონუსი გახდეს A.

რომ შევაჯამოთ, პოულობ მეტალის ლოდებს და ხსნი მეტალის ტიპებს ალეველელებ იარაღს +5ამდე ტიტანიტით, დააფრგრეიდებ სასურველი მეტალის ტიპზე და აგრძელებ მის შემდგომ დალეველებას.

Demon soul-ში იყო რომ გარკვეული იარაღს გარკვეულ ლეველამდე რომ მიიყვანდი, მაგალითად normal spear +3, განსაკუთრებული ბოსებისგან დაგდებულ სულებს უერთებდი და უნიკალურ იარაღს იღებდი. აქაც როგორც ჩანს ასეა მაგრამ ისეთივე ზაობნი მოთხოვნები თუ აქ არ ვიცი ჯერ, მგონი არ არის იმიტომ რომ Demon-ში სპეციალური downgrade ქვა იყო რომ თუ იარაღს +3 უნდოდა და შენ მეტი გქონდა დაგეგდო ლეველი, აქ მსგავსი ქვა არ ჩანს.

Armor-ებს როგორც ჩანს მარტივი +10ამდე upgrade აქვთ და გადაკეტება სხვა მეტალის აბჯრად არ მოსულა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1518
Contact:

Dark Souls

Unread post#94 » 31 Oct 2011 15:58

ძალიან ცუდი ტიპები არიან ბაღის გოლიათები. შემყავს კიბეებთან, ვახტები დარტყმით და არ ხვდება.
პეპელაც როგორ მოვკლა წარმოდგენა არ მაქვს ჯერ. აუცილებელია სასროლი იარაღის გამოყენება?
ისევ გარგოლიებთან მივდივარ.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
Riddick
Posts: 9192
Contact:

Dark Souls

Unread post#95 » 31 Oct 2011 19:16

ძაან დიდი ინტერესით ვადევნებ თქვენ walkthrough თვალს ძმაუ, მარა ერთი თხოვნა მაქ ))) ინგლისურად დაწერეთ ხოლმე რა ბოსების სახელები ))) მინდა რო ვიცნობდე სახეზე, რაიცი რახდება
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
Tom Clancy
Posts: 1518
Contact:

Dark Souls

Unread post#96 » 31 Oct 2011 19:31

Bell Gargoyles არის ახლა რომელიც უნდა მოვკლა (ორი ერთად გებრძვის) და Moonlight Butterfly რომლის მოკვლაც დროებით გადადებული მაქვს.

იარაღის გასაძლიერებელი ატრიბუცია ვიყიდე მჭედლისგან 2000 სულად, ახლა კიდევ 2000 სული მინდა და შეკეთებისასაც დავითრევ. საერთოდ, თუ სულების რაოდენობაში იჭედები, სჯობს შესაკეთებელი იყიდო ჯერ და მერე გასაძლიერებელი, bonefire-ბთან უფრო გამოსადეგარი ეგაა, როცა მჭედლისგან შორს ხარ. გარგოილების დაგდება თუ გამომივიდა გაძლიერებული ნაჯახით (ჯერ მხოლოდ +2 გავხადე, მაგრამ ეგეც საქმეა), ალბათ იმასაც ვიყიდი.

ყველაფერ გახდილზე არ გამომივიდა კარგი თამაში. ჯერ იმ როჟებს დავემსგავასე, მაგრად რომ არ მევასებიან, და მერე ერთ დარტყმაში გულ-ღვიძლს მიწაზე ვდებდი. ჯაჭვის პერანგი მაცვია ახლა.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
hellwalker
Posts: 4684
Contact:

Dark Souls

Unread post#97 » 31 Oct 2011 20:11

Moonlight Butterfly უნდა იგორაო როცა attacks-აკეთებს და მაგიის დეფენსიანი მსუბუქი რამე ჩაიცვი. რაღაც მომენტში იღლებასავით და პარტიკლებთან დგება ცოტახანი, მივარდი და მიაჩაქუჩე მაგ დროს.
Bell Gargoyles -ის ოქროსფერზმანიანი რაინდი დაიხმარე როგორც გითხარი. Demon-ში იყო მსგავსი double ბოსი გარგოლია, ოღონდ უფრო რთული, ვიწრო ხიდზე ჩხუბობდი და სასტიკი დემეჯები ქონდათ, მეიჯით მაგარი გამიჭირდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1518
Contact:

Dark Souls

Unread post#98 » 31 Oct 2011 20:39

როგორ დავასამონო ეგ რაინდი ვერ მივხვდი. ბოსის ლოკაციაში გადასასვლელთან რომ მივალ, რა უნდა ვქნა? რამე აითემი მინდა სამონისთვის?
აჰ გავარკვიე, უბრალოდ ადამიანის სახით უნდა მივიდე და შესასვლელთან წითელი ნიშანი დამხვდება, right? ახლა ის გავარკვიოთ, თუ როგორ დავიბრუნოთ humanity და განვუდგეთ hallow-ს : D
P.S.
ვიდზე მაგარი მისწორდება ჯაჭვის პერანგი.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
hellwalker
Posts: 4684
Contact:

Dark Souls

Unread post#99 » 01 Nov 2011 00:38

რავი, humanity ბლომად უნდა შეგხვედროდა აქამდე, შეჭამე და ერთს დაითრევ მერე bonefire-თან reverse hollow ქენი.

მე სამმუნებზე ცუდათ მაქ საქმე ეტყობა ძაან დავლეველდი ტყეში და ჩემი რეინჯის მასტებს უკვე მოკლული ყავთ ბოსები.
Sen-s Fortress-ში ვარ, კიდევ ერთი ჯოჯოხეთური ადგილი, ამჯერად ტომბ რაიდერის სტილში, ტრეფები და ჩასავარდნები ყველგან. Bonefire ვიპოვე და დიდი რკინის გოლემია ბოსი, ჯერ სხვებს ვეხმარები შორიდან ვაფასებ მუღამებს თან humanity მიგროვდება და ერთობ ასწორებს, მერე მეც დავიხმარებ ვინმეს.

ბოსიც ბლომად სულებს აგდებს 30k, მარა ეხლა იმენა პირომანსისთვის მჭირდება, და აქედან blightown -ის ძირამდე სახიფათო გზაა ძალიან, როგორ უნდა მივაღწიო ისე რო არ დავკარგო ბლომად სულები ;/

აჰ კიდე შეიძლება მეჩვენება მარა ამ ბომჟი პიროს აბჯრის გამო შეიძლება არ მიძახებენ, არადა დავალეველე და საკმაოდ საკაიფოა. ზუსტად არ ვიცი ეგრე მუშაობს თუ მეჩვენება მარა დეზლ ზმანს და სუპერ იარაღს ვიჭერ და ისე ვტოვებ სამმუნის ნიშანს თითქოს უფრო ხშირად მიძახებენ :D
მერე ვიცვლი უკან ისევ
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1518
Contact:

Dark Souls

Unread post#100 » 04 Nov 2011 11:59

Thaetriah > Gargoyles

გუშინწინ მომბეზრდა ერთი და იგივე მტრების ხოცვა და მჭედლისგან აითემების ყიდვა/იარაღების გაძლიერება (დიდი დრო და ერთფეროვნება) და ჩავედი კატაკომბებში, სადაც ძალიან ცუდი განლაგების მტრები და ადგილები შემხვდა. ცოტა ხანი იქ ვიბრძოლე და მერე ისევ გამოვბრუნდი (სულების შეგროვებას აზრი არ ჰქონდა, ერთადერთი მტერი, რომელის მოკვლაც სლებს მაძლევდა მაგი სკელეტონი იყო, იშვიათი მტერი. ხშირად ვკვდებოდი და ნერვებსაც ვკარგავდი, ძალიან ვიგრუზები ისეთი მტერი რომ მომკლავს, როგორიც უბრალო სკელეტონი და გაძვალტყავებული პატიმარია, აი შავ რაინდთან დამარცხება Thae'Triah-ისთვის პატივია ^^). უკვე humanity მოპოვებული მქონდა კატაკომბებში და ბოსებთან დავასამონე კიდეც, მაგრამ რად გინდა - ეგრევე მიწასთან გამასწორეს. გადავწყვიტე ისევ მარტო შებრძოლება... და ძალიან მხეცურად დავაგდე ორივე გარგოილი. პირველს სიცოცხლე ნახევრამდე ჩამოვუკლე Zweinhander-ით და მერე ნაჯახით კუდი მოვაჭერი, წამიერად გაშეშდა და თავი გავუხლიჩე ნახტომში. მეორე ეგრევე ცეცხლით მომვარდა, აცილება და ნაჯახით მოცელვა ერთი იყო. ისიც გაშეშდა და ნაჯახით რომ შემეტია მოასწრებდა აზრზე მოსვლას და ისევ დამარტყამდა (სიცოცხლე ცოტა მქონდა, ახვარმა პატიმრება ამჩეხეს სანამ მოვიდოდი), ამიტომ უცბად გადავცვალე ისევ Zweinhander-ზე და ზურგი ჩავულეწე.
მანამ მოპირდაპირე შესასვლელამდე მივიდოდი, მეშინოდა დანარჩენი ქანდაკებებიც არ გაცოცხლებულიყვნენ : D
ზარი დავრეკე და ეჩივმენტიც მომცა. ალბათ ეს იყო იმ რაინდის ნათქვამი "ძალიან მაღლა მდებარე კოშკი". ახლა ძალიან ქვემოთ უნდა დავრეკო.

Red Dragon, here I come

/Proud knight touches his sword.

გაგრძელება - დავბრუნდი დრაკონის ხიდის bonefire-თან. ცოტა ხანი ვეომე იქაურ ანდედებს და დრაკონს, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე. ჩავედი პარიშის ვაჭართან და 100 ისარი ვიყიდე მშვილდისთვის. ჩავედი ხიდის ქვეშ და დავახარჯე ასივე ისარი დრაკონს. ბოლო ისარზე როცა მოფრინდა, ავვარდი და zweinhander ხმალი მოვუქნიე, აიცილა, აფრინდა, დააღო პირი და ნახშირად მაქცია. დაჩოქვის ნიშანი გავუკეთე და დროებით დავნებდი. ხიდის ბოლოში მარჯვენა კოშკურა გავაღე ადრე ნაყიდი გასაღებით. ჩავედი ქვემოთა დონეზე, სადაც რამდენიმე დემონი ძაღლი და ანდედ ქურდები ამოვხოცე. გავაგრძელე გზა და ბოსის შესასვლელი გამეძრო. შევედი და Carpa Demon დავაგდე პირველივე ცდით. კიბის ბოლოდან გადმომხტარი რაინდის zweinhander-ის ბასრი ქვედა მხრით მიწასთან გასწორებული კარპა დემონი მას შემდეგ არავის უნახავს. აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე გავაქრე. თუმცა იქვე ორმა ძაღლმა დამაკლო სიცოცხლე და ცოტა საწამლავიც შემიყვანა. გავაგრძელე გზა და undead deph-ში ჩავედი დემონის მოცემული გასაღებით. შემხვდა ერთი ვაჭარი, რომელისგანაც ცეცხლის ისრები ვიყიდე და ქვემოთ რამდენიმე მეამბოხე პატიმარიც ამოვხოცე. ქვემოთ ვიღაც ვნახე - არ ვიცი ვაჭარია თუ ბოსი - ხორცს ჭრიდა, მაგრამ ვერ ჩავედი, უკვე ძალიან ცოტა სიცოცხლე მქონდა და ცეცხლთან დასაბრუნებლად წამოვედი. გზაში, დრაკონის ხიდის ასასვლელთან 10 000 სული მომცა. მას შემდეგ დრაკონი არ მინახავს. ალბათ ბაგი გაეძრო... ან წითელი დრაკონი შეშინდა ჩემი ამაყი და უშიშარი სულით და თვითონ გადახტა კლდიდან, ჩემთან რომ არ შეებრძოლა. ცოტაც ავლეველდი ამ სულებით და ცოტაც ბომბები ვიყიდე. დავისვენე ცეცხლთან და საღამოს იმ ხორცის მჭრელს დავადგები.
ამ დროისთვის თამაშში გატარებული დრო 30 საათს შეადგენს და ვგრძნობ, რომ თამაში ახლა იწყება. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მოდის მუღამი. უკეთეს აბჯარს ვიღებ, იარაღს ვაუმჯობესებ, ტაქტიკებს ვსწავლობ და ეს ყველაფერი ძალიან rewarded-ს გტოვებს. ყველაფერი იშვიათია და ყველაფრის მოპოვების შემდეგ თავს ღირსეულად გრძნობ. რაც ითამაშე ყველაფერი გახსოვს, მტრების ყველა ანიმაცია ზეპირად იცი, ბოსების მით უმეტეს - მოძრაობები და მოძრაობებს შორის ინტერვალები, თანმიმდევრობა და ა.შ. შეიძლება მტერი ძალიან მარტივი იყოს, მაგრამ ერთი პატარა ყურადღების მოდუნება და მკვდარი ხარ. არასწორი ბრძოლისადმი მიდგომა და მკვდარი ხარ. რაღაც წარმატებით რომ გამოგივა, იცი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისე ვერ იქნებოდი, როგორც იმ მომენტში. განსაკუთრებული სული და თამაშის წესი აქვს ამ თამაშს.

ტაკს, ჩავედი ისევ ანდედ დეფში და ახლა უკვე გავაგრძელე გზა. ის დიდი მასტი არ ყოფილა ვაჭარი, დაუნდობელი ხორცის მჭრელი აღმოჩნდა, რომელსაც როგორც ჩანს მეც ხორცად მოვეჩვენე და აჩეხვა დამიპირა, მაგრამ ჩემი გმირის ინვენტორიაში ტყუილად არ იღრინება ბასრი zweinhander-ი. დიდი, სისხლიანი დანის ჩემი მიმართულებით მოქნევა, უკან დახევა, ხმლის სიმეტრიულად მოქნევა და მინი ბოსის მიწას დაცემა ერთი იყო. კიდევ ერთი შემხვდა ასეთი. ამჯერად დიდი ხმლის ამოღება ვერ მოვასწარი და იძულებული შევიქმენი ნაჯახით მომეკლა. ასეც გავაკეთე. გავაგრძელე მუხლებამდე წყალში ნელი ტემპით სირბილი, მივუახლოვდი ერთად განლაგებულ რამდენიმე ბოჭკას, დავამტვრიე და ვიღაც კაპიშონიანი პაირომანსერის ვიდზე მდგარი მეომარი ვიხსენი. სამწუხაროდ მადლობის მეტი ვერაფერი მივიღე. შემოვბრუნდი და კორიდორს დავუყევი. ზემოდან რაღაც ლორწოვანმა არსებებმა დაიწყეს ჩამოვარდნა... bbbuuueeaaahhh.. გავცდი ამათაც და გისოსებიდან გიგანტური ვირთხა დავინახე. ცოტა მქონდა სიცოცხლე და დავბრუნდი ისევ მჭედელთან, რომელთანაც ნაჯახის ნაცვლად უკვე Claymore ხმალი გავაძლიერე. აქამდე არ ვაძლიერებდი, რადგან Zweinhander-ის ტიპის ხმალი მეგონა. ახლა ორივე ხელისთვის ფარ-ხმალი მაქვს და უკან მშვილდ-ისარი, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ ბომბებს და დანებს. მერე სურათს გადავუღებ პერსონაჟს, საკაიფო ვიდზე მყავს.

ხორცის მჭრელი მასტი ასეთ ვიდზეა ვისაც გაინტერესებთ>>>
Butcher ჰქვიათ

მოვკალი გიგანტური ვირთხა. Giant Rat .პატარა კორიდორიდან წამიერად შევიდოდი და ვბრუნდებოდი, ესეც შეტევაზე გადმოდიოდა და ვერ მწვდებოდა. ნელ-ნელა ვაკლებდი ნაჯახით. ერთხელაც ცხვირი შემოყო და Zweinhander-ი გადავაფარე ^^
ბლანტი, წელვადი ქმნილებებს მერე, რომლებიც არანაირ პრობლემას არ წარმოადგნენ თუ თავზე არ დაგეცნენ, შემხვდნენ "მომწამვლელი ქმნილებებიც" (სახელი არ ვიცი). აზრზე არ ვარ რას მიშვრება იმათი გამოშვებული ორთქლი, ჰაერი or whatever, მაგრამ ძალიან ადვილად კი ვკლავ დემეჯის გარეშე. შევედი ტარაკანა დემონთანაც. Gaping Dragon. გამიჭირდა და აღვიდგინე humanity. რაინდიც დავასამონე და ერთად შევედით საბრძოლველად, მაგრამ ძალიან მალე მოკვდა. არანაირი ტაქტიკა, უბრალოდ მიდის და ხმალს იქნევს. ისევ მარტო მომიწევს დაგდება, ჯერ-ჯერობით მერევა.
I'm alaverdi to you, brother.

Return to “RPG - Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 20 guests

cron