Dark Souls, PC, X360, PS3

RPG, JRPG, TRPG, Roguelike, HacknSlash, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
hellwalker
Posts: 4934
Contact:

Dark Souls

Unread post#101 » 06 Nov 2011 09:23

ჰეჰე ეგ ბუზები გწყევლიან და ნახევარი HP მეტერით გტოვებენ. განკურვნაც ძნელია.

ჰომ ბოლოს Sen's Fortress-ში ვიყავი როგორც მახსოვს, არც ისე რთული იყო, ძირითადათ პირველი Tomb Raider-ების მოგონების გამო ჩანდა ჯოჯოხეთური. რამდენიმე ვიწრო ბოძებზე მოქანავე უზარმაზარი ნაჯახების და ვიწრო კორიდორებში მგორავი უზარმაზარი ქვების შემდეგ დავინახე დღის სინათლე. რაზეც გავიაზრე რომ ერთი ადგილი ორ სხვადასხვა განათებით არ მინახავს და გული დამწყდა. საინტერესო იქნებოდა იგივე ადგილების ღამით გავლა, უფრო რთული მონსრებით.

სიმაგრის თავზე სამი უზარმაზარი გოლემი დამხვდა, ერთი ცეცხლოვან ბომბებს ისროდა, ერთი პასუხისმგებელი იყო ქვებისთვის ვიწრო კორიდორებში, ერთიც იდგა თავისთვის ნისლით ჩაკეტილი კარის უკან. პირველი ორ გოლემზე ახალი დალეველებული Longbow გამოვცადე, bonfire არ მქონდა ნაპოვნი და სულების დაკარგვა არ მინდოდა. დანარჩენი სიმაგრე ადვილი გასაწმენდი იყო, ჩამტვრეული ხიდის იქით ვაჭარიც ვიპოვე კოშკში, ძალიან საჭირო upgrade მეტალებს ყიდიდა.

ნისლიან კარის უკან მდგარი გოლემი ბოსი იყო და გადავწყვიტე ჯერ სხვის სამყაროში მენახა უსაფრთხოდ, შემეფასებინა და სულებიც დამეგროვებინა. დავტოვე summon sign, რამდენიმე კაცს(ქალს?) დავეხმარე და humanity-ს pointებიც დამიგროვდა, undead-ობისგან განვიკურნე და bonefire-იც დავალეველე. ბოსის კართან ბევრი summon sing დამხვდა ორი მაგი შევარჩიე და დიდი დრო არ დასჭირდა ბოსის მოკვლას.

სამწუხაროდ გოლემის სიკვდილის შემდეგ დარჩენილმა ოქროსფერმა ბურთმა ჩვეული კარგი loot-ის მაგივრად პატარა გარგოლიას მსგავსი არსებები გამოიძახა და ოქროსფერ Anor Londo-ში წამიყვანა, უკვე ჩავთვალე რომ სხვა loot დაკარგული მქონდა მაგრამ გარგოლიების ლიფტი ორმხრივი გამოდგა.

ოქროსფერი ქალაქი მოსაწყენი მომეჩვენა, გასუფთავებული დიდი პლატფორმები და კოშკები, სათამაშო მაკეტს გავდა. მტრები გოლიათი რაინდები, გარგოლიები და ნინძა ბერები. ერთერთი დიდ ხიდზე გასვლის და belltower გარგოლიის მინი ვერსიის მოკვლის შემდეგ summon ნიშნები ვიპოვე, პირველადი დათვალიერების შემდეგ სხვა გზა არ მქონდა ნაპოვნი და გადავწვიტე ისევ სხვები სამყაროში მენახა გასასვლელი უსაფრთხოდ და ჩემი summon ნიშანიც შეუერთდა სხვებს.

ამით დიდი ვერაფერი გავარკვიე, ყველას უკვე ჩამოწეული ქონდა პლატფორმა ხიდის ბოლოს თუმცა ბოსების(!) მოკვლით ბევრი სული დავაგროვე, შემდეგ ერთერთ კაცს რომლის სამყაროში ვიბრძოდი მივწერე და შავ არკასთან გამიყვანა რომელიც ხიდს და მონასტერს აერთებდა და სუფთა ფონურ ობიექტს გავდა, ერთი ხმამაგლა შევიგინე, ხიდზე რამდენიმე კაცი დავასამმუნე და არკიდან მონასტერში მოხვდით, ერთი სახურავის ინტერიერის ვიწრო ბოძებიდან ჩააგდეს, მეორემ მთელი Annor londo მომატარა და ბევრი ფარული loot მანახა, ასევე mimic-ები, სკივრად შენიღბული დემონები რომლებიც ერთი grab შეტევით გკლავენ. ბოსთან ახლოს NPC რაინდის ნიშანი ვიპოვე და ისიც დავიხმარე.

კოოპში ბოსებთან ბრძოლა ძალიან მომეწონა დიაბლოს მაგვარი მუღამი ქონდა ჩემთვის. თვითონ სამმუნის პროცედურაც მაგარია, ასამმუნებ ვიღაცას და იაპონურ სტილში თავის დახრით მისალმება, რამდენიმე მტერთან ერთად ბრძოლა, სხვადასხვა კლასის სიძლიერე სხვადასხვა სიტუაციაში როგორ ჩანს, 1 საათიან მტრების გროვას რომ ერთი პირომანსერის AOE სპელით მოუკლავ ეპიკური შეგრძნებაა.

ბოსების უკან უზარმაზარი გვერდზე მწოლიარე ქალი ვიპოვე, მის chamber-ში შესვლის წინ მოთამაშის კომენტარი დამხვდა, Amazing Chest Ahead დაინტერესებულმა გადავედი სირბილზე და კინაღამ გადმოვარდი სკამიდან სიცილით, საქმე იმაშია რომ chest სიტყვა სკივრსაც ნიშნავს და მკერდის ნაწილს, უზარმაზარი მწოლია ქალი + Amazing Chest მიხვდებით რატომაც. ქალმა lordvessel მომცა, რომელმაც ძალიან გამოსადეგი ფუნქციონალობა შესძინა bonefire-ს, თუმცა სასიამოვნო სურპრიზს არ გავთქვამ.

Amazing Chest-ის ყურებას რომ მოვრჩი მონასტერის გამოუკვლევ ქვედა დონეებზე ჩავედი. მთელი ოთახი ნინძა ბერების გაწმენდის და ზემოდან ჩამოგდებული ლუსტრის კიდეზე დარჩენილი loot-ის არების შემდეგ, გადასამოწმებლად მოვიარე ოთახი და დიდი ნახატთან წარწერა გაჩნდა, დავაჩირე X-ს და ნახატში აღმოვჩდი, პატარა ლამაზი ლოკაცია რომელშიც ჩარჩენილი ხარ მანამ ბოლოს არ უპოვი. აქაც პრიკოლი ინციდენტი მოხდა, ერთიდაიგივე მოთამაშე სამჯერ დამხვდა summon-ის მხრივ (კვდებოდა ან მე ვკვდებოდი), მთელი ადგილი ერთად გავწმინდეთ ეპიკური იყო ^_^.

ნახატში ყველაზე საინტერესო ძველებური გემის დიდი საჭისმაგვარი ობიექტები იყო სარდაფში, რომლებიც ცოცხლდებოდნენ და ვერ შევნიშნე შიგნით ჩაზრდილი თუ უბრალოდ გაჭედილი ჩონჩების დახმარებით დაგორავდნენ სარდაფში :civil:

ამას გარდა დამხვდა undead დრაკონი, და ოპციონალური ყინულის დედოფალი ბოსი, რომელმაც ძალადობის გარეშე წასვლის გზა შემომთავაზა, რაზეც საპასუხო lighting შუბი მიიღო. რის შემდეგაც გაბრაზებული გაქვრა და უჩინარი გიტევდა, ჩანდა მხოლოდ ფეხის ანაბეჭდები პლატფორმის დათოვლილ ადგილას, სხვა გზით არ ვიცი როგორ უნდა მოუგო, მე chaos fireball ვესროლე იმ ადგილას სადაც მეგონა ბოსი იყო, initial ცეცლის ნაკადმა მხოლოდ სიცოცხლე დააკლო, მაგრამ ძირს გაჩენილმა ლავამ ცეცხლი წაუკიდა და გამოჩნდა, ამის შემდეგ მალევე დამრცდა, თუმცა ბრძოლის შემდეგ მომწერეს კუდი უნდა მომეჭრა იარაღისთვის, კუდი ვერც შევნიშნე მანამდე.

სხვათაშორის ეს ადგილი ძალიან კარგი სულების დასაგროვებლად, განსაკუთრებით თუ piromancy გაქ ნასწავლი, general level sweep-საც ძალიან ბევრი სულები მოაქ, მაგრამ სახიფათოა. განსაკუთრებით undead ჰარპია ყვავ ქალები. რომლებიც ძალიან ხშირად კისერზე გაჯდებიან და არ გეშვებიან მანამ არ მოკვდები, ვერც იცილებ რათქმა უნდა.
მაგრამ თუ AOE სპელი გაქ და შესავლელში დიდი კარი გახსნილი, კარის უკან რესპაუნებული Demon Soul-ის პირველი ბოსის Phalax -ის ტიპის მტრების გროვაა, და chaos fireball/greater fireball AOE სპელებით მალევე 4500~5000 სული გროვდება, 100000 პირველად მოვაგროვე, ერთი ამდენიც მეორედ + 50k ცალკე. 50 ლეველინგში გავუშვი დანარჩენი blightown-ში დავბრუნდი და pyromancy flame დავალეველი, მომაკვდინებელ damage-ზეც ავიდა სპელები, და სპელებიც დამემატა.

რახან იქ ვიყავი ლავიან ლოკაციაშიც ჩავედი და უცნაური ბოსიც მოვკალი მარტომ. ძალიან მაგარი witch izalith-ის ზმანიც ვიპოვე, description -ით ქალის არის მარა ემ nazgul-ს ვგავარ.

>>>
>>>

შემდეგ firelink Shrine-ში დავბრუნდი ორივე ზარის დარკვის შემდეგ გაჩენილ ახალ ბინადართან და lordvessel -იანად "ჩამიყვანა" firelink-ის გულში, დიდი კარის წინ დამატოვებინა თასი და მითხრა დიადი არსებების სულებით აავსეო, archboss-ები ალბათ.

ამასობაში დაღამდა კიდეც და 10 საათზე მეტი გადაბმული თამაში ძილით დასრულდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1585
Contact:

Dark Souls

Unread post#102 » 06 Nov 2011 12:22

ხომ არ მაქვს გავლილი, მაგრამ მაინც წავიკითხე, საინტერესოდ გიწერია და chest-ზე ჩავიხოცე : D

ბუზები კი მადებენ რაღაცას, მაგრამ სიცოცხლე საერთოდ არ მაკლდება, არც მერე ვგრძნობ რამეს. თუ რამე და ქვემოთ ვაჭარი ყიდის ჯადოს ასახსნელ მეჯიქ აითემს. გუშინ რაც დავწერე, მას მერე არ მითამაშია და Gaping Dragon მყავს ისევ დასაგდები. ძალიან მაგარი იქნება ონლაინი, მესიჯები, ერთად ბრძოლა, etc. მაგრამ მარტო თამაშსაც თავისი მუღამი აქვს.

სურათზე შენი გმირია? კარგი ძნელად დასაგდები ბოსის ვიდზეა : D
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
hellwalker
Posts: 4934
Contact:

Dark Souls

Unread post#103 » 06 Nov 2011 12:51

online-ში ვიპოვე მაგრამ მსგავსია, იარაღი მაქ ხოლმე სხვადასხვა უბრალოდ.
სიტუაციის მიხედვით ვიცვლი აღჭურვილობას.

Gaping Demon - მთავარია ზურგს უკან მოექცე და რომ ახტება რაც ძალა გაქ გაიქცე იქიდან. Frontal Attack სუიციდია, თან მგონი კუდსაც აჭრი მაგას და მერე უკვე ზურგი თითქმის დაუცველი აქ. სისწრაფეც გადგება მანდ, მცირე წონის აბჯარი ან havels ring და ბევრი მოძრაობა.

მე რა იარაღი დავალეველო მაგაზე მაქ დილემა ეხლა. Drake Sword მაღალი საბაზისო დემეჯი აქ, სწრაფი არკისებური ძლიერი დარტყმა დიდი არეალით, მაგრამ დრაკონის scale ჭირდება რაც იშვიათია და როგორც წავიკითხე მცირედ იზრდება ზიანის მიყენების ფაქტორი.

კიდევ მაქ Lighting Spear, მზა ვიპოვე, ისე ჩვეულებრივი შუბი 10+ სგან კეთდება. God of war: Ghost Of Sparta-ს შემდეგ მაგრად დაუმუღამე შუბებს, შუბი + ფარი მაგარი იარაღია. + ელვა მაინც აყენებს ზიანს თუნდაც ფარზე მოხვდეს დარტყმა. პრობლემა არის რომ არ აქვს ჰორიზონტალური დარტყმები რომ გარშემო დააზიანო მტრები და ისეთ სიტუაციებში სადაც წინაც და უკანაც შეიძლება იყოს მტერი ზურგი დაუცველი გაქ.

Zweinhander მძიმე და ნელი ძალიან, სხვა ბევრი იარაღი მაქ მაგრამ.

სხვა იარაღები დამოკიდებულია stat-ებზე, არის ძალაზე, მოქნილობაზე, მაგიაზე ან რწმენაზე დაფუძვნებული იარაღები. მე ძალის განვითარებას შევეცდები და უბერ იარაღებამდე დიდი gap-ია, 10~20 -ით უნდა გაიზარდო ძალა მანამ შემდეგი დონის იარაღს აიწევ.

ალბათ სხვადასხვა სახეობის იარაღებს დავალეველებ და შევხედავ რომელი მომწონს feel-ით, ერთხელიანი, ორხელიანი, ნაჯახი, ცელი, ჰალებარდა ძალიან ბევრი საინტერესო ვარიანტებია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1585
Contact:

Dark Souls

Unread post#104 » 06 Nov 2011 16:53

კი უკნიდან ვადგები, მაგრამ ახტომისას მერხევა. ვერ ვხვდები სად ხტება და თან ძალიან დიდია. კუდი აუცილებლად უნდა მოაჭრა, ერთი დარტყმით ნახევრამდე მიკლებს სიცოცხლეს. ბოსამდე გზაც ნაკლებად მომაბეზრებელია - bonefire ვიპოვე depth-ში და parish-იდან აღარ მიწევს ბოსთან საჩხუბრად მოსვლა. აღჭურვილობით ახლა ისევ ჯაჭვის არმორი მაცვია, ძალიანაც არ მტვირთავს და მაინც და მაინც სუსტიც არ არის. შუბი კი მაგარია, ფართან ერთად block/attack ერთად შეგიძლია + გადაბმული შეტევებიც მოსულა, მაგრამ რატომღაც ნაჯახი განვავითარე და ახლა claymore. Zweinhander ავიყვანე raw იარაღის დონემდე Claymore-სთან ერთად. კიდევ უფრო გაძლიერება შეუძლებელია ხო?
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
hellwalker
Posts: 4934
Contact:

Dark Souls

Unread post#105 » 06 Nov 2011 19:22

raw ფიზიკური ზიანის დონეს წევს, სჯობს სხვა განვითარების გზები Lighting მაგალითად (normal +10)

მასე უფრო მეტი გარანტიაა რომ თუ ვინმეს ძაან მაღალი ფიზიკური დაცვა აქ, მაინც მოხვდება ნახევარი დარტყმა. მაგრამ ზოგი გზის downside არის რომ stat scaling-ს ხსნის იარაღისგან რაც მაღალი stat-ების პირობებში დიდი მინუსია.

კიდევ რაღაც განვითარების გზებს რაღაც Stat-ის scaling -ზე ორიენტირებულს ხდის. სპეციალური Ember-ები უნდა იპოვნო და მჭედელს მიუტანო რომ ახალი ლეველის გზები გახსნა.
ყველა იარაღი +5 ან +10 იდან ხდება ascension სხვა მენუს პუნქტია Modify Equipment მგონი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1585
Contact:

Dark Souls

Unread post#106 » 06 Nov 2011 19:32

+5-მდე რომ ავიყვანე, ორივე იარაღის შემთხვევაში მხოლოდ raw დონემდე ასაყვანი option მომცა. +6 როგორც ასეთი არ მინახავს საერთოდ. რაღაც Ember მივუტანე მჭედელს და ალბათ მერე გამეხსნება? ხო ხო, Modify Equipment-ს არ მიხსნიდა special something required-ს მიწერდა, ახლა დრო მჭირდებაო და მერე დავბრუნდები ერთი და ვნახავ. Dagon-თან შებრძოლება ფარით და ნაჯახით გადავწყვიტე, Zweinhander-ით ქვემოთა დარტყმას დიდი დრო და სტამინა მიაქვს + ნელა დავრბივარ.

edit: დავაგდე ბოსი ^^
Zweinhander-ით ორ ძლიერ დარტყმას ვასწრებდი როცა ჩერდებოდა.

Blightown-ში შევედი. ძალიან ცუდი ადგილი ჩანს. ეგრევე დიდი, მსხვილი და ძლიერი როჟები და მათ უკან პატარა ხმლებით გათავებული ანდედები, მაგათ უკან კი მოწამლული ისრის მსროლელი "ანდედი აბორიგენები". თან რა სიმაღლეზე ვარ და რამდენია ქვემოთ გასავლელი, ვიწრო ხის გასასვლელები. ისეთი ატმოსფეროა, გეგონება ჰაერშიც ჭაობის ბუზები დაფრინავენ და მწარე, ტოქსიკური ნივთიერების სუნია. აქ უნდა მოვასუფთავო და მერე დავბრუნდები ჩემთვის ჯერ-ჯერობით ყველაზე საზიზღარ ადგილას - ტყეში. პეპელა ბოსი და ხის საფრთხობელები ძალიან არ მომეწონა.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
hellwalker
Posts: 4934
Contact:

Dark Souls

Unread post#107 » 06 Nov 2011 23:33

მანდ უკეთესი გზა არის, firelink shrine-ში bonefire-თან არის ძნელად შესამჩნევი ჩასასვლელი ქვემოთ, მიგიყვანს ლიფტამდე, შემდეგ მოხვდები New Londo Ruins დაანებე ჯერ ამ ადგილს თავი და გაუხვიე მარჯვნივ იპოვი კოშკის პონტში გასასვლელს Valley Of Drakes, აქ მგონი Master Key ან ამ კარის გასაღები გინდა. Valley of Drake-დან გადის ხიდი გამოქვაბულში და მერე Blightown უკეთესი შესასვლელი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1585
Contact:

Dark Souls

Unread post#108 » 06 Nov 2011 23:34

bonefire არ შემხვდება კარგი ხანი deph-ის შესასვლელიდან?
მეზარება firelink-ში დაბრუნება : D
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
hellwalker
Posts: 4934
Contact:

Dark Souls

Unread post#109 » 06 Nov 2011 23:46

დიდ თეთრ ხიდზეა, მარა ის ზომბი მასტები grab and hit till u die attack-ს გიკეთებენ, ხშირად ამოდიან კიბეებზე და ა.შ და დიდი შანსია ბევრჯერ მოკვდები.
მეორე bonfire (!) არის swamp-ში კანალიზაციაში, ესეც სწრაფად იპოვე თორე ცუდ დღეში იქნები ^&*^&*^ ბუზებისგან.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1585
Contact:

Dark Souls

Unread post#110 » 06 Nov 2011 23:52

ბიჯო რომელ ბუზებზე ამბობ? რომ იბერებიან ის მასტები? მაგათმა როგორ უნდა #(%$(&? : D
იწყებენ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვამდე სწორდებიან )
ხიდამდე არ მივსულვარ ჯერ, ერთადერთხელ ვიყავი ბლაითაუნში და ისრით მოვკვდი.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
hellwalker
Posts: 4934
Contact:

Dark Souls

Unread post#111 » 07 Nov 2011 02:08

წითელი მოსკიტოებისმაგვარი რესპაუნებადი ბუზები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1585
Contact:

Dark Souls

Unread post#112 » 08 Nov 2011 00:25

როგორც იქნა გავაღწიე Blightown-იდან და შევედი დანგრეულ ქალაქში.
Estus Flask დაცლილი მქონდა და მარჯვნივ კიბეებს ავუყევი. შემეძლო წინ გამეგრძელებინა ვიწრო გზაზე სვლა, მაგრამ რომ წარმოვიდგინე შიგ რა ხდებოდა, უბრალოდ მიმართულება შევიცვალე, შევედი ლიფტში და საწყის ლოკაციაში დავჯექი. იქვე შემხვდა გარგოლიებთან შებრძოლებამდე დახსნილი ოქროსფერი აღჭურვილობის რაინდი და დაპირებული ვალი გადამიხადა.

ამ მომენტისთვის ასე გამოიყურება ჩემი რაინდი:

1,2

Knight Armor w/ Fire Arrows + Raw Zweinhander & Raw Claymore w/ Black Knight Shield.

ჯერ-ჯერობით ასეთი გეგმა მაქვს - ჩავალ Northern Asylum-ში და ბოსს დავაგდებ, იქვე შავ რაინდებსაც დავამარცხებ და ვნახავ შემდეგ რა ხდება. მოვლილი ლოკაციებიდან დამრჩება ტყე და კატაკომბები (hate both of them). Darkroot Garden-ის შემდეგ კი ისევ Blightown-ში მომიწევს დაბრუნება - ბოსი არ დამიგდია. მარტივი მიზეზის გამო - საწამლავის და ტოქსიკურობის საწინააღმდეგო ხსნარები არ მაქვს, რომელთაც მტრები უხვად ყრიან სწორედ Darkroot Garden-ში.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Tom Clancy
Posts: 1585
Contact:

Dark Souls

Unread post#113 » 12 Nov 2011 15:52

Previously on Dark Souls...

Firelink Shrine-იდან ჩავედი კატაკომბებში. respawnable skeleton-ებმა ტვინი მიღრძეს, მაგრამ ჩავაღწიე ბოსამდე. ჩახტომით ორ პლატფორმას ვტოვებდი და ერთი Estus Flask მივსებდა დანაკარგს. წინა bonefire-საც kindle მივეცი და 10 ელექსირით ვდგებოდი. ბოსი ძალიან მარტივი მოსაკლავი იყო და ჯერ-ჯერობით ყველაზე სწრაფ ბრძოლადაც გამოდგა. თავის კლონებს ქმნის, მათთან ერთად გესვრის მაგიურ ცეცხლოვან ბურთებს და ამით გაბნევს, მაგრამ თვითონ თუ არ დაკარგე - სიცოცხლე ძალიან მალე აკლდება და Zweinhander-ის ორი ძლიერი და ერთი სუსტი დარტყმით მოვკალი. იქიდან გავაგრძელე გზა შემდეგ ლოკაციამდე - Tomb of Giants. 2-3 დიდი ჩონჩხი ერთად + ერთი მეტრის ირგვლივ სიბნელე... meh, უკან გამოვბრუნდი.

კატაკომბებიდან ამოსულმა პირდაპირ Northern Asylum-ში და Asylum Demon მოვკალი. მანამ ბოსთან ჩავიდოდი, იქვე ორი Black Knight და ერთი ჩემნაირი როჟა დავაგდე.

საგიჟეთიდან გამოვბრუნდი ისევ Firelink Shrine-ში და წავედი მჭედელთან. გზაში ანდედი ნაინდების და სხვა მტრების მოკვლით ავაგროვე სულები და მჭედელთან ფარი გავიძლიერე.
შევედი ტყეში, მივედი Moonlight Butterfly-სთან და ერთი ცდით ბოლო მოვუღე. უმარტივესი ბრძოლა იყო (მაგრამ კატაკომბების ბოსი უფრო მალე მოვკალი, თუმცა ამ უკანასკნელმა უფრო მეტი სიცოცხლე დამაკლო). ტყის ქვის, მწვანე მეომრებსაც სწრაფად და უპრობლემოდ ვერევი.

ამის მერე მჭედლის ზემოთა ნაწილზე ნახევარ საათზე მეტი ხანი ვაგროვებდი სულებს Darkroot Garden-ში მაგიური კედლის გასახსნელად. შევაგროვე, ვიყიდე გასაღები და გავხსენი. სული მეომრები და ტყის მაგი - მომაბეზრებელი საჩხუბარი, მაგრამ უხვ-სულიანი მტრები. ცოტა ხანს ვეომე, მაგრამ მერე მოლაპარაკე კატასთან საუბრისას ამათ ფრაქციაში გავწევრიანდი. ამის მერე აღარ მერჩოდნენ. გავცდი კატას და შევედი ბოსთან. უკვე ვხვდებოდი რომელი ბოსიც იქნებოდა - Great Grey Wolf Sif. ტრეილერში თუ სქრინში მქონდა ნანახი, დიდი ხმლით და გარემოთი ვიცანი.
რაც შემხვდა ვიდზე და ანიმაციებით ყველაზე მაგარი ბოსია. მევასება ამასთან ჩხუბი. უკვე ვიცი მოძრაობები, ერთი დარტყმის მერე რომელს აკეთებს, ეტც. სავარაუდოდ, ამაღამ დაეცემა.

Great Grey Wolf Sif

ამასობაში თან სწრაფ ტემპში ვთამაშობ. ჩემი სკაირიმის დისკი გზაშია და რომიდან კარგა ხნით DS DVD-ის გამოღებაც მომიწევს.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9466
Contact:

Dark Souls

Unread post#114 » 13 Nov 2011 19:26

ამ მომენტისთვის ასე გამოიყურება ჩემი რაინდი:

და ავატარზე მართლა ზუსტად იგივე როგორ გყავს?))

The Tomb Of Giants - არვიცი აქ გაიარე თუ არა ბოლომდე, მარა ერთს გეტყვი, ვიდეოს უყურე ეხა და მაგარ შარშიხარ )))
Asylum Demon - ეს ტიპიც ვნახე, მაგარი fat ass ბოსია ))
moonlight butterfly - მაგრადაა გაკეთებული
Great Grey Wolf - გამისწორდა ვიდეოების ყურებაც კი ))) ძაან მაგარი ბოსია, ამ თამაშის არაოფიციალური ნიშანივით არი.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
Tom Clancy
Posts: 1585
Contact:

Dark Souls

Unread post#115 » 13 Nov 2011 19:59

მსგავსი პერსონაჟი მივიღე. ახლა სხვა ვიდზე მიდგას. აღმოსავლური აღჭურვილობა დავითრიე ტყეში და იმით დავდივარ, თან ჩემს Black Knight ფარს უხდება. Tomb of Giants-ზე - მაგიტომაც რაც გამოვბრუნდი, მას მერე აღარ ჩავსულვარ. ძალიან ბოროტი ადგილი ჩანს. ეგეც და მოჩვენებების ქალაქიც გადადებული მაქვს. ახლა დავბრივარ აქეთ-იქით, ვაგროვებ სულებს და ვყიდულობ ანტი-ტოქსიკურ ხსნარებს. Blightown-ში ჩასასვლელად ვემზადები, ბოსი მყავს მოსაკლავი.ხმლიანი მგელი მოვკალი. ბოლოში, როცა უკვე ძალიან ცოტა სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, ნელა მოძრაობდა და ძლივს იქნევდა ხმლიან პირს. კი ვუთხარი ჯესტით, გაჩერდი-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა და Zweinhander-იდან Claymore-ზე გადავცვალე და ქვემოდან გამოვღადრე მუცელი. 30 000 სული კი მომცა. ცოტაც ავლეველდი და საკურთხეველთან დავბრუნდი. გზაში ერთი შავი რაინდიც შემომაკვდა და შავ პანტერას გამოვექეცი. მგელთან ბრძოლისას საკაიფო მუსიკა მიდიოდა, გარემოს და ბოსის შესაბამისი, ბნელ და ღრმა განწყობას გიქმნის
>>>
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Tom Clancy
Posts: 1585
Contact:

Dark Souls

Unread post#116 » 19 Nov 2011 20:37

მოვკალი Dark Rooth Basin-ში ჰიდრა და Blightown-ში ობობა. ორივესთან მარტივი ბრძოლა იყო, განსაკუთრებით ჰიდრასთან. თითო თავის მოჭრის მერე მეგონა მოძრაობებს და ბრძოლის ტაქტიკას შეიცვლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ფარიც არ მიხმარია ისე იქნევდა თავებს. სამ-ოთხ დარტყმაში ერთ თავს ვაწყვეტდი და ბოლო თავი ზუსტად ისე მოვაგლიჯდე, როგორც პიველი. მომცა 20K სული. ტბაში შევნიშნე რომ ფსკერი ჩანჩქერის გასწვრივ გრძელდებოდა და გავყევი ნელი ნაბიჯით (არ ვიცოდი სად ჩაღრმავდებოდა ტბა და დავიხრჩობოდი). ჰორიზონტზე ოქროსფერი გოლემი გამოჩნდა. ჰიდრამდე მისასვლელ ტყეში მყოფი ყინულის გოლემებისგან მარტო ფერით განსხვავდებოდა. ცოტას კი ვუფრთხილდებოდი, მაგრამ იოლად დავაგდე (ყურადღება თავში პატარა ბომბის სროლით მივიქციე და მერე ისევ და ისევ Zweinhander-ით დავაფრინდი). ქალად გადაიქცეულმა სამონის ნიშანი დამიტოვა და გაქრა. იქვე ტბასთან დავასამონე და purchase items ავირჩიე. magic items ;/ none of my business. მივედი ჩანჩქერთან და გრძელი კიბე შევამჩნიე. ავედი და ბაღის იმ მხარეს მოვხვდი, სადაც შავი პანტერები და სოკო-კაცები დადიან. ამ ადგილთან ახლოს მყავს დაგდებული ხმლიანი მგელიც (Great Grey Wolf Sif). იქვეა კატის ფრაქცია და ბაღის უცნაური შესასვლელი. გავაგრძელე გზა და მივედი ისევ მჭედელთან. ავიყვანე Zweinhander და Claymore raw + 3 და raw + 2 დონეებამდე. ამის მერე დავბრუნდი firelink shrine-ში, სადაც ავლეველდი და ჩავედი Blightown-ში. აქ უკვე პირდაპირ გადავკვეთე ტბა (საწამლავის საწინააღმდეგო ყვავილები უკვე ბლომად მქონდა დაგროვებული ბაღში, 5-6 ახლაც მაქვს ინვენტორიაში). ავიცილე რამდენიმე ლოდი გოლიათებისგან და მოვკალი გიგანტური ჭიები (სხვათაშორის ძალიან ნაყოფიერი მსხვერპლები არიან - Large Titanite Shard-ებს აგდებენ, რაც საჭირო მატერიალია raw იარაღების განსავითარებლად) და ჩავედი ქსელებით სავსე გამოქვაბულში. შევედი პირდაპირ ბოსთან და მესამე თუ მეოთხე ცდაზე დავაგდე. ობობის ფეხების და ქალის სახის და ზედა ტანის მქონე არსება, რომელიც უშვებს ლავას და იქნევს 'ლავაში ამოვლებულ' ხმალს. უკნიდან მიდგომა და ნატომში დარტყმები კარგი სტრატეგიაა. ამ ბოსის მოკვლის შემდეგ იქვე გადავწიე დიდი რიჩაგი და დაირეკა მეორე ზარი. ამის გაგონებაზე მჭედლის ლოკაციასთან ახლოს მდებარე დიდი ჭიშკრის თავზე გიგანტურმა რკინის გოლიათმა ორი დიდი ჯაჭვი აზიდა და Sen's Fortress-ის ჭიშკარიც გაიღო. ახლა იქ ვარ, ადგილი ავითვისე და ბოსთან მისვლაზე ვჩალიჩობ (იქამდე ორი გოლემი მყავს მოსაკლავი, მათგან ერთი რესპაუნებადია).

ბოსებს სულ მარტო ვკლავ. ონლაინი არ მაქვს და NPC-ების დასამონებას ისევ მარტო ბრძოლა მირჩევნია. ახლა bonefire უნდა ვიპოვო ციხესიმაგრეში თუ არის და მერე ცოტას ავლეველდები.

სამწუხაროდ თამაშში უფრო მეტი მაგიური აღჭურვილობა, იარაღები და აითემები მხვდება ჯილდოდ, ვიდრე ჩემი პერსონაჟისთვის დამახასიათებელი ნივთები. Black Knight armour-ის დათრევა მინდა მაგრად. მაგრამ არ ვიცი სადაა ;/ ძალიან bad-ass looking გმირი მეყოლება მაგით. New Game + საც ალბათ მთლიანად მაგ აღჭურვილობით გავივლი.

ხო, ბლაითაუნის ბოსის სახელია Chaos Witch Quelaag, Darkrooth Basin-ის - Hydra.

Sen's Fortress-ში ქვემოთ მიმაგრებულ სურათზე Black Knight-ის მსგავსი ქანდაკებები ყველგან.
>>>
გარგოილების მერე სულ შიშივით მაქვს არ გაცოცხლდნენ : D
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9466
Contact:

Dark Souls

Unread post#117 » 20 Nov 2011 00:10

ხო აგერ ვიდეოები ორივე ბოსის - Hydra და Chaos Witch Quelaag ნუ რო წავიკითხე არ შეიძლებოდა არ მენახა =) იმედია კიდე დაწერ, შენ და კიპერას მეშვეობით შემიძლია ვთქვა რო მქონია ამ თამაშთან შეხება, ძაან საინტერესოა მსგავს თამაშზე ცოცხალი walkthroughs კითხვა. p.s. დაახლოებით რამდენი პროცენტიგაქ თამაშის გავლილი?
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 4934
Contact:

Dark Souls

Unread post#118 » 20 Nov 2011 05:34

ხომ დიდი პაუზა მქონდა, PC gaming > მაინც ^_^

ჰმ ბოლოს მგონი ყინულის დედოფალი შევიწირე.
შემდეგ Chaos Queen თან დავბრუნდი და დემონის რუინებს გაუყევი, ბოსი უკვე მოკლული მყავდა და მთის ძირას ლავის ნაწილი "ჩამქრალი" დამხვდა, ამ ნაწილზეც ვმოძრაობდა და რამდენიმე ნივთი ავკრიფე. მოშორებით დიდი დემონების ჯოგი (: შევნიშნე, სათითაოდ გამოვიტყუე და Zweinhander გადავაშენე, ძალიან მტკივნეული დარტყმა აქვთ მაგრამ ამ ხმლის ძლიერი დარტმა Stunned მდგომარეობაში აქცევს და უმტკივნეულოდ კვდებიან სწორი ტაიმინგით. ეს დემონები არ რესპაუნდებიან.

ქვემოთ ხიდი შევნიშნე და მისკენ სვლა დავიწყე, Carpa Demon -ები ჩვეულებრივ მტრერივით შემხვდა და ასევე მოკვდნენ. გზადაგზა Jabba The Hut ის მსგავსი ქანდაკებები ცოცხლდებოდნენ და ცეცხლის მათრახს მირტყავდნენ. გზამ ხიდამდე მიმიყვანა სადაც რესპაუნებადი დემონები, ქანდაკებები და დიდი ჭიები დამხვდნენ, დელიკატური ადგილი აღმოჩნდა, ჭიებმა რამდენჯერმე შემჭამეს მანამ მთელი loot მოვაგროვე და მტრები საფრთხეს წარმოადგენდნენ თუ სათითაოდ არ გამოიტყუებდი. ხიდის უკან რუინები დამხვდა, მაღალი, ქვის ჰოლები რომელშიც ჩაზრდილი იყო უზარმაზარი ხის ფესვები. ერთმა ჰოლმა ჩაკეტილ კარებთან მიმიყვანა, ცეცხლის ჭიამაიების მსგავსი არსებებით. მეორემ ბოსთან, Undead Asylum -ის სტილში დემონი, ოღონდ უფრო ძლიერი და სწრაფი და მაგია ბევრს ვერაფერს აკლებდა.

ბოსის უკან კვლავ დიდი ჰოლი იყო, ფესვებით ქვემოთ ჩადიოდი. და ... ნისლის კარი. იქვე NPC Summon შევნიშნე, ერთი კაცი დავიმატე და გავედი ნისლიან კარში. ორნაბიჯში მყოფი წინა ბოსის მსგავსად აქაც Melee ბრძოლა მომიწია, ძალიან ვიწრო ბილიკზე გარშემო ლავით. უცნაური ბოსი იყო, ვერ გავიგე ბოლომდე რა ხდებოდა ისე მოკვდა და ბეჭედი დამიტოვა რომლითაც ლავაზე სირბილი შეიძლებოდა.

შემდეგი არეა იყო დიდი ლავის ტბა, შესასვლელში რაინდი დამხვდა დრაკონის ხიდიდან, დაბნეული/დაკარგული იჯდა bonefire-თან. მის შემდეგ უზარმაზარი გაშლილი ტერიტორია და ...
დრაკონის ქვედა ბოლო, ძალიან ბევრი და საშინელი დემეჯიანი ატაკით, უზარმაზარ ქათმებს გავდნენ და ბევრნი იყვნენ. ზოგი ისრებით მოვკალი ზოგს ჯგროდ გამოვიკიდებდი ორიდან ერთ ქვის პატარა შენობაში გავჩერდებოდი და ველოდებოდი ერთმანეთს როდის მოკლავდნენ ხტუნაობით, გადარჩენის ერთს ისრებით ვკლავდი. დრაკონის ქვედა ბოლოების დამარცხების შემდეგ არეა გავწმინდე, ლუტი საინტერესო იყო მაგრამ ძალიან ცოტა და იშვიათი ამხელა ტერიტორიისთვის.

ერთერთმა ფესვმა ამიყვანა ძველი temple-ის რუინებში სადაც დიდი რაოდენობით Jabba the hut-ები დამხვდნენ. ბევრნი ერთად სერიოზული საფრთხე იყო, მაგრამ ადვილად გაურბოდი, გზად კიდევ უცნაური ყვავილი დიდი პირით თავზე და საცეცებიანი ფეხებით არსება შემხვდა, ახლოს მისვლის ექსპერიმენტების გარეშე შევბრაწე Great Fireball-ით, Temple-ის თავზე ბოსთან შესასვლელი ვიპოვე, კიდევ არეა სადაც სახურავი ჩაიმტვრა და საცეცებიან დიდპირიან ყვავილებთან ერთად ვიწრო კანალიზაციაში აღმოვჩნდი. ერთი კი ვიფიქრე დიდ პირში ჩავხტომოდი რომელიც ძალიან Mcgee's Alice -ეულად გამოიყურებოდა ზემოდან, მაგრამ გადავიფიქრე და Great Chaos Fireball ჩავტენე ხახაში სამაგიეროდ. ხის ფესვით და ლუტით უკან ამოვედი და პირდაპირ ხიდი დავინახე, ხიდზე მორიელისმაგვარი დემონი იყო მჭედელს და ტყეში შესასვლელს შორის რომ შემხვდა პირველად, აქაც როგორც ჩვეულებრივი mob. ვიწრო ხიდზე სახიფათო იყო ბრძოლა, სიცოცხლე და დემეჯიც მეტი ქონდა, 2 დემონის ტიტანიტი დააგდო და მის უკან რაინდი და ჭიამაიები ვიპოვე, როგორც ჩანს ერთერთი თავზე ეცვა და აკონტროლებდა, მის უკან კარი სწორედ მეორე მხარე იყო წინა ციცინათელიანი კარისა, shortcut ერთგავარი რომელიც ჯერ არ გამიხსნია, რაინდი ენთუზიაზმის გარეშე მოვკალი და უცნაური ჰელმი წამოვიღე.

ბოსი Bed Of Chaos, Demon's Souls Dragon God-ის მსგავსად პირდაპირ დემეჯს არ იღებდა, აქაც უნდა გერბინა და რაღაც ობიექტები გემტვრია. გზადაგზა იატაკი იმტვრეოდა და ბოსის ხელებიც არ იშურებდნენ ძალისხმევას ნაპრალებში შენი გადაგდების. 10 თუ 15 უაზრო ლავაში, Temple-ში შიშველი სირბილის შემდეგ მოვახერხე და ორივე ობიექტი დავუმტვრიე და ოთახის ცენტრში გაჩენილ ნაპრალში ხის პატარა ფესვზე დავხტი და ბოსის გულამდე მივირბინე, ბევრი აღარ მიფიქრია Great Fireball ვესროლე და ესე დაეცა პირველი Arch Boss. გულთაბ Bonefire გაჩნდა.

შემდეგ მტრად კატაკომბები დავისახე და დავბრუნდი კიდეც მის შესასვლელთან, გზად pyromancy-ის ბოლომდე დალეველებით. რაინდისგან წამოღებული ციცინათელა ჰელმი გარემოს ანათებდა და გამოსადეგი გამოდგა, სიბნელეში ვიწრო ბილიკბეზე მდგარი მანათოლმა თვალებიანი გოლიათი ჩონჩხებისგან წამოსული საფრთხის და დაძაბულობის შეგრძნება გაიქარვა ჰელმის სინათლით, გულანთებულმა და ძლიერი pyromancy-ით შეარაღებულმა მუსრი გავავლე კატაკომბების მცველებს, bonefire -ის პოვნის მერე კიდევ უფრო გავთამამდი.

ერთადგილას ჩასასვლელი ვიპოვე სადაც ბევრი ჩონჩხი პატარა ოთახში იყო, normally suicide place, მაგრამ Havels Armour, Wolf Ring, Ring of Defence, და Iron Flesh Pyromancy და ბეეეევრი ცეცხლი მუხახახა. კარგი ლუტია ოთახში.

Bonefire-თან ახლოს ძველი ნაცნობი შემხვდა, Patches The Hyena. რაც მოყვებოდა უკვე მივხდი მაგრამ არ განვერიდე ნაცნობ სცენას. Prediction სწორი გამოდგა xD. არეაში ვიპოვე ქალი მონაზონი firelink shrine-თან რომ შემხვდა, ესკორტი გაუგიჟდა და მოვუკალი, miracle მაჩუქა და საინტერესო ლუტი ვიპოვე იქვე, ახალი ტიპის მტერსაც შევხვდი, ძვლების სვეტი, არ მიექსპერიმენტია და შორიდან fireball-ით დავაგდე. ამოსასვლელი კიბე ვიპოვე და გზა გავაგრძელე. ქვემოთ Bonefire დავინახე, ჩავხტი და ავცდი, ადვილად დავბრუნდი უკან და უცნაურ მტერს წავაწრდი, ოთხზე დამდგარი გოლიათი ჩონჩხი, რომელმაც ჩათვალა რომ ძაღლია და უცნაური ანიმაციით მიტევდა, Melee-ში საკმაოდ მტკივნეული მტერია Estus flask ების ხშირად გამოყენების საჭიროებას გააჩენს, მაგრამ ერთი Great Fireball ყოფნის და ბოსამდე მისვლისთვის მოკვლა აუცილებელი არაა გაქცევა შესაძლებელია.

bonefire საკმაოდ ძნელი შესამჩნევია, მიმალულია ერთერთ მოსახვევში. ახლოს რამდენიმე ძაღლი და ჩვეულებრივი გოლიათი ჩონჩხია, გავცდი მათ და ვიწრო ბილიკზე გავედი, დემონის რუინების წითელ ნათებას რომ მოვწყვიტე თვალი მზერა 180 გრადუსით მოვატრიალე და ash lake-ის ხედით დასატკბობად შევჩერდი, თვალის კუთხით რაღაც წითელი და მოახლოებადი შევნიშნე, NPC Black Phantom, აღარ დავუფიქრდი ბერვს Great Chaos Fireball, სიცოცხლის მეათედი დარჩა, ჩაიმუხლა Healing Miracle-ისთვის და Zweinhander -ით გაბრტყელდა. გზად რამდენიმე ძვლების სვეტი და ჩონჩხი შემხვდა, დიდი გამოქვაბულში გავედი მოხვდი, ძირს უცნაური წყალი იყო, გარშემო რამდენიმე Pinwheel(?) boss ჩვეულებრივ მტრის სახით, წყლიდან ახალშობილი ბავში ჩონჩხები ამოდიოდნენ, თუმცა Dante's Inferno-ზე ნაკლებ შთამბეჭდავი. სიცოცხლის და მაგიის დახარჯვა არ მინდოდა და Pinwheel ები ისრებით მოვკალი, ტოქსიკური ბავშვ ჩონჩებიანი წყალი მოვიარე და რამდენიმე საინტერესო ნივთი ვიპოვე, გამოქვაბულში ძვლებით და წითელი ფესვებით(?) გაფორმებული შესასვლელი ვიპოვე, მივხვდი რომ First Of The Dead დამხვდებოდა შიგნით. Summon Sign დავტოვე, სხვებისასაც ვუცადე მაგრამ უშედეგოდ.

მარტომ გავწიე შემდეგი Archboss-ისკენ. მალევე მიწიდან ამოვადრდა დიდი ხმალი და ჰაერში ამისროლა, მას მოყვნენ ჩონჩხები დალეველებული Divine Zweinhander -ის ერთი დარტყმა ყოფნიდათ. მალევე გამოჩნდა Gravelord Nito-იც, და თავისივე ჩონჩხები მოკლა, დარჩენილი Pyromance დავახარჯე, ხარბად შთანქავდა ცეცხლი ბოსის სიცოცხლეს, მაგრამ ბევრი სპელი გზაში დახარჯული მქონდა, ხმლით მივდექი და შევნიშნე რომ ჩონჩი გაცოცხლდა რომელიც ბოსმა მოკლა, Divine იარაღით მოკლულები კიდევ არა, წინა ნეკრომანტების პრინციპით. ჩონჩხი მოვკალი და Gravelord Nito Attack Pattern-ის დამახსოვრება დავიწყე, ხმალი საგრძონბლად ნაკლებს აკლებდა სამაგიეროდ ყველა მის დარტმას ფარი უმკლავდებოდა, გარდა ერთისა დიდი შავი ტალღა სპელი, სიცოცხლის 70%-ი მიჰქონდა თან, ერთს გადავურჩი, განვიკურნე თავი და ბრძოლა გავაგრძელე, შემდეგი აუცდინებელი ატაკის ჩატარება რომ დაიწყო შემოვტრიალდი და გავიქეცი მოპირდაპირე მიმართულებით, წინ ჩამალული გოლიათი ჩონჩხები დავინახე, ერთი გადმოხტა და რომ ამეცილებინა რგოლს დავაჭირე, უკან გადავხტი და ტალღაც მომხვდა, ფეხზე წამოვდექი გადაგორებით ჩონჩხის ზურგში დარტყმა ავიცილე, მოვუტრიალდი დავბლოკე მეორის დარტყმა, ფარმა ყველაფერი ვერ დაბლოკა უკან დავიხიე და მიწიდან ამოვარნილმა ხმალმა ჰაერში ამაგდო, ძირს მკვდარი დავეცი.

მეორე ცდაზე ძლიერი Pyromancy თითქმის არ დამიხარჯავს, ვინც შეიძლებოდა ავიცილე, ვინც არა ხმლით მოვკალი. სიცოცხლეც დავზოგე, ჩაუვარდი მეორედ Gravelord Nito-ს, ჩვეულებრივი ჩონჩხები მოვუკალი Divine Zweinhander-ით და თავად ცეცხლს მივეცი, ვიდრე პირველ დარტყმას მოასწრებდა დაეცა. ხმალი არ დამჭირვებია.

მორიგი ლორდის სულით, Lordvessel-თან დავბრუნდი, სულებით ავავსე და მგელი sif გამახსენდა ტყეში, გზად დარჩენილი ტყის ნაწილები გავწმინდე, პირველად მგელს სხვასთან შევებრძოლე summon sign-ით, მარა მარტო მომიწია მოკვლა, summoner შორს იდგა და არაფერს შვებოდა, მარტო მჰილავდა როცა სიცოცხლე მაკლდებოდა, ცეცლის მორტყმა რთული იყო, მაგრამ როცა ხვდებოდა მეათედს აკლებდა. დარტყმებიდან საშიში მარტო ერთი იყო, წრიული ხმლის მოქნევა რომელიც სტამინას წამდა და გადაბმული მეორე დარტყმა რომელსაც სიცოცხლე მიჰქონდა, თუმცა წრიულად დარტყმულ ხმალს ქვეშ თუ გაუგორდებოდი მეორის დაბლოკვით არც ეგ იყო საშიში, მგელთან ფეხებქვეშ დადგომით დარტმაც ადვილი იყო და დაცულიც იყავი მისი დარტყმისგან, ცეცხლა ბევრი ქნა, დანარჩენი Lighting- Spear -ით და მშვილდით დავაკელი. მერე მე თვითონაც მსგავსი პრინციპით მოვკალი, ერთი მეისრე coop-ში დავიხმარე, ბეჭედი და მგლის სული მივიღე, იქვე მეორე ბეჭედი ვიპოვე. firelink shrine-ის გზაზე ტყის covenant ვიპოვე თეთრი კატით, თუმცა მეგონა იქ შესვლას მეკიტხებოდა და უარი უთხარი დიალოგში, სხვა რამე ყოფილა და აღარ მელაპარაკებოდა მეტს, ისარი ვესროლა და გაქვრა. დავბრუნდი firelink shrine-იშ და ბოლომდე ვუქენი Kindle Bonefire-ს, 20 Estus Flask გამოსადეგ ადგილიდან.

2 arch boss დამრჩა მოსაკლავი, და ალბათ ბოლო ბოსთან მოვხდები. გამოსაკვლევი 4 ადგილი.
Anor Londo-ში Dukes Archives არ ვიცი რა დამხვდება.
Valley Of Drakes ოპციონალური ადგილია და მარტო loot-ისთვის უნდა გავწმინდო.
Ash Lake ძალიან ძნელი ჩასასვლელი, curse-იანი ბუზებისთავიანი ბაყაყებით,
New Londo Ruins კიდევ ერთი ცუდი ადგილი, მარტო გარკვეული ნივთის მოქმედების ქვეშ კვდებიან აქაური სულები, კიდევ კედელში გადიან და ბევრი ერთად მახეები არის, ჩამოვარნაც ადვილია.
ბოლოსთვის მოვიტოვებ ალბათ ამას.
დანარჩენი სამიდან სად წავიდე არ ვიცი ჯერ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1585
Contact:

Dark Souls

Unread post#119 » 20 Nov 2011 12:36

riddick

პროცენტებით არ ვიცი, დროით კი მალე 70 საათი მექნება ნათამაშები.

ლოკაციები, რომელიც ვნახე და ჯერ-ჯერობით თავს ვარიდებ - Tomb of Giants (ერთზე მეტ გიგანტურ სკელეტონთან ბრძოლა ბოლოს ძალიან მიჭირდა), New Londo Ruins (აქაური მოჩვენებებისთვის სპეციალური ხმალიც მაქვს ერთი ჯადოც, მაგრამ ჯერ მაინც თავს ვიკავებ ხელმეორედ შესვლისგან. ერთგან ძალიან ბევრი ეძრობა ერთად და mindfuck არის მაგათთან ბრძოლა) და Valley of Drake-ის ჭიშკრის მიღმა მდებარე ტერიტორია. ნუ, ამ უკანასკნელში როგორ შევიდე ის არ ვიცი ჯერ. არ ვიცი როგორ იღება, მაგრამ ეჭვი მაქვს რომელიმე სხვა ლოკაციასთან აქვს დამაკავშირებელი გზა. რამდენიმე Drake და ერთი დიდი undead დრაკონი კი მოვკალი ჭიშკრის აქეთა მხარეს. დრაკონი ცეცხლოვანი ისრებით გრძელი მშვილდით ისე მოვკალი, ვერც უგრძვნია. დრეიკებთან ძალიან გამოსადეგარია მოწამლული ისარი. სამწუხაროდ, ძალიან მალ-მალე მიმთავრდება ისრები. არა და Sen's Fortress-ში საკაიფოდ მადგება.

hellwalker-ის პოსტს არ ვკითხულობ, ჩემზე წინ არის და წინასწარ არ მინდა ბევრი რამის გაგება : D
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9466
Contact:

Dark Souls

Unread post#120 » 20 Nov 2011 17:57

საინტერესო იყო, განსაკუთრებით რამდენიმე მომენტში ამიმუშავდა ფანტაზია

და Zweinhander გადავაშენე

))) ტომის ევასება, სუ დაზვეინჰენდერებაზე ჩალიჩობს.

შემდეგი არეა იყო დიდი ლავის ტბა, შესასვლელში რაინდი დამხვდა დრაკონის ხიდიდან, დაბნეული/დაკარგული იჯდა bonefire-თან.

ესეც საინტერესო მომენტია, რაღაც უთანაგრძნე და თან რო წარმოვიდგინე მანდ მსგავს მდგომარეობაში თავი, საკმაოდ ჟუტკია.

Titanite Demon - ძალიან შთამბეჭდავ ვიდზე მომეჩვენა, დემონის წოდებას ნამდვილად იმსახურებს.

>>>

ხო რამდენადაც შევატყე, დიდათ არ გისწრებს ტომი, შეილება სადღაც 70 საათი 80 გქონდეთ, რაც ამ თამაშისთვის, რორგორც ჩანს, დიდი არაფერი არაა.
https://coub.com/view/24rzbh

Return to “RPG - Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests