Dark Souls, PC, X360, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Dark Souls

Unread post#121 » 20 Nov 2011 18:15

Titanite Demon ერთი იჩითება მჭედელთან. მერე რამდენიმე ლოკაციაში შედარებით პატარა (მაგრამ მაინც დიდი) 'ვერსიებად'. ორი დღეს მოვკალი ციხე-სიმაგრეში. მეც დამევასა ვიდზე. ცალი ფეხი არ აქვს და ხელს იყენებს გადასაადგილებლად, თუმცა ახტომისას სწრაფია და იარაღის მოქნევის არეალი დიდია. ახლა რკინის გოლემი უნდა დავაგდო, მოძრაობები შესწავლილი მაქვს და სტრატეგიაც შესაბამისად შემუშავებული. დალშე არ ვიცი რა მოხდება, ალბათ Anor Londo გამეხსნება.
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Dark Souls

Unread post#122 » 22 Nov 2011 21:25

დავაგდე რკინის გოლემი, რომლელთანაც ბრძოლისას მისი ხელით უფრო ნაკლებად ვკვდებოდი, ვიდრე პლატფორმიდან გადმოვარდნით. ჯართის კარგი მასალის დამარცხების შემდეგ მოფრინდა ორი მფრინავი არსება, ჩამჭიდა კლანჭები და გადამაფრინა შორს, Anor Londo-ს ლოკაციაში. მოპრიალებული, სუფთა ადგილი, როიალური შენობები, მაღალი, ელეგანტური სასახლე და მონასტერი. მთლიანად ყვითელი თუ ოქროსფერი, მზიანი ადგილი. შორს, მთაზე კიდევ ერთი დიდი სასახლე ჩანს, რომელთანაც მივალ თუ არა - ჯერ არ ვიცი. მონასტერამდე გასასვლელად ბულშით ვიწრო სახურავის მაგვარ განშტოებაზე მომიწია გადასვლა (ცირკანტად კი გამოდგებოდა ისე ჩემი გმირი). შევედი მონასტერში, ჩამოვაგდე დიდი ჭაღი და იქვე ვიწრო ხის გადასასვლელებზე დანის მსროლელი და მოხტუნავე ბერები მოვხსენი. გადავედი სასახლის შემოგარენ ტერიტორიაზე. ორი გოლიათი. 5~6 ისეთივე მფრინავი არსება, რომელთაც Sen's Fortress-იდან გადმომაფრინეს, და ორიც არჩერი (ჯერ არ ვიცოდი რა ერქვათ). ცოტა ხანი ამათთან ვიყავი, მალე ესენიც მოვაგვარე და შევედი ციხე-სიმაგრეში. შესასვლელთან bonefire და ძველი მეგობარი ვიპოვე (პარიშის მჭედლის ლოკაციასთან ახლოს მდგარი ვანდერერი), შემპირდა სამონს და ცეცხლიც ავანთე. ეს ადგილი იდეალური აღმოჩნდა სულების დასაგროვებლად - სავსე ვერცხლისფერი რაინდებით, რომელთა მოკვლაც 900 სულს იძლევა. ამის წყალობით ავლეველდი, Zweinhander უკვე ცალ ხელში დავიკავე და ზემოთ ავედი. გზად ერთი Titanite Demon დავაგდე ისრებით. სასახლის ბოლოს ორი გოლიათი და ერთი რაინდი დავაგდე და ჩემს ინვენტორიაში ახმაურდა ერთი მაგიური აითემი. გავხსენი, ავანთე და Firelink Shrine-ის firekeeper-ის მკვლელის სამყაროში გადავედი. ავეღმართე და მესამე ცდაზე დავამარცხე (თუმცა მისი თანამებრძოლები გადამირჩნენ fuck it..). დავბრუნდი მკვლელის სამყაროდან ისევ სასახლეში. აქვე ვითრიე ამ Silver Knight-ების სრული აღჭურვილობა თავისი ხმლით და გავაღე სასახლის მთავარი შესასვლელი, რითაც შევაერთე Anor Londo-ს ბოლო გზა - ანუ ლოკაცია გავაერთიანე და მურტალი გზებით აღარ მიწევს სიარული. ახლა ორი ბოსი ერთად გამეჩითა - გიგანტური მოსამართლე და ერთიც მოსილვერრაინდო მეომარი. სამონზე კაციშვილი არ მეხმარება და ისევ მარტო მომიწევს შებრძოლება. ხო, სასახლის მარცხენა მხარეს გიგანტური მჭედელი ვიპოვე, კარგ ისრებს ყიდის, dragonslayer arrows, მშვილდიც მაქვს ამათი, მაგრამ ჯერ dex 20-მდე უნდა ავიყვანო (ახლა 19 მაქვს, ერთი ლეველის მომატებას ამ დროისთვის 20K სულამდე სჭირდება).
Silver Knight Armor
>>>
ეს მაცვია ახლა. მაქსიმალურად არის მიმსგავსებული Black Knight-ის აღჭურვილობას.

ბოსების მოკვლის მერე ალბათ ის მაგიური ბარიერი გაქრება, ლონდოს დასაწყისიდან მარცხნივ რომ არის. არ არის გამორიცხული ეგ გზა მაღალი მთისკენ მიდიოდეს. მაგრამ მაინც არ გავაგრძელებ, ჯერ Firelink Shrine-ში უნდა დავბრუნდე, იმ გველისმაგვარ არსებას დაველაპარაკო და ქვემოთ New Londo Ruins-ში ანდედად ქვეული ძველი ნაცნობი დავბრიდო (ზარების ჩამორეკვაზე ვინც მითხრა პირველად მოსვლისას) და ბარემ ლოკაციაც გავწმინდო. ისე, რასაც ვაკვირდები, მგონი მაგარი მივქარე მაგია რომ დავიკიდე და მარტო ხმლის პირზე და შიგადაშიგ მშვილდ-ისარზე რომ მყავს გმირი, ზოგჯერ ისეთი მომენტებია, ფიზიკურად ძალიან რთულია ბოსთან ახლოს მისვლა შესატევად. ხო, კიდევ გიგანტების ქვესკნელში ვარ ჩასასვლელი და სასტიკად მეზიზღება ;/
I won't miss.

Riddick
Posts: 11714

Dark Souls

Unread post#123 » 22 Nov 2011 22:53

Zweinhander უკვე ცალ ხელში დავიკავე

ამაზე ექსტაზის გრძნობა დამეუფლა, ვინც მაგ ხმლის რეალური ზომა არ იცის ვერ მიხვდება რას ვამბობ, მარა დიდი სიამოვნებით ვნახავდი როგორ იყენებს ფართან ერთად, ალბათ უფრო შუბივით, სხვანაირად არა ლოგიკური გამოვა )))
Silver Knight Armor - დასტოინი ვიდზე ყოფილხარ უკვე:

>>>

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Dark Souls

Unread post#124 » 22 Nov 2011 22:57

კი საკაიფო ვიდზეა. ჩატვირთვის დროს შავი არმორიც ვნახე და მაგრად მინდა.
Zweinhander-ს შუბივით არა, ისევ ისე, როგორც ორ-ხელიანი მოქნევისას, მაგრამ უფრო სწრაფად და ზედმეტი დგომის შეცვლის და ფარის შენახვის გარეშე.
I won't miss.

Riddick
Posts: 11714

Dark Souls

Unread post#125 » 27 Dec 2011 21:12


User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Dark Souls

Unread post#126 » 29 Dec 2011 02:02

გუშინ გავიხსენე სკაირიმის წყალობით მივიწყებული Dark Souls.

ორი Boss Fight მოვიგე სამი ბოსის მოკვლით და ისევ მივაგდე.

Painted World-ში გაუჩინარების უნარის მქონე ცელიანი ქალი Priscilla დავბრიდე, სამყაროდან ალეველებული გამოვედი და მრავალჯერ ნაცადი ბრძოლაც მოვიგე - Smouth & Ornstein. ორი ბოსი ერთად გებრძვის და mindfuck-ის მაღალი დონე ეძრობა. მინიმუმ ასჯერ ვარ ამათთან მკვდარი. malee-თი ძალიან რთული საჩხუბარი იყო. ბოსებს კი რეინჯიც დიდი აქვთ და ახლო ბრძოლაშიც მაგრები არიან. ერთი ძალიან ძლიერია, ერთი ძალიან ძლიერი და სწრაფი. ბევრი სეტის გამოცვლის და ცდის შემდეგ Smouth-ს light powered შუბით დავაკელი ნახევარი სიცოცხლე, Ornstein Zweinhander-ით დავაგდე და ძალა მომატებული და მარტო დარჩენილი Executioner-საც იგივე შევუსრულე. ნახატის სამყაროდან, სადაც სულების დასაფარმად მშვენიერი ადგილი ეძრობა, გამძლეობა მომატებული და ძალა აღზევებული შევუვარდი და მეხუთე~მეექვსე ცდაზე badd-ass როჟა დავიკავე. ახალი fav იარაღი - lighting spear.

დავებაზრე მშვენიალური მკერდის მქონე ქალს, გამოვართვი ლორდვიზელი და დავბრუნდი firelink shrine-ში, სადაც გველის მაგვარმა არსებამ მიწისქვეშეთში ჩამიყვანა და სულებით ასავსები ალტარი მანახა. სამი ლორდი მყავს დასაგდები და სულები ასაღები. ამათ გარდა კიდევ ერთი თუ ორი ბოსი. სულების ქალაქში ვიყავი, ვიღაც მასტიც გავაძრე, მაგრამ ბოსამდე ჯერ ვერ მივედი, დავიკიდე და ანორ ლონდოდან ავაჭერი ახალ ლოკაციაში. მოვკალი ორი Undead Parish-ის მარტორქის მსგავსი არსება და შევედი უზარმაზარ ბიბლიოთეკაში. იქიდან გასულმა Seath the Scaleless-ის კრისტალების გემო ვიგემე და ჩვეულებრივ ცეცხლთან დაბრუნების ნაცვლად ახლა სადღაც საპყრობილეში აღმოვჩნდი. გავანგრიე იქაურობაც და ისევ ბიბლიოთეკაში ამოვძვერი, 1~2 საათი იქ გავატარე და შენობა დავაკავშირე კრისტალურ ბაღთან, საიდანაც უკვე მივდივარ ბოსთან (მისასვლელი გზა mindfuck-ია, უხილავი ბილიკები და ზედ მოსიარულე კრისტალის გოლემები). ჯერ-ჯერობით სტრატეგია არ შემიმუშავებია და Dark Souls ისევ თაროზე შემოიდო, ალბათ ახალი წლების მერე ისევ ჩავრთავ... და დავხურავ.

იშვიათი შემთხვევა, როცა IGN-ის სტატია მომწონს და ვეთანხმები
I won't miss.

Riddick
Posts: 11714

Dark Souls

Unread post#127 » 10 Jan 2012 02:04

გაიგეთ ხო? =) პეტიცია რო გამოაცხადეს თამაშის PC-ზე გადატანაზე და უკვე რომ 53,343 signatures დაგროვდა, გაიგეთ ხო ყველამ ?!! )

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dark Souls

Unread post#128 » 10 Jan 2012 08:54

მაგარი გაასწორებს, უბრალოდ რამე ხანიგა პორტი არ ქნან.
აქ რომ ფრეიმრეიტი დაეცეს ან დაგიკრაშოს შეიძლება მონიტორი გაიტანო თავით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Dark Souls

Unread post#129 » 10 Jan 2012 12:30

hellwalker wrote:მაგარი გაასწორებს, უბრალოდ რამე ხანიგა პორტი არ ქნან.
აქ რომ ფრეიმრეიტი დაეცეს ან დაგიკრაშოს შეიძლება მონიტორი გაიტანო თავით.

კი, რამდენიმე ლოკაციაში კონსოლზეც იწყებს FPS ვარდნას და რამდენჯერაც ეგ მოხდა იმდენი პანიკაში ჩავვარდი : D

ძალიან კარგი თუ გამოვა.
I won't miss.

Riddick
Posts: 11714

Dark Souls

Unread post#130 » 12 Jan 2012 02:06

დამატება გამოდის, მარა არიციან რასახის იქნაბა, უფრო მულტიფლეიერისას ვარაუდობენ. სახელი - Yami No Mori ინგლისურად Forest of Darkness ნიტო Dark Forest.
პ.ს. პეტიცია უკვე 62,111 signatures ავიდა.

Riddick
Posts: 11714

Dark Souls

Unread post#131 » 14 Jan 2012 23:43

"I honestly wasn't expecting such a massive support. My boss(es) even came to talk to me about this, after it explodes all around the world. If you wanted to have the attention of Namco Bandai Games, now you have it.

მგონი ოფიციალური პორტის ანონსად შეიძლება რო ჩაითვალოს.
როგორც ჩანს Namco Bandai Skyrim და Witcher 2-ის მაგალთზე დაყრტნობით გარისკავს. "ჰარდკორი" ხომ PC-სთვის უფრო ახლოა. ამას პლიუს Steam-ის მოხერხებული სერვისი და რეალური ფასები. ვნახოთ, თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც ეხა ვითარდება, ძალიან კარგი იქნება. წყარო RUS

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Dark Souls

Unread post#132 » 05 Feb 2012 11:53

ონლაინში ვითამაშე. ვითამაშე რა, ვიყავი. სხვა მოთამაშეების წერილებს ვკითხულობდი და ვხედავდი, როგორ მოკვდნენ. მაგრამ PVP და Co-Op-ის ნიშნებს არავინ გამოეხმაურა. წინასწარ უნდა შეუთანხმდე ალბათ ვინმეს, თორემ ისე ძალიან იშვიათია დასამონდე. დავუწერ ერთი FB და ფორუმზე, იქნებ ვინმემ მიიღოს დუელი, მანამდე ისევ Seath the Scaless-სთან შევვარდები.
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Dark Souls

Unread post#133 » 10 Feb 2012 23:15

Seath the Scaless-ს გადავუარე. ერთხელ ისე სასტიკად მომკლა, ვერ მოვინელე და ნახევარი დღე კრისტალურ ბაღში ვფარმავდი სულებს კრისტალ-გოლემების მოკვლით. +5 str და +3 edr მოვიმატე და მოვემზადე შესახვედრად. ყველაფერი გაძრობილი, სწრაფი და პერსონაჟი, ცალ ხელში Zweinhander, მეორეში შავი რაინდის ფარი, სათადარიგო იარაღად მანათობელი შუბი. განრისხებულმა გზად არც-ერთი მტერი დამიიგნორებია და ყველა ამოვწყვიტე, სწრაფად გადავირბინე უხილავი ბილიკები და ბოსის არეაში შესასვლელამდე ფარის გამოყენების გარეშე, ორივე ხელი ხმალზე, სასტიკი და მომაკვდინებელი დარტყმებით გავავლე მუსრი "მარგალიტ" მტრებს. არ შევჩერებულვარ ისე გავარღვიე Seath-ის ირგვლივ გავლებული ნისლი. სწრაფი სირბილით მივვარდი და 360 გრადუსიანი ბრუნვით ინერციით გადავულეწე დამცველი კრისტალი. შეტოკდა და ახლოს მივედი. HP-ს გასატესტად შუბი ამოვიღე და დამცველი შეტევით მუცელში დავარტყი. გადავცვალე ისევ Zweinhander-ზე და ფეხებში შევუსრულე ნახტომით დარტყმა. აიზიდა მაღლა და კრისტალები გაუშვა. გვერდით გადაკოტრიალება დაშვებითი დარტყმის ასაცილებლად და სირბილი კრისტალებისგან გასაქცევად. სულ მცირე მანძილი იყო სწრაფად გაშლილ კრისტალებს და ჩემს მორბენალ რაინდს შორის. მორჩა და გაჩერების გარეშე მეორე ფეხში გადავუშალე ხმალი. უკვე ნახევარზე ცოტა აქვს სიცოცხლე. გადავცვალე შუბზე და ჩელენჯისთვის ფარი შევინახე. ორივე ხელით შუბი მიჭირავს და წრიულად მისი მოძრაობის საპირისპიროდ ვუვლი. ამ დროს გამოუშვა კრისტალების მეორე ტალღა. შევცვალე მიმართულება კოტრიალით და ნახტომით გავუჭიმე შუბი. მოხვდა და კრისტალებიც დაინგრა. ახლა უკვე მე გავუშვი შეტევების ტალღა და ოთხჯერ ზედიზედ შევუტიე შუბით. სიცოცხლის ინდიკატორი აჩვენებდა, რომ Zweinhander-ის ერთი ნახტომით ძლიერი დარტყმა და Seath the Scaless მიწასთან გასწორდებოდა. კრისტალების გაშვების სამზადისში Seath the Scaless ამაღლებულ პოზაში ბოლოჯერ ეზიარა Thaetriah-ის მომაკვდინებელი ხმლის პირს.
I won't miss.

Riddick
Posts: 11714

Dark Souls

Unread post#134 » 10 Feb 2012 23:52

ბიჯო fraps-ით რო ჩაწერო რამე საკაიფო შეტაკებები არმოგსვლია აზრად? მე ვაპირებ ეხა სხვა თამაშებზე მაგის ჩალიჩს, წესით სახალისო უნდაგამოვიდეს და გირჩევ შენც.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Dark Souls

Unread post#135 » 11 Feb 2012 00:00

PVR არ მაქვს თორემ კი. FRAPS პერსონალური კომპიუტერებისთვის არის მხოლოდ. გაასწორებდა ერთი კარგად გაკეთებული ვიდეო ისე. თან new game + თუ დავიწყე.
I won't miss.

Riddick
Posts: 11714

Dark Souls

Unread post#136 » 11 Feb 2012 01:11

თუ გამოუშვეს PC ვერსია მერე ერთად ჩავწეროთ თუგინდა, სერიოზული მუღამი იქნება.

BoromiR
Posts: 638

Dark Souls

Unread post#137 » 12 Feb 2012 14:47

თუ გამოუშვეს PC ვერსია მერე ერთად ჩავწეროთ თუგინდა, სერიოზული მუღამი იქნება.

ხუმრობ?
რომც მოხდეს მაგნაერი რაღაცა, როგორ ითამაშებ ონლაინში? ამის გატეხვა ჩემთვის წარმოუდგენელია. გლობალური სერვერი უნდა გატეხო მაშინ. anyway...

Riddick
Posts: 11714

Dark Souls

Unread post#138 » 13 Feb 2012 01:46

რო გავტეხეთ არიცოდი? აი ტომი 45 მარშუთკაში ჯდება, ჩემთან გამოდის და გატეხილ ორკაციან ვერსიას ვთამაშობთხოლმე ერთად

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Dark Souls

Unread post#139 » 13 Feb 2012 13:52

გატეხილი ორკაციანი ვერსია )

ბორო PvP ან Co-Op არ უგულისხმია, ერთად თამაში და badass walkthrough ან მონტაჟზე თქვა.

ისე თუ გამოუშვეს საერთოდ და თან გატყდა მთლიანად, PvP-ს ექნება ძაალიან დიდი მუღამი. მაგრამ რელიზთან ერთად MP პატჩი უნდა გამოუშვან, თორემ crap არის ახლა.

Four Kings-თან ვარ ახლა შეჩერებული, ამ მომენტისთვის შემიძლია ნიტოსთანაც ვცადო მისვლა, მაგრამ იქ devine იარაღის გარეშე შესვლა თვითმკვლელობაა. ~10-კერ უკვე მოვკვდი. ვცადე შუბი, Claymore და ახლა ისევ მძიმე Zweinhander-ით ვებრძვი. მოძრაობებს დავუმუღამე, დარტყმისას ვყვები და ყველა დარტყმას ვიცილებ, მაგრამ მაგიური შეტევები ძალიან მწევს უკან. crest shield-ით ვბლოკავ, მაგრამ სიცოცხლეს მაკლებს ცოტას და სტამინას თითქმის მთლიანად. თან ერთი შეცდომა და დროში იწვი, და დროზე თუ ვერ მოკლავ უკან მეორე და მესამე და ბოლოს მეოთხე ჩნდება და ალყაში ხარ ფაქტიურად. დღეს საღამოს უნდა მოვკლა.
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Dark Souls

Unread post#140 » 25 Feb 2012 15:16

ამ წამს დავაგდე Gravelord Nito, პირველივე ცდაზე. მხოლოდ ერთხელ მოახერხა ჩემზე დარტყმის წარმატებით განხორციელება, ისიც შორიდან მიწას დაარტყა და ჩემთან ამოხეთქა ლავიანმა ხმალმა. ასეთი მატივი ბრძოლა ჯერ არ მქონია. არა და ნიტოსთან ბრძოლისთვის ვემზადებოდი ყველაზე მაგრად, არ ჩავდიოდი სპეციალურად. Tomb of Giants-იც არ ყოფილა ისეთი ჯოჯოხეთური ადგილი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ნიტომდე Four Kings დავაგდე. Silver Night Armour + 5 (ყველა ნაწილი), Lighting Spear +5 და Raw Zweinhander +5. ასე დავდივარ ახლა. ნუ ამ ლოკაციაში მეკავა შუბის მაგივრად Devine Battle Axe, ჩონჩხები რომ არ გაცოცხლებულიყვნენ სიკვდილის მერე.
I won't miss.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 174 guests