Torchlight 2, PC, X360

RPG, JRPG, TRPG, Roguelike, HacknSlash, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
DaNTeX
Posts: 42
Contact:

Torchlight 2

Unread post#1 » 04 Aug 2010 22:32

>>>

გასაოცარი, გასაოცარი ნიუსი H&S-ს ფანებისთვის, რომელიც ამ დილით გამჟღავნდა. Runic Games დაადასტურა რომ ისინი "Torchlight"-ის მეორე ნაწილზე მუშაობენ და იგი შემდეგ გაზაფხულს გამოვა.

პირველი ნაწილი იყო ნამდვილად კარგად გაკეთებული "Diablo"-ს კლონი, რომელიც წინა წელს დარელიზდა. ეს ნამდვილად ''Under-The-Radar'' თამაში იყო. შთამბეჭდავი პერსონაჟების დაკონფიგურება და მართლაც რომ ბრწყინვალე ვიზუალის სტილი. ტექნიკური მოთხოვების გამო კი თამაშის გაშვება თითქმის ყველა კომპიუტერზე იყო შესაძლებელი.

ახალ ნაწილს ექნება Co-Op-ის მხარდაჭერა და ითამაშება LAN-ით ან Internet-ით.
პირველ ნაწილში თუ გვქონდა მხოლოთ სამი სათამაშო კლასი, ახლა იქნება ოთხი სრულიად ახალი პერსონაჟი.
როგორც ორიგინალი "Diablo" "Torchlight"-ის 98% ადგილს მიწისქვეშეთში იკავებს. მეორე ნაწილში თამაში ძირით მიწის ზედაპირზე გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მხატვრულ ლოკაციებს შემოგვთავაზებს.

User avatar
Riddick
Posts: 9378
Contact:

Torchlight 2

Unread post#2 » 11 Nov 2011 21:25

>>>
    დეტალები
  • თამაშის მეორე ნაწილის ერთერთი უმთავრესი ცვლილება მულტიფლეიერი გახდება.
  • შეგახსენებთ, რომ თამაშში იქნება უზარმაზარი, პირველი ნაწილისგან განსხვავებით არა მიწისქვეშა, არამედ მიწის ზედაპირზე მოცემული ლოკაციები, რომელთა გენერირებაც ავტომატურად მოხდება. ასევე ავტომატურად რეგენირებული იქნება მოწინააღმდეგეები და მათგან ამოცვენილი ნივთები.
  • კიდევ ერთი სასიხარულო ამბავია ის, რომ თამაში თანამედროვე პროექტებისთვის ჩვეული 50-60 დოლარის მაგივრად, კვლავ 20 დოლარად გაიყიდება.
  • Torchlight 2-ში გამოყენებული იქნება იგივე გრაფიკული ძრავი. რაც იმას ნიშნავს, რომ თამაში სუსტი პარამეტრების კომპიუტერებზეც კვლავ მშვენივრად იმუშავებს.
  • მოცემული ნაწილი, მეორე დიაბლოს მსგავსად, სამ ნაწილად იქნება დაყოფილი.
  • Torchlight-ის მსგავსად, თამაშის გამოსვლის პარალელურად ხელმისაწვდომი გახდება მისი ინსტუმენტარიც. მოდებით გატაცებული აუდიტორიაც არ დარჩება იმედგაცრუებული.
  • მოცემული იქნება დღეღამის და ამინდის ცვლილების დინამიური სისტემაც
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature=youtu.be&fbclid=IwAR2nndS1wo3KzT_REmxuIn_39Z9E1Gs8d5wZ0MzS5lZ3NNrcrMd525QtSqs

User avatar
Riddick
Posts: 9378
Contact:

Torchlight 2

Unread post#3 » 20 May 2012 20:38

მესამე დიაბლოს ყველაზე სერიოზული საპერნიკის ბეტა გამოვიდა. Sep 30, 2012 ოფიციალური რელიზის დღე, მანამდე დიაბლოს პირატულ სერვერსაც აამუშავებენ ალბათ.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature=youtu.be&fbclid=IwAR2nndS1wo3KzT_REmxuIn_39Z9E1Gs8d5wZ0MzS5lZ3NNrcrMd525QtSqs

User avatar
Riddick
Posts: 9378
Contact:

Torchlight 2

Unread post#4 » 21 Sep 2012 03:08

გამოვიდა:
Release Date: Sep 20, 2012
Developer: Runic Games
Genre(s): Role-Playing
Metascore 91 out of 100
User Score 9.4 out of 10
პლადფორმები: PC

ძალიან დადებითი პირველი შეფსებები:

> GameSpy - 5/5
> GamingTrend - 95/100
> MMGN.com - 9,5/10
> AusGamers - 9/10
> IncGamers - 9/10
> GamesBeat - 85/100
> Joystiq - 4,5/5
> GamesRadar - 4,5/5
> Hardcore Gamer - 4,5/5
> IGN - 9,1/10
> RPGamer - 4/5

GameRankings-ის საერთო ჯამი 90,55%.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature=youtu.be&fbclid=IwAR2nndS1wo3KzT_REmxuIn_39Z9E1Gs8d5wZ0MzS5lZ3NNrcrMd525QtSqs

User avatar
Ripster
Posts: 1465
Contact:

Torchlight 2

Unread post#5 » 25 Sep 2012 16:59

ვა რა სერიოზული შეფასებები აქვს

aspire one 725 ვერ გაქაჩავს? : D
დიაბლო ვერ ვითამაშე ამას მაინც იქნებ ჩავუჯდე : D
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 9378
Contact:

Torchlight 2

Unread post#6 » 25 Sep 2012 19:11

ზუსტად ვერ გეტყვი მარა ძლიერი კომპი არუნდა ჭირდებოდეს წესით
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature=youtu.be&fbclid=IwAR2nndS1wo3KzT_REmxuIn_39Z9E1Gs8d5wZ0MzS5lZ3NNrcrMd525QtSqs

User avatar
Riddick
Posts: 9378
Contact:

Re: Torchlight 2

Unread post#7 » 19 Nov 2018 17:11

2012 და-ვიშლისტებულ თამაშს დღეს ვთამაშობ :) თემა საერთოდ 2010-ში, რვა წლის წინ არი გახსნილი ))))

დღეს ხო ზოგადად ტენდენციაა ისეთი რო ყველაფერი რაც გამოდის, თუნდაც ერთ მოქმედებიანი ინდი, იმაშიც რაღაც სიღმისეული სიუჟეტი უნდა იყოს და მაგრად დამღალა მაგან ამ ბოლო დროს. იდეაში კარგი სიუჟეტზე ორიენტირებული თამაშები კარგია, მარა ძაან მეზედმეტება უკვე. ხოდა ის მომენტი მოვიდა რამე ერთუჯრედიანი, მარა მექანიკურად მრავალფეროვანი რო გინდა. რო გადავხედე, ამაზე კაი ვარიანტი სტიმზე არაფერი არ მქონდა და სიამოვნებით ჩაუჯექი.

ღადაობა ისაა რო თავის დროზე მესამე დიაბლო არ იყო ისეთი მესამე დიაბლო როგორიც Torchlight 2-ი დამხვდა. ორიგინალ სერიაზე მომუშავე ხალხის ყოფილა კაკრას. თან 8 წლის დაგვიანებით რო თამაშობ რამეს, რომელიც ამ წლების განმავლობაში ასე თუ ისე სუ აქტიური პროექტი იყო (უფრო ალბათ ონლაინის გამო), რაღაც 150% გაპოლიშებულ პროდუქტს იღებ და ყველაფერი იმდენად გამართულია რამდენადაც ამ კონკრეტული ჟანრის ფარგლებში შეილება რომ იყოს. სერიოზულადაა დაბალანსებული სპელები, ლუტის დროფი, ზოგადად ეკონომიკა. არ მახსოვს ნორმალი დავიწყე თუ ჰარდი, მარა თამაში საკმაოდ რთულია და გააზრებულ გეიმფლეის მოითხოვს, დაჟე პირველ გასვლაზე. კონტენტის რაოდენობაც დიდია, უკვე 32 საათი დამიგროვდა და ემჩნევა რო ერთი 15 20 კიდე მიემატება. ანუ ის რაც ევალება, ტიპი 100% ასრულებს. და ამას პლის აქვს უმაგრესი, მეორე დიაბლოს სტილის მუსიკა, რაც ნოსტალგიას და ატმოსფეროს მაგრად ამძაფრებს. ერთადერთი რაც დაკარგა თამაშმა და რაც ალბათ უდაო მინუსია, არი ის მისტიური და ბნელი ვიზუალი, დიაბლოს რაც თავის ძირითად შარმს აძლევდა. ეს საერთოდ სხვა მიმართულებით მიდის მაგ მხრივ და რაღაც თავის მუღამი აქ, მარა ზემოთ ნახსენებს ნამდვილად ვერ შეედრება.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature=youtu.be&fbclid=IwAR2nndS1wo3KzT_REmxuIn_39Z9E1Gs8d5wZ0MzS5lZ3NNrcrMd525QtSqs

User avatar
Riddick
Posts: 9378
Contact:

Re: Torchlight 2

Unread post#8 » 23 Nov 2018 14:29

დავხურე და ყველაფერი კარგი იყო, მარა საერთოდ არაფერი არ იყო ახალი. არი ძველი იდეების გამეორება, რომელსაც უშუალოდ თავისი ელემენტები თითქმის არააქ. მაგის გამო ვერ ხდება ისეთი თამაში რო NG+ მოგანდომოს. ნუ კიდე გახდებოდა მთლიანად პროცედურული გენერირება რო იყოს. კი რაღაც უმნიშვნელო ელემენტები იცვლება, მარა საერთო ჯამში იგივეა ყველა ლოკაცია.

მეორე დიაბლოში ყველა დაწყებაზე ფაქტიურად ახალ ექსფერიანსსზე მიდიოდი და ლუტზე ნადირობასთან ერთად ეგ იძლეოდა თამაშის მოტივს. რაღაც დამატებითი მისტიკის და უნიკალურობის თემა შემოქონდა. მომენატრა ეგეთი ექსფერიანსი
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature=youtu.be&fbclid=IwAR2nndS1wo3KzT_REmxuIn_39Z9E1Gs8d5wZ0MzS5lZ3NNrcrMd525QtSqs

Return to “RPG - Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 15 guests