Total War: Shogun 2, PC

თამაშები ▶ დეტალების სია ▶ აღწერა ▶ შთაბეჭდილება ▶ პრევიუ ▶ მიმოხილვა ▶ ანალიზი ▶ სერიის რეტროსპექტივა
User avatar
Tom Clancy
Posts: 1728

Total War: Shogun 2

Unread post#1 » 29 Jul 2010 19:52

>>>

- Developer - Creative Assembly
- Publisher - Sega
- Genre - Strategy
- Release Date -TBA 2011

ამ ათწლეულში ბევრი ტოტალური ომის სერია გამოსულა, ყველა მათგანი ნათამაშები მაქვს და შეიძლება ითქვას, ყოველ მათგანს ველოდებოდი ანონსის შემდეგ. მაგრამ არც–ერთს არ უმოქმედია ჩემზე ისე, როგორც ათი წლის წინ გამოსული, ჩემთვის ერთ–ერთი უსაყვარლესი სტრატეგიის, Shogun: Total War-ის სიქუელმა. ჯერ სულ რამდენიმე სქრინია და ერთი–ორი თითიდან გამოწოვილი ინფო, მაგრამ აქედანაც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე საინტერესო ანონსია TW–სი. თვითონ ორიგინალი 2000 წლის სერიის იდეა, აზია, ყველაზე უნიკალურია საერთოდაც და ტოტალ ვორების ჯაჭვშიც, და ბევრი ფანის თქმით, არ უნდა დარჩენილიყო აზრი გაგრძელების, თანამედროვეობაში გადმოტანის და განვითარების გარეშე. და აგერ, 2000 წლის შემდეგ 2010–ში ვიგებთ, რომ 2011–ში სამურაებთან ერთად, მორიგ დიდ ლაშქრობებს უნდა ველოდოთ

=============

ბოლო ორი (Empire, Napoleon) სერიით ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ ბევრი განახლება გარე ვიზუალის მხრივ, მაგრამ ახლა შედარებით უფრო მეტს უნდა ველოდოთ, სრულიად საფუძვლიანად.

როგორც სჩანს, Charles Onyett–ის თქმით IGN–ზე, ემპაერისა და ნაპოლეონის სამხედრო დაჯგუფებებს ნაირ–სახეობასა და რაოდენობაში მკვეთრად აჯობებს მომავალი სერია, თან უნდა აღინიშნოს მათი (სამხედრო ერთეულების) დახვეწილობა, რაც სქრინებიდანაც შესამჩნევია. 30–ზე მეტი სხვადასხვა მეომარი ერთეული. Creative Assembly ხვეწავს იუნიტებისადმნი „თვალ–ყურის დევნების“ მოუდსაც. უფრო რეალური იქნება მიახლოებული (zoomed) დაჯგუფებების – როგორიცაა, მაგალითად მშვილდოსნები, კავალერია, შუბოსნები, etc. - მოქმედებები, ურთიერთქმედება, შესაბამისად გაუმჯობესდება ბრძოლისა თუ მზადების, მთლიანად ბრძოლის ველის ახლო ხედი. უამრავი რამ არის, რაც დადებითისკენ შეიცვლება ამ სერიაში, თუმცა ყველაზე ნათელი ჯერ–ჯერობით გრაფიკული კუთხეა. მოქმედება ხდება ფეოდალურ იაპონიაში 1545 წლის ირგვლივ.

მასიური, მთლიანი რუკა ჯერ არ არის ვიცით, მაგრამ დემო წაუთამაშიათ და ძალიან საინტერესო იყო თვითონ ბრძოლების თანმიმდევრობა, და მიმდინარეობა. ბრძოლის ველზე დამატებული ყოფილა ძალიან ბევრი დეტალი, ისეთები, როგორიც თვითონ პროცესს საინტერესოს და უკეთეს შესახედაობას აძლევს; მაღალი ბალახები, შიგ სამხედრო დაჯგუფებების ნაწილის ჩამალვა, რაზეც უკვე ბუნება მოქმედებს – ნისლი, ქარი, ბინდი. შეიძლება ზოგიერთი მათგანი წინამორბედ სერიებში იყო, ან მათ განახლებებში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აქ ყველაფერი დამატებული და პროგრესირებულია. დემოში ჩანდა ახალი, ბრძოლის ტერიტორიაზე გაშენებული პატარა სოფლები, რომლის გარემო ეხამებოდა გაშლილ მინდორსა თუ ტყეებს და გასაოცარ კონტრასტს ქმნიდა. ბუნებაში ბევრი სხვადასხვა დეტალი ქმნის ერთობლივ, სასიამოვნო ატმოსფეროს. წვიმის ეფექტი, რაც არც თუ ისე კარგია წინა ნაწილებში, აქ უკვე მაქსიმალურად რეალური იქნება, და არა მარტო წვეთებით, არამედ ასეთი ელემენტებით – წვიმისას შეგვიძლია ნებისმიერი მანძილიდან დავაკვირდეთ გზების კუთხეებში ბუნებრივად შექმნილ არხებში გამდინარე წვიმის წყლებს, სახურავებზე დაგროვილი წყლის სახლის მილებიდან ჩამოსვლა და მიწასთან შეერთება და ა.შ.

უამრავი დეტალი დაუმატებიათ ინდივიდუალ ჯარისკაცებისთვისაც. ჯერ თვითონ ფორმა (ფიგურის, მთლიანი მოცულობა), შემდეგ უნიფორმა, და ისეთი ელემენტები, როგორიცაა, მაგალითად, მათ ხელში, უმეტესად სამხედრო წრეებში შუა ნაწილში, ლანტერნები (ლამპები), რომლებიც ლამაზად ანათებს გზას მათ გარშემო. იუზერ–ინტერფეისის ზომა მაქსიმალურად შემცირებულია, რაც ვიზუალს ასევე მსუბუქს და უკეთესს ხდის და საკუთარი თუ მტრების სამხედროების გარჩევაც შედარებით მარტივად და დაუტვირთველად იქნება შესაძლებელი, პატარ–პატარა სურათებით, კარდებით.
ბრძოლის ველზე შესაძლებელი იქნება ერთმანეთს სასიკვდილოდ შეერკინოს 56 ათასზე მეტი მეომარი. ამ შემთხვევაში ბრძოლა უფრო ტაქტიკური იქნება და იუნიტებს შორის განაწილების ბალანსი კარგად იქნება წარმოდგენილი. ბრძოლისას ბევრ გმირობას ექნება ადგილი, რაც ასევე კარგად იქნება ნაჩვენები (წინებისგან განსხვავებით, რაც უფრო ნაწერებსა და მინი–სურათებში შეიმჩნეოდა და არც თუ ისე დიდ გავლენას უკეთებდა თამაშს) და მოთამაშეს, მეომარს მოემატება ე.წ. ‘მორალი’. უფრო საინტერესო გახდება ციხე–სიმაგრეებისა და სასახლეების აღება, მეტი დეტალიზაცია და სირთულე (difficulty level-თან შესაბამისად, ცხადია.); კედლების გადაწვა, შევარდნა, ამოხოცვა, დაღლა.. სწორედ ამ სასახლეებს ეთმობათ ამჯერად უფრო მეტი ყურადღება; იაპონიის ტიპიური სასახლეები ამჯერად ლანდშაფტის 3 ადგილას იქნება აგებული – ხმელეთზე, სანაპიროზე და მთებთან ახლოს. თითოეულზე კიდევ 5 დონის განახლება იქნება, ასე რომ, სასახლეების 15 სახის კონფიგურაციას უნდა ველოდოთ. საზღვაო სამხედრო ბრძოლები უფრო გამარტივებული იქნება, როგორც სჩანს. უმეტესად იმიტომ, რომ ამ დროს ადრეული გემები იმართება ნიჩბებით და უფრო ზუსტია გადაადგილების დირექტორია. გემებზე იქნებიან მებრძოლები, მაგალითად მშვილდოსნები. თამაშში 12 განსხვავებული სახეობა იქნება. კამპანიის დროს, როგორც წესი, ჩვენი სვლა სეზონური იქნება, და წელიწადის დროები ეფექტურად შეიცვლება. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ მენეჯმენტს, მთავრობის მმართველობის ბევრად უფრო განვითარებულ სისტემას, რაზეც ალბათ მოგვიანებით მეტ რაიმეს გავიგებთ.
ჯერ–ჯერობით სულ ესაა, მომავალში მეტ სიახლეს უნდა ველოდოთ.
ანძა და გზა...

User avatar
SLaYeR
Posts: 5278

Total War: Shogun 2

Unread post#2 » 30 Jul 2010 02:47

ძალიან მაღალი დონეა
მაგრად მევასება TW სერიები (Rome + Barbarian, Medieval II + Kingdoms)
ეს საერთოდ გადაუვლის სუყველას : )
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5527
Contact:

Total War: Shogun 2

Unread post#3 » 30 Jul 2010 08:14

პირველმა ძალიან ძალიან ცუდი შთაბეჭდილებები დამიტოვა
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 10124

Total War: Shogun 2

Unread post#4 » 30 Jul 2010 13:38

ისე ბუნების ეფექტებზე რაც გიწერია მაგარი საინტერესოა, მაგრად მოუხდება თამაშს მარა უბედური სისტემა დაჭირდება, დაჟე ნაპოლეონ ტოტალ ვორზე უარესი და ეგაა ცუდი.
+50
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
SLaYeR
Posts: 5278

Total War: Shogun 2

Unread post#5 » 30 Jul 2010 22:51

Release Date: Mar 15, 2011
Developer: Creative Assembly
Genre(s): Turn-Based Strategy
Metascore 90 out of 100
User Score 8.3 out of 10

ეხლა ისეთ მუღამში ვარ სავარაუდოდ Barbarian Invasion-ს ჩავწერ და ჰუნებით ვითამაშებ <33333
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 13 guests