Cities XL 2011, PC

RPG, JRPG, TRPG, Roguelike, HacknSlash, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities XL 2011

Unread post#1 » 10 Jul 2010 15:00

>>>

Cities XL 2011
=============

- Publisher-Developer - Focus Home Interactive
- Genre - Modern City-Building
- Release Date - October 2010

გეცოდინებათ Cities XL, გამოსვლის თარიღამდე პოტენციური როვოლუცია City-Builder ჟანრში, მისი მოყვარულებისათვის დიდი იმედი, რაც ბევრ ახალ, ჯერ არნახულ იდეებს მოიცავდა. ხოლო რელიზის შემდეგ ისეთი კომენტარები, როგორიცაა: Meh! Fair, Not good enough და ა.შ. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება იყო ჩემიც, გაკვრით თუ სრულფასოვნად თამაშის შემდეგ, რაც სრულიად საფუძვლიანი იყო. სამწუხაროდ ყველამ ნახა, რომ ამ იდეების განხორციელების პროცესი ჩაფლავდა; წამყვან გეიმინგ საიტებმა სხვადასხვა მინუსები დაუწერეს, რომლებიც დადებით მხარეებს რაოდენობრივადაც და აზრობრივადაც უსწრებდა.
ცოტა არ იყოს, წინასწარი შეფასებები და დეველოპერების დაპირებები თავიდანვე არც თუ ისე მყარად მეჩვენებოდა (მიუხედავად დიდი ოპტიმიზმისა და იმედისა), მაგრამ ახლა, FHI-ს სიტყვები - რომელიც ზუსტად მეტყველებს იმაზე, რომ მოცემულმა კომპანიამ გაიხედა შორს SB-ს მომავლისკენ და გადაწყვიტა 'ამოექაჩა' პროექტი, რომელიც გულისხმობს Cities XL-ის წინასწარ იდეებს - აბსოლუტურად რეალურად ჟღერს ბევრი არგუმენტის გათვალისწინებით, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ.
ნიუსი დღეს დამხვდა ოფიციალური საიტის პირველ გვერდზე ბოლო სიახლედ.

P.S.სტატია არ არის პირდაპირ, ავტომატურად ნათარგმნი და ზოგი რამ გადასხვაფერებულია (დადებითის მხრივ, რა თქმა უნდა), რომ ზუსტი ინფორმაცია ქართულად სწორად მომეწოდებინა.

ეს კი პირველი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი
ცნობარი Cities XL 2011-ის შესახებ:

======================

"ამ რელიზის წინასწარი ანონსით, ჩვენ გვინდა შეგატყობინოთ იმის შესახებ, თუ რა საქმე დაიჭირა Focus Home Interactive-მა Cities XL-ის პროექტთან და ასევე მასთან დაკავშირებულ, თვითონ თამაშის მუშაობის განვითარებაზე.
ამა წლის ბოლოს, Focus გამოუშვებს თამაშის გამდიდრებული ვერსიას, რომელიც ბევრ პერსპექტივას შეახვედრებს სითი ბილდერის ფანებს.

"არ შეიძლება Cities XL-ის მომავლის გარეშე დატოვება - აცხადებს Focus Home Interactive-ის CEO (chief executive officer), სედრიკ ლეიგარიჯი - მიუხედავად იმისა, რომ თამაშმა ვერ მიაღწია მონტრე კრისტოს ყველა იმ დაპირებულ თუ დაგეგმილ მიზანს, სითი წარმატებული იყო ევროპაში. არის ერი, ჩამოყალიბებული ჯგუფი, როემლიც მუშაობდა თამაშზე, და მათთან ერთად იმედები და პოტენციალი, რომლებიც არ შეიძლება ჩაცხრეს და განვითარების, მუშაობის პროცესის დახვეწის და გაგრძელების გარეშე დარჩეს. ჩვენ ვართ დარწმუნებულნი იმაში, რომ თამაშმა უნდა შექმნას თავისი ნიშანი, რითაც იგი შემდეგ დატოვებს, და ამ პროექტით, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, გვინდა აღვასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც პრე-რელიზის დროს, 2009 წელს ორიგინალი თამაშის ანონსებში ითქვა, მაგრამ ნაკლებად შესრულდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ განზრახული გვაქვს თამაში გამოვუშვათ 2011 წლის ოქტომბერს, და დავაკმაყოფილოთ ყველა ის სითი-ბილდერის ფანი, რომელმაც იყიდა 2009 წლის ვერსია. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ სპეციალურ შემოთავაზებებზე გამოშვების თარიღისთვის, რომლებიც მალე გახდება ცნობილი. მუშაობის პროცესში ასევე ვითვალისწინებთ მრავალფეროვნების კუთხეს, და 2011 წლის თამაშის შიდა მენიუ, შიგთავსები და სხვა მსგავსი დეტალები წინად მსგავსი შეცდომით გამოწვეულ უკმაყოფილებას 360 გრადუსით შემოატრიალებს და კმაყოფილებას გამოიწვევს მომხმარებელში."

>>> >>> >>> >>>

Cities XL 2011-ის შესახებ:
==================

თამაშში აშენებთ და განავითარებთ გიგანტურ ქალაქებს რეალისტურ 3D რუკებზე, სადაც შევა 700-ზე მეტი სახეობის შენობა-ნაგებობები უნიკალური არქიტექტურით. თქვენ ხართ ვირტუალური მერი, შესაბამისად, უნდა დაამყაროთ ბალანსი ქალაქების ეკონომიკურ განვითარებას, ტრანსპორტს, სოციალურ მომსახურებებს, გართობას, დასახლებებსა და სპეციალურ დღიურ აქციებს შორისაც კი ქალაქში.
უფრო ღრმად კეთდება აქცენტი რეალურობას; შედარებით დიდი და რეალური ქალაქები, გამოცდილად გაკეთებული გარემო, რომელიც ჯერ არ გვინახავს!

გააფართოვე შენი ჰორიზონტი!
=======================

Cities XL 2011 არღვევს შეზღუდვებს და იჭრება უფრო ღრმად: ასეულობით ახალი შენობა და სტრუქტურები, რომლებიც აღწევს 700-მდე ნაგებობას და იმდენად ბევრ, უნიკალურ და მრავალფეროვან საკონსტრუქციო კომბინაციებს, რომელიც ჯერ არ ყოფილა სითი-ბილდერში. უამრავი, 45-მდე ასაშენებელი უზარმაზარი რუკა. ქალაქის მენეჯმენტი გახდება უფრო დიდი და უკეთესი სამართავად; ტრანსპორტს დაემატება ახალი მოდელები (ტრამვაი, ავტობუსი, etc.), რომელიც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ქალაქში მოძრაობის გადატვირთულობას და ამით ხელს შეუწყობს დონეს მოსახლეობის მატებას და მათ სწორად რეგულაციას. საგულდაგულოდ იქნება შემუშავავებული საგადასახადო სისტემა, რაც საშუალებას მისცემს ახალბედა მერებს მარტივად მოახერხონ მართონ და მოაწესრიგონ პერსონალური და ლოკალური ბიზნესის გადასახადები. ახალი კომერციული მენიუ ინტერფეისში, single player mode-ში გაუადვილებს მოთამაშეებს კომერციულ მიმოსვლას ქალაქებს შორის, როცა ის ამუშავებს ორ ან მეტ ქალაქს ერთდროულად.

მთლიანად, ამ პროექტში შესული განვითარება-განახლებების დამსახურებით, Cities XL მიაღწევს იმ განზომილებას, რომ დააკმაყოფილოს ყველა სითი-ბილდერი!"
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9643
Contact:

Cities XL 2011

Unread post#2 » 11 Jul 2010 02:23

პირველი ნაწილი ნათამაშები არ მაქ მარა რაღაც ორიგინალური რო იყო მახსოვს. ამას რაც შეეხება ძალიან საინტერესო პროექტია აშკარად, ჯერ მარტო ნამდვილად რეალისტური გრაფიკა ძაან ბევრს ნიშნავს და მერე თვითონ ეკონომიკური სტრატეგიის გადამუშავებული მექანიკა მაგარი საინტერესო რამე რო არ იყოს პროსტა შანსი არაა. ალბათ ეს იქნება ის სანუკვარი სტრატეგიების მოყვარულების ჟანრის წინ გადადგმული ნაბიჯი რომელსაც ამდენიხანია ელოდებიან. ერთი სიტყვით საინტერესო რამ არის.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities XL 2011

Unread post#3 » 11 Jul 2010 10:56

ხო აი 2009 წლის ვერსიას კარგა ხანი ველოდებოდი და ზემოთ როგორც დავწერე ძაან ბევრთან ერთად მეც გავწბილდი, უამრავი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ იდეა იმდენად კარგი იყო და თითქოს თამაშმაც ჩონჩხი მისცა, რომ აი ინტერაქტივი დაინტერესდა სერიოზულად და მთლიანად ეს აკეთებს ამ პროექტს, Cities XL Global Update, და ახლა ასჯერ უფრო ვაფასებ მაგათ.
ფაქტიურად ახალი თამაშია რა, ასეთი აფდეითი რავიცი, მალადეც ამ ხალხს, ახლა მთავარია ამან გაამართლოს და მგონი გაამართლებს.
ხო, სპასიბა რიდიკ გალამაზებისთვის.
ისე, ითამაშე ჩვეულებრივიც, სანამ ამას გააკეთებენ. საკმაოდ ნორმალური თამაშია, თავის მხრივ, ბევრი ახალი რამე შემოიტანეს, ბალანსიც თითქოს კარგად არის დაცული ეკონომიკურ და პუბლიკურ მართვაზე. დაჟე ჩემი პროგნოზით, ასეთი ამბიციები და წინასწარი 10 თავით რეალური შედეგიდან გადაზედმეტებული მიზნები და დაპირებები რომ არა, მორიგ სითი-ბილდერის ჟანრის სტანდარტულ თამაშად მიიჩნევდნენ და გლობალ ქომუნითი საიტები ასეთ ქულებს არ დაუწერდნენ და მინუსებსაც ასე რიგად არ ჩამოუწერდნენ, მაგრამ როცა ხალხს რევოლუციაზე ჰქონდა ლაპარაკი, იასნად მიაყრიდნენ უკიდურესად მომთხოვნ რევიუებში ასეთ ქულებს. ნუ კრიტიკ სქოურინგზე არ მაქვს ლაპარაკი. მოკლედ, ითამაშე ორიგინალი, მაგრამ ისე, რომ დაიკიდო რა ხდებოდა მაგის გარეთ და მუშაობის პროცესში :D
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9643
Contact:

Cities XL 2011

Unread post#4 » 12 Jul 2010 01:34

დიდი მუღამი არ მაქ ეხა ამ სიცხეში ეკონომიკური სტრატეგიების =) ეხა სისტემ შოკის თამაში მინდა და მერე ვნახოთ შეილება მოვიდეს ამის ინტერესიც
ისე ამ ნაწილის გრაფიკით მართლა გაკვირვებული დავრჩი, ნუ თუ ფოტოშოფით დაუშავებული და სპეციალურად სარეკლამოდ არ არი გაკეთებული მართლა რესპექტს იმსახურებს.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities XL 2011

Unread post#5 » 12 Jul 2010 14:12

ნუ მაშინ ეგრევე ამას ეცი როცა გამოვა :D მარა ჯერ სადაა.
კსტატი, პირველზე არ გადაუზედმეტებიათ არაფერი სანამ გამოვიდოდა სქრინებზე და ა.შ. და არამგონია აქ სხვანაირად იყოს საქმე.

ხო, ახლა დავაზუსტე.
2011-ში არა, ამ ოქტომბერს იქნება.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities XL 2011

Unread post#6 » 11 Sep 2010 23:57

6 ახალი სქრინი გვანახეს:

► Show Spoiler
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
grigoli1970
Posts: 609
Contact:

Cities XL 2011

Unread post#7 » 12 Sep 2010 01:18

აუუუუუ ძალიან მიყვარს ესეთი თამაშები, ეხლა სკრინებს რომ ვუყურებ ძალიან მინდა ამის თამაში მართლა მაგარი რამე გამოვა იმედია მალე ახალ კომპს დავითრევ რომ ეს თამაში ჩავიწერო :fire pacman:

Riddick
Posts: 9643
Contact:

Cities XL 2011

Unread post#8 » 12 Sep 2010 08:45

ბიჯო არვიცი რატო მარა ძალიან ლამაზი და რეალისტური გრაფიკააქ თამაშს. ქვედა პირველ სქრინზე პირი დამრჩა ღია ... ძალიან საინტერესო პროექტია რათუნდა ლაპარაკი
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities XL 2011

Unread post#9 » 12 Sep 2010 11:12

კი კი მაგარ ვიდზეა, დაჟე ხომ ვამბობდი ორიგინალი სანამ გამოვიდოდა ასეთივე სქრინებით და ტრეილერებით ჩაიფლავეს თავი-მეთქი, მაგრამ ესენი არა თავს იკლავენ ასეთი იქნება და ვიზუალს ხომ სერიოზულად ვაკეთებთო, პლიუს ინ-გეიმ ათას რამეს ვამატებთო.
აგერ მალე მოვა ოქტომბერი და ვნახოთ, ახალ ვიდეოს არ გაუკეთებენ ვითომ? ცოტა მწირი ინფოა მე ვფიქრობ ეს სქრინები და პირველი გამოცხადება.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities XL 2011

Unread post#10 » 24 Sep 2010 22:22

ნახეთ ახალი ტრეილერი ვნახე, გქონდათ ნანახი? >>>
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9643
Contact:

Cities XL 2011

Unread post#11 » 25 Sep 2010 00:41

არმინახია მე, მარა რატომღაც ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, არვიცი რისი ბრალია ))) ამ ჟანრის სტრატეგიები საერთოდ არ მომწონს იდეაში. ამას ველოდები რაღაც ატმოსფერულია მაგარი და რატო ვერ ვხვდები.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities XL 2011

Unread post#12 » 25 Sep 2010 14:34

მე კი ძალიან მიყვარს ჟანრი, და ამას ისევე ველოდები, როგორც ორიგინალს 2009-ში.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities XL 2011

Unread post#13 » 28 Sep 2010 22:20

ე.ი. კიდევ ერთხელ შეეხეს იმ ფაქტს, რომ ვაფლიდან ნაყინ-გადავარდნილი ბავშვებივით დავრჩით პირველი ნაწილის მოთამაშეები, და არ გვინდა ნამდვილად ერთგული ხალხი მთლად პირში ჩალა-გამოვლებული დავტოვოთ და უბრალოდ ახალი ვერსია მივაწოდოთო, და ამიტომ რა ხდებაო - იმათ, ვინც წინა ნაწილი იყიდეს, და შესაბამისად ჰქონდათ გასააქტიურებელი ელექტრონული გასაღები, ახალი (თუ განახლებული!?) ნაწილის გადმოსაწერ (ელექტრონულ) ვერსიაზე 50%-იანი ფასდაკლებაო, რომელაც ზუსტად იმ კეის შეყვანით განახორციელებენ ოფიციალურ საიტზეო.
ბოლოში ჰოუპ იუ ვილ ენჯოი გაის-ო.
Cool, მაგრამ ჩემი ნაყიდი ვერსია დედაბუდიანად მივაშალე დასრულების შემდეგ, თუმცა გადმოსაწერ ვერსის ყიდვას მაინც არ ვაპირებდი, ჯერ პირატულად დავტესტავ, თუ არ გაამართლა (!) დავიკიდებ და შარშანდელივით არ უცბაშად არ ვეძგერები, ხოლო თუ გაამართლა Focus crew-ს პატივსაცემად (და ჩემთვისაც, რა თქმა უნდა D), ერთ კოპიას გამოვიწერ.
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9643
Contact:

Cities XL 2011

Unread post#14 » 29 Sep 2010 19:32

არა ეს ყველაფერი ძალიან კარგია, უყურებ და იმენა შთაგონებაში მაგდებს, მომწონს და არვიცი გამისწორდება თუ არა გეიმფლეი... თავს ძალასაც დავატან და თვალსაც დავხუჭავ თუ არ გამისწორდა მარა დიდი იმედიმაქ რო ის იქნება რასაც მე ვფიქრობ (არა მოსაწყენი ეკონომიკური სტრატეგია, ულამაზესად შესრულებული, კარგი ოფტიმიზაციით ((გადავი... ხო?)) )
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities XL 2011

Unread post#15 » 29 Sep 2010 20:35

Riddick
((გადავი... ხო?)) )

:D ლოლ არა, აი ბოლოში რომ თქვი ოპტიმიზაციაზე, ყველაზე მეტად ეგ ფაქტი მომწონს ამ დაპირებებიდან, რომ გავაუმჯობესებთ ვიზუალურად, და მონაცემებს არ მოვუმატებთ, თუ პირიქითაც არ ვუქენითო! )
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities XL 2011

Unread post#16 » 05 Oct 2010 11:57

ჰო, ამათ ფორუმზე წავიკითხე ახლა, რომ 21 სექტემბერს დამთავრებულა ერთ კვირიანი ბეტა, და თემაში ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც მიიღეს ბეტა-ტესტირებაში, წერს შთაბეჭდილებებს.
გამხარდა, რომ რაც დაწერა, ყველაფერი დადებით მხარეს შეეხებოდა, ხოლო უარყოფითი რაც იყო (ბევრი არა) დევებმა გამოვასწორებთო, ნიუანსებზეა ლაპარაკი, თორემ საცაა გამოვა თამაში.
მე არ ვმუშაობო FHI-შიო, უბრალო მოთამაშე ვარ და პატარა აზრს დაგიწერთ იმის შესახებ, რაც ვნახე ახლაო. ტაკ-შტო ეს პატარა კარგი ამბავი პიარისთვის არაა და ნაღდი აზრებია.
ჰო და, პირველ რიგში თვალში მეცა ეფექტური მიწისქვეშა სატრანსპორტო თუ სხვა დანიშნულების სისტემები, გაუმჯობესებული სავაჭრო ფუნქციები და აღმოსავლური არქიტექტურის ნაგებობებიო. დაუმატებიათ ბევრი ისეთი დეტალი, რომლის არ-არსებობა არაფერს დააკლებდა თამაშს მთლიანობაში, თუმცა რომ აქვს, საკმაოდ უკეთესობისკენ ხრის, მაგალითად გზის ახალი ინსტრუმენტაციული ზოლი, რომელის გამოყენებაც საშუალებას გვაძლევს გონების დაძაბვის გარეშე, მარტივად მივუსადაგოთ გზა ობიექტებს (როგორიცაა საცხოვრებელი შენობები თუ სხვა კონსტრუქციები), მოედნებს აღარ ექნებათ აბტომატურად გარ-შემოწირული, მსხვილი გზები და ა.შ.

ვაჭრობას დიდი როლი არ უთამაშია მთლიანი თამაშის სენქციის დროს, თუმცა ეს ფაქტორი მაინც იმსახურებს პლიუსის ნიშნის მინიჭებას, რადგან თვითონ მისი მოქმედების პროცესი არის ბევრად მოხერხებული და მარტივი - ახლა უკევ ჩვენს ქალაქებს შორის ეკონომიკური კომუნიკაცია აღარ იქნება მოსაბეზრებელი და საწვალებელი - ლაგიც გააქრეს ^^

თამაშისას ისმოდა გარემოშემცველი ხმაური, ამას რა თქმა უნდა გაასწორებენ (ითქვა ერთ-ერთ მინი ნიუსში) თუმცა ეს რომც არ მოხდეს, მოთამაშეს შეუძლია ის გამორთოს.

ბეტაში არ ყოფილა სანაოსნო ინფრასტრუქტურა - შესაძლოა თუ რელიზის დროსაც არ იქნა, ექსპანსიად გამოუშვან გემები - თუმცა სანაპირო და წყლის შენობები ფუნქციონირებდნენ მშვენივრად.

გრაფიკული დეტალიზაცია რომ არ აღინიშნოს, არ შეიძლება.

შარშანდელმა ვერსიამ მულტი-ფლეი რეჟიმში ჩაისვარა, ახლა კი ერთ-ერთ საუკეთესო მოდინგს გვპირდებიან.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ difficulty level-ებში ჩამატებულია sandbox სირთულე, რომლის არსებობაც ბევრს გაახარებს - მათ, ვისაც უნდათ თამაში, თუმცა არ გააჩნიათ შესაბამისი რესურსი (ძალა), მართონ თამაში შედარებით ძნელ დონეებზე: casual city-builders.

ჩვენი ქალაქების გარშემო იფრენენ საჰაერო ტექნიკები - შესაბამისი ფუნქციებით, რა თქმა უნდა ^^

ახლა კი დევები ბაგების გასწორების პროცესში არიან - ვალა!
ჰო, წაკითხულის შინაარსი ამ თემიდან გადმოგეცით:
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Riddick
Posts: 9643
Contact:

Cities XL 2011

Unread post#17 » 05 Oct 2010 14:24

ძაან საინტერესოა და კაზუალურ სიძნელეს მეც მშვენივრად გამოვიყენებ თავიდან
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities XL 2011

Unread post#18 » 11 Oct 2010 22:59

უუFF ნახეთ რა სქრინები ვიშოვე, თითქმის ექსკლუზივი!
Facebook-ზე გამოვსტყუე ბეტა ტესტერს, იქამდე სპეციალურად დავრეგისტრირდი იმათ ფორუმზე (მერე ისევ გამოვრეგისტრირდი ^^).
სქრინები პირდაპირ ბეტა ტესტირების პროცესიდან! - გაითალისწინეთ, რომ ვიზუალურად ბევრად დაიხვეწება:


► Show Spoiler

ამავე ტიპს აქვს ამ ბეტა-ტესტინგის პატარა ანალიზი დაწერილი და თუ ისევ ის არ იყო რასაც ამდენი ხანი ვატრიალებთ, ვთარგმნი და მოგაწვდით.
ლოლ ახლა ვნახე პატარა ტესტირება, რომელიც ბეტა-ტესტერებს მიუვიდათ რეგისტრაციის შემდეგ, არა რა, ეს როგორ გამომეპარა..

1 - Cities XL 2011 is:
* - City Builder
* - FPS
* - Racing game
* - Game platforms
2 - Cities XL 2011 puts you in the skin:
* - A soldier
* - A mayor
* - A racing driver
* - A knight
3 - In Cities XL 2011 you can: 3 - In Cities XL 2011 you can:
* - Share resources with other cities you've created
* - Try to resist an alien attack
* - Save a princess in danger
* - Search for Charlie
4 - The release date of 2011 is Cities XL:
* - September 31, 2010
* - October 14, 2010
* - November 11, 2010
* - February 29, 2011

და ამას არ სჯობდა, თითო ოროლას რომ გაუგზავნეს ოთხი სუპერბ-კაზუალ კითხვები სავარაუდო პასუხებით(!), ბევრისთვის გაეგზავნათ და შედარებით რთული ტესტი გაეკეთებინათ?
მეც ვიქნებოდი მაშინ ტესტერი და არ დამჭირდებოდა ვიღაცეებზე დევნა, პატარა ინფორმაციის მოპოვებისთვის..
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities XL 2011

Unread post#19 » 14 Oct 2010 20:15

ასობით მომხმარებელმა, რომელმაც წინასწარ შეუკვეთეს თამაში, უკვე მიუვიდათ გადმოსაწერი ლინკები თავისი კოდებით და უკვე თამაშობენ.
მე მათ შორის არ აღმოვჩნდი, რამაც გამაბრაზა და პრე-ორდერი მოვხსენი, გადავწყვიტე ფული დამემატებინა და Fable III მეყიდა და ეს ტორენტიდან გადმომეწერა.
FaceBook'ზეც გრუპიდან გამოვედი, firefox'ში მათი ფორუმის მისამართი სამუდამოდ დავბლოკე.
ახლა კი კმაყოფილი ვარ ^^
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

User avatar
Tom Clancy
Posts: 1666
Contact:

Cities XL 2011

Unread post#20 » 14 Oct 2010 23:48

hey hey hey.. wait, ეს მართლა გამოვიდა კაცო?

>>>

აბა შევამოწმოთ.. მე 0.2კბ სიჩქარით ვიწერ და იქნებ თქვენც დაგეწყოთ გადმოწერა, ა?
"ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინა და ცემა ბიძაშვილი."

- hellwalker

Return to “RPG - Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 23 guests