Dragon Age: Inquisition, PC, PS4, Xone

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Re: Dragon Age: Inquisition

Unread post#61 » 25 Feb 2017 13:22

მე ჯერ კიდევ არ ჩამომიყალიბდა დამოკიდებულება ამისადმი. ჯერ მარტო შენი პოსტებიდან გამომდინარეც ძნელია მაგის გაკეთბეა, მარა ზოგადად რაც ვიცი ისიც რაღაც ბუნდოვან, უაზრო შეხედულებას მაძლევს. მაგალითად ვერ წარმოვიდგინე რამხელა ვეშია ზოგადად. დამატებითი კონტენტი ღირს თუ არა საერთოდ რამეთ? (ის ვიცი რო ბევრია). რამდენად მოგეთხოვება რუტინა.
არი თუ არა კავშირები ძველ სერიებთან (ვსმისლე ის არ ვიცი ამას ხო გავიგებ). და კომბატს როგორ უნდა დაუმუღამო, ანუ ჰარდზე უნდა ითამაშოს თემაა?

ვაფშე ძაან შერეული და არაცალსახა რაღაც მგონია, მარა სწორი ორიენტირით შეილება რო გაასწოროს თამაშმა. რომელიც თავიდან ჟურნალისტებმა ნაღდათ ვერ დადეს, იმენა ტვინი აურიეს ცვეტსი ხალხს. ვაფშე პოსტერი როგორიცააქ ისეთივე ვეშია. აქ რო დრაკონი ეხატა ერთი 10 წუთი ვერ ვხედავდი )) https://images-na.ssl-images-amazon.com ... SY450_.jpg

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Dragon Age: Inquisition

Unread post#62 » 25 Feb 2017 14:58

ნუ მოკლე შეჯამება რომ გავუკეთო მესამეს. არის ბეთლფილდის ენჯინში გაკეთებული ნახევრად მმო, ნახევრად რპგ. არის ბეთლფილდის ხელა რამდენიმე რუკა, რომელსაც იკვლევ თავისუფლად. თამაშის დიდი ნაწილი, 80 % ალბათ არის რენდომ ფაიტები და კითხვის ნიშნის სტილის აქტივობები. 20% არის სინემატიკური ბოევიკი და საიდ ქვესტები სთორის. საკმაოდ ბევრი სათამაშოა ბოლომდე რომ დახურო, მარა მთავარი სიუჟეტი შეილება 10 საათშიც დახურო იმდენად პატარაა.

ყველა ელემენტს აქ მოსაწონი მხარეები, მარა ასევე ძალიან ცუდი მხარეები და ცალკე კატეგორიად გამოვყოფდი, დაუსრულებელ და ნაჩქარევად დადებულ მხარეებს. ანუ არ გააპოლიშეს და არ მიიყვანეს ბოლომდე და რაც ასე თუ ისე მზად იყო დაშიპეს.

ექსპლორაცია და კითხვის ნიშნები სახალისოა, და ვთქვათ ვიჩერზე ბევრად მრავალფეროვანი, თავისი მინიგეიმებით და პაზლებით, მარა ძაან ბევრია, ძაან დაკოპირებული და ბოლოს არაფრისკენ მიდის.

კომბატსაც აქ პირველი და მეორე ნაწილის კარგი ელემენტების სინთეზი მექაიკურად. ბოს ფაიტები და კაი რაღაცერბი. ნაითმეარზეც რომ ასწორებს თამაში. მარა იმდენია დაკოპირებული
რომ ძალიან მოსაბეზრებელი ხდება.

სთორი არ ვარგა, ცალკეული მისიები არის კარგი და ძალია კარგი მითოლოგიური/რელიგიური საიდ ქვესტლაინი არის შემდეგი ნაწილის სავარაუდო სთორის შესავალი, მაგრამ მთლიანობაში მეინ სთორით უმოტივაციო იმპოტენტ ვილანს გაპირისპირებენ. და რავი ისეთი აბსურდი ხდება რომ ვერც გადმოსცემ სიტყვებით.

მთელი თამაშის მიზანია შენი რომ არმია უნდა შეკრიბო, ალიანსები გააფორმო, ყველა მინიგეიმი საომარ რესურსებს უზრდის არმიას და ბოლოს არმიას საერთოდ არ იყენებ. მარტო ამარცხებ მტერს.

სთორის მხრივ, დამოუკიდებელი ისტორიაა და გაიგებ საერთო ჯამში უმეტესობას. მარა იმ რელიგიურ მითოლოგიურ ნაწილს ბოლომდე ვერ გაიგებ. შეგილია უიტუბზე ნახო.

თუ ითამაშებ, ჩემი რჩევაა რომ ბოლომდე აუწიო სირთულეს და სადამდეც გაგისწორდება ეგრე ითამაშო. მერე რო მოგბეზრდება დაუწიე სირთულეს. იგივე საიდ კონტენტზე, თავიდან ითამაშე მერე დადროპე როცა მოგბეზრდება. რამე სეკრეტის ან პაზლების ხაზის ბოლომდე არ მიყვანამ თუ ნიხვატკა დაგიტოვა, ეგეც ინტერნეტში ნახე, ტყუილა არ იწვალო. მაგალითად ერთერთ ყველაზე დამაინტრიგებელ და საჩალიჩო პაზლ მინიგეიმების ხაზს მიყავხარ ხრუშოვკის ხელა ოთახში, რენდომ დემონს გაკვლევინებენ და ბანძ ლუტს აგდებს. აი ისეთი თემაა დაახლოებით ვიჩერში ყველა კითხვის ნიშანი რომ რაღაც ეპიკური კონტრაქტის ნაწილი იყოს, მინიშნებებს და ჰინტებს გიგდებდეს და ბოლოს უბრალო ვერევულფის მოკვლაზე რო გაგიყვანოს რომელიც პროსტა გამოქვაბულში ზის და დაჟე დიალოგებიც არ აქ. პროსტა დგას და 10 ლეველით დავალ ხმალსაგდებდეს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Dragon Age: Inquisition

Unread post#63 » 25 Feb 2017 21:55

აჰაჰაჰაჰაჰაჰა
http://i.imgur.com/xIQHm1L.png
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Dragon Age: Inquisition

Unread post#64 » 26 Feb 2017 06:23

უფრო ანალიტიკურ პონტში ჩავუჯექი დასარისერჩებლად რაღაცეების

))))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Dragon Age: Inquisition

Unread post#65 » 26 Feb 2017 09:17

პლოტ ტვისტ
რაღაცეების :zezla:
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Dragon Age: Inquisition

Unread post#66 » 07 Aug 2020 19:43

ეხა ვთამაშობ ისე დამევასა თამაშიდან გამოსვლაც მიჭირს, ვერ ვხვდები რატო აქ დაბალი შეფასებები, იმენა იდეალური თამაშია
smothered in the crib

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Dragon Age: Inquisition

Unread post#67 » 07 Aug 2020 20:01

მეინ სიუჟეტი არ უვარგა, MMO სტრუქტურა აქ, ძალიან ბევრი უაზრო კონტენტია და ბევრი სხვა პატარა ნაკლი აქ.

შეფასებები არ ვიცი პირიქით 10-ებს არჭობდნენ გეიმ საიტები რაც არანაირად არ ეკუთვნის.

8/10-დან თამაშია რა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Dragon Age: Inquisition

Unread post#68 » 07 Aug 2020 20:13

მარტივად სათამაშო რპგ ა ეგეთი შთაბეჭდილება დამჩა მე არაა ბევრი საფიქრალი რა განავითარო და ასე შემდეგ, ერთ კონკრეტულ სკილის განხრას ირჩევ და ანვითარებ, მმო ებს არ ვთამაშობ ვაბშე მაგიტო ვერ შევადარებ , ძირითადად გეიმფლეის დინამიურობის და ატმოსფეროს გამო დამევასა, ვიზუალურადაც ძაან მაგარია ფერები და ყველაფერი, უფრო გეიმერების შეფასებები ვნახე მე და სადღაც 6 ქულამდე აქ ჯამში 8 ზე ნაკლებს მართლა არ იმსახურებს
smothered in the crib

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Dragon Age: Inquisition

Unread post#69 » 07 Aug 2020 20:28

ნაითმეარზე გჭირდება ცოტა შერჩევა, მარა კი. ბოლოსკენ მაინც ყველაფრის განვითარებაზე გყოფნის სკილები. მარტო ასარჩევია მეორადი პროფესია.

ატმოსფერო ვერ ვიგრძენი მე ლოკაციებში. ძაან აბსტრაქტული და უცნაური სტრუქტურა აქ. რედკლიფს განსაკუთრებით. ვიზუალურად ძალიან ლამაზია.

პრობლემებს უფრო იგრძნობ ცოტა მეტს რო ითამაშებ. ანუ როგორი თემაა. არის მთავარი სიუჟეტი სინემატიკებით და ამბებით, ეს სიუჟეტი როგორც წესი უნიკალურ პატარა ლოკაციებში ვითარდება. სულ 10 მისიაა მგონი მთავარი სიუჟეტის.

მაგის გარდა არის 10-ამდე "open world" რუკა, DLC-ებსაც თუ ჩათვლი. და აი მანდ არის პრობლემა. ძალიან დიდი რუკებია, ზედ სიუჟეტური თითქმის არაფერი არ ხდება და ძაან უმნიშვნელო საიდ მისიის გარშემოა ხოლმე აწყობილი რუკა. სიტყვაზე რენდომ ვენატორების ოპერიაცია ჩაშალე, რაც XP-ს გარდა არაფერს გაძლევს დიდად. და აი მანდ უკვე ძალიან დიდი დისონანსი იწყება. თითქოს ორი სხვადასხვა თამაში მიაწებეს ერთმანეთსო.

ერთი სწორხაზოვანი მისიებზე დაფუძვნებული სიუჟეტური თამაში. მეორე დიაბლოსნაირი რაღაც სენდბოქსი პროსტა მტრები რო უნდა გაწმინდო მთელი რუკიდან და მინი გეიმები ითამაშო.

მას ეფექტ ანდრომედაში უფრო ჭკვიანურად გააკეთეს ეგ, თითო პლანეტაზე თითო მეინ ქვესტია დასმული და რაღაც აზრი ეძლევა უკვე ექპლორაციას. პრინციპში ყველა ასე თუ ისე გააზრებული თამაში ეგრე იქცევა, რამე თემატიკის ან აზრის გარეშე არ გაძლევს უზარმაზარ ტერიტორიებს გამოსაკვლევად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Dragon Age: Inquisition

Unread post#70 » 07 Aug 2020 21:38

ხო ეგ ყველაფერი მინუსია ეხა რო ვთამაშობ მგონია ვიღაცებს რო ვიმატებ ინკვიზიციის მხარეს და ქვესთებს ვაკეთებ რაც ინკვიზიციას უკავშირდება მერე ძირითად სიუჟეტს შეუერთდება ეგ ყველაფერი თუ ეგრე არაა მაშინ გასართობად მაინც კაია სხვა თუ არაფერი, მთლად ძაან კატასტროფა თუ არ ხდება ბოლოსკენ და ბოლომდე მოწყვეტილი არაა სიუჟეტი სხვა ყველაფერს მაშინ მაინც კმაყოფილი დავჩები წესით, ჯერ კაიხანი ვერ გავალ ბოლოში ისე ვთამაშობ მარა იმედს ვიტოვებ მაინც რო ბოლომდე გაამართლებს, ეხა valammar ში გავიჩითე და რაღაც ჯიგრული ძველი რპგს ატმოსფერო წამოიღო, ტყეშიც მაგარი ატმოსფეროა და ეგააქ პლიუსი ზოგადად, პირველად რო ჩავწერე ატმოსფერო ვერ ვიგძენი და წავშალე მარა ეხა დავუმუღამე რატომღაც
smothered in the crib

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Dragon Age: Inquisition

Unread post#71 » 07 Aug 2020 22:07

ყველა დრაგონ ეიჯს აქვს ეგ რაღაც ღირებულება და მუღამი. პროსტა ნუ აქ მთავარი საქმე არის სტუდიის მიმართ მოლოდინებში.

ბალდურ'ს გეითების, კოტორების, მას ეფექტების გვერდზე ვერ დგას ამაყად ეს სერიები.

ფაქტიურად მთავარი ტალანტი გადაანაწილა ბიოვერმა მას ეფექტს და კოტორის მმო-ს შორის და დრაგონ ეიჯ 2-ზე და 3-ზე ბევრი ახალი ხალხი აიყვანეს.

მერე ანდრომედაზე მგონი უმეტესობა ძველი ბიოვეარის ხალხი გაექცათ და სულ ახლებს ჩაბარდა დეველოპმენტი. ნუ შედეგი სახეზე იყო მაგისი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Dragon Age: Inquisition

Unread post#72 » 07 Aug 2020 22:30

ხო ანდრომედა ნამდვილად საშინელებაა იყო ვერ ვითამაშე რაღაც სხვა დაბალი დონის თამაში დამხვდა მას ეფექტის ნაცვლად, მასს ეფექტის გვერდზე ესეც ვერ დგას მარა მაინც სასიამოვნო სათამაშოა , რათქმაუნდა ეგეთი რპგ ბის გვერდზე ვერ დააყენებ რაც ჩამოთვალე, პროსტა ისეთი შთაბეჭდილება დამჩა რო მეტი არც უნდოდათ რაზეც ქონდათ გათვლები ეგეთი გააკეთეს
smothered in the crib

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 21 guests


cron