Unread post#466 » 27 Feb 2016 23:26
ბიჭო აი ეხა ცოტა მიჭირს რა სერიოზულად მოკიდება, იმდენად თითიდან გამოწოვილი პრეტენზიებია. შეილება ვცდები, მარა ნუ რის გამოც ამ თამაშთან შეილება პრეტენზია გქონდეს ის ძალიან კარგად ვიცი და ეს ნამდვილად არაა ეგ მომენტი. ეხა რო მიხსნი რაღაც რომანსების თემას მართლა მეცინება. ზოგ თამაშს 20 ენდინგიაქ, იმის მომდევნო ნაწილში ერთს ირჩევს დეველოპერი, დანარჩენს იკიდებს და მაგაზე არაა ხოლმე პრობლემა და ეხა ვიჩერის DLC თამაში გახდა ვიჩერის დახურვის მერე პრობლემა, ცვეტში სასაცილოა )) თან არსად არავინ არ ამბობს, რომ გერალტმა ვიჩერობას თავი დაანება. იენიფერს უნდოდა რო გერალტს თავი დაენებებინა, უნდოდა პროსტა. იენიფერთან ამბობენ, რომ პოლიტიკისგან დაიჭირეს შორს თავი და წყნარად ცხოვრობდნენო, რაც იმდენად ზოგადი ნათქვამია, რო თითქმის ყველანაირ გაგრძელებას მიაბავ )) უბრალოდ დაწერ თამაშის დაწყების წინ, რომ გერალტის და იენიფერის წყნარ ცხოვრებას უცებ ბოლო მოეღო, მორჩა )) ის არსად არ წერია რამდენი ხანი ცხოვრობდნენ ეგრე და არანაირი სხვა სიუჟეტის შემზღუდველი დეტალი არაა დასახელებული. სხვა ენდინგებს ვაფშე არ ვეხები, იმდენად არაა კავშირში DLC ბთან. შენ რამეს თუ ხედავ და არ მოგწონს თამაშის მერე, რომელიმე დამატების თამაში, ბაზარი არაა, მე მაგასთან რავითარი პრობლემა არ მაქ.
კრონის ვიდეოში ვერ ვხვდები რატო ჩანს რო მთავრდება ყველაფერი )) ანუ მართლა ვერ ვხვდები, კი მედალიონს პოულობს, უტყდება და მონსტრები ესევიან, მარა ეგ არაფერს არ ამბობს და გაკეთებულია მცირე ინტრიგის გამო, რომელიც დასასრულმა უნდა დაგიტოვოს. მაგრამ 5 თვეში რო DLC გამოვა რომელშიც ნახავ რო გადარჩა, მიხვდები რო გადარჩა და იმ ქოხში არ მოუკლავთ. რაარი ამაში რთული და შეუთავსებელი არვიცი. დეპრესია? და დრო ხო არ იცი რამდენი ხსნის მერე ხდება ეხა რაც გამოდის ის DLC, ან ვაფშე ხო არ იცი რა ხდება ჯერ იქ? იქნებ ხსნიან? მგონი მოსალოდნელია )) თუ რადგან სისხლი და ღვინო ქვია ავტომატურად იმას ამბობს რო მხიარულებაზე იქნება და აუ მანამდე რა მოხდა და ეხა რა ემხიარულება? ))
მეორეხარისხოვან პერსონაჟებს და გერალტის პირად ისტორიებს რაც შეეხება, ვერ ვხვდები რატო უნდა იყოს ნახსენები ტრისი სადაა, თუ გერალტის ამბავი სართოდ არ ეხება ამ ქალს. ტრისი მთავარი პერსონაჟი რო იყო სმესმის, მარა აქ გერალტია მთავარი გმირი. ამ DLC ხო შემოდის გერალტის კიდე ერთი საყვარელი, რომელზეც არაფერი არ ვიცოდით არა? მაგას ხო არ მოთხოვ ავტორს რო მეინს სთორიში რატო არ მითხარი შანი სად იყოო? დაუკავშირდა გერალტის ამბავი DLC და გაიჩითა შანი. არაბუნებრივი არც აქ არ ხდება არაფერი.
სიუჟეტში თვითონ გერალტს ბოლოს გადამწყვეტი როლი არ ქონია. ეს როლი ქონდა ცირილას და რატო ვერ უნდა გავიგო, მითუმეტეს მოცემული ინფორმაციით გერალტზე, მერე კიდე რამე ამბავი რო გადახდეს, არ ვიცი.
უეჭველი ვიცი რო კომერციული ზახოდის გამო არაა DLC გაკეთებული, მარტო ამ კომპანიის პოლიტიკის ცოდნის გამო. და ისიც ვიცი რო ჩაკვეხებულის შთაბეჭდილებას არცერთი არ დატოვებს და შეავსებს მთავარ ხაზს, კიდე უფრო ფასეულს გახდის თამაშს.