გაშლილი თმა იმ ამბჯარს უხდებოდა, მარა ეხა შევიკარი :)
საერთოდ თამაშის სამყაროში და წესებში გარკვევაში საკმაოდ დიდი დრო დამეხარჯა. ჯერ იმიტო რო რთული ჩავრთე და მწარე გზით მომიწია ყველაფრის სწავლა. თავიდან, როგორც ზევით დავწერე, პროსტა საჭმლის ფული არ მქონდა. და მერე იმიტო რო იმდენი რაღაც ხდება გარშემო, პროსტა იბნევი და რო ცდილობ გარკვევას უფრო იხლართები. ანუ არი 7 სახეობის ძირითადი აქტივობა:
მთავარი ქვესთები;
საიდ ქვესთები;
განძზე ნადირობის მისიები;
ვიჩერის შეკვეტები კონკრეტული მონსტერბის გასანადგურებლად, ანუ ბოსების;
საიდ გასართობები (კარტი, ცხენებით რბოლა და სხვა);
რუკაზე მონიშნული ინტერესის შემცველი ადგილები;
და რუკაზე არ მონიშნული ევენთები, რომლის დროსაც ასევე ძალიან საინტერესო რაღაც შეილება მოხდეს, ან ადგილი ნახო (თავიდან არ მჯეროდა, მარა არი, არი სთორის პონტში საინტერესო ადგილები რომლებიც რუკაზე არაა მონიშნული).
ამას ემატება შერეული სიძლიერის მონაკვეთები, ანუ ისე არაა გაკეთებული რო ერთ ლოკაციაზე, რომლის ლეველიც ხარ, ყველა შენი ლეველის იყოს. არიან სერიოზული ნაბოზრები, რომლებსაც უნდა გაექცე, დაიმახსოვრო და მერე დაუბრუნდე. ასევე იჩითება საერთოდ მოულოდნელი ქვესთები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აგროვებ სხვადასხვა სახის ინგერდიენტებს, გიფუჭდება აბჯარი, გითავდება საჭმელი და გიწევს ქალაქში დაბრუნება, აკეთებ ხმლის ზეთებს, ელექსირებს, სხვა კატეგორიების უმარავ ფოუშენს, აგროვებ მათ რეცეპტებს, აგროვებ აბჯარის და იარაღის რეცეპტებს, მერე ამ იარაღების დამზადების მცოდნე მჭედელს ეძებ და იტოგში... ერთი სიტყვით კი იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ჩართულიხარ, საქმე ეგრევე ბევრი გეჩითება და თავზე ხელს არ გისვავენ. ისეთი გრძნობა მქონდა რო ჯიპიესი მეჭირა და იმენა სუ სადღაც მეჩქარებოდა, სუ საიდანღაც მეძახდნენ. არადა ამის პარალელურად სამყაროს სილამაზეზე ვშტერდებოდი და აი წარმოიდგინეთ დებილი სახით მორბენალი ბავშვი, ხელში ჯიპიესი რო უჭირავს და ხან მასში რო იყურება და გაშტერებული იქით აქეთ რო აფაციცებს თვალებს, და ბრახ, ყოველ 4 5 წუთში ვიღაც კლავს. აი ზუსტად ესე დაიწყო ეს ყველაფერი
, მარა გუშინ, უკვე მივხვდი რო შემიძლია სამყაროში გარდატეხის შეტანა ))) უკვე ავითვისე ყველაფერი, მოვაწესრიგე და დავიწყე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად თასქების შესრულება. და აქ იწყება ნამდვილი კაიფი. ანუ თამაშის სწორ ტემპს პოულობ და ყვები, გრძნოფ რო ვიჩერს გამსაგავსებს, ხდები ცივსისხლიანი მონადირე, იყენებ გამოცდილებას, აგროვებ ინფორმაციას მომდევნო სამუშაოზე, ემზადები მოსალოდნელი საფრთხეებისთვის, წყვეტ დასახულ ამოცანებს და იწყებ შემდგომი მოგზაურობის დაგეგმას. დინამიკაში მოდიხარ თამაშთან და იწყება ნამდვილი თავგადასავალი.
აი აქ ეხა ბანძი ზმანი მაცვია, მარა ამ ლეველისთვის არი კამფეტი, ხმლებიც, დაჟე რა ქვები მიდევს ისიც მახსოვს 9 ლეველზე. იმენა დავდივარ და ვგრძნობ რაც მაცვია, იმიტო რო მჭირდება ცოდნა
>>>ტყეში ფეხით მივდიოდი (ვაფშე ფეხით უფრო ხშირად დავდივარ, ბევრად კარგად გრძნობ სამყაროს და მისწორდება) უცებ რუკაზე არ დატანებული ქეივი გაეძრო. შევიხედე, სხვადასხვა სახის სულები დამხვდნენ, ხმალს შესაბამისი ზეთი წაუსვი, შილდი დავიდე, შევარდი, შენელების წრე მოვხაზე და მუსრი გავავლე. როცა მეგონა რო მთელი გამოქვაბული გამოვასუფთავე, კედელში ნაპრალი დავინახე, დავანგრიე და შევძვერი. რაღაც მომწამლავი გაზი დამხვდა, მარა მაიც შევირბინე, ძლივს გადავრჩი, და ამ დროს სრული უკუნეთიდან ვიღაცის
მზერა ვიგრძენი.