The Witcher 3: Wild Hunt, აღწერა

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Ripster
Posts: 1857

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#341 » 19 Jul 2015 11:44

კი სქრინებში ნამდვილად ეკარგება მთელი ხიბლი
აი რომ დადიხარ მაგ ადგილებში და ქარისგან რომ ირწევა ტყე <3
ზედმეტად კარგი რამეა მართლა

ერთხელ ლეშიი გამეძრო ასე ტყეში რომ მივსეირნობდი და ისეთი მაგარი შეხვედრა გამოგვივიდა არასდროს დამავიწყდება
ძალიან მომწონს ამის სამყარო

რა ვიდზე გყავს გერალტი ;დ
რამე სკოლას მიყვები? მე ვაპირებ ჩამოვუარო ეკვიპმენტს
სტრანნი ვიდზეა ძალიან გერალტი როცა პროსტა გალუთულ ზმანს ვაცმევ სტატების მიხედვით
ხო თმა შეკრული მაქვს მე ;დ უფრო კრუტოი მასტია ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11705

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#342 » 21 Jul 2015 13:11

გაშლილი თმა იმ ამბჯარს უხდებოდა, მარა ეხა შევიკარი :)

საერთოდ თამაშის სამყაროში და წესებში გარკვევაში საკმაოდ დიდი დრო დამეხარჯა. ჯერ იმიტო რო რთული ჩავრთე და მწარე გზით მომიწია ყველაფრის სწავლა. თავიდან, როგორც ზევით დავწერე, პროსტა საჭმლის ფული არ მქონდა. და მერე იმიტო რო იმდენი რაღაც ხდება გარშემო, პროსტა იბნევი და რო ცდილობ გარკვევას უფრო იხლართები. ანუ არი 7 სახეობის ძირითადი აქტივობა:
მთავარი ქვესთები;
საიდ ქვესთები;
განძზე ნადირობის მისიები;
ვიჩერის შეკვეტები კონკრეტული მონსტერბის გასანადგურებლად, ანუ ბოსების;
საიდ გასართობები (კარტი, ცხენებით რბოლა და სხვა);
რუკაზე მონიშნული ინტერესის შემცველი ადგილები;
და რუკაზე არ მონიშნული ევენთები, რომლის დროსაც ასევე ძალიან საინტერესო რაღაც შეილება მოხდეს, ან ადგილი ნახო (თავიდან არ მჯეროდა, მარა არი, არი სთორის პონტში საინტერესო ადგილები რომლებიც რუკაზე არაა მონიშნული).

ამას ემატება შერეული სიძლიერის მონაკვეთები, ანუ ისე არაა გაკეთებული რო ერთ ლოკაციაზე, რომლის ლეველიც ხარ, ყველა შენი ლეველის იყოს. არიან სერიოზული ნაბოზრები, რომლებსაც უნდა გაექცე, დაიმახსოვრო და მერე დაუბრუნდე. ასევე იჩითება საერთოდ მოულოდნელი ქვესთები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აგროვებ სხვადასხვა სახის ინგერდიენტებს, გიფუჭდება აბჯარი, გითავდება საჭმელი და გიწევს ქალაქში დაბრუნება, აკეთებ ხმლის ზეთებს, ელექსირებს, სხვა კატეგორიების უმარავ ფოუშენს, აგროვებ მათ რეცეპტებს, აგროვებ აბჯარის და იარაღის რეცეპტებს, მერე ამ იარაღების დამზადების მცოდნე მჭედელს ეძებ და იტოგში... ერთი სიტყვით კი იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ჩართულიხარ, საქმე ეგრევე ბევრი გეჩითება და თავზე ხელს არ გისვავენ. ისეთი გრძნობა მქონდა რო ჯიპიესი მეჭირა და იმენა სუ სადღაც მეჩქარებოდა, სუ საიდანღაც მეძახდნენ. არადა ამის პარალელურად სამყაროს სილამაზეზე ვშტერდებოდი და აი წარმოიდგინეთ დებილი სახით მორბენალი ბავშვი, ხელში ჯიპიესი რო უჭირავს და ხან მასში რო იყურება და გაშტერებული იქით აქეთ რო აფაციცებს თვალებს, და ბრახ, ყოველ 4 5 წუთში ვიღაც კლავს. აი ზუსტად ესე დაიწყო ეს ყველაფერი, მარა გუშინ, უკვე მივხვდი რო შემიძლია სამყაროში გარდატეხის შეტანა ))) უკვე ავითვისე ყველაფერი, მოვაწესრიგე და დავიწყე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად თასქების შესრულება. და აქ იწყება ნამდვილი კაიფი. ანუ თამაშის სწორ ტემპს პოულობ და ყვები, გრძნოფ რო ვიჩერს გამსაგავსებს, ხდები ცივსისხლიანი მონადირე, იყენებ გამოცდილებას, აგროვებ ინფორმაციას მომდევნო სამუშაოზე, ემზადები მოსალოდნელი საფრთხეებისთვის, წყვეტ დასახულ ამოცანებს და იწყებ შემდგომი მოგზაურობის დაგეგმას. დინამიკაში მოდიხარ თამაშთან და იწყება ნამდვილი თავგადასავალი.

აი აქ ეხა ბანძი ზმანი მაცვია, მარა ამ ლეველისთვის არი კამფეტი, ხმლებიც, დაჟე რა ქვები მიდევს ისიც მახსოვს 9 ლეველზე. იმენა დავდივარ და ვგრძნობ რაც მაცვია, იმიტო რო მჭირდება ცოდნა >>>

ტყეში ფეხით მივდიოდი (ვაფშე ფეხით უფრო ხშირად დავდივარ, ბევრად კარგად გრძნობ სამყაროს და მისწორდება) უცებ რუკაზე არ დატანებული ქეივი გაეძრო. შევიხედე, სხვადასხვა სახის სულები დამხვდნენ, ხმალს შესაბამისი ზეთი წაუსვი, შილდი დავიდე, შევარდი, შენელების წრე მოვხაზე და მუსრი გავავლე. როცა მეგონა რო მთელი გამოქვაბული გამოვასუფთავე, კედელში ნაპრალი დავინახე, დავანგრიე და შევძვერი. რაღაც მომწამლავი გაზი დამხვდა, მარა მაიც შევირბინე, ძლივს გადავრჩი, და ამ დროს სრული უკუნეთიდან ვიღაცის მზერა ვიგრძენი.

Riddick
Posts: 11705

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#343 » 24 Jul 2015 15:45

არვიცი რამდენი დღე გავიდა, მგონი უკვე მეხუთეა. ზომის და მაშტაბების გამო უცნაური გრძნობა გეუფლება, ყველაფრის ნახვა გინდა და იმხელა სამყაროშიხარ რო თავს უსუსურად გრძნობ. მარა ეს ფაქტი მაინც ვერ მაჩერებს, ფეხით დავდივარ უმეტესად და ყველაზე უმნიშვნელო რაღაცეებს ვაკეთებ. დაჟე საიდქვესთებსაც ვიზოგავ და რო მოვილევ რუკას მერე ვიწყებ, უფრო განძს ვეძებ და ვიჩერის კონტრაქტებს ვიძიებ. კონტრაქტები ძალიან საინტერესო მომენტია თამაშის და კარგ ტონუსს გაძლევს, ადვილი არ არი, მარა DS დონემდეც ვერ ქაჩავს. ზოგადად ჰარმონიულად არი ჩაწერილი სამყაროში და მომწონს. მეინ სთორილაინი ყველაზე გემრიელი ნაწილივითმაქ შემონახული, რადგან რაც გავიარე ძალიან მომეწონა, იშვიათად რო სთორი მომეწონოს, ალბათ იმიტო რო რეალისტური არაა და ადვილია ხოლმე მწერლის განზრახვის გამოცნობა, მარა აქ სხვანაირადაა ყველაფერი. კლიშეებს ეთამაშება თამაში, სუ უნდა რო ბანძ შაბლონზე მეტი განახოს, უნდა რო გაგიქროს შავთეთრი სამყაროს ხედვა და მოგცეს რეალობა რომელშიც ერთმნიშვნელოვნად ცუდი და კარგი არ არსებობს. ეს არის პერსონაჟი, ადამიანი რომელიც ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, არმინდა ვინმე წინასწარ დაგასპოილეროთ, ან უბრალოდ განგაწყოთ, მაგრამ ერთ ვიტყვი, რო მსგავსი დონის პერსონაჟების დამუშავება მე ძალიან იშვიათად თუ შემხვედრია სადმე, ნამდვილად ცოცხალი ადამიანი მეგონა ბოლოს.

ლოკაციების აღმოჩენის მომენტიც ძალიან გემრიელად არი მორგებული. სანამ სოფლის ცენტრში არ მიხვალ და მთავარ ამბებს არ გაიგებ, მანამდე არიცი რეგიონში რახდება. მიდიხარ და უცებ ეფლობი ლოკალურ ისტორიებში, ხვდები სადაც ხარ. სუ ვკითხულობ განცხადებებს. რამდენიმეს გაგიზიარებთ 1 2 3

ფეხით ხეტიალის დროს ჩემში ფოტოგრაფი იღვიძებს 1 2 3
მარა კადრები ორიგინალთან შედარებით იმდენად დაბალი ხარისხის გამოდის (ჰოსტი უფუჭებს თან ხარისხს) რო მგონი ნოვიგრადში ახალი კამერის ყიდვა მომიწევს.

ეხა კი ვიტყვი იმ დეტალების შესახებ რომლებიც ჩემი აზრით აკლია, ან რაც ვფიქრობ რომ სხვანაირად უნდა იყოს გაკეთებული.
პირველ რიგში რუკა, ანუ რუკა არ უნდა იყოს თავიდანვე ხელმისაწვდომი, შეილება აქტიური ზონები მოინიშნოს, მარა გახსნა უნდა ხდებოდეს როგორც ძველ RPG-ში, ანუ სადაც გაივლი ის მონაკვეთი იყოს ხილვადი და დანარჩენი შავად. უფრო გაზრდიდა სამყაროსთან ინტერაქციის ეფექტს.
ინტეფესი უნდა იყოს უფრო ცოცხალი, ანუ როლფლეიზე მორგებული. ან ჩანთას უნდა ხსნიდეს, ან რაიმე მაგდაგვარი. ისეა თამაში მოწყობილი რო სუ ინვენტარი გჭირდება და ძალიან მოუხდებოდა უფრო მეტი ყურადღება რო დაეთმოთ. ეხა უფრო ვირტუალური კაბინეტის სივრცეში გადასვლას გავს. იტოგში ვინც ითამაშეთ მიხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ.
არის ერთი დეტალი რომელიც ძალიან მაღიზიანებს, ეს არი ყველა ლოადინგისდროს სთორის რო გიყვება ტიპი. გამაგიჟა მაგან ))) გამორთვა არ შეილება, რაღაც მოდი უნდა. არადა ისე ღლის ტვინს რო ლოადინგს გაურბიხარ ბოლოს სასტიკად )) ეგეც ცუდი გადაწყვეტილებაა. პროსტა არაა სწორად განხორციელებული თორე თავისთავდ ძაან საინტერესოა. მარტო თამაშის ჩართვისას უნდა იყოს და მოიხსნებოდა პრობლემა.
და კიდევ ერთი მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი მომენტი, ესაა ავტომატურად გენერირებული სიტუაციები. არაა. ძალიან ტეხავს მარა არაა. ვერ ვხვდები რატო არ იმოძრავეს მაგ მიმართულებით, ესეთ ნიჭიერ გუნდს ძალიან შთამბეჭდავი რაღაცეები გამოუვიდოდა, იქ სადაც Far Cry გამოუვიდა. რავი ძალიან გული დამწყდა ამაზე სიმართლე რო გითხრათ. არა კი ხდება ხოლმე შეტაკებები, ან მოულოდნელი მომენტები, მარა აი რამე ორიგინალური სიტუაციები არ იქმნება, ისეთი რო უფრო გაგიმძაფროს შენს დამოუკიდებლად სამყაროს არსებობის შეგრძნება. მარა პრინციპში ეგ GTA ვერ ვიგრძენი. არვიცი მარა ვფიქრობ რომ მაგ მიმართულებით უნდა განვითარდეს ოუფენვორლდი.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#344 » 24 Jul 2015 16:28

მე ვაბშე ვფიქრობ რო ქვესტების მხრივ უფროა აქ ნამუშევარი ვიდრე იმაზე რო open world-ში ჩაგძირონ, გახეტიალონ და გამოგაკვლევინონ. რავი იგივე ამ განძების და რაღაცეების რუკაზე კაზუალურად დასმა ძალიან ცუდი გადაწყვეტაა. განძს უნდა ეძებდე მინიშნებებით, მინიშნება ნიშნავს რო სამყაროზე მეტი ყურადღება გაქვს მიქცეული და მოთამაშეს აჩვენებ რო ადგილი რაღაცით გამოირჩევა და მისი აღწერა შეგიძლია და ამ მინიშნებით აძლევ საშუალებას გამოიკვლიოს ლოკაცია, მარა ეგ ვერ ვიგრძენი და მერე თუ შემხვდა გამიხარდება. უმეტესად ჩემი სამყაროს აღქმა იყო eye candy ფაქტორი: კონტრასტულ ფერებში შეზავებული ლოკაციები, ბალახები, ლამაზი მთვარე, ფუჩური მზე და დანარჩენი სოფლებში უფრო საინტერესო მეგონა სამყარო ვიდრე ბუნებაში. მიმოფანტულ ცხოველებზე ბუნებაში ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს MMO მობები არიან, არადა სკაირიმში პირიქით მქონდა ეგ, აქ უფრო ლოკაცია რო გამოირჩევა რაღაცით და იქ არის რაღაც სახეობის მობი ეგ მომენტი მომეწონა, სახასიათოს ხდის კონკრეტულ ადგილს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Disturbed
Posts: 192

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#345 » 24 Jul 2015 23:50

აუ ეს რო არ დამეწერა არ შემეძლო. ეხლა უცებ გამოვრთე თამაში და შემოვედი რო დავწერო. სპოილერში არ ჩამითვალოთ რა გთხოვთ. :D :D ვასილისკი მოფრინავდა ნოვიგრადისკენ რო მივქროდი გორს-ველენიდან და გაიჩითა ცხვრების ფარა მწყემსთან ერთად. ეს ვასილისკი დააცხრა ცხვარს და გაიტაცა ზედმეტი ვიდეოების, სცენების, კლიპების ჩართვის გარეშე, მაგრამ ყველაზე სასაცილო აი რასაც ქვია რო ჩავბჟირდი სიცილით. აი სულს ძლივს ვითქვამდი. სკელეგის კუნძულებზე ნაკერების ჯგუფმა გადაირბინა და ადამიანი გაიტაცეს და მოხიეს :))))) იღლიაში ამოიჩარა ერთმა და გაიქცა.

Riddick
Posts: 11705

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#346 » 25 Jul 2015 00:21

ვა ვა, ანუ ხდება ეგეთი რაღაცეები? ))) მე არ შემხვედრია რამე დასამახსოვრებელი ჯერ, ნახევარი თამაში გავიარე და თან უმეტესობა ტყეში გავატარე, მარა თუ არი იმედია ვნახავ. პროსტა იშვიათია ძაან მაშინ )))

User avatar
Ripster
Posts: 1857

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#347 » 26 Jul 2015 02:26

მე შემემთხვა ერთხელ ბანდიტები იყვნენ ბლომად ერთ ადგილას. ცხენით გავურბინე ერთს თავი მოვაჭერი ცოტა შორს გავედი და ფეხით სანამ დავბრუნდი ლეშიი' დაადგა სასტავს მგლებით და დედა უტირა
ნუ მერე ძლივს გავექეცი ;დ ისე ეგ მონსტრი ძალიან ატმოსფერული რამეა! თან პირველად ვნახე მაშინ ეგ და მაგრად იმოქმედა ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Disturbed
Posts: 192

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#348 » 28 Jul 2015 14:51

ჩერტთან და ბესთან ბრძოლა მიჭირს მაგრად. კვენის ზნაკის და კარტეჩის ბომბის გარდა ვერაფერს ვერ ვუხერხებ.

Riddick
Posts: 11705

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#349 » 28 Jul 2015 16:21

Yrden ალტერნატიული ვარიანტი გაანვითარეთ, ჰარდზე 13 ლეველი 20-ის ტიპებს ვკლავ. Q უნდა გეჭიროს დიდხანს და ქვევით დებს ტურეტის პონტში ზნაკს, რომელიც ესვრის მოწინააღმდეგეებს და ცოტახანი სტანავს, პახოდუ ისრები და ნასროლი არაფერი არ გხვდება.
ადრენალინის ქულით Signs რო იყენებდე ეგ გაანვითარე + და Quen სუ გედება.

Riddick
Posts: 11705

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#350 » 31 Jul 2015 02:13

რა ასწორებს იცი, აი სადღაც მივიწყებულ ჭაობში რო მირბიხარ, მაგარ აჭრილ ამინდში, დაღამებამდე რამდენიმე საათი რჩება, სოფლამდე რომლისკენაც მიისწრაფი ჯერ კიდევ ნახევარი დღის სავალია, უცებ კი უცხო მხეცის ღრიალი, მოტრიალებული მსგავს სილუეტს აწყდები, სილუეტს რომლის მზერაც აშკარად შენს მხარეს არის მომართული.








დედამოუტყანი

Riddick
Posts: 11705

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#351 » 27 Aug 2015 12:28

ყველაზე დერსკი ტატუ სალონის კლიენტია

>>>

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#352 » 14 Sep 2015 11:19

სადღაც სამი კვირის წინ G2A.COM-ზე გასაღებების გაყიდვა გავტესტე, ძირითადად ისეთი არაფერი მქონდა რო მგონებოდა რო ვინმე 1$-ზე მეტს გადაიხდიდა, ხოდა HumbleBundle-ის სიაში 1$-ად ნაყიდი Sims 3 და რაღაც თამაში გავაძრე, რისი მთამაშებელიც ალბათ არასდროს არ ვარ. მოკლედ შევაგდე, დადებიდან რამდენიმე წუთში გაიყიდა და საიტის ანგარიშზე 15 ევრო დამიჯდა, რასაც ორი კვირა სჭირდებოდა Account-ის ბალანსზე რო გადასულიყო და რამის ყიდვა შემძლებოდა (სამწუხაროდ მხოლოდ საიტზე რჩება). ამასობაში სულ დამავიწყდა და დღემდე არ გამხსენებია. შევედი და 10$-ად Witcher 3 ვიყიდე GOG.COM-ის ვერსია, რომელიც რუსული ბაზრისთვის თურმე იაფი ღირდა და Grim Fandango Remastered სტიმისთვის. ფანდანგო ეგრევე გავააქტიურე მარა GOG.COM-ის დაცვას ვერაფერი მოვუხერხე და რუსეთში არ ცხოვრების გამო გასაღებს არ იღებდა. მოკლედ ცოტა წვალების შემდეგ როგორც იქნა OpenVPN-ის ძველი ვერსიით გავააქტიურე. ჯერ არ ვიცი რა ენაზე იქნება მაგრამ 2$-ად მაინც მიღირდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#353 » 16 Sep 2015 16:25

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#354 » 18 Sep 2015 03:47

ჩავუჯექი და მაგარი მუღამით ვთამაშობ, ველენიც მოვიარე ნახევრად, ნოვიგრადშიც ავკრიფე ქვესტები (ჯერჯერობით დიდი ლეველია) და დავდივარ ეხლა ჩემი ლეველის ქვესტებს ვაკეთებ იმიტო რო ვიღაცა სირმა დიზაინერმა გადამიწყვიტა რა ლეველზე რა გავაკეთო ამხელა სამყაროში. ბოლო სიძნელეზე ვთამაშობ და კონტრაქტები უნიჭო დარქ სოულსი უფროა ვიდრე ტაქტიკურობაზე დაფუძნებული rpg კომბატის მექანიკა, უბრალოდ ალეველდი და მოუგებ, არ ალეველდები და მაშინ უნდა იგორაო და ყველაფერი აიცილო (ცალკ თემაა sign-ებით easy mode-ის არჩევა, რაც თავიდან მაინც არ არის). თითონ ბრძოლები კარგი დადგმულია ისე, მუღამზე მოყავხარ ნადირობის და საქმის შესრულების. მარა მაინც ვიჩერი ვიჩერია, ყველაფერი ძველი აქვს, რაც მთავარია ქვესტების მუღამი, სთორი, სახასიათო მომენტები, განსხვავება ისაა რო ლანდშაფტებია დიდი და მთლიანი, მაგრამ აქ ნამდვილად პრობლემაა: ა წერტილიდან ბ წერტილამდე პროსტა სიმწვანეში გატარებენ და ამ სიარულში არაფერი ხდება საერთოდ. უნიჭოდ დასმული კითხვის ნიშნები და ყველგან ერთი და იგივე "მოკალი, განძი აიღე" იმენა დამღლელია და უინტერესოს ხდის სამყაროს, ამასთან ერთად მაგარი ბუტაფორიაა ამ სამყაროს სიცოცხლეც და აზრიანობაც, ქვესტების გარდა არანაირი immersion არ არის, არც სოფლებს ეტყობათ რამე იკონურობა რო გიხაროდეს მისვლა, იცნობდე პერსონაჟს, იცოდე ვინ არის, აქ არ არის სოფლიდან სოფლამდე გზაზე თავგადასავლები, ერთადერთი რაც შეგხვდება ან დასმული ქვესტია და ან მტრის ბანაკი, ვერავის დაელაპარაკები თუ ტავზე რამე ნიშანი არ აქვს, გრძნობ რო შენთვის არის ჩაყრილი ყველაფერი რო მოძრაობა გაჩვენონ. მაგარი დაფეილდნენ მაგ ამბავში, ვერ აჯობეს ბეთესდას და სკაირიმს მარტო რუკის სიდიდით ვერც აჯობებდნენ, სკაირიმის თითოეული კუთხე ცოცხალია, ბუნებას ბუნება ჰქვია, თითოეული გზა მოგზაურობაა, აქ კიდე მაღალი saturation-ით ცდილობენ გააცოცხლონ და ფერთა გამით მიმიზიდონ რო ცოტა ხანი გავჩერდე და რა ლამაზიაო ვთქვა (მე ეგაც არ მხიბლავს დიდად). მუღამს რა თქმა უნდა არ ვკარგავ და გემრიელად ვთამაშობ, ვიჩერულად, პატარა დასტოინი rpg-ების მსგავსად, უბრალოდ გამიტყდა ეს დიდი სამყაროს მომენტი, იმხელა აჟიოტაჟი და მოლოდინი იყო თავიდან რო მეგონა უკეთ დაამუშავებდნენ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11705

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#355 » 18 Sep 2015 23:11

სამყაროს გაცოცხლების მხრივ ნამდვილად არი პრობლემები, იმიტო რო გენერირებადი ევენთები არააქვთ, ან თუ აქვთ ძაან ცოტაა და იშვითად ხდება, ეგ ზევით მეც დავწერე. მარა სკაირიმთან შედარება სადაც 350 მოდით თამაშობ პროსტა სასაცილოა.

შემილია თამამად ვთქვა რო მესამე ვიჩერის სამყაროს სილამაზეს ვერცერთი სხვა ვანილა თამაში ვერ შეედრება მსოფლიოში 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით, დაჟე დასკრიპტულ სწორხაზოვან თამაშებში არ ყოფილა მსგავსი რამე არასდროს. იტენ კარტერი ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მხატვრული სილამაზით ახლოსაც ვერ მიდის.

გეიმფლეი მექანიკას და სიძნელეს რაც შეეხება, მეც ძნელზე ვთამაშობ და მომიწია თემის შესწავლა. ისე არი ტალანტები მოწყობილი რო თუ საკმარის ყურადღებას გამოიჩენ შენზე 6 7 lvl დიდ კონტრაქტებზე წახვალ თავისუფლად და ნახავ სერიოზულ ჩელენჯს, მარა გახვალ და სუფთა ეიფორიის შეგრძნება გექნება. უამრავი შეკვეთა გავაკეთე ზნაკების და ადრენალინის სისტემის დამუღამების მერე და შემთხვევით შემხვედრი ძალიან სახიფატო ტიპები დავყარე. მაგალითად ეს, რომელიც ისეთ მოულოდნელ ადგილას შემხვდა და იმდენად სერიოზული შეტაკება იყო რო ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ჰაილაითი გამოვიდა თამაშის.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#356 » 19 Sep 2015 02:11

ვანილა სკაირიმი ცოცხალია მოდების გარეშეც, მოდები პროსტა boost-ია და რაც მოგწონს იმაზე აქცენტს ამძაფრებ, თორე ექსპლორაცია, პერსონაჟები, ლოკაციები ძალიან ბუნებრივი და დასამახსოვრებელია, ბოლომდე გძირავს და ბოლომდე გამოკვლევისკენ გიბიძგებს, რო არაფერი ვთქვა ათას დამალულ რამეზე როცა აღმოჩენის მუღამი ჩნდება და გაჯილდოვებს თამაში. მასშტაბის აღქმაა სხვანაირი იქ, მტავარი გზიდან რო გადაუხვევ, ცოტას იმთამსვლელებ და მთაში მდინარეს რო იპოვი, რო გაუყვები და ბოლოს ლეწვა მტვრევით რო დიდ ჩანჩქერში გადაეშვები, ან თოვლში რო ქარბუქი ატყდება და გზაზე რო ვერ ხედავ რამემ არ შემოგიტოს, ბოლომდე გძირავს რა, ეს კიდე უფრო სწრაფ ტემპშია, თავის რელსებზე.
სილამაზეზე რავი, გემოვნების ამბავია. დეტალიზაცია ყველაფრის ძალიან მომწონს მარა ხასიათი აკლია ჩემთვის ყველაფერს. ფერების და განათებების ტრიუკებია უმეტესად "სილამაზე" და არა კონკრეტული ლოკაციები ან ხედები, რაც სკაირიმში ბევრად მხატვრულად და გემოვნებით ზის ჩემი აზრით იმ ნაცრისფერ ტონში. გრაფიკა, ტექსტურები და განათებები ამ ოთხი წლის შედეგია, მარა თითონ დიზაინი და სამყაროს ხედები მე სკაირიმში უფრო მომწონს მინიმუმ 84 ამინდის ვარიაციის ოპციით მთელ თამაშში, რაც სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა განწყობას აღვიძებს.
რა ლეველზე ხარ? 7-ზე გადავედი მგონი ეხლა და მგონია რო ძალიან ნელა ავდივარ ლეველზე. 5-6 ლეველით დიდებს ვყრი თავისუფლად, დაჟე ბანდიტების ბანაკებს ვუტევ მარა მიგრძელდება ხოლმე ბრძოლა, თან Axii-ის სტანი დავამუღამე და ხშირად ერთ დარტყმაში ვკლავ. ყველაზე მეტად Wraith-ები მისუქებენ ბევრნი თუ არიან, ვერ ვუმუღამებ დარტყმების pattern-ს რო ქრებიან, აღარ ვიცი ვის რამდნეი მოქნევა დარჩა, თან Yrdin არ გამიძლიერებია და სახე მეხევა. 4 საათი მგონი ველენის კიტხვის ნიშნები ვლუტე სამხრეთში და ლამაზი ვიჩის ქვესტები შევასრულე მერე დროის საკომპენსაციოდ )))) პროსტა ეს გოგო Respec Potion-ს ყიდდა და მეტი არ ვიცი სად ვიპოვო სკილების აგდასაწყობად რო დამჭირდეს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11705

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#357 » 19 Sep 2015 02:50

პერსონაჟები და ლოკაციები აქაც ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელია, წითელ ბარონს მალე შეხვდები და ნახავ რაზეც ვლაპარაკობ. მონსტრები იმდენად მრავალ ფეროვანი რო რამდენიმე თამაშს ეყოფოდა, ყველა ზღაპრის კოლორიტული კამანდა ერთადაა თავ მოყრილი და ისეთ ვიზუალზეა მოყვანილი რო პროსტა მაგის გამო შეილება ამ ნაწილის სიყვარული. ულამაზესია ბუნება ყველანაირი მოდის გარეშე და სილამაზეში არ ვგულისხმობ ზღაპრულობას, ვგულისხმობ რეალისტურობას, ანუ ბუნება გავს ნამდვილს, რაც არსად არ მინახავს.
ქარბუქები და მაგდენი ამინდის ეფექტი ალბათ არაა, არ ვიცი, თოვლში არ მივსულვარ ჯერ, მარა შემილია დავდო სურათების ნაკრები რაც მეთვითონ გადავიღე და თუ არ დაგეზარება დამიდე შენი სკაირიმის დამოდილი სურათები, უბრალოდ შევადაროთ, მაინტერესებს. და ვინმე რო ნახავს იმანაც რო შეძლოს შედარება თუ რაზე ვლაპარაკობთ.

ათი სურათია

კი სამყაროს აკლია ავტო გენერირებადი მომენტები, რაც მე შენზე მაგრად გამიტყდა, კითხვის ნიშნები დამღლელია, მაგრამ ეს არი მიზერი საერთოსთან შედარებით. მე სკაირიმის ვანილა არ მითამაშია, მარა ვიცი რო სერიოზულ მინუსებს ვიპოვიდი და ეხა გაცილებით კარგად შემეძლებოდა დაჯამება სიტუაციის, სამწუხაროდ არ შემილია. მე უბრალოდ გირჩევ რო ითამაშო და მიიღო თამაში ისე როგორც არი, ანუ ნაკლების ძებნის და გამუქების გარეშე, რათქმაუნდა თუ შეგიძლია. თან როგორც ამბობ ახალი დაწყებული გაქ, ანუ ნიუანსები ჯერ არ იცი, სთორი ჯერ არ დატრიალებულა თავის მაშტაბით და კომბატიც დასამუღამებელი გაქ.

მე 17 ვარ უკვე. Respec Potion ნოვიგრადშიც ყიდის ერთი ტიპი. გახსოვდეს რო ნებისმიერ ზნაკს ორი ვარიანტი აქ, ერთი დიდხანს რო გიჭირავს მერე აქტიურდება. ჩაუჯექი ზნაკებს, მაგრად ცვლის გეიმფლეის და ფოუშენებიც ისწალე, მაგრად გამოგადგება, ვიჩერის მუღამზე გადაყავხარ ძნელი როცა გაქ, ანუ ყველა ბრძოლის წინ ტაქტიურად ემზადები და თუ სწორად მოიქეცი ეფექტურობას გრძნობ.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#358 » 19 Sep 2015 03:55

ბარონის ქვესტს ვრჩები მგონი უკვე, ანუ ეგეთი key პერსონაჟები აქ ბევრად უფრო დეტალიზებულია, მე ვამბობ სოფელში რო მიხვალ და იქ ერთი ბარდი უკრავს, ამ ბარდის სახელიც რო გამახსოვრდება, სიმღერაც, ხმაც და მერე ორ სოფელთან რო ხარ ახლოს და მარტო ამ სიმღერის გამო შედიხარ იმ კონკრეტული სოფლის ტავერნაში და არ მიდიხარ მეორე მახლობელ ადგილას. არადა რეალურად ისეთივე npc არის როგორც გარეთ რო გლეხები არიან ან ტავერნაში ტიპები ან ვინმე მეფუნდუკე.

სურათები ცოტა მაქვს, მე იმ განათებებით არც გამიმოდავს როგორც ასეთი, ანუ ENB დამიყენებია Depth of Field-ით და განათებით, ანუ ეს ყველაფერი თითონ მოყვება და მერე კონფიგურაციაა დანარჩენი და ფერებზე თამაში. ისე რო ამით მეთამაშა და რა ადგილიც მომეწონებოდა იქ გადამეღო მასე არა, ingame ამინდებს ვცვლიდი კონსოლით. ENB Screens (ერთგან ბალახი მაქვს მომატებული). სტიმზე მაქვს უმეტესად ვანილა სქრინები 1, 2 მარა ძალიან ცოტაა მანდ ნორმალური ბუნების სქრინი.

ნაკლებს როგორც ასეთი არ ვუღრმავდები, პროსტა სამყარომ ბევრი რამით ვერ მოახდინა ის შთაბეჭდილება რასაც ველოდი open world-ის გამო, ვიზუალი ძალიანაც რო მომწონდეს, თითონ მანდ ხეტიალს ვერ ვუმუღამებ, ლოკაციების კავშირებს, მთლიანობას და მრჩება მარტო ხარისხინი მოდელები და განათება, რაც თავისებური სტილიზირებაა და არ მოაქვს ის განწყობა რაზეც ატმოსფეროს ცვლილებები და მხატვრულად დამუშავებული ლანდშაფტი უნდა მოქმედებეს. open world თავგადასავლის მუღამი ვერ ვიგრძენი, პირიქით სხვა მუღამი დავიჭირე ვაბშე, მე ვგრძნობ რო ვიჩერს ვთამაშობ დანავაროტკებულს და ექნება ამას ამხელა გახსნილი სამყარო თუ არა მნიშვნელობა არ აქვს, სულ რო dungeon-ებში მაბოდიალონ მაინც მომეწონება ეგ კუთხე.

Sign-ებში ალტერნატივა არ გამიხსნია ჯერ, მარტო potion-ების და ზეთების იმედზე ვარ კომბატში და რეცეპტებზე ვნადირობ თუ სადმე წავაწყდები, დანარჩენი roll-ის ძალით გავდივარ და ორ დარტყმაში მკლავენ მგონი თუ Quen არ მადევს, ანუ ტაქტიკურად არ მიჭირს, მიჭირს მარტო იმაში რო პატარა შეცდომაზე სახე მძვრება, ექშენ ელემენტში ანუ ვიდრე სტატების.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#359 » 19 Sep 2015 13:02

დამაინტრიგა ამ ყველაფერმა. არ მინდოდა კომენტარის გაკეთება თამაშადე მარა ძაან ახლო თემაა და ვერ მოვითმინე.

ხარისხი რო თამაშს უმაღლესი ექნება მაგაში ეჭვი არ მეპარება, მარა აი გახსნილი სამყაროს მუღამი რასაც ქვია ჯერჯერობით მარტო Bethesda და Rockstar-მა იცის.

აქ მთავარი პრინციპია რასაც ბევრი დიზაინერი ვერ ელევა არის რომ მოთამაშეს უნდა მისცე საშუალება რომ გააკეთოს ის რაც უნდა. ეგ არის გახსნილი სამყაროს მთავარი მცნება. თუ მარტო დიზაინერის მიერ მოფიქრებული ისტორიებით და ექსპერიენსებით არის სავსე სამყარო და მოთამაშე ვერ ქმნის თავისას ეს არ არის კარგი Open world.

იმდენი ხანი გავიდა ვიჩერის გამოსვლიდან რომ მე პირადად უკვე ჩამიცხრა ყველანაირი მოლოდინები და ალბათ უკვე ღია გონებით შევძლებ ჩავუჯდე, ისედაც არ მივყვებოდი დიდად new-ებს. საერთოდ რო ვიცი თამაშს ვიყიდი/ვითამაშებ ვიკიდებ ხოლმე ყველანაირი ნიუსებს და რო გამოვა გემრიელად ვირგებ. მარტო საეჭვო თამაშებს ვუყურებ წინასწარ დეტალურად.

აი სუფთა თქვენი პოსტებიდან გამომდინარე, მაინც ჩანს რომ კარგი open world-ია. იგივე ის ისტორიები რაც ბაჩომ მოყვა ზუსტად ის ექსპერინსია რაც კარგ Open worlds -ახასიათებს. რო მიდიხარ შენთვის რენდომად და უცებ არსაიდან მაგარი ექსპერიენსი შეიქმნება ეგაა open world-ის მუღამი.

Slayer-ა ალბათ ჯერ ვერ მივიდა მაგ ტოჩკებამდე, 6~7 ლეველი მაინც ახალი დაწყებულია. თუმცა წინასწარ ჩანს რომ წაუ-Dragon Age-ებს ეგ კითხვის ნიშნები და ერთ ნაბიჯიანი ქვესტები შუა გზაში მოსაწყენი გახდება შორს რო გახვალ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#360 » 20 Sep 2015 13:37

27 საათი მაქ და 10 ლეველიც არ ვარ ))) ქვესტებს ვაბშე გვიან მივადექი, იქამდე კიტხვს ნიშნებს ვწმენდდი მუტანტი ღორივით. Fast Travel-ის გარეშე აღარ დავდივარ თან მარა რათ გინდა, ერთი 150 საათი დამჭირდება მგონი დასახურად
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 264 guests


cron