LittleBigPlanet 2, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

LittleBigPlanet 2

Unread post#1 » 09 May 2010 05:29

>>>

Game Informer-ის ბოლო ნომერში ცნობილი პროექტი LittleBigPlanet-ის მომდევნო სერიასთან დაკავშირებული პრევიუ გამოაქვეყნეს. Media Molecule-ის თქმით, ეს არ არის უბრალოდ პირველი ნაწილის დამატება ახალი ტურებით, ეს არის სრულფასოვანი LittleBigPlanet 2, რის 100%-იან დასტურსაც ქვევით მოცემულ ინფორმაციაში იხილავთ.

თუ LittleBigPlanet-ში ჩვენ გვაძლევდნენ პლადფორმერების ასაწყობ ინსტრუმენტებს, LittleBigPlanet 2 - ეს არის მრავალფუნქციონალური რედაქტორის სრული პლადფორმა, რომელის საშუალებითაც უბრალო პლათფორმერებისგან განსხვავებით, სხვა, უფრო სერიოზული ჟანრის თამაშების აწყობა გახდება შესაძლებელი. შემქმნელები ირწმუნებიან, რომ გეიმერებს შესაძლებლობა მიეცემათ, შექმნან შუთერები, რეისინგები, პაზლები, Space Invaders-ის კლონები და RPG-ეებიც კი. მაგალითად, Media Molecule-მა Command & Conquer-ის სრული კლონის შექმნა მოახერხა. მოთამაშეები მომხმარებლის ინტერფეისის შეცვლასაც კი შეძლებენ - მეორე მაგალითისთვის fighting-ები მოიხსენიება.

>>>

direct control seat, თამაშში მოცემული ერთერთი ახალი და საკმაოდ საინტერესო ინსტრუმენტი გახლავთ. Mark Healy-მ ბოთლისა და რეზინის ბურთების დახმარებით მანქანა ააწყო, რის შემდეგაც, მის ასამოძრავებლად Sixaxis-ი გამოიყენა. ჯოისტიკის გვერდზე გადახრით, იგი მანქანის მოძრაობას აკონტროლებდა, სიგნალი კი X-ზე იყო დაყენებული.

ჩვენ თამაშში მოცემული ხმების ბიბლიოთეკით შეზღუდულები აღარ ვიქნებით - თქვენ უკვე შეძლებთ ყველანაირი ხმის თქვენთითონ ჩაწერას და მათ თამაშში გამოყენებას.

თუ თამაშის ორიგინალში, მოწინააღმდეგის ქცევის მანერის გამოვლენა რამდენიმე ელემენტარული ბრძანებით იყო შესაძლებელი, LittleBigPlanet 2-ში Sackbot-ი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც საკუთარი AI ექნება - მის მონაცემებს კი თვითონ მოთამაშეები დააყენებენ. თქვენ Sackbot-ების ძლიერი და სლაბი მხარეებით მანუპულირებას შეძლებთ, მაგალითად, რომელიმეს ეშინია სიმაღლეების - ჩასავარდნთან იგი აუცილებლად გაჩერდება.

>>>

ტურების შექმნის მოყვარულების, საკუთარი ქმნილებების გაერთიანების და მრაბალფეროვანი თემატიკის ლოკაციების შექმნის საშუალება მიეცემათ.

თამაშში ახალი გაჯეტი გამოჩნდება - "big-ass grappling hook" (Bionic Commando, Just Cause 2). Media Molecule-ის თქმით, თამაშში კიდევ რადენიმე მსგავსი ტიპის გაჯეტი იქნება შესული. ასევე, პირველ ნაწილში შექმნილი ყველა ტურის, კოსტუმების და ნაყიდი ტურების LittleBigPlanet 2-ში გადატანა იქნება შესაძლებელი.

შემქმნელებმა ასევე სიუჟეტის მოწოდების სისტემაც შეცვალეს, ახლა იგი სამყაროს სხვადასხვა რეგიონებზე აღარ იქნება მიბმული და სხვადასხვა დროის მონაკვეთებზე იქნება დამოკიდებული. ტურების ძირითადი სტრუქტურა იგივე დარჩა - ეს არის პლადფორმერი სამი სიბრტყით სიღრმეში (wtf).

>>>

    რამდენიმე ტურის აღწერა:
  • Techno Renaissance - თქვენ მართავთ ლეონარდო დავინჩის მსგავს პერსონაჟს, რომელსაც ეხმარებით რთულ და გასოცარი ხელსაწყოებით აგებულ ტურებში გასვლაში.
  • Steam & Cake - Steampunk-ის სტილში შესრულებული ლოკაცია.
  • Neon Propaganda - ცივი ომის პერიოდი, სეკბოი ანთავისუფლებს დატყვევებულ მუშებს.
  • Hand-Made Arcade - უამრავი კლასიკური თამაშის საპატივსაცემოდ.
ამჯერად, ტურების შემქმნელები, კამერისა და გახმოვანების მართვის მეშვეობით, სრულფასოვან ქათ-სცენების გაკეთებისაც შეძლებენ. ამის გარდა, თამაშში იქნება კლიპების რედაქტორიც.
თამაშის გამოსვლა 2010 წლისთვის არის დაგეგმილი

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 24 guests


cron