ვთამაშობ და ძალიან მსიამოვნებს, ერთი ეგაა რო ხანდახან იქრაშება მარა შევეგუე, ხშირად ვასეივებ, სავარაუოდ გამოასწორებენ ამასაც, ამიტო კონსოლზე უკეთესია ამ ეტაპზე როგორც ვფიქრობ.
მანქანით დავდივარ მთელ ქალაქში და sidequest-ებს დავსდევ, ქალაქის მოსახლეების დაკითხვა შეიძლება, სხვადასხვა quest-ის დაწყება სხვადასხვა chapter-შია შესაძლებელი და წერია ეგ, მთავარია დაიჭირო მოქალაქეები ვინ როდის არის სახლში, დაადგე და დაელაპარაკო. თან დროის პრობლემაც არაა, ვითომ main quest-ის ლიმიტია მარა დღეები რო გეძინოს გელოდებიან, შეგიძლია სიგარეტი მოწიო დრო გაიყვანო და ისე სდიო პერსონაჟებს, ზოგი წვიმაში არ გამოდის გარეთ, ზოგი მუშაობს და ა.შ. მანქანის მართვა ძალიან დაბალ დონეზეა მარა მუღამი მოაქვს მაინც, ბენზინს ასხავ, რეცხავ (ფურთხით გირეცხავს ტიპი), თან ახალ-ახალი მანქანების გახსნა შეგიძლია. ეხლა quest-ს ვაკეთებ, წვიმაში ყვავილი ავიღე და შერიფს უნდა მივცე რო რაციას მაძლევს fast travel-ისთვის, რაც ძალიან გამიადვილებს საქმეს - რა ადგილებსაც უკვე ვესტუმრე იქ პირდაპირ "დავტელეპორტდები" და მარშრუტს შევიმცირებ ხოლმე. შეიძლება ამის დაკიდებაც და main quest-ებზე გაყოლა, რაც სუფთა adventure-ია და მინი გეიმივით ჰორორის "ლეველები" იჩითება, რავი ბალანსი დაჭერილია მიუხედავად დაუბალანსირებლობისა)))
მუღამს მატებს კიდე შიმშილი და ძილი, ფული ბევრია ამიტო ყიდულობ ყავას, ტეკილას, დონატებს, ლოლიპოპებს და პრობლემა არაა, სამაგიეროდ immersion მოაქვს. ეს
მთავარი გმირი ერთერთი გამორჩეული ფიგურაა უკვე ჩემთვის საერთოდ თამაშებში, ძალიან სახასიათო პერსონაჟია, ძალიან ჭკვიანია, თავისებური ტიპია და თან არანორმალურია, ყავას დაისხავს, კონცენტრაციას აკეთებს და ყავა მინიშნბებს აძლევს))) მერე ფაქტებს ალაგებს გონებაში და იკვლევს საქმეს. ყველა შემხვედრს ერთი და იგივე ჟესტით ეუბნება რა ქვია და როგორ დაუძახონ )) თითონ ქალაქსაც ვეჩვევი, თავიდან დავიგრუზე ამხელა რო იყო, ცუდი რუკაა ძალიან, მარა ნეტში
ვნახე მაღალი ხარისხის და ვიმახსოვრებ ადგილებს რო გამიადვილდეს გადაადგილება, რაღა თამაშში დამიხედავს და რაღა ცალკე.
მოკლედ ნელნელა მიყვარდება თამაში ისეთი რამეა, წარმომიდგენია ამისი პოტენციალი კარგად აწყობილი რო იყოს და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული გეიმფლეით, მარა არც ეგაა დიდი დანაკლისი, თან მეორე ნაწილზე აპირებს მუშაობას
Swery (შემქმნელი). იშვიათი მუღამიანი და გემრიელი adventure-ია respect ))
p.s. Alan Wake გამოიღე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.