Deadly Premonition, X360, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Slacker
Posts: 358

Deadly Premonition

Unread post#21 » 17 Apr 2014 13:37

ეს ვერსია მაქვს გადმოწერილი და წერია რომ მოყვება 1.01 პაჩიო.
ჯოისტიკი მაქვს იქსბოქსის და ეგ პრობლემაც მოგვარებულია.
ანუ გამოდის რომ წინ საინტერესო ამბავი მელოდება)))))

***

ამ ვერსიაზე პირველივე სეივს არ აკეთებდა
და რეპაკი გადმოვწერე და იმაზე DPფიქსი არ მუშაობდა
ეხლა ვიწერ მესამეს :\

***

სეივის პრობლემა მოვაგვარე, ფოლდერი არ არსებობდა და მაგიტო არ ასეივებდა.
ეხლა მარტო DPფიქსის პრობლემა მაქვს

***
0.95 არ მუშაობდა ჩემთან 0.91 მშვენივრად ჩაირთო

ვსო ვიწყებ თამაშს ^^
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Deadly Premonition

Unread post#22 » 19 Apr 2014 04:43

ini ფაილი დააკონფიგურე? ანუ borderless window mode-ში უდნა გაუშვა და fullscreen გაუთიშო თამაშს launcher-იდან. მაგასთან ერთად DP.exe და Launcher-ს compatibility-ში run as admin უნდა მოუნიშნო
0.91 არ ვიცი პროსტა როგორ გამოვა, 0.95ში რაღაცეები შეცვალეს ;/
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Slacker
Posts: 358

Deadly Premonition

Unread post#23 » 19 Apr 2014 06:05

კი ეგ ყველაფერი გავაკეთე და თან
disable display scaling on high dpi settings ესეც მოვნიშნე run as adminთან ერთად.
სადღაც წავიკითხე რო პირველი ეპიზოდის მესამე თავში რო ბაგია მაგას ასწორებდა და მართლა გამოასწორა.

და 095ს იმიტომ არ ვხმარობ რომ მერე ფერები ირეოდა და სიტყვაზე ცეცხლის შუქი ჭერზე და კედლებზე გადადიოდა სადაც არ უნდა ყოფილიყო.
და 091ზე ყველაფერი ჩვეულებრივად არის, ერთადერთი ჯოისტიკზე რომ იყო რაღაც მთლიანად ამოვშალე ini ფაილიდან, ესე წავიკითხე რო ბოქსის ჯოისტიკი ვისაც აქვს იმას არ ჭირდება ეგო )))

ეხლა ვარ პირველი ეპიზოდის მეხუთე თავში, ძაან ასწორებს!
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Deadly Premonition

Unread post#24 » 19 Apr 2014 07:13

ერთი მეშვიდედან sidequest-ები დაიწყე რო გაიცნობ პერსონაჟებს. ჯერ შერიფს დაელაპარაკე სახლში და გეტყვის დედაჩემი არის ცუდადო, წვიმიან დღეს ყვავილი მოწყვიტე რუკაზე, მიუტანე და fast travel-ის რაციას მოგცემს. თუ სადმე ვერ შეხვალ ფანჯრიდან შეიხედე ხოლმე და შეძლებ პირდაპირ ლოკაციაზე მისვლას. ყველგან არ გამოდის მარა უმეტესი ადგილები გამოდის. sidequest-ებისთვის replay შეგიძლია მისცე მეშვიდე chapter-ს და იქ შეასრულო საკმაოდ ბევრი, მერე მიხვალ სასტუმროში და მორჩება chapter გააგრძელებ სეივიდან, დანარჩენს მიყევი როგორც ჩამოწერილია. ოღონდ მთავარია replay არ მისცე ისეთ chapter-ებში სადაც გასაღებს გაძლევენ თორე გაქრება და ვეღარ გააგრძელებ. ვაბშე თუ გინდა ბოლომდე სანამ არ გახვალ არ იჩალიჩო ეგ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Slacker
Posts: 358

Deadly Premonition

Unread post#25 » 19 Apr 2014 08:19

და რეფლეის გარეშე რატომ ვერ შევასრულებ რო მივყვე ერთიანად :?
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Deadly Premonition

Unread post#26 » 19 Apr 2014 08:33

შეგიძლია კი, დროის ლიმიტიც არ არის
აქ არის ჩამონათვალი, სპოილერი რასც აწერია არ გახსნა, ბოლო chapter-ში შეასრულებ მაგას
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Deadly Premonition

Unread post#27 » 08 Apr 2015 23:08

ამ ქრაშს თუ გადავურჩი მადლობელი ვიქნები ;/

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Deadly Premonition

Unread post#28 » 11 Apr 2015 00:28


User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Deadly Premonition

Unread post#29 » 13 Apr 2015 20:48

დავხურე და ძალიან ნასიამოვნები დავრჩი [2]

რამდენადაც კარგია თამაში, თითქმის იმდენად ცუდი პორტია.
ზემოთ რადგან დაიწერა თვინ პიქსთან კავშირი პარალელურად სერიალსაც ვუყურებდი და დარწმუნებული ვარ Deadly Premonition უფრო Twin Peaksია, ვიდრე Twin Peaks-ზე პირდაპირ გაკეთებული თამაში იქნებოდა თავის ქოფირაითებით და ყველაფრით.
არამარტო პერსონაჟებით და დეტალებით, სეთინგით და კომედიურობითაც ერთი ერთშია.
FBI აგენტი, იძიებ თინეიჯერი გოგოს მკვლელობას პატარა ქალაქში.
თავიდან ძალიან შემიყვარდა ეს ქალაქი, ლამაზი ბუნება, წვიმები, პატარ-პატარა უბნები, მანქანით დავდიოდი წინ და უკან. მალევე იმახსოვრებ ლოკაციებს რაცარუნდა მოუხეხებელი მეფი იყოს, მაგრამ საბოლოოდ მეც ნეტში ვნახე მთლიანი რუკა. შერიფისთვის რაცია არც გამომირთმევია და დიდად არც მიჩალიჩია, რო ტელეპორტირებით მემოძრავა ქალაქში, მანქანით სიარულს უფრო დავუჭირე მუღამი, თან გზადაგზა რაღაცებს ვაკვირდებოდი, ზაკს ველაპარაკებოდი, ხანდახან first person-ზე ვრთავდი მანქანის მართვას, უფრო ბუნებრივი განწყობა რო შემექმნა.
ერთ-ერთი საყვარელი მოვლენა გახდა თავიდანვე ზაკთან საუბრები, ბევრ ისეთ თემას ეხებიან, რასაც საერთოდ არ ველოდებოდი, მათ შორის სუპერმენის და სთარ ვარზის ფილმებსაც. ზაკია ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მსგავსება თვინ პიქსთან, როგორც კუპერის დაიანა
მერე მოქალაქეებს იცნობ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ხალხია,მაგრამ საბოლოოდ ყველას ბნელ საიდუმლოს ეხდება ფარდა.
ძნელი მისახვედრი არაა ვინ რას ჩალიჩობს, მაგრამ უმეტესად მაინც ბევრი მოულოდნელი ივენთია, ზოგმა გამაკვირვა, ზოგმა ისე დამგრუზა დილის მერე ეხლა გადავწყვიტე აზრი დამეწერა.
საიდ მისიებითაც საკმაო ინფორმაციას იღებ ქალაქზე და მის მცხოვრებებზე, მეტად ინტერაქტიული ხდება გეიმფლეიც და სთორიც, ასერომ გასამაზი არაა. ერთი ქალია სიგურნი, რომელიც ძალიან გავს Log Lady-ს Twin Peaksდან :D თან სახელის პონტში სიგურნი ვივერი და ელიენის ფილმებიც გამახსენა.
პარალელურად შენ პერსონაჟს ჭირდება ჭამა, ძილი და ტანსაცმლის გამოცვლა. ჭამაზე და ძილზე როგორცკი მიეჩვევი როდის რა გჭირდება პრობლემა აღარაა, მარა ტანსაცმლის გამოცვლაზე მე მქონდა ცოტა, სანამ ბევრი ბუზები არ გაიჩითებოდნენ გარშემო იქამდე მავიწყდებოდა სხვა რაღაცეებზე იმდენად ვიყავი გადართული ))
სტენლი კუბრიკსაც საკაიფოდ "მოპარეს" რაღაცეები ჩემი აზრით. მესაფლავემ ეგრევე ალექსი გამახსენა A Clockwork Orange-დან. ასევე ცარიელი ჰოტელი, რომელიც The Shining-ის ინსპირაციად ჩავთვალე და ალბათ კიდევ რამდენი რამე იქნება, რაც მე ვერ შევამჩნიე.
გეიმფლეის მინუსებს რაც შეეხება, დეველოპერების მიერ აშკარად ძალით შეტენილი შუთინგია ერთადერთი, მაგრამ დიდი არც არაფერი.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რო მარკეტზე გასატანად საჭირო ელემენტად ჩათვალეს და შეაგდეს, რა, მაგრამ სინამდვილეში რისი გაკეთებაც უნდოდათ ის უფრო წინა პლანზე წამოწიეს. ეს შუთინგი, როგორც მინუსი ძაან მიჩქმალულია, უბრალოდ ჩაფთერიდან ჩაფტერამდე გადასვლა რო იგრძნო ეგეთი ამბავია.
ქალაქის underworld ლოკაციების დიზაინი სულ Silent Hill/Resident Evilია, ეგ ფიქრი არ მომშორებია არცერთი წამით.
ძლიერი თამაშია ნარატივის მხრივაც, ტყუპების ნარატორები ინსტა ფავორიტები გახდნენ იმდენად სპეციფიური ხმები აქვთ. ვინც არ უნდა იყვნენ, არ მინახავს ჯერჯერობით.
ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად საუნდტრეკებიც ძალიან კარგია! ეხლაც ვუსმენ.

მშვენიერი იქსფერიენსი იყო, რომლის გავლენაც ახლო მომავალში არ დაიკარგება და ყველას ვურჩევდი ასეთ კარგ რამეს დრო აუცილებლად დაუთმონ.
10/10 Masterpiece ^^

ეს რამდენიმე სქრინიც ეგდოს.
>>>
>>>
>>>
>>>

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Deadly Premonition

Unread post#30 » 08 May 2015 23:51

SLaYeR wrote:ერთი მეშვიდედან sidequest-ები დაიწყე რო გაიცნობ პერსონაჟებს. ჯერ შერიფს დაელაპარაკე სახლში და გეტყვის დედაჩემი არის ცუდადო, წვიმიან დღეს ყვავილი მოწყვიტე რუკაზე, მიუტანე და fast travel-ის რაციას მოგცემს. თუ სადმე ვერ შეხვალ ფანჯრიდან შეიხედე ხოლმე და შეძლებ პირდაპირ ლოკაციაზე მისვლას. ყველგან არ გამოდის მარა უმეტესი ადგილები გამოდის. sidequest-ებისთვის replay შეგიძლია მისცე მეშვიდე chapter-ს და იქ შეასრულო საკმაოდ ბევრი, მერე მიხვალ სასტუმროში და მორჩება chapter გააგრძელებ სეივიდან, დანარჩენს მიყევი როგორც ჩამოწერილია. ოღონდ მთავარია replay არ მისცე ისეთ chapter-ებში სადაც გასაღებს გაძლევენ თორე გაქრება და ვეღარ გააგრძელებ. ვაბშე თუ გინდა ბოლომდე სანამ არ გახვალ არ იჩალიჩო ეგ


რიპსტერას ველოდები როდის დაამთავრებს, ძაან მაინტერესებს ენდინგზე რეაქცია =დდდ

და ამის გაკეთება ვცადე თავის დროზე, მაგრამ ესე პირდაპირ არ გამოვა, იმიტორო სანამ სახლში დაადგები შერიფს და ყვავილს მიუტან მანამდე გირი უნდა დაუბრუნო, რომელსაც პოლიციის შენობაში, რომელიღაც ოთახში პოულობ, არნოლდი აწერია განტელს და მაგის დაბრუნების მერე გაძლევს ქვესტს ყვავილებზე, ისე არა.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Deadly Premonition

Unread post#31 » 09 May 2015 02:27

ჩავუჯექი მეც)) არ მინდოდა სანამ მოვრჩებოდი რომ დამეპოსტა აქ, მაგრამ ისე ნელა მივიწევ წინ ვეღარ მოვითმინე ;დ თავიდანვე ძალიან მინდოდა თამაში მაგრამ სულ შემდეგისთვის ვდებდი მერე ჯერ სლეიერის პოსტები გაეძრო შემდეგ ნატალის და ბოლოს კიკეთშიც რომ ილაპარაკეთ ჩამოვედით თუ არა ჩავუჯექი)))
ვერ მოვიცალე ისე კარგად ჩაჯდომისთვის როგორც მინდოდა მაგრამ ნელ ნელა მივყვები მაინც
ვიცოდი თავიდანვე და მეგონა გათავისებული მქონდა კარგად, მაგრამ... ეს რა საშინელი თამაშია ბიჭო!!!!! :DDDDDDD არ ვიცი რას შევადარო. აი რამე დიდ სამაგიდო ფაზლს გავს ;დ გატეხილი სათამაშოა,
აი საშინლად გაკეთებული თამაშია ;დ
იორკიმ პირველად რომ გაიღიმა მაგრად მომინდა კლავიატურა შემომელეწა სახეზე, მიწაზე დამეგდო და მერე ფეხით შევდგომოდი
რესურსები და "მასალა" მოეცათ ჩვენთვის და ფორუმის შეკრებებზე, ნათიაში უფრო კარგად ავაწყობდით მგონი ;დ
ისეთი ცუდი რამეები ეძრობა თამაშის პროცესში მაგრად ვიგრუზები
საუნტრეკები კი ისე უაზროდ, უცნაურად და არაბუნებრივად იცვლება ხოლმე გული მერევა უკვე ამ აქუსტიკურ გიტარის რიფებზე და სტვენის ხმაზე
მააააააააგრამ :3 ზოგი ისეთი სცენა ეძრობა ხოლმე თან ისეთი საუნდტრეკებით სისხლს გიყინავს
თან აი მაღლა რაც ვთქვი ყველაფერ ამის მიუხედავად მაგარი ატმოსფერული რამეა :3 სთორიც გაინტრიგებს და ბოლომდე გინდა გახვიდე
ცოტახანს თუ გაუძლებ მერე მართლა იმდენად აღარ აქცევ ბევრ რამეს ყურადღებას
ცვეტში ერგები რაღაცნაირად თამაშს და მაგის წესებით 'თამაშობ'
აღარ უკვირდები ამ საუნდტრეკების ცვალებადობის არაორგანულობას და ეგეც კი გისწორდება ;დ
ძალიან უცნაური რამეა და ძალიან მომწონს ამ ცუდი მხარეების მიუხედავად
იორკი/ზაკზე ვკაიფობ მაგრად

თვინ პიქსს ახსენებდით ხოლმე ხშირად ამ თამაშთან და მაგ სერიალსაც ჩავუჯექი
დარწმუნებული ვარ Deadly Premonition უფრო Twin Peaksია, ვიდრე Twin Peaks-ზე პირდაპირ გაკეთებული თამაში იქნებოდა თავის ქოფირაითებით და ყველაფრით.

გამარჯობა

ძალიან მაგრად მიტყდება რა... აი ალან ვეიქის დონეზე რომ ყოფილიყო დამუშავებული ყველაფერი
წარმოიდგინეთ რა თამაში დაიდებოდა

ხო და ერთი ძალიან დილეტანტური კითხვა მაქვს, რომელზე პასუხიც ვიცი, უბრალოდ არ ვუტყდები ასე ღიად თავს)))))
საიდ ქუესთებს არ ვასრულებ ;დ სულ რამდენიმე გავაკეთე არნოლდი ვუპოვე და ეგეთი რამეები
თან ეს მანქანით სიარული ისეთი საშინელებაა ერთი სული მაქვს როდის მივალ ხოლმე დანიშნულების პუნქტამდე;დ და ბევრს ვტოვებ ძალიან ხო? :(
იმენა ედვენჩერივით ვთამაშობ და ჯერ მესამე ჩაფთერზე ვარ
რას მირჩევთ გადავაბიჯო ჩემ თავს და დავაძალო საიდ ქუესთების გაკეთბა? :დ

ალბათ ჯითიეის მერე ეგრევე არ უნდა მეთამაშა :(

ინგლისურად ვთამაშობ და არ ვიცი ჩემმა ენის ცოდნის დონემ აიწია თუ რა ხდება, მაგრამ მშვენივრად მესმის ყველაფერი
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Deadly Premonition

Unread post#32 » 09 May 2015 03:36

არნოლდის ქვესტის მერე გააგრძელე და რაციას მოგცემს ჯორჯი. მერე რა ადგილსაც ესტუმრები პირდაპირ შეძლებ ხოლმე დატელეპორტებას. მარა მე გირჩევ მიეჩვიო ქალაქს და მანქანას. ისე მიიღე თითქოს ძველ თამაშს თამაშობ, PS1-ისას ოღონდ უკეთესი გრაფიკით და დამიჯერე თითოეულ მომენტს შეირგებ, მანქანის დაძვრიდან დაწყებული მოხვევით დამთავრბეული. თან მერე სწრაფ მანქანებს ჩითავ ქვესტებით და უკეთესი სათამაშო ხდება.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Deadly Premonition

Unread post#33 » 10 May 2015 13:43

გუშინ საღამოს კარგი სესია მქონდა გრინვილში ხეტიალის
მაგრად წავიდა ყველაფერი. ჯერ თაითლ მენუში დიელსიები გავაძრე ;დ
ახალი მანქანა დავითრიე იორკის ტანსაცმელიც გამოვუცვალე და ემილის აუთფიტიც :3
და მერე თამაშში ცოტა გადავუხვიე სიუჟეტს
მაგრად ასწორებს სიცოცხლის სიმულაციას რომ ხედავ

ჯორჯს კი დავადექი სახლში მაგრამ აღარ მოუცია არანაირი ქუესთი
ალბათ სთორიში ზედმეტად წინ ვარ მაგ ქუესთისთვის :(
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Deadly Premonition

Unread post#34 » 10 May 2015 13:48

შეგიძლია გადაითამაშო და დაგრჩება სეივში რასა შეასრულებ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Deadly Premonition

Unread post#35 » 10 May 2015 19:18

ხო, ეგ ძაან მოსახერხებელია ჩაპტერში უკან რომ გადახვიდე თუნდაც აითემების გამო.
ბოლოსკენ health kit-ები რო დამჭირდა ეგრე გავაკეთე.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Deadly Premonition

Unread post#36 » 11 May 2015 17:52

პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Deadly Premonition

Unread post#37 » 12 May 2015 05:17

)))))

ვრცელ რივიუს ველოდები, როცა მზად იქნები

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 47 guests