Clock Tower, აღწერა / Survival horror / PS1

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Clock Tower

Unread post#1 » 21 Dec 2009 18:42

>>>

Clock Tower სერიები არის survival horror ის და point & click adventure-ის ნაზავი, ძირითადი გეიმფლეი კი მოიცავს ოთახიდან ოთახში სირბილს, დამალვას და ნივთების გამოყენებით მტრისგან თავის არიდებას, თუმცა ნივთების გამოყენებასთან და ოთახების შემოწმებასთან სიფრთხილეა საჭირო, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს Dead End; ამ შემთხვევაში თამაში მთავრდება. Clock Tower-ის სახელწოდების ქვეშ სულ გამოსულია ოთხი თამაში: Clock Tower (SNES), Clock Tower (PS), Clock Tower: Struggle Within და Clock Tower 3, მაგრამ ამ თემაში დავდებ მარტო პირველ ორ სერიას რომელიც ერთმანეთთან სიუჟეტურად კავშირშია

Clock Tower [SNES]
პირველი ნაწილი Clock Tower-ის სერიებში, თამაში გამოვიდა Super Famicom (SNES-ის იაპონური ვერსია) -ისთვის 1995 წელს, შემდეგ კი 1997 წელს როცა Playstation-ისთვის გამოუშვეს და დაარქვეს Clock Tower: The First Fear, ასევე გაკეთდა პორტირება Wonderswan და Windows 95 ზე რომლებიც 1999 წელს გამოვიდა. თამაში იაპონიის გარეთ არ გამოუშვიათ.(არის ფანების ნათარგმნი ვერსია SNES-ისთვის). ეს არის 2D Point & Click სტილის თამაში სადაც პერსონაჟის მართვა კურსორით ხდება, ასევე კურსორით ამოწმებს ნივთებს და აღებს კარებს. სთორი გარკვეულწილად დაფუძნებულია Dario Argento-ს ფილმზე Phenomena (Creepers). Jennifer Simpson არის ობოლი ბავშვი Granite Orphanage-იდან. მას და მის მეგობრებს, რომლებიც ასევე ობლები არიან, იშვილებს განმარტოებით მცხოვრები მდიდარი Mr. Barrows, რომელიც ცხოვრობს დიდ სახლში სახელად "Clock Tower". თამაშს აქვს 9 ენდინგი რაც მოთამაშის არჩეულ გასვლის გზაზეა დამოკიდებული და ბევრი Dead End როდესაც პერსონაჟის სიკვდილი გარდაუვალია (ამიტომ შეამოწმეთ ყველა ადგილი, ნუ გაჩერდებით დიდხანს და ხშირად ასეივეთ) ^__^

გადმოსაწერი ბმული: Download

Screens:
>>> >>> >>>

Clock Tower [PS]
თამაში გამოვიდა პირველი Clock Tower-ის გაგრძელება, მოქმედება ხდება პირველი სერიიდან 1 წლის შემდეგ, Jennifer Simpson იშვილა Helen Maxwell-მა, ცნობილი ფსიქიატრის ასისტენტმა. ახლა ის გადის მკურნალობას რათა ამოხსნან Clock Tower-ის საქმე და ნათელი მოჰფინონ Scissorman-ი საიდუმლოს, თამაშში არის 2 მთავარი პერსონაჟი რომელთაც თითოს ხუთი ენდინგი აქვს. თამაშის გეიმფლეის პრინციპი რჩება იგივე რაც იყო წინა ნაწილში, უბრლოდ პერსონაჟის ორგანზომილებიანი მოდელები შეიცვალა და გახდა სამგანზომილებიანი, რაც თავისებურად უფრო აცოცხლებს და ხიბლს მატებს თამაშს

გადმოსაწერი ბმული:
Pt1,Pt2,Pt3,Pt4,Pt5,

Screens:
>>> >>> >>>

Gameplay Videos: 1,2
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Spawn
Posts: 157

Clock Tower

Unread post#2 » 21 Dec 2009 20:38

SNES-ის First Fear-ი მაქ მარა მოუხერხებელი გეიმფლეიაქ :[

PS1-ის ვერსია ინგლისური არ არსებობს? ყველა იაპონურია
God made the priest – devil made the skomorokh

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Clock Tower

Unread post#3 » 21 Dec 2009 20:39

spawn
რატო აქ მოუხერხებელი? ps1 ის ვერსია ინგლისურად არ არის როგორც ვიცი მარა რომც იყოს იგივეა ზუსტად რაც snes, ჯოისტკით უნდა ატარო ისარი
ორივე სერიაში მასეა ისე ეგ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 204 guests