Days Gone, ვიდეო მიმოხილვის ინფო | PS4

Survival Horror, Immersive Sim, Side Scroller, Quest, Logic, Puzzle, I-Movie, Point n Click...
Riddick
Posts: 9420
Contact:

Days Gone

Unread post#1 » 26 Apr 2019 12:38

Days Gone

რა მოგდის აზრათ როცა ხედავ Days Gone? Last of Us (და ჯოელი)? მგონი საერთოდ ყველაფერი გავს - ფერთა გამა, სტილი, სეთინგი (ძრავი)... უბრალოდ არი გახსნილ სამყაროზე გადატანილი (და ეს სამყაროც რაღაც არაბუნებრივ და ცარიელს გავს, ყოველშემთხვევაში შორიდან). ერთი სიტყვით, არასდროს ინტერესი არ მქონია, ყოველთვის მეორე ხარისხოვანი, სხვა თამაშების იდეებისგან შეწეპებული ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
შეიცვალა მარტო ის რო მიმოხილვას უყურე, მაინტერესებდა რამდენად დაამტკიცებდა ჩემ სკეფსისს. თავიდან ვიფიქრე უბრალოდ დავლინკავთქო, მარა მერე მივხვდი რო თემის გახსნა მომინდა, ხოდა ცოტა გავარჩიოთ.

გახსნილი სამყარო შედგება - რედ ნეკების, ფრიკერების (ზომბების), კულტისტების, ბანდიტების, ჩვ. მოსახლეობისგან (ფრაქციების ვარიანტი). ამ ყველაფერში, მთავარი ინტერესის ელემენტად სახელდება ურთერთქმედება, რომელიც ხდება სპონტანურად და მოთამაშისგან დამოუკიდებლად. კი ეს არაა პირველი თამაში სადაც ეგ ხდება, მარა სეთინგი იძლევა საინტერესო გარემოებების შექმნის საშუალებას და ვნახოთ...

გეიმფლეის მთავარ მიმართულებათ აღებულია სურვაიველი - ანუ იგივე State of Decay შიგთავსი. მარა საინტერესოა თვითონ გააზრების, დამუშავების მომენტი. (აქაც) სეთინგიდან გამომდინარე, უმეტესი გამეორებადი გეიმფლეი რუტინა, თამაშის შინაარსობრივ გარემოებებზეა მიბმული და მაქსიმალურად ცდილობს რო არ იყოს ფონური. მაგ. ბანაკების რეპუტაცია, პირდაპირ კავშირშია, ახალი სახეობის იარაღების და ამუნიციის გახსნასთან, ასევე თამაშის მთავარი ატრიბუტის, მოტოციკლეტის აფგრეიდების ხელმისაწვდომობასთან. Fast Travel არ მუშაობს თუ ფრიკერების ბუდეები არ დაწვი, იარაღები და ამუნიცია ფუჭდება და რეგულარულად საჭიროებს სხვადსხვა კრაფტის დეტალებს და ა.შ.
ამის პარალელურად, გვაქ ჩვეულებრივი XP რომელიც გვეძლევა სიუჟეტური ქვესთების შესრულებისთვის და რომლითაც ვანვითარებთ სამ მიმართულებას - ახლო კომბატი - ცეცხლსასროლი იარაღები - სურვაიველ სკილები.

სხვადასხვა ცენტრალური ხაზებით მოწოდებული სიუჟეტი - ანუ თამაშში არ არის ჩვეულებრივი სტრუქტურა (მთავარი სიუჟეტური ხაზი და გვერდითი მსიები). ამის მაგივრად გვაქ 4 ცენტრალური ამბავი, რომელიც ერთმანეთის პარალელურად ვითარდება, პლიუს ბანაკები, რომლებსაც ყველას თავიანთი ლიდერი და დამოუკიდებელი იდეოლოგია გააჩნიათ.

და რაც მთავარია

>>>

პ.ს. არვიცი ზევით დაწერილიდან რა არი რეალურად სიმართლე და რაარი ტყუილი. რა არი კარგად გაკეთებული და რა უბრალოდ დაპირების დონეზე, მარა თვითონ კომპლექსურობა და იდეები რაზეც ლაპარაკობენ, მგონი იძლევა იმის შანს რო რაღაც კარგი გამოსვლოდათ.
https://coub.com/view/24rzbh

Return to “Adventure - Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 25 guests