Gris, პრევიუ | PC, Mac, Switch

Survival Horror, Immersive Sim, Side Scroller, Quest, Logic, Puzzle, I-Movie, Point n Click...
User avatar
Riddick
Posts: 9300
Contact:

Gris

Unread post#1 » 25 Dec 2018 13:41

Gris - ესპანური სტუდია Nomada Studio-ს სადებიუტო ნამუშევარი. თამაშის ძირითადი მასისგან განმასხვავებელი ელემენტები, აკვარელის სტილში შესრულებული ვიზუალი და ყველანაირი ვერბალური დიალოგის გარეშე მოწოდებული სიუჟეტი გახლავთ.

>>>

გოგონა სახელად Gris სურიალისტურ სამყაროშია ჩაკეტილი, რომელსაც მხოლოდ ერთი, ვარსკვლავური ხიდის მსგავსი გამოსასვლელი აქვს. ხიდი თამაშის დასაწყისში მშენებლობის პროცესშია. მთავარ გმირს, მოცემული სამყაროს სახვადასხვა კუთხეებში, მნათობი სფეროების შეგროვება მოუწევს, რომლებითაც საბოლოო ჯამში თანავარსკვლავედები იკვრება, რაც მას გასვლის საშუალებას აძლევს.

Gris მეტროიდვანიისთვის დამახასიათებელი მოწყობის მქონე თამაშია, რომელშიც სხვადასხვა ტიპის გასასვლელის გასახსნელად, გარკვეული შესაძლებლობის გახსნაა საჭირო. დროთაგანმავლობაში გრისი ისეთ შესაძლებლობებს სწავლობს როგორიცაა ორმაგი ახტომა, სიმაღლიდან გადმოფრენა, ცურვა, სიმღერა (რომლის ხმებზეც საიდუმლო მექანიზმები მოდის მოქმედებაში), ასევე სამოსი, რომელიც მძიმე კუბად გადაქცევის შესაძლებლობას იძენს, რის მეშვეობითაც სხვადასხვა გადამრთველების გააქტიურებას და თხელი ზედაპირების ჩამტვრევას შეძლებთ.

>>>

Gris შინაგანი სამყარო რამდენიმე სახეობის ზღაპრულ ლოკაციად იყოფა, რომელთა გეიმფლეიც სხვადასხვა ტიპის პლადფორმერადაა წარმოდგენილი. მაგრამ ეს ყველაფერი მწარე გამოწვევების მოყვარულების ყურადღების მიპყრობას ვერ შეძლებს. Gris გეიმფლეი პროცესი ესტეტიური სიამოვნების და სიუჟეტური კონტექსტის გასამძაფრებლად გამოიყენება, რის გამოც მაქსიმალურად მედიტაციური და ნაკლებად დამძაბავია.

სიყვარულით შესრულებულ ვიზუალს, ჰარმონიულად ავსებს Berlinist-ის ატმოსფერული საუნდტრეკი. მელანქოლიური ამბიენტი, ფორტეპიანოს, ორღანის და ვიოლინოს ხმები ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს კიდევ უფრო ზღაპრულ ელფერს აძლევს.

>>>

Gris სურიელი ტრამვისგან განკურნების მინიმალისტური და ძალიან ლამაზი მეტაფორა გახლავთ. თამაშის აღწერიდან შეგიძლიათ გაიგოთ, რომ მთავარი გმირი, გარემოს სისასტიკისგან თავდასაცვად, საკუთარ შინაგან სამყაროშია ჩაკეტილი. თამაში იმდენად მინიმალისტურია, რომ არანაირი სიღრმისეული კვლევა მის გასაგებად არ დაგჭირდებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი სხვადასხვა საინტერესო ინტერპრეტაციის სივრცეს არ ტოვებს.

ვიღაც ამ ყველაფერში მხატვრის ცხოვრების ანალოგიას დაინახავს, რომელიც კრიზისიდან გამოსვლას და ახალი ნამუშევრების შექმნას ცდილობს. ვიღაცისთვის ტრაგედიაში გამოვლილი გოგონას, ცხოვრებაში ახალი აზრის ძიების ისტორიაც საკმარისი იქნება. მნიშვნელოვანი ისაა, რომ გრისში ბევრი საკუთარ თავს ამოიცნობს, ხოლო ვისთვისაც უცხოა შინაგან სიბნელეებთან ბრძოლა, შედარებით განსხვავებულ, მაგრამ მაინც სასიამოვნო გაცმოდილებას მიიღებენ.
>>>

User avatar
Riddick
Posts: 9300
Contact:

Re: Gris

Unread post#2 » 15 Mar 2019 00:19

https://i.imgur.com/1pxlHL1.jpg https://i.imgur.com/M0VVcVp.jpg https://i.imgur.com/1lSHeA3.jpg https://i.imgur.com/fNW6Kaw.jpg https://i.imgur.com/AlodIsD.jpg

სტიმის ტოპ ინდი პროექტების დონის თამაშია, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება იგივე Journey-ს როგორც ვიზუალური შემადგენელით, ასევე აზრობრივი დატვირთვით. ერთი დიდი ნახატივით აღიქმება მთლიანი თამაში, არი იდეალურად დინამიური. არი მრავალფეროვანი, მუდმივათ გარდასახვადი გარემოთი. აქვს ძაან კარგად გააზრბეული გეიმფლეი მექანიკები და უშუალოდ გეიმფლეი, რაც ესეთი თამაშებისთვის ვაფშე უცხოა როგორც წესი.

მარა მთავარი მაინც ცენტრალური იდეაა თამაშის. ფაქტიურად მოგზაურობ ადამიანის შინაგან სამყაროში, ხედავ მის ემოციებს და ხარ ის ძალა რომელიც შინაგანად იბრძვის გადარჩენისთვის. მაგ კუთით რო ხედავ რაღაც საერთოდ სხვა დატვირთვა უჩნდება ყველაფერს, გაცილებით ფასული ხდება ვიდრე უბრალოდ ლამაზი პლადფორმერი. რაღაც მოულოდნელი სურპრიზივით თამაშია, რომელსაც ყველაფერი თავის ადგილზეაქ და ერთი მთლიანი ორგანიზმივით არი.

User avatar
Riddick
Posts: 9300
Contact:

Re: Gris

Unread post#3 » 14 Apr 2019 00:04

თამაშის სიუჟეტის გარჩევა.
ქალის ფიგურა ყოფილა გარდაცვლილი დედა, მე თითონ პერსონაჟი მეგონა.

Return to “Adventure - Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests