Death Stranding, ინტერესების შეჯამება | PS4

Survival Horror, Immersive Sim, Side Scroller, Quest, Logic, Puzzle, I-Movie, Point n Click...
User avatar
Riddick
Posts: 9180
Contact:

Death Stranding

Unread post#1 » 27 Nov 2018 14:51

Death Stranding

>>>

რთულია თემის გახსნა თამაშზე რომელზეც ერთის მხრივ ძაან ბევრი ინფორმაცია დაგროვდა, მაგრამ მეორეს მხრივ მის შესახებ კონკრეტულად არფერი ვიცით. ერთი ფაქტია, რომ ჰიდეო კოჯიმა მისი კარიერისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს.
გეიმ დიზაინერი უშუალოდ თვითონ არი ჩართული თამაშის მასებში გატანის პროცესში. თავის ფანებს რიდლერივით უდებს ტრეილერებს და ბევრიც თამაშის ოფიციალური ანონსის მერე უკვე კარგად გაერთო მოცემული ტიპის სარეკლამო კომპანიით.
ხოდა რადგან ესეთი არაცალსახაა სურათი, გადავწყვიტე რო ამ შემთხვევაშიც უბრალოდ ის მომენტები ჩამოვწერო რაც ყველაზე საინტერესო მეჩვენა და ამასთანავე გასაგები. თუ რამე გამომრჩება შეგიძლიათ დამეხმაროთ კომენტარებში.

Death Stranding ჰიდეო კოჯიმას კონამიდან წამოსვლის შემდეგ, E3 2016-ზე დაანონსდა.
ოფიაციალური დეველოპერი სტუდია Kojima Productions.
თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2019 წელს.
თამაში იქმნება Guerrilla Games ძრავზე სახელწოდებით Decima (Horizon Zero Dawn).
გეიმ დიზაინერის თქმით თამაში იქნება Action ჟანრის, რომელიც განვითარდება გახსნილ სამყაროში.
თამაშში არის მულტიფლეიერ რეჟიმი, მაგრამ მისი გასვლა სრულიად მარტოც შესაძლებელი იქნება.
თამაშში მიწვეული ცნობილი მსახიობები - Norman Reedus, Mads Mikkelsen, Guillermo del Toro, Lindsay Wagner, Troy Baker, Léa Seydoux...

რაც შეეხება სიუჟეტს, როგორც აღვნიშნე, აქ ყველაფერი ბუნდოვანია. ზოგი თეორიის მიხედვით Death Stranding უშუალო კავშირი ექნება MGS სამყაროსთან. ზოგი იმასაც კი ფიქრობს რომ თვითონ გეიმ დიზაინერსაც არააქ ჯერ ბოლომდე მოფიქრებული რას აკეთებს და დაინტერესებული მოთამაშეების თეორიებით ცდილობს ინსპირაციის მიღებას. ჩემი აზრით მოცემულ სიტუაციაში ყველაზე სწორი თვითონ თამაშის დალოდებაა, მაგრამ მანამდე შეგვილია თეორიებზეც ვილაპარაკოთ.
https://coub.com/view/1uyb05

User avatar
SLaYeR
Posts: 4640
Contact:

Re: Death Stranding

Unread post#2 » 29 May 2019 21:34

https://www.youtube.com/watch?v=piIgkJWDuQg ტრეილერი. 8 წუთი ვუყურე და მანც ვერ გავიგე რა ხდება და რაზეა თამაში...და ეს გეიმფლეი რა არის? გასაგებია რო სტელს ექშენი იქნება მარა რაც გვანახეს დიდად ვერაფრით დაიკვეხნის, ამ რაღაც ჩრდილებთან დამალობანა უნდა იყოს სულ??
აქაც ფანტომ პეინივით ფილმივით სცენებზე ხარჯავს ყველაფერს. აგერ ნახავთ თუ თამაშის ფინალიდან არ იყოს ნაწყვეტები ტრეილერებში :DDDD

აპოკალიპტიკა სად გააცოცხლეს ისე <3
https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 9180
Contact:

Re: Death Stranding

Unread post#3 » 30 May 2019 12:30

ვერაფერი ვერ გავიგე მეც. ვითო რაღაც პიზდე"ნ"ც მომავალია და ტიპი ჩანთით ცემს მტრებს. ან ის კიბე რო გააძრო ჰაერიდან და 10 სართულის სიგრძეზე გაშალა ეგ რა იყო.
სიუჟეტურად მკიდია ამის სიმბოლიზმი, ამ ეტაპზე . იმაზე ვიღადავე უცებ BF1 ტრეილერში რო გაიჩითა, მარა აი რა და როგორ ხდება არ მაინტერესებს ერთი მიზეზის გამო, ვიცი რო ყველანაირად ცდილობს მაგის ჩახლართვას და მაგით დებს ჰაიპს. პროსტა პროვოკატორივით იქცევა და არმინდა აყოლა. აი სხვებმა გაარჩიონ და თუ საინტერესო პლოტიაქ მართლა, ბოლოს გამოვალ და ვიტყვი ყოჩაღთქო. ბებერივარ უკვე.
https://coub.com/view/1uyb05

User avatar
SLaYeR
Posts: 4640
Contact:

Re: Death Stranding

Unread post#4 » 30 May 2019 13:13

მასტურბაციის იშვიათი ნაირსახეობაა რასაც ეგ აკეთებს ახლა.
https://youtu.be/pw8UozNJiRk

GHOST
Posts: 1477
Contact:

Re: Death Stranding

Unread post#5 » 30 May 2019 14:36

თან ჭუჭუს წელვას ჰგავს, თან ისეთი ვეირდ პონტია, რომ შეიძლება რაღაც გენიალური დაიდოს, აი ხზ. :დ

გეიმფლეიზე კი გამეცინა, ტიპი რომ გარბის მდელოზე და მისდევენ ჯოხებით და უჩხიკინებენ. :დ

აპოკალიპტიკა საიდან გაიხსენა, ოღრაშმა. :დ

Return to “Adventure - Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests