Subnautica, შეხედულება [PC, PS4]

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Subnautica

Unread post#1 » 30 Jan 2018 17:14

Subnautica
უამრავი ნაგავისგან განსხვავებით, Subnautica ნორმალური დეველოპერი აღმოაჩნდა და რამდენიმე დღის წინ თამაში ერლი ექსესიდან გამოსული თამაშის სტატუსზე გადავიდა. პარალელურად გაჩნდა ვიდეო მიმოხილვებიც და ერთ-ერთი მათგანის შეხეულება მინდა დავწერო.

>>>

სეთინგი იშვიათი და საინტერესო - ავტომატურად გენერირებადი, ოკიანე (გარკვეულ ადგილებში არის ხმელეთიც). ჟანრი სურვაიველი ექშენის, შეგროვების და მშენებლობის ელემენტებით. გმირს რეგულარულად ჭირდება ჟანგბადი, საჭმელი და გაფილტრული წყალი.
თამაშის სიუჟეტური კვანძი: მთავარი გმირის ხომალდს უწევს ავარიული დაშვება უცხო პლანეტაზე, რის შემდეგაც თქვენ მის დატოვებას ცდილობთ. სერიოზული ბაზის, გადაადგილების ტრანსპორტის და მისაღები პირობების შესაქმნელად, მოთამაშეს სულ უფრო და უფრო დიდი სიღრმეების დალაშქვრა მოუწევს და თუ ზევით ყველაფერი შედარებით მხიარულად გამოიყურება, ბნელი ფსკერი სავსეა ხიფათით და გარკვეულ წილად ჰორორის ელემენტებსაც იძენს.
ცალკე გამოიყოფა წყლის ბინადრების და მცენარეების თემა, მათი მრავალფეროვნება და ინტერაქციის დონე, რაც მოთამაშეების თქმით ერთი მთლიანი ეკოსისტემასავით მუშაობს.
ჟანრის მიუხედავათ, თამაშს აქვს გლობალურ მიზნებზე დაფუძვნებული სიუჟეტი, რომელიც უშუალო ზეგავლენას ახდენს თამაშის პროცესზე და ბევრად კომპლექსურია იგივე მაინკრაფტზე.
კიდე ევრთი პირადად ჩემთვის და ზოგადად ჟანრისთვის მნიშვნელოვანი მომენტი, ინვენტარი, არის მაქსიმალურად გამარტივებული. ყველაფერი ისეა ორგანიზებული, რომ არ გიწევს ინგრედიენტების და რეცეფტების დამახსოვრება. ამ ელემენტის გამო შემცირებულია ჟანრისთვის დამახასიათებელი და მოსაწყენი რუტინა.
თამაში ძალიან გავს No Man's Sky-ს მცირე, მაგრამ ხარისხიან და დასრულებულ ანალოგს. ყოველშემთხვევაში ესე ერთი შეხედვით.

Riddick
Posts: 11696

Re: Subnautica

Unread post#2 » 03 Feb 2018 04:58

მომენტები
მაინკრაფტის მარტოობის ჰორრორს თუ გავიხსენებ, ეს ბევრად ჟუტკი იქნება

Riddick
Posts: 11696

Re: Subnautica

Unread post#3 » 13 Feb 2018 13:09

პოსტერი გამოუგორეს

ძმაკაცთან ერთად რო უნდა ჩაუჯდე ისეთი ვეშია. ორი სკამზე ფეხებ აკეცილი ქალიშვილი რო მიუყვება ბნელი ფსკერის რუინებს და უცებ ეს ტიპი რო მოცურავს.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 115 guests


cron