Botanicula, PC

Quest, Logic, Survival Horror, Interactive Movie, Point n Click, Puzzle, Visual Novel, Platformer...
User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Botanicula

Unread post#1 » 01 Oct 2017 22:44

>>>
Botanicula - Amanita Design-ის, 2012 წლის 19 აპრილს გამოსული, point-and-click სტილის ქვესთი. თამაში გვიამბობს 5 პატარა ხის არსების შესახებ, რომლებიც ობობის მაგვარი დამპყრობლებისგან ბოლო სიცოცხლის მარცვალის გადარჩენას ცდილობენ. Botanicula შედგება 7 ერთმანეთთან დაკავშირებული ლოკაციისგან. ყველა ლოკაცია გარკვეული საერთო მიზნის გარშემო ტრიალებს, რომელიც სრულიად მოულოდნელი, მცირე ამოცანებისგან შედგება. თამაში გამოირჩევა ორიგინალური გეიმფლეი სიტუაციებით, ჯადოსნური ვიზუალით და მედიტაციური მუსიკალური გაფორმებით. დეველოპერებს ძალიან მარტივად გამოსდით მოთამაშის სრულიად უცხო, მაგრამ გასაგებ და საინტერესო სამყაროში რამდენიმე საათით გადაცხოვრება.
პროექტის ოფიციალური გვერდი, სადაც ხელმისაწვდომია ფლეშ ფორმატში გადატანილი
დემო ვერსია.
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Re: Botanicula

Unread post#2 » 01 Oct 2017 22:59

რატომღაც სქრიენებს ვერ ვიღებდი თავიდან და უკვე ბოლოსკენ დავამუღამე. ბევრი ძაან ლამაზი რამე ვერ გადავიღე, მარა რამდენიმე რაც მოვასწრი განახებთ

ხუთნი ტყეში
აქედან მზე მოიპარეს და მე დავაბრუნე
რიგითი გზაჯვარედინი
ეს პატარა ტვინის მსგავსი ტიპები არიან ბატუტები, მთლიანობაში სურათზე დიდი ფაზლია
ჯერ მთა იყო...
თამაში პერსონაჟების მრავალფეროვნებით გამოირჩევა
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Re: Botanicula

Unread post#3 » 01 Oct 2017 23:07

მოულოდნელი სურპრიზივით იყო. სამაროსტი რო ვიყიდე იმასთან ერთად მომივიდა და გადავწყვიტე რო ამით დამეწო. რეალურად მაჩინარიუმსაც არ ჩამოუვარდება, ყველაფერში იგრძნობა იგივე ხელი. მარა აქ თემატიკა სრულიად სხვაა. ავტორს უნდა რო ხის ბინადრების ცხოვრება გაგრძნობინოს. სწორი მინიმალიზმის სამაგალითო ვეშია. დაბოდიალობ შენთვის ამ ხეზე და სუ რაღაც მოულოდნელ, სასაცილო მომენტებში ეხვევი. პოზიტივი თუ მოგაკლდათ კაკრას მშვენიერი რამეა. პლიუს მინიმალისტური გეიმფლეი მექანიკით რა საინტერესო სიტუაციების მოწყობა შეილება მაგასაც ნახავთ.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Re: Botanicula

Unread post#4 » 01 Oct 2017 23:57

შედევრი რამეა ეს ძმაო, აი უნდა დაჯდე რამდენიმე საათი და შენც მცენარე უნდა გახდე.
ბავშვობაში ვნახე ერთხელ ეს ფილმი http://www.imdb.com/title/tt0117040/, ამ მიკროსამყაროს გაცნობის და დაინტერესების უნიკალური მაგალითი იყო, ამასთან ერთად ძალიან დიდი ესთეტიური სიამოვნება. წლების შემდეგ ბოტანიკულაში დავბრუნდი მსგავს სამყაროში და არანაკლები სიამოვნება მივიღე, ძალიან დამამშვიდებელი და პოზიტიური გამოცდილებაა, შევეზარდე სამყაროს.
მივიდეთ, გავესაუბროთ

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 5 guests