Resident Evil 7 Biohazard, PC, PS4, XOne

Survival Horror, Immersive Sim, Side Scroller, Quest, Logic, Puzzle, I-Movie, Point n Click...
User avatar
Riddick
Posts: 9249
Contact:

Resident Evil 7 Biohazard

Unread post#1 » 02 Jun 2017 02:15

>>>

Resident Evil 7 Biohazard - ლეგენდარული ჰორორ სერიის ფესვებთან დაბრუნება. საშინელებით აღსავსე ატმოსფერული ჰორორი, შექმნილი სრულიად ახალ RE Engine ძრავის გამოყენებით, რომელიც ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს აქამდე უპრეცენდენტოდ რეალისტურ გამოსახულებას აძლევს. თამაში სერიისთვის უჩვეულო პირველი პირის კამერით არის წარმოდგენილი. მოქმედება RE6 დრამატული მოვლენების შემდეგ, თანამედროვე ამერიკული სოფლის კერძო სახლში ვითარდება. მთავარი გმირი სიმინდის ყანებში მოქცეულ სასახლეში მოდის გონს. მან არ იცის რა ხდება და მოცემული ადგილიდან ცოცხლად თავის დაღწევას ცდილობს. ვიზუალური განსხვავებების მიუხედავათ, თამაშის ქორ მექანიკა სერიის კანონიკურ ნაწილებსაა მიმსგავსებული, რაც ერთი შეხედვით უჩვეულო ამპლუაში უკვე კარგად ნაცნობ თამაშს აღმოგაჩენინებთ.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
Riddick
Posts: 9249
Contact:

Re: Resident Evil 7 Biohazard

Unread post#2 » 28 Apr 2019 19:01

თავიდან ვერ გავიგე რა თემა იყო. მარტო ამნეზიის ვარიანტში, სურვაიველი და გაქცევებზე ორიენტირებული გეიმფლეი რო დამხვედროდა არ მინდოდა ნაღდად და მაგ მხრივ საკაიფოა. დელტოროს და კოჯიმას SH მსგავსი სერიოზულობაც არააქ. უფრო ჰოლივუდური, სტუდენტური სტრაშილკის პონტია, თავისი რაღაც დებილი პირობითობებით, მარა ისე საკაიფოდაა შეკრული რო სერიოზულად გავერთე. რეალისტური ვიზუალი და განათებები მაგარ ატმოსფეროს აძლევს. ბოსების მომენტიც ძაან საკაიფოდაა ჩაშენებული. იტოგში პატარა სურპრიზივით ვეში გაიჩითა ჯერჯერობით, იმედია ბოლოსკენ არ ჩაი*ვავს.

ატმოსფეროს და ვიზუალის ამბავი https://i.imgur.com/gU9SdCS.png | https://i.imgur.com/FrimNxK.png | https://i.imgur.com/BJzn1F2.png | https://i.imgur.com/9U2qL5G.png
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
Riddick
Posts: 9249
Contact:

Re: Resident Evil 7 Biohazard

Unread post#3 » 12 May 2019 10:28

დავხურე. აშკარად პოზიტიური მოვლენაა RE-ს სამყაროსთვის. მეოთხეს მერე რა გამოვიდა კარგი დაჟე ვერც ვიხსენებ... ალბათ ზუსტად ეს ნაწილია. თითონ გეიმფლეი შემადგენელი არი ძალიან მარტივი, რაც სავარაუდოთ VR გათვლის გამო მოხდა. კიდე რაც ბოლომდე კარგად არ მომხვდა თვალში, არი მოწინააღმდეგეების სიმწირე და სიუჟეტი, რომელიც იდეაში სპინოფის პონტში საინტერესოა (კარგად ავსებს სამყაროს), მარა იქიდან გამომდინარე რო RE-ს სერიაა, მაინც B movie დონეზე რჩება.
სამაგიეროთ რასაც თამაშს ვერ წაართმევ, არი ატმოსფერო, ჰაბის სტილის ლოკაციები, პერსონაჟები და ვიზუალი. პლიუს სროლა, რომელიც ძაან გემრიელად აღიქმება და მინიმალისტური ინტერფეისი, რის გამოც ატმოსფერო კიდევ უფრო კარგად მუშაობს.
სეთინგის გამო, თამაში ფაქტიურად ვერაფრით ვერ გაშინებს, მარა, ვიზუალის ხარისხის გამო, ერთი ორჯერ მართლა გამიარა ჟრუანტელმა. ამ ძრავზე ამნეზიის პირველი ნაწილი რო დადებულიყო სავარაუდოთ მსხვერპლიც იქნებოდა.

პ.ს. რასაც ნებისმიერ ვარიანტში არ გირჩევთ, არი დამატებითი კონტენტიდან, რომელიმე DLC თამაშს. მთლიანად ექშენზეა აქცენტი გაკეთებული და ძაან აფუჭებს ორიგინალის ექსფერიანსს.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
SLaYeR
Posts: 4657
Contact:

Re: Resident Evil 7 Biohazard

Unread post#4 » 12 May 2019 12:28

ნუ იმის გათვალისწინებით რო რაღაც განსხვავებული დაბრუნება უნდოდათ, ეპატიებათ ნაკლები ჰორორი და B Movie სიუჟეტი. თუ პირველი RE-ს ერთერთი ინსპირაცია რომეროს ზომბი ფილმები იყო, აქ ტეხასური ჟლეტვა და ივლ დედი შეაზავეს. რავი მოვლენა პოზიტიური მგონია მაინც მეც, იმედია მიუახლოვდებიან გაგრძელებაში ორიგინალ კლასიკურ ატმოსფეროსთან
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Adventure - Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 13 guests