Trine 3: The Artifacts of Power,

Quest, Logic, Survival Horror, Interactive Movie, Point n Click, Puzzle, Visual Novel, Platformer...
User avatar
Riddick
Posts: 7721
Contact:

Trine 3: The Artifacts of Power

Unread post#1 » 13 Jan 2017 15:06

Trine 3: The Artifacts of Power
>>>

მეორე ნაწილის შემდეგ, პირველი და მესამე რო ვიყიდე რაღაც დიდი შენაძენის განცდა მქონდა. ვიცოდი რო ერთი კიარა ერთიანად ორი ცალი "Trine 2" მქონდა სათამაშო - "მედიტაციური სულის სმკურნალი ზღაპარი". მარა ორივე საკმაოდ განსხვავებული აღმოჩდა. პირველი უსახურია ყველაფრით გაუმჯობესებული მეორეს მერე, ხოლო Trine 3-ეს მნიშვნელოვანი ინოვაციები იგივე პრინციპების მქონე, მაგრამ სრულიად განსხვავებული თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენს განკარგულებაში კვლავ პონტი, ამადეუსი და ზოია არიან. სიუჟეტი კი ჯადოსნური სამეულის არტიფაქტის გარშემო ტრიალებს, რომელიც ამჯერად სამ ნაწილად გატყდება, ხოლო გმირებს ამ ნაწილების პოვნა და გაერთიანება ევალებათ. და იწყება ის რისთვისაც უყვარს ხალხს Trine. გემოვნებით და სიყვარულით შექმნილი ბავშვური თავგადასავალი. Trine-ის მთავარი მუღამის დაჭერა და მითუმეტეს გადმოცემა რთული საქმეა. თამაში წყნარი ჯაზის მოსმენას გავს, რომელიც რაღაც სიზმრისეულ სიმაღლეზე იწყება და მიედინება თავიდან ბოლომდე. ბავშვს რო ძილის წინ ნახატიებიან ზღაპარს უკითხავენ და მეორე ფურცელზე რო უკვე ძინავს ეგ თემაა. რაც უზომოდ მომწონს არის ის რომ თამაშში არაფრით არ გძაბავს და ამასთანერთად ახერხებს, რომ ერთი წამითაც არ მოგბეზრდეს. საიდუმლო სავარაუდოთ ლოკაციების სილამაზეში იმალება. ტექსტურებით, ეფექტებით და ფერებით Frozenbyte "მხატვრების" გარდა, ესეთ ოსტატურ "ნახატებს" მგონი ვერავინ ხატავს. სტუდიაში ასევე კარგად ხვდებიან, რომ კარგი ნახატის აღქმას შესაბამისი პირობები ჭირდება. პირობები კი ამშემთხვევაში ზუსტად ისაა რასაც თამაშის გეიმფლეი ქვია. რომელიც მესამე ნაწილისთვის უფრო გამარტივებული სახით მივიღეთ. გმირებს აღარააქვთ თავიანთი შესაძლებლობების განვითარების საშუალება, მაგრამ თავიდან მოცემული შესაძლებლობების რაოდენობა გაზრდილი და დახვეწილია. ამადეუსის კუბიკებით და ფიცრებით ცალკე "ტურის" აწყობის შესაძლებლობის გაუქმება მე პირადად უფრო მესიამოვნა ვიდრე პირიქით, რადაგნ უფრო მეტი ბალანსი შემოიტანა გმირებს შორის. ყველა გმირი თითქმის თანაბრად საჭირო და საინტერესო გახდა. საინტერესო სიახლეებს შორის არი თამაშის ერთგვარი "სიღრმისეულობა", ანუ ჩვეულ 2 განზომილებაში მოძრაობის მაგივრად, გმირები უკვე ტურის სიღრმეშიც შედიან, რაც საქმეზე საკმაოდ საინტერესოა და პირველ ორ ნაწილში მიჩვეულ ფორმატს კარგ მრავალფეროვნებას აძლევს. კიდევ ერთი რაც მომეწონა არის გლობალური კარტა, რომელზეც სხვადასხვა ტიპის ტურები და მათში მიღწეული პროგრესია ასახული. დიდი არაფერი, მაგრამ რაღაც მთლიანობის სასიამოვნო შეგრძნებას იძლევა, მითუმეტეს თუ ყველა ტურში ყველა სამკუთხედის მოგროვებას გადაწყვიტავთ, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და თამაშში დამატებითი დროის გატარების კარგი მიზეზი იყო. მინუსებზე ლაპარაკი მიჭირს, რადგან დიდათ მინუსებად ვერ აღვიქვავ, მაგრამ რაღაცეები უნდა ითქვას. მაგალითად ხანგრძლივობა. მესამე ნაწილზე დაახლოებით 12 საათი დავხარჯე და ძალიან ნასიამოვნებივარ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ყველა ეჩივმენტის აიღებ (რომლების მოგროვებაც საკმაოდ მარტივია). უბრალოდ თუ გაირბენ, თამაში ალბათ 8 საათზე მეტი არ გეყოფათ, რაც ბევრისთვის საკმაოდ ცოტაა. არის მეორე, ასევე არაერთგვაროვანი მომენტი, ფიზიკას მორგებული ფაზლების სახით. მსგავსი ფაზლები თამაშის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა, რადგან მათი დახმარებით გარკვეული თავსატეხების ამოხსნაში სპონტანურობა და მოულოდნელობის ელემენტი შედის. მაგრამ ფიზიკის მოდელს ხანდახან გარკვეული, ფიზიკისთვის შეუსაბამო საქციელები ახასიათებს, რაც ვინმემ შეიძლება ბაგებს მიაწეროს. ერთი სიტყვით არაფერი მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანზე ზევით ვილაპარაკე და ეხლა მინდა რო უშუალოდ განახოთ.

ვიზუალ სპოილ ალერტ:
პირველი ვოუ ეფექტი http://i.imgur.com/XaO4oAT.png
სევდიანი მეთევზე http://i.imgur.com/vX2iNrt.png
გლობალური რუკა http://i.imgur.com/7UUzsog.png
კოსმოს http://i.imgur.com/tgkhKLT.png
მეორე ვაუ ეფექტი http://i.imgur.com/hMKI3KD.png
ლოკაციების სილამაზე http://i.imgur.com/DBeMhQ3.png , http://i.imgur.com/O0BTaBV.png , http://i.imgur.com/SITv8LF.png , http://i.imgur.com/jZ9FMAl.png
კვაზი-mode

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest