Apotheon, PC, PS4

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Apotheon

Unread post#1 » 27 Jun 2015 04:48

>>>


Apotheon არის ორ განზომილებიანი პლატფორმერი რომელიც შეიქმნა და გამოიცა პატარა ინდი სტუდიის Alientrap-ის მიერ პერსონალური კომპიუტერებისთვის და Playstation 4-ისთვის. სტუდია ცნობილია თამაშებით Nexuiz და Capsized.
თამაში დაფუძნებულია ანტიკურ საბერძნეთში და მიჰყვება ძველი ბერძნული მითების მოტივებს, თუმცა სთორი და მოვლენები საგრძნობლად გადახვეულია მითებისგან და უფრო God of War-ის მსგავსია. რაც შეეხება სამყაროს, აქ ყველაფერი რიგზეა და ძველი ბერძნული ატმოსფერო და ხასიათი კარგად არის გადმოცემული. სამყაროსა და პერსონაჟების მეტად გასაცნობად კი ლოკაციებში გხვდება ნაბეჭდი ქვები, რომლებზეც მოცემულია ამონარიდები ჰომეროსის პოემებიდან - ილიადა და ოდისეა, ჰესიოდეს თეოგონიიდან, აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკიდან და სხვა ძვ. ბერძნული წყაროებიდან.
თამაშის ისტორია გამოგონილ ბერძენ გმირზე, ნიკანდრეოსზეა. ნიკანდრეოსი ადამიანთა რასის გადარჩენილი წარმომადგენელია რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს ღმერთებს რათა იხსნას კაცობრიობა. ღმერთებმა დაივიწყეს და დასაჯეს ადამიანები მათი უამრყოფელი და ამპარტავნული ბუნების გამო. ზევსმა - ღმერთების მამამ, ოლიმპოს ღმერთებს აუკრძალა მიეცათ თავიანთი წყალობა ხალხისთვის, რის გამოც მათ წაერთვათ ნაყოფიერი მიწა, ცხოველები, ადიდდა ზღვა, გაჩაღდა ომი, განადგურდა ქალაქები და დაბნელდა მზე. თუმცა ნიკანდრეოსს ზევსის მეუღლე, ქალღმერთი ჰერა ეხმარება. ეჭვიანი ჰერას მიზანი მოღალატე მეუღლზე შურისძიებაა, ნიკანდრეოსი კი მის იარაღად იქცევა. როდესაც ნიკანდრეოსის სოფელი დიონი ალყაშია და მტერს საბოლოოდ განდევნის, იგი ქალღმერთ ჰერას ხვდება, რომელიც ოლიმპოზე აყვანას და ღმერთებთან დაპირისპირებას სთავაზობს.
Apotheon-ის ვიზუალური სტილი მოგვაგონებს ბერძნულ ლარნაკწარწერებს, სადაც თითქოს ნახატები ცოცხლდებიან და ცხოვრების რიტმში ებმევიან, ეს ძალიან ესთეტიურ განწყობას ქმნის და ალამაზებს სამყაროს აღქმნის შეგრძნებას. თამაშის ესთეტიკას, ლოკაციების სილამაზეს და ბრძოლების ეპიკურობას ამძაფრებს ბერძენი კომპოზიტორის Marios Aristopoulos-ის უმშვენიერესი ტრეკები, რომელიც შესრულებულია ძველი ბერძნული ინსტრუმენტების ხმების გამოყენებით.
Apotheon-ის გეიმფლეი ტიპიური ორგანზომილებიანი პლატფორმერების სტილშია, თუმცა საკმაოდ გახსნილი და შეჯერებულია ექშენით და RPG ელემენტებით. გეიმფლეის მრავალფეროვნებას წარმოადგენს გახსნილ სამყაროში თავისუფალი გადაადგილება და მოქმედება. მოთამაშეს შეუძლია შეაღწიოს დახურულ ადგილებში, მოკლას ნებისმიერი მცველი თუ ქალაქის მცხოვრები, ინადიროს სატირებთან ერთად არტემიდეს ტყეში და დააგროვოს ოქრო, შეასრულოს სხვადასხვა ქვესტები, იპოვოს დამალული განძი - იქნება ეს ღმერთების თუ სხვა ბერძნული გმირების ძალები ან აღჭურვილობა, გააძლიეროს იარაღები როგორც სურს. თამაშში დიდია იარაღების არჩევანი, რაც ბრძოლებს ძალიან გასართობს, სანახაობრივს და ეპიკურს ხდის. მოთამაშეს ბრძოლაში შეუძლია გამოიყენოს ხმალი, მშვილდი, შუბი, დანა, ნაჯახი, ხელკეტი, შურდული და კიდევ რამდენიმე სახის სასროლი იარაღი. ზოგიერთი იარაღით შესაძლებელია მოწინააღმდეგეთა ჩუმად დახოცვაც, რაც დახურულ ადგილებში მშვიდობიანად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა. სამყაროში გადაადგლება ცენტრალური ჰაბების პრინციპით არის მოწყობილი, გახსნილი ქალაქებიდან შესაძლებელია სხვადასხვა ღმერთების ადგილსამყოფელში გადასვლა, ასევე შესაძლებელია ტელეპორტების გახსნა რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად ასწრაფებს და ქვესტების შესასრულებლად ნაცნობ ადგილებზე დაბრუნება დამღლელი აღარ არის. აღსანიშნავია ბოსებთან ბრძოლაც, თამაშში თითოეული ბოსი და მათთან ბრძოლის ტაქტიკა განსხვავებული და სანახაობრივია, თუმცა დიდ ტაქტიკურ აზროვნებას არ მოითხოვს. მართალია Apotheon არ გამოირჩევა გრაფიკული და სინემატიკური ეფექტებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლებელია თითოეული ბრძოლა დაუვიწყარ საინტერესო და გასართობ გამოცდილებად დარჩეს.

ტრეილერი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Apotheon

Unread post#2 » 27 Jun 2015 22:15

Capsized-ით მაგრად ვისიამოვნე რატომღაც, მოულოდნელად კარგი და დასამახსოვრებელი ექსფერიანსი იყო. მომწონს ეგეთი მარტივი და სათავგადასავლო ვეშები. ამას რაც ეხება მართლა არ ვიცოდი PC-ზეც თუ იყო )) როგორც გითხარი, პირველად რო ვნახე სტილის გამო მეც დამაინტერესა და ვაპირებდი თემის დაწერას...

ეს მომენტები ძალიან მომწონს:
გეიმფლეის მრავალფეროვნებას წარმოადგენს გახსნილ სამყაროში თავისუფალი გადაადგილება და მოქმედება. მოთამაშეს შეუძლია შეაღწიოს დახურულ ადგილებში, მოკლას ნებისმიერი მცველი თუ ქალაქის მცხოვრები, ინადიროს სატირებთან ერთად არტემიდეს ტყეში და დააგროვოს ოქრო, შეასრულოს სხვადასხვა ქვესტები, იპოვოს დამალული განძი - იქნება ეს ღმერთების თუ სხვა ბერძნული გმირების ძალები ან აღჭურვილობა, გააძლიეროს იარაღები როგორც სურს.

რამხელაა ეს სიამოვნება დაახლოებით?
და გვაკამელეს რამდენად გავს ის მაინტერესებს კიდე?
ეგრევე ეგ გამახსენდა

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Apotheon

Unread post#3 » 27 Jun 2015 22:25

Guacamelee უფრო მეტროიდვანიაა, ეს არა. ანუ იქ სამყარო მთლიანია, აქ კიდე ორი ქალაქია გახსნილი სხვადასხვა გასასვლელებით, მარკეტით და სახლებით, ზოგ სახლში ქვესტია, ზოგან განძი, ზოგან რამე note რო სადღაც რაღაც იპოვო. ხოდა ამ ქალაქიდან გადადიხარ სხვა დარბაზებში ან ლოკაციებში სადაც ღმერთების ქვესტებია, ნუ მთავარი ღმერთების გარდა არიან ისეთებიც სადაც საიდქვესტებია. რავი მე მაგრად ვისიამოვნე მაგით, დაახლოებით ჰაბის პრინციპია მარა ეს ჰაბიც კარგი ლეველია სადაც რამდენჯერმე ბრუნდები და ქვესტებს ასრულებ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 47 guests


cron