Little Nightmares (Hunger), PC, Box, PS4

თამაშები ჟანრებად:
Survival Horror, Immersive Sim, Side Scroller, Quest, Logic, Puzzle, I-Movie, Point n Click...
User avatar
Riddick
Posts: 8994
Contact:

Little Nightmares (Hunger)

Unread post#1 » 27 Feb 2015 02:03

გასულ წელს LittleBigPlanet (PS Vita) და Rag Doll Kung Fu: Fists of Plastic გამომცემელი სტუდია-დეველოპერმა Tarsier Studios, თავიანთი ახალი და საკმაოდ ატმოსფერული ჰორორ ედვენჩერი სახელად Hunger დაანონსა. ანონსთან ერთად პირველი გეიმფლეი ტრეილერიც გავრცელდა.

>>>

დეველოპერების მტკიცებით, თამაში სტელს მექანიკაზე, პლადფორმინგზე და თავსატეხებზეა დაფუძვნებული. Hunger მოთამაშეს, პაწაწინა გოგონას სახელად სიკსის მართვის აღება მოუწევს საკუთარ თავზე, იგი გაურკვეველი სახის მონტრებმა მოიტაცეს და შემზარავ წყლისქვეშა ადგილას სახელად The Maw-ში დაამწყვდიეს.

Hunger-ში, რომელიც წარმოადგენს სურვაიველ ჰორორებისთვის დამახასიათებელ, დაძაბული ატმოსფეროს და გასართობი თავგადასავლის ნაზავს, ყველაფერი მრგვალი სახლის პერსპექტივაშია წარმოდგენილი. რაც უფრო შორს გადიხართ, მით უფრო გადღაბნილი ხდება რეალობის და ფანტასტიკის საზღვრები.

>>>

რაც შეეხება პლადფორმებს - დეველოპერები ამტკიცებენ, რომ დასაწყისში თამაში მხოლოდ PS4-ის იქმნებოდა, ხოლო გარკვეული მოვლენების შემდეგ, მათ პლადფორმების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტეს და ახლა იგი თანამედროვე კონსოლებზე და PC-ზეა მოსალოდნელი.

არც ისე დიდი ხნის წინ შვედურმა სტუდიამ Nordic Game Program და Creative Europe პროგრამების მიხედვით 200 ათასი ევროს ოდენობის დაფინანსება მიიღო და ამ მომენტისთვის იგი დაახლოებით 40 ადამიანისგან შედგება. თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

NoiZ
Posts: 316
Contact:

Hunger

Unread post#2 » 27 Feb 2015 02:51

რა კარგია! ნეტა მალე გამოუშვან PCზე

User avatar
SLaYeR
Posts: 4534
Contact:

Hunger

Unread post#3 » 27 Feb 2015 02:53

PC ვერსია დაიდოს!
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Riddick
Posts: 8994
Contact:

Re: Hunger - [Release Date: TBA]

Unread post#4 » 19 Sep 2016 09:00

თამაშმა სახელი შეიცვალა

Little Nightmares - ატმოსფერო, ვიზუალი, სეთინგი, რავი ყველაფერი საინტერესო აქ.
მასთ ფლეი :bats:

User avatar
Riddick
Posts: 8994
Contact:

Re: Little Nightmares (Hunger) - [Release Date: TBA]

Unread post#5 » 03 May 2017 20:50

გამოსვლის ინფო:
Release Date: Apr 28, 2017
Developer: Tarsier Studios
Genre(s): Action Adventure
Metascore 82
User Score 8.4

გოგოებისთვის გაკეთებულ Inside ადარებენ )) არვიცი რამდენად მოვიაზრები გოგოებში, მარა მეც მაგრად მაინტერესებს. რაღაც კარგი, შეკრული თამაშის შთაბეჭიდლებამაქ ჯერ და ვნახოთ.

User avatar
Riddick
Posts: 8994
Contact:

Re: Little Nightmares (Hunger)

Unread post#6 » 19 Feb 2019 23:43

კიდე ერთი პატარა, მარა ატმოსფერული თავგადასავალივით იყო, რომელიც სუ რაღაც 4 საათში დამთავრდა, რაც ძაან მეწყინა, მარა ნუ ამ ფაქტს თუ შევეგუებით დანარჩენით ვისიამოვნე. თამაშში არი თანამედროვე განათების სისტემა, რომელიც უშუალო ვიზუალურ სტილთან ერთად ძაან საინტერესო "ცოცხალი ზღაპრის" მსგავს შეგრძნებას გაძლევს.

სტრუქტურის მიხედვით ძაან გავს Inside, ანუ არი გვერდხედიდან მოწოდებული ედვენჩერი, ზედაპირული ფაზლებით, რომელიც უფრო მოქმედების გენერირებას და სიუჟეტის გადმოცემას ემსახურება, ვიდრე ლოგიკურ აზროვნებას. მარა შეზღუდული სეთინგის მიუხედავათ, დეველოპერი მაინც პოულობს ორიგინალურ გარემოებებს და პროცესი თავიდან ბოლომდე საინტერესოა. მომენტებში თამაში მაგრად გავს The Triplets of Belleville და Spirited Away'ს.

სიუჟეტი მინიმალისტური და კარგად მოწოდებულია, მაგრამ რაიმე განსაკუთრებულ ფასეულობას დღეს, როცა ყველა რაღაც ზევიდან მართველ ბოროტ სისტემას არი მიმდგარი, ახალს ვერაფერს ვერ გეუბნება.

მთლიანობაში შემილია ნამდვილად გირჩიოთ. ერთი ორი საღამოს ნაღდად ატმოსფერულ გარემოში გაატარებთ.

https://i.imgur.com/qP86NFS.jpg / https://i.imgur.com/Y2zR1qE.jpg / https://i.imgur.com/RJECRMT.jpg

User avatar
SLaYeR
Posts: 4534
Contact:

Re: Little Nightmares (Hunger)

Unread post#7 » 20 Feb 2019 00:48

ახალ წლებზე ჩავუჯექი მე და რაღაც მალე მომბეზრდა, ვერ გავიგე რატო. ზოგადად მომწონს ძალიან ეს სინემატიკური პლატფორმერები მარა ვერ ჩამითრია ამან :( ვცდი კიდე მერე არ წამიშლია.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Riddick
Posts: 8994
Contact:

Re: Little Nightmares (Hunger)

Unread post#8 » 20 Feb 2019 11:38

ბიჭო რავი ზოგადად 4 5 საათიან, კარგ, მარა ეგეთ პატარა რამეს რო ვნახულობ ხოლმე თამაშის შეგრძნებაც არ მრჩება. რაღაც ინტერაქტიული მულთფილმებივით მიაქ და ესეც ეგეთია.
ადრე დაჟე Journey-ზე დავწერე რო თამაშად ვერ აღვიქვავთქო, მარა ის არ მიგულისხმია რო ცუდიათქო, პირიქით, ძაან გამისწორდა, პროსტა ისიც ესეთი სტილის, რაღაც ინტერაქტიული ჩანახატივით არი.
იმდენი დაგროვდა უკვე რო ქვეჟანრის განსაზღვრაც შეილება.

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 15 guests