Life is Strange, PC, Xone, PS4

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11701

Life is Strange

Unread post#1 » 21 Feb 2015 23:32

Life is Strange - ეპიზოდური სათავგადასავლო თამაში Remember Me შემქმნელებისგან. თამაში დროის მანიპულირებასთან დაკავშირებულ ისტორიას მოგვითხრობს და 5 ეპიზოდისგან შედგება. ეს გახლავთ ინტერაქტიული დრამატული თამაში მაქსინ კოლფილდზე, სტუდენტ-ფოტოგრაფზე, რომელმაც საკუთარ თავში დროის გადახვევის შესაძლებლობა აღმოაჩინა. იგი მოცემულ უნიკალურ შესაძლებლობას ქლოის, მისი დაქალის სიცოცხლის გადასარჩენად იყენებს. ქლოია, რომელიც მაქსინს უკვე დიდიხანია არ უნახავს, მისი მამის დაღუპვის შემდეგ საკმაოდ უიმედოდ ცხოვრობს. დაქალების ხელახალი შეხვედრა მათ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. პატარა ნაპირის ქალაქთან არკადიასთან უცნაური ამბები ვითარდება და ორივე დაქალი ერთ-ერთი სტუდენტის გაუჩინარების ისტორიაში ებმევა.

>>>

    თამაშის თავისებურებანი:
  • მოთამაშის მიღებული გადაწყვეტილებები და მოქმედებები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს Life is Strange განვითარებულ ისტორიაზე.
  • დროის უკან გადახვევის შესაძლებლობის მეშვეობით თქვენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ დააბრუნოთ იგი უკან, რისი მეშვეობითაც არაერთი თავსატეხის ამოხსნა და სხვადასხვა სახის მანიპულაციების ჩატარება მოგიწევთ.
  • არკადიის გამოკვლევა და მისი მაცხოვრებლების ისტორიების შესწავლა, როგორც რეიჩელ ამბერის საიდუმლო გაუჩინარების საქმის ამოსახსნელი ხერხი.
  • საუნდტრეკი ინდი-ფოლკის ზეგავლენის ქვეშ არის შექმნილი.
  • ნახატი ტექსტურები თამაშს უნიკალურ გამოსახულებას აძლევს.

>>>

გეიმფლეი:
დროის უკან გადახვევის მექანიკა ნებისმიერი ჩადენილი ქმედების გაუქმების საშუალებას გაძლევთ. გადაწყვეტილებები როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან ზეგავლენას ახდენენ სიუჟეტზე. Dontnod კრეატიული დირექტორის ჟან მაქსიმის სიტყვების თანახმად, "არჩევანის უმეტესობაში ცალსახა პასუხი არ არის მოცემული. რაღაც რაც კარგი მხოლოდ ახლო მომავლის პერსპექტივაშია, შესაძლოა მოგვიანებით საკმაოდ არა სასურველი გამოსავალი აღმოჩნდეს". მოქმედების სიუჟეტზე ასახვის დროს, ეკრანზე პეპლის სიმბოლო გამოისახება, რაც "პეპლოს-ეფექტზე" მეტყველებს. დროში დაბრუნებამდე აღებული ნივთები, ინვენტარში დაბრუნების შემდეგაც რჩება. სამყაროს ზოგიერთი ობიექტი ინტერაქტიულია, მათი დახმარებით სხვადასხვა თავსატეხების ამოხსნა ხდება.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Life is Strange

Unread post#2 » 22 Feb 2015 01:47

პირველი ეპიზოდი მაგრა გამისწორდა, ძაან მაგარი პერსონაჟებია და საუნტრეკებიც, შინაარსი კიდე დონი დარკოს პონტშია , ვნახოთ როგორ გააგძელებენ.
smothered in the crib

NoiZ
Posts: 315

Life is Strange

Unread post#3 » 17 Mar 2015 00:57

მეორე ეპიზოდი 24 მარტს გამოდის. >>>

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Life is Strange

Unread post#4 » 19 Mar 2015 03:42

ძაან კაი უნდა იყოს ეს მეორე ეპიზოდი, აი მეოთხე ან მესამე შეუძლიათ ცოტა ლაითი გააკეთონ მარა ეს მაგარი თუ არ იქნა სერიოზულად მოაკლდებათ ხალხი.
smothered in the crib

Riddick
Posts: 11701

Life is Strange

Unread post#5 » 21 Mar 2015 02:12


User avatar
Ripster
Posts: 1855

Life is Strange

Unread post#6 » 22 Mar 2015 01:38

აუ ძალიან მომწონს ტრეილერზე
გამოვიდეს რა ყველა მალე :(
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Life is Strange

Unread post#7 » 13 Jun 2015 20:36

აუ ძაან მაგარი იყო მესამე სერია, სამწუხაროდ დონი დარკო ნანახი მაქ და დაახლოებით ვხვდები როგორც მორჩება მარა მაინც ძაან მაგარია, თან შეილება ვცდებოდე. რამდენჯერმე დავხურე უკვე ყველა ეპიზოდი ისე გამისწორა, ყველას გირჩევთ ითამაშოთ
smothered in the crib

User avatar
grigoli
Posts: 1

Re: Life is Strange

Unread post#8 » 28 Oct 2015 04:25

სამწყხაროდ დასასრული ადვილად გასაშიფრი აღმოჩნდა და ზოგადად არ ვარგოდა ბოლო სერია მარა ძაან კაი გამოვიდა ხუთივეს ერთად თუ ავიღებთ

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 85 guests


cron