«This War of Mine» სათამაშო პროცესი დღეღამის მონაცვლეობაზეა დამოკიდებული. დღის საათებში სნაიპერები თავშესაფარის დატოვების საშუალებას არ გაძლევენ, რის გამოც თქვენ სხვა საქმეებით გიწევთ დაკავება - საკუთარი თავშესაფრის გამაგრება, ვაჭრობა, დაჭრილების მოვლა. ღამე კი ირჩევთ რომელიმე უნიკალურ ლოკაციას და მასზე თქვენს გუნდის წევრს აგზავნით, მისი მოტანილი ნადავლი კი გადარჩენაში გეხმარებათ.
მიიღეთ გადაწყვეტილებები, იხელმძღვანელეთ საკუთარი მორალური პრინციპებით. შეეცადეთ გადაარჩინოთ ყველა თქვენიანი, ან გაწირეთ რომელიმე, რათა სხვებს მისცეთ გადარჩენის შანსი. ომის დროს კარგი და ცუდი გადაწყვეტილება არ არსებობს, არის მხოლოდ მიზანი - გადარჩენა. რაც უმფრო ჩქარა მიხვდებით ამას, მით უკეთესი.
- This War of Mine:
- შექმნილია რეალური მოვლენების მიხედვით;
- მართეთ გადარჩენილები და აიშენეთ უსაფრთხო თავშესაფარი;
- შექმენით ხელნაკეთი იარაღები, ალკოჰოლი, საწოლები, გასათბობი საშუალებები - ყველაფერი რაც გადარჩენაში დაგეხმარებათ;
- მიიღეთ გადაწყვეტილებები - ხშირად უსიამოვნო და ემოციურად რთული;
- რანდომული სამყარო და პერსონაჟები ყოველი თამაშის დაწყებისას;
- გრაფიკა ნახშირით დახატული ნახატების მსგავსი, რაც იდეალურად გადმოსცემს თამაშის ატმოსფეროს;