«This War of Mine», PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

«This War of Mine»

Unread post#1 » 17 Nov 2014 12:45

«This War of Mine»-ში თქვენ ელიტარული ჯარების მერბძოლის მაგივრად, მშვიდობიანი მაცხოვრებლების როლს მოირგებთ, რომლებიც ალყაში მოქცეულ ქალაქში, საჭმლის და წამლების დეფიციტის დროს, სნაიპერების და მარადიორების მხრიდან მუდმივი საფრთხის ქვეშ გადარჩენას ცდილობენ. თამაში ომის სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვის საშუალებას გაძლევთ.

>>>

«This War of Mine» სათამაშო პროცესი დღეღამის მონაცვლეობაზეა დამოკიდებული. დღის საათებში სნაიპერები თავშესაფარის დატოვების საშუალებას არ გაძლევენ, რის გამოც თქვენ სხვა საქმეებით გიწევთ დაკავება - საკუთარი თავშესაფრის გამაგრება, ვაჭრობა, დაჭრილების მოვლა. ღამე კი ირჩევთ რომელიმე უნიკალურ ლოკაციას და მასზე თქვენს გუნდის წევრს აგზავნით, მისი მოტანილი ნადავლი კი გადარჩენაში გეხმარებათ.

>>>

მიიღეთ გადაწყვეტილებები, იხელმძღვანელეთ საკუთარი მორალური პრინციპებით. შეეცადეთ გადაარჩინოთ ყველა თქვენიანი, ან გაწირეთ რომელიმე, რათა სხვებს მისცეთ გადარჩენის შანსი. ომის დროს კარგი და ცუდი გადაწყვეტილება არ არსებობს, არის მხოლოდ მიზანი - გადარჩენა. რაც უმფრო ჩქარა მიხვდებით ამას, მით უკეთესი.
    This War of Mine:
  • შექმნილია რეალური მოვლენების მიხედვით;
  • მართეთ გადარჩენილები და აიშენეთ უსაფრთხო თავშესაფარი;
  • შექმენით ხელნაკეთი იარაღები, ალკოჰოლი, საწოლები, გასათბობი საშუალებები - ყველაფერი რაც გადარჩენაში დაგეხმარებათ;
  • მიიღეთ გადაწყვეტილებები - ხშირად უსიამოვნო და ემოციურად რთული;
  • რანდომული სამყარო და პერსონაჟები ყოველი თამაშის დაწყებისას;
  • გრაფიკა ნახშირით დახატული ნახატების მსგავსი, რაც იდეალურად გადმოსცემს თამაშის ატმოსფეროს;

User avatar
Slacker
Posts: 358

«This War of Mine»

Unread post#2 » 18 Nov 2014 11:18

ეხლა ვიწერ, გეიმფლეი ვნახე და მომეწონა ძაან
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

NoiZ
Posts: 315

«This War of Mine»

Unread post#3 » 28 Nov 2014 09:22

საინტერესო ინფოგრაფიკი.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

«This War of Mine»

Unread post#4 » 23 Mar 2015 21:54

pathologic ს გავს მაგრა ეს თამაში, ჩემი აზრით ზედმეტადაც გავს , უბრალოდ იქ გეიმფლეიც არანორმალური იყო აქ კიდე არ მოუხდა რაღაცნაირად სტანდარტული ელემენტები, სამჯერ დავიწყე და სამჯერვე დამეკარგა მუღამი, ყველაზე დიდი მინუსი მაინც ამ პერსონაჟების ესე ზედაპირულად წარმოჩენა იყო, კოპი ფეისთია ეგ იმ თამაშიდან და მაგიტომაც არ მოუხდა, იქ ჯდებოდა ეგ ყველაფერი სტილში აქ კიდე არანაირად არ ჩაჯდა. თავის გადარჩენას რო ცდილობ ეგეც არ იგრძნობა კარგად, აჭამე ასვი და კარგ საწოლში ჩააწვინე პერსონაჟები, ეგაა და ეგ , კომბატიც უბანძესი იყო, პერსონაჟების მოძრაობები, სირბილის სისწრაფე და ყველაფერი არარეალური იყო , საუნტრეკებიც ძაან ცოტაა, სუ მაქსიმუმ სამჯერ ვიგრძენი რო მუსიკა შეიცვალა, 2 მა პეერსონაჟმა საერთოდ გიტარაზე დაკვრა არ იცის, ეტყობა საქმე წინ წაიგდეს მაინც, შეილება მეტიცაა მე ორზე ვნახე ეგ. pathologic ს რაც შეეხება ვერ ვითამაშე თავის დროზე, ზედმეტად ავადმყოფურია მარა ძაან მაგარი, ჩვეულებრივ ხასიათზე არ გაგისწორდება ადამიანს, აი დევიდ ლინჩის ფილმების პონტშია ძაან სხვანაირია ყველაფერი
smothered in the crib

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 31 guests


cron