Sherlock Holmes: Crimes & Punishments, PC, Xone, PS4

Quest, Logic, Survival Horror, Interactive Movie, Point n Click, Puzzle, Visual Novel, Platformer...
User avatar
SLaYeR
Posts: 3818
Contact:

Sherlock Holmes: Crimes & Punishments

Unread post#1 » 19 Oct 2014 01:36

Sherlock Holmes: Crimes & Punishments
>>>

გრაფიკული ძრავის Unreal Engine 3 მეშვეობით შექმნილი, ახალი სათავგადასავლო თამაში ცნობილ გამომძიებელზე უკრაინული სტუდია Frogwares Game-ისგან. ადამიანის ბუნების და დანაშაულის თანმიმდევრობის ერთი შეხედვით აღსაქმელად, მოთამაშეს დეტექტივის უნარ-ჩვევების გამოვლენა მოუწევს. Crimes and Punishments მოქმედება 19 საუკუნის ლონდონში ვითარდება, სადაც შერლოკ ჰოლმს, არტურ კონან დოილის კლასიკური ნოველების სტილში შესრულებული, ერთდროულად ექვსი მკვლელობის გამოძიება დაევალება (არის ასევე წიგნიდან ამოღებული საქმეებიც). დამნაშავეების გამოსავლენად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად თქვენ, ყველა დროის ყველაზე ცნობილი გამომძიებლის საუკეთესო ტრადიციების მსგავსად, დანაშაულის ადგილის გამოკვლევა და დედუქციის გამოყენება დაგჭირდებათ.

პირადი:
ძალიან მყუდრო, ლამაზი და ატმოსფერული დეტექტივი იყო რომელიც ლოგიკას და აზროვნებას მოითხოვდა ყველა საქმის გახსნისას. ფაქტიურად თამაშის ბოლოს გაქვს სამხილები რითაც რამდენიმე ვარიანტამდე მიდიხარ მარა ეს სამხილები შენით უნდა დაალაგო მსჯელობით. ჩემ დასთან ერთად ვითამაშე და ყველა საქმის ბოლოს დისკუსია მიდიოდა ვის შეიძლება ჩაედინა დანაშაული. ყველა ნაწილში სწორი აღმოვჩნდით და წარმატებით გავხსენით ქეისები. კარგი იყო ძალიან. მიდგომაც კარგი ქონდა, არც დამღლელია, როლშიც შეყავხარ, ინტერესიც არ იკლებს, პერსონაჟებსაც კარგად უჭირავს ლიტერატურული გმირების ხასიათი და ერთი სიტყვით გულით გაკეთებული თამაშია, მოთამაშის მიმართ პატივისცემა ვიგრძენი დეველოპერებისგან რაც ძალიან დასაფასებელია.
მივიდეთ, გავესაუბროთ

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest