Ori and the Blind Forest, PC, Xone

Survival Horror, Immersive Sim, Side Scroller, Quest, Logic, Puzzle, I-Movie, Point n Click...
User avatar
Riddick
Posts: 9258
Contact:

Ori and the Blind Forest

Unread post#1 » 10 Oct 2014 19:54

>>>

მორიდებულმა RPG-პლადფორმერმა Ori and the Blind Forest მოახერხა და არ დაიკარგა E3 AAA დონის პროექტებში, რაც უკვე თავისთავად მიხწევაა. თამაშმა თავის შესახებ Microsoft-ის პრესკონფერენციაზე ნაჩვენები ულამაზესი ტრეილერის მეშვეობით განაცხადა. ერთი შეხედვით Ori პრაქტიკულად Child of Light კოპიას გავს. ესეც ხომ ულამაზესად დახატული RPG-პლადფორმერია. თხრობა მასშიც ტექსტური დიალოგების მეშვეობით მიდის. მაგრამ, პირველ რიგში, ბრძოლა აქ რეალურ დროში მიმდინარეობს, ხოლო მეორე, Ori დეველოპმენტის პროცესი მთლიანი ოთხი წელია რაც გრძელდება, - ანუ თამაშის შექმნა Child of Light ჰორიზონტზე გამოჩენამდე დიდიხნით ადრე დაიწყო.

>>>

თვითონ დეველოპერები თამაშის ჟანრს "მეტროიდვანიას" უწოდებენ - Castlevania: Symphony of the Night და კლასიკური Metroid სერიების ნაზავს. ამასთან ერთად თამაშში მგონი ყველა ბოლო წლების წარმატებული ორგანზომილებიანი თამაშის წარმატებული იდეებია თავმოყრილი. ეს ეხება როგორც ვიზუალურ მხარეს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება იგივე Child of Light, ასევე შესანიშნავ მართვის სისტემას (ეს უნდა შეიგრძნოთ რომ გაიგოთ), როგორც მარიოს კლასიკურ სერიებში, და შესაძლებლობების სისტემა როგორც Rayman, რომელიც პერსონაჟის განვითარებასთან ერთად ტურის აქამდე მიუწვდომელ ადგილებში მისვლის საშუალებას გაძლევთ.

>>>

Ori-ის გეიმფლეი შემადგენელთან დაკავშირებით უკვე ნახევარი საათის "ურთიერთობის" მერეც ყველაფერი გასაგებია. ეს არის პროექტი მოყვარულზე, მაგრამ თუ თქვენ მოგწონთ ისეთი ორგანზომილებიანი პროექტები, რომლებიც ზევით ვახსენეთ, თქვენ ნამვილად აღფრთოვანებული დარჩებით. თამაში ნამდვილად ჟანრის იდეალური წარმომადგენლის განცდას ტოვებს.

>>>

Ori ყველაზე გამორჩეული ნაწილი, გეიმფლეი არ არის, ეს მხატვრების მიერ ჩატარებული კოლოსალური ნამუშევარი გახლავთ. თამაშის ყველა, აბსოლიტურად ყველა ობიექტი უნიკალურია: ყველა ხე და ყველა გზა დამოუკიდებლად იქნა დახატული, - თამაშში არ არის კლონირებადი უკანა ფონები, რის გამოც სათამაშო პროცესი კიდევ უფრო უცნაურ გამოცდილებად იქცევა. რეალურად, მე არ მახსენდება არცერთი თამაში, სადაც ტექსტურები საერთოდ არ მეორდებოდეს, რის გამოც Ori ძალიან რეალურს და ცოცხალს გავს.

როგორც ყოველთვის მსგავს სიტუაციებში, კითხვა ერთია: რამდენად ახლებურად და კარგად აღქმადი იქნება პროექტი ათი საათის თამაშის შემდეგ (იმედია კიდევ უკეთესი). თამაშის გამოსვლა 2014 წლის შემოდგომაზე Xbox One და PC-ზეა დაგეგმილი.

Forest Trailer >>>
Prologue Trailer >>>
Extended Gameplay >>>
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

GHOST
Posts: 1489
Contact:

Ori and the Blind Forest

Unread post#2 » 10 Oct 2014 21:15

უბი-ართს რომ შევნატრი ხოლმე, მასტებმა უნიტიში არანაკლები დადეს, თუ მეტი არა.

User avatar
Riddick
Posts: 9258
Contact:

Ori and the Blind Forest

Unread post#3 » 08 Mar 2015 12:28

https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Ori and the Blind Forest

Unread post#4 » 08 Mar 2015 23:11

რა კარგია ^__^

User avatar
Riddick
Posts: 9258
Contact:

Ori and the Blind Forest

Unread post#5 » 10 Mar 2015 15:14

ხვალ გამოდის და დაიდო შეფასებები უკვე:
Kotaku - YES
Twinfinite - 10
GameInformer - 9.5/10
VentureBeat - 9.5/10
GamingTrend - 9.5
Destructoid - 9.5/10
GameSpot - 9/10
Polygon - 9/10
IGN Spain - 9/10
Attack of the Fanboy - 9/10
Post Arcade (National Post) - 9/10
Shacknews - 9/10
Official Xbox Magazine UK - 9/10
Arcade Sushi - 9/10
EGM - 9/10
Pure Xbox - 9/10
GameSided - 9/10
IGN - 8.5/10
GamesRadar - 8/10
US Gamer - 8/10
DigitalChumps - 7/10
კარგი რაღაც მოგვადგა კარს
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
Riddick
Posts: 9258
Contact:

Ori and the Blind Forest

Unread post#6 » 11 Mar 2015 12:37

გამოსვლის ინფო:
Release Date: Mar 11, 2015
Developer: Moon Studios
Adventure & Logic
Metascore 89
User Score No user score yet
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

NoiZ
Posts: 316
Contact:

Ori and the Blind Forest

Unread post#7 » 13 Mar 2015 21:00

ძალიან ძალიან ძალიან მინდა ამის თამაში!

User avatar
Riddick
Posts: 9258
Contact:

Ori and the Blind Forest

Unread post#8 » 13 Mar 2015 21:20

პირატული არ გინდა თუ რატო არ თამაშობ?
Ori and the Blind Forest
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

NoiZ
Posts: 316
Contact:

Ori and the Blind Forest

Unread post#9 » 13 Mar 2015 21:22

ხელფასს ველოდები+თავისუფალ შაბათ-კვირას
ასეთ თამაშს არ დავაპირატებ!

User avatar
SLaYeR
Posts: 4668
Contact:

Ori and the Blind Forest

Unread post#10 » 14 Mar 2015 11:34

ისე ერთი მიკვირს, პლატფორმერს აუცილებლად ასეთი არტი უნდა ქონდეს ამ დონეზე რო გაპიარდეს? ჰო კიდე ხალხს რო კითხო პოკემონები სისულელეა მარა კარგი არტით შელამაზებულ თამაშში პოკემონითაც ითამაშებენ.
გეიმფლეის, არტის და მუსიკის კარგი თანწყობა როა მეც ვიცი, მარა სუფთა არტის დონეზე გაპიარდა ეს თამაში და დარწმუნებული ვარ არტი რო არა უმრავლესობას ეკიდებოდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 9258
Contact:

Ori and the Blind Forest

Unread post#11 » 11 Apr 2015 21:51

დეველოპერების თქმით თამაშმა პირველივე კვირას ამოიღო თავის დანახარჯები და დაიწყო შემოსავლის მოტანა.

Moon Studios თიმი უკვე ახალი პროექტის დაწყებისთვის ემზადება.

p.s. ისე ხო არ გითამაშიათ ვინმეს?
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
SLaYeR
Posts: 4668
Contact:

Ori and the Blind Forest

Unread post#12 » 11 Apr 2015 22:10

მინდოდა მარა გადავდე ცოტა Pillars of Eternity-ის გამო, ეხლა კიდე RPG ლომკას ვიხსნი )))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

NoiZ
Posts: 316
Contact:

Ori and the Blind Forest

Unread post#13 » 12 Apr 2015 12:31

Moon Studios CEO იმასაც ამბობს რომ ძალიან გაუხარდება ფილმად თუ აქცევს რომელიმე კინოსტუდია.

User avatar
Riddick
Posts: 9258
Contact:

Re: Ori and the Blind Forest

Unread post#14 » 17 Apr 2019 19:21

ძალიან ტოპ მეტროიდვანია შემრჩა ხელში. დაჟე ვფიქრობ რო საუკეთესოა, თუნდაც იმათგან რაც მე მითამაშია. არ ველოდი ესეთ დამუშავებას. თან უკვე საკაიფოდ მობეზრებული მაქ ეს ქვეჟანრი, მარა იმდენად მრავალფეროვანი და ხარისხიანია რო შევედი (შიგა)

თავიდან ძაან მოკრძალებულად დაიწყო, იყო მომენტი როცა ვიფიქრე რო მომდევნო, არაფრის მთქმელი წარმომადგენელია ჟანრისთქო და კაკრას მაგ დროს გაშალა ფრთები. დეველოპერს ემჩნევა რო ყველა თანამედროვე მეტროიდვანია ერთიანადააქ გააზრებული და ამ გამოცდილებით იწყებს ლაპარაკს, ცდილობს ახალ ეტაპზე აიყვანოს ჟანრი. თან ყოველთვის ემჩნევა თამაშს, ფულის შოვნის გამოა გაკეთებული, თუ საავტორო რამესთან გაქ საქმე. Darkwood-ზეც იგივე იყო და აქაც, რო თამაშობ ხვდები რო ტიპებს თავიანთი თავისთვისააქვთ ნაწვალები, უნდოდათ რო თითონვე მოწონებოდათ პირველ რიგში. ჯერ სადღაც ნახევარზევარ და ვნახოთ კიდე რითი გამაკვირვებს...
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
Riddick
Posts: 9258
Contact:

Re: Ori and the Blind Forest

Unread post#15 » 19 Apr 2019 18:13

დავხურე. სთორი ბოლომდე ლაით, ბექგრაუნდ ზღაპრად დარჩა. ბავშვს რო ძილის წინ უყვებიან ეგეთი განწყობააქ სიუჟეტს, მარა მთლიანობას არ უკარგავს თამაშს. გეიმფლეით ვარ ბოლომდე ნასიამოვნები, სიძნელის იდეალური ბალანსია დაჭერილი, არი ძაან ჩქარი ამასობაში და რაღაც ვერაფერს რო ვერ მიამსგავსებ ისეთი. კარგი ისაა რო შესაძლებლობების კომბინირება გჭირდება სუ და ისე არაა რო ისწავლე და რამდენიმე ფაზლის მერე დაგავიწყდა. თუ შეეჩვევი და ბოლომდე დაიწყებ სკილების გამოყენებას, რაღაც სასწაული ექშენი გენერირდება ეკრანზე.

სიძნელეზე გირჩევთ რო რთული დაიწყოთ. მე ნორმალზე გავიარე და ცოტა რო მოვედი აზზე თამაშის პრინციპების, უკვე ძაან მოძლიერებული დავრჩი. ჰარდი ვფიქრობ რო კარგი დაბალანსებული ჩელენჯი იქნება უფრო.

მთლიანობაში ნამდვილად ერთ-ერთ ფავორიტ თამაშად დამრჩება.

https://i.imgur.com/AtlfGjY.jpg / https://i.imgur.com/gUziIeF.jpg / https://i.imgur.com/bPmWuQe.jpg
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

Return to “Adventure - Logic”



Who is online

Users browsing this forum: hellwalker and 18 guests