The Flame in the Flood, აღწერა [PC, Xone]

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
Survival Horror , Immersive Sim , Side Scroller , Quest , Logic , Puzzle , I-Movie , Point n Click ...
User avatar
Riddick
Posts: 8717
Contact:

The Flame in the Flood

Unread post#1 » 09 Oct 2014 01:00

The Flame in the Flood
>>>

BioShock, Halo, Rock Band და Guitar Hero შემქმნელებისგან ჩამოყალიბებულმა სტუდია The Molasses Flood-მა თავიანთი ახალი სათავგადასავლო პროექტი Kickstarter-ზე განათავსა. იმ შემთხვევაში თუ სტუდია მოცემულ დროში საკმარისი თანხის მოგროვებას შეძლებს The Flame in the Flood 2015 წლის იანვარში PC და Mac გამოვა.

The Flame in the Flood მთავარი გმირი გოგონა სკაუტი გახდება. მას შემდეგ რაც მისი სახლი წყლის ქვეშ მოექცა, მან ტივი ააშენა და უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად მიემგზავრება. მთავარ გმირს მეგზურობას ძაღლი სახელად ეზოპი გაუწევს, რომელიც ყველანაირად ეცდება თავისი პატრონის დახმარებას. მოთამაშეებს ტივის მართვა, თავშესაფრის შენება, საკვების ძიება, ცეცხლის და სუფთა წყლის მოპოვება მოუწევთ. ასევე საჭიროა სხვადასხვა ხიფათების თავიდან აცილება: გველის ნაკბენები, დაღლილობა, დაავადებები და ნადირი. The Flame in the Flood ყველა მოგზაურობა უნიკალური იქნება, რადგან მდინარეში კუნძულები და მოწინააღმდეგეები ავტოგენრირებადი სისტემის მეშვეობით გენერირდება. თამაშის საუნდტრეკზე ჩაკ რაგან, The Camaraderie და The Fearless Kin იმუშავებენ. შესანიშნავი ტრეილერი >>>
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Mchedlo
Posts: 900
Contact:

The Flame in the Flood

Unread post#2 » 12 Oct 2014 16:48

Into the Wild-ის დუხი აქ რაც ძაან მომწონს.
ატმოსფერო იქნება, მუსიკაც იქნება ვხვდები, ვიზუალი-ვ-ტოჩკუ.
ნარატივი მინდა და ნუ სტორი თუ არა, ისევ კაი ნარატივი.
არ მომეწონა რაც წვიკიტხე ძაღლზე, პერმადესი არიო, მარა ძაღლი ინარჩუნებს ყველაფერსო :\\\
+ ეგ ძაღლი რო თამაშობდეს სიუჯეტში როლს იმედი მაქ, მარა იმიტო არა, რო მოკვდეს და ჩემი ცრემლი გამოიწვიოს (იმას ვგულისხმობ რო ასე მოხდება სავარაუდოდ მარა კარგად უნდა გააკეთონ)

User avatar
Riddick
Posts: 8717
Contact:

The Flame in the Flood

Unread post#3 » 14 Oct 2014 23:15

მოაგროვეს საჭირო თანხა და ჯერ კიდევ 23 დღეა დამთავრებამდე
P.S. ამათი მუსიკა იქნება თამაშში >>>
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8717
Contact:

Re: The Flame in the Flood

Unread post#4 » 12 Feb 2016 03:41

https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8717
Contact:

Re: The Flame in the Flood

Unread post#5 » 09 Jul 2016 04:16

12 დავწერე ბოლოს და 24 გამოსულა ისე რო საერთოდ გამომეპარა. შეფასებები საკმაოდ დაბალიაქ, მიმოხილვები ჯერ არ მინახავს, მარა გადავხედავ, მანამდე კი

გამოსვლის ინფო:
Release Date: Feb 24, 2016
Developer: The Molasses Flood
Genre(s): Modern Adventure
Metascore 73
User Score 5.5
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1471
Contact:

Re: The Flame in the Flood

Unread post#6 » 21 May 2018 12:01

humble bundleზე იყო ერთი ორი კვირის წინ უფასოდ და დავითრიე.
არ ჩამირთავს და რატომ უწერენ დაბალ ქულებს, რას ამბობენ? ან ვინმეს ხო არ გითამაშიათ ერთი ორი სიტყვით მოგვიყევით. მე ზოგადად ნაკლებად ვეტანები ასეთ თამაშებს მაგრამ ვიზუალურად მომეწონა ძალიან ტრეილერი რომ ვნახე და დამაინტერესა მაგ პონტში
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8717
Contact:

Re: The Flame in the Flood

Unread post#7 » 21 May 2018 16:03

ისე დამევასა ვიზუალი რო ვიყიდე თავის დროზე, მარა ჩემი ტემპებით არც მინახია ჯერ. ხო და თან ეტყობა რო გეიმფლეის მხრივ ვერ გაამართლა დიდათ. არვიცი კონკრეტულად რას ერჩიან, მარა სავარაუდოთ ეგ თემაა.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 17 guests