Inside, აღწერა [PC, Xone, PS4]

Survival Horror , Immersive Sim , Side Scroller , Quest , Logic , Puzzle , I-Movie , Point n Click ...
Riddick
Posts: 8177
Contact:

Inside

Unread post#1 » 05 Aug 2014 21:35

Inside
>>>

გახმაურებული პროექტით სახელგანთქმულმა სტუდიამ Playdead-მა, Limbo სულიერი გამგრძელებელი და თავდაპირველად Project 2 წოდებული თამაში წარმოადგინა. დეველოპერებმა თამაშის ოფიციალურ სახელად Inside წარმოდგინეს და განაცხადეს, რომ იგი 2015 წელს გამოვა - ტრეილერი

თამაშში შენარჩუნებულია Limbo საფირმო ატმოსფერო. იგივე ბნელი ტონები და დეპრესიული, ბნელი გარემო. მსგავსი სტილიზებით Playdead პირდაპირ გვამცნობს, რომ ჩვენს წინაშეა საიდუმლოთი, შიშით და კოშმარით მოცული სამყარო. შესაძლოა ზუსტად ისეთი, რასაც მოთამაშეები მათი პირველი პროექტისგან ელოდნენ.

თამაშის გეიმფლეი 2,5D-შია წარმოდგენილი, ანუ ორ განზომილებიანი სივრცე, სამ განზომილებიანი ობიექტებით. გრაფიკა მინიმალისტური, გემოვნებიანად სტილიზებული და მკაფიოდ გამოყოფილი დეტალებით არი წარმოდგენილი. ფერთა გამის ძირითად ტონად კვლავ ნაცრისფერი და შავი რჩება.
https://vimeo.com/279665122

User avatar
SLaYeR
Posts: 4088
Contact:

Inside

Unread post#2 » 05 Aug 2014 21:38

ლიმბოს მერე არ ვიცი პროსტა რას ველოდო, არადა ერთი შეხედვით კაია მარა ეს ქარხნები იგრძნობა რა აქაც
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Inside

Unread post#3 » 05 Aug 2014 21:56

ძაან ლიმბო არ იყოს და დალშე ბევრ რამეს ვაპატიებ.
მარა ძაან ლიმბო იგრძნობა :(

Riddick
Posts: 8177
Contact:

Inside

Unread post#4 » 05 Aug 2014 22:10

მთავარია ლიმბოს მსგავს თამაშს სწორი გეიმფლეი მექანიკა მოუფიქრონ, რაც არაა იოლი ნამდვილათ, მრა შეუძლებელიც არ არი. + რაცშეილება მეტი მხატვრული სცენებით და კინომატოგრაფიული მომენტებით უნდა იყოს სავსე, ემჩნევა რო რაღაც ღრმა მესიჯის ჩადებას ცდილობენ.
https://vimeo.com/279665122

Riddick
Posts: 8177
Contact:

Re: Inside

Unread post#5 » 09 Jul 2016 04:38

2014 დავწერე ბოლო პოსტი ამ თამაშზე და მეგონა, რომ თემა საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ ყოფილა. როგორც ჩანს ყველაფერი იმაზე კარგად არის ვიდრე თავიდან გვეგონა, ყველა Inside ლაპარაკობს. მგონი ზუსტად ეს არის ის ლიმბო, რომელ ლიმბოსაც ველოდებოდით

გამოსვლის ინფო:
Release Date: Jun 29, 2016
Developer: PLAYDEAD
Genre(s): Adventure & Logic
Metascore 92
User Score 8.0
https://vimeo.com/279665122

User avatar
Tom Clancy
Posts: 1514
Contact:

Re: Inside

Unread post#6 » 01 Sep 2016 22:36

მინდა გითხრათ ერთერთი საუკეთესო თამაშია არა ბოლო წლებში, არამედ საერთოდ რაც მითამაშია.
მგონი ზუსტად ეს არის ის ლიმბო, რომელ ლიმბოსაც ველოდებოდით

ჩემთვის ბევრად მეტია, ეფექტური შავ-თეთრი ვიზუალის გარეშე დადეს ზუსტად ის "ბნელი დისკომფორტი" რითაც ლიმბომ აღაფრთოვანა ხალხი თავის დროზე. და ყველაზე მაგარი ფაქტია რომ მექანის მხრივ თითქმის არაფერი შეუცვლიათ ისე მოგვცეს საერთოდ ახალი თამაში, ჩართვიდან რამდენიმე წუთში აღარც მახსოვდა ლიმბოს არსებობა, Inside-ში ვიყავი inside )))
ნუ ერთი მექანიკაა რასაც არ დავასპოილერებ, სხვა ინდი თამაშის მთავარი მექანიკის ასლია ფაქტიურად, მაგრამ არც ამ ფაქტს შევუწუხებივარ.

მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ისეთი თამაშების მიმართ რომლებიც ბევრი ტექსტის ან საუბრის გარეშე გადმოგცემენ სათქმელს (Journey, Souls...ან სხვა თამაშები სადაც გარკვეული დოზით მაინც მოდის დამახსოვრებადი გამოცდილება სიჩუმეში (Red Dead..) და ამ თამაშმა ზუსტად ეს მომენტი დამიკმაყოფილა. გეიმფლეი გიკონტროლებს სიჩქარეს, სიწყნარეს, ნერვიულობას, ფიქრს, ლიმბოში არ მეყო ეს, აქ ბევრად ნაკლებად არ მეყო ))).

მაგრა მაინტერესებს თქვენი აზრი ისე, დასასრულზე დარწმუნებული ვარ love & hate დამოკიდებულება გაიჩითება რამაც შეიძლება საინტერესო დისკუსია აწიოს
I'm alaverdi to you, brother.

Riddick
Posts: 8177
Contact:

Re: Inside

Unread post#7 » 18 Jun 2018 00:31

ნამდვილად არ ველოდი ესეთ საკაიფო თამაშს. ეხა ჩემი ზედა პოსტი გადავიკითხე:

მთავარია ლიმბოს მსგავს თამაშს სწორი გეიმფლეი მექანიკა მოუფიქრონ, რაც არაა იოლი ნამდვილათ, მრა შეუძლებელიც არ არი. + რაცშეილება მეტი მხატვრული სცენებით და კინომატოგრაფიული მომენტებით უნდა იყოს სავსე, ემჩნევა რო რაღაც ღრმა მესიჯის ჩადებას ცდილობენ.

რაც მიწერია ზუსტად იგივე დამხვდა თამაშში. უმარტივესი, სწორ ხაზზე მოძრავი გმირის მოსაწყენი ფორმატი, გარდაქმნილი რაღაც მაგიურ, თავიდან ბოლომდე ხელით აწყობილ და გააზრებულ თავგადასავალში, რომელიც თავს, რაღაც ძალიან კრუტოი ფილმის პერსონაჟად გაგრძნობინებს. Inside დაჟე პლადფორმერიც არ არი, რაღაც ახალი ტიპის საიდსქროლერის ამბავია, რომელიც თავის კინომატოგრაფიულობით, გონივრულად აწყობილი, გარემოსთვის შესაფერისი ფაზლებით და საერთოდ მოულოდნელი, მაგრამ სრულიად კრუტოი გეიმფლეი მექანიკებით, ახერხებს რო გადაიქცეს იმათ რაც აქამდე არასდროს გინახავს.
ვცდილობ რო მაქსიმალურად ავერიდო სპოილერს, მარა თვითონ სიუჟეტს და მასში ამოწეულ პრობლემებს რაც შეეხება, შემიძლია ვთქვა რომ ძალიან თანამედროვე და გულის მოსაფხანია, ის ყველაფერი რასაც თამაშში ნახავთ.
https://vimeo.com/279665122

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 6 guests