Draugen - [Release Date: TBA],

Quest, Logic, Survival Horror, Interactive Movie, Point n Click, Puzzle, Visual Novel, Platformer...
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Draugen - [Release Date: TBA]

Unread post#1 » 24 May 2014 19:08

Draugen
>>>

დამოუკიდებელმა სტუდიამ Red Thread Games-მა სკანდინავიური მითოლოგიით შთაგონებული Survival Horror, სახელად Draugen დაანონსა. პირველ პირში წარმოდგენილი თამაშის მოქმედება ნორვეგიის ჩრდილოეთით, მთიან, ზღვის პირა ნაწილში განვითარდება. ოფიციალური აღწერის მიხედვით, Draugen "ბნელი და შემზარავი ნორვეგიული რომანტიული ნაციონალიზმის სიღრმეებში მოგზაურობას ეძღვნება", ხოლო მთავარი გმირის როლში ამერიკელი ფოტოგრაფი, ბოტანიკოსი და ენტომოლოგია წარმოდგენილი. მოთამაშეს, წინა საუკუნის 20 წლებში გადასვლა და მეთევზეთა დასახლების ბინადარის მოულოდნელი გაუჩინარების მიზეზების გარკვევა მოუწევს. სეთინგზე გარკვეულ წილად თვითონ თამაშის სახელწოდებაც მეტყველებს: სკანდინავიელები "დრაუგამის" სიკვდილის შემდეგ ჩვენს სამყაროში დარჩენილ მიცვალებულებს ეძახიან.

Draugen შესაქმნელად ნორვეგიულ კინოს ინსტიტუტს $144,000 დოლარი აქვს გამოყოფილი. თვითონ Red Thread Games კი მოცემულ მომენტში Kickstarter-ის მეშვეობით დაფინანსებულ Dreamfall Chapters: The Longest Journey შექმნაზე მუშაობს და სავარაუდოთ Draugen-ზეც მალე გადაერთვება. პროექტი სავარაუდოთ მულტიპლადფორმული იქნება და მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის გამოვა.

სადებიუტო ტრეილერი
ოფიციალური საიტი
კვაზი-mode

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests