Kuon, PS2

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Kuon

Unread post#1 » 22 May 2014 07:48

>>>

ეს არის ერთერთი საუკეთესო ჰორორი PS2-ზე From Software-ისგან რომელიც 2004 წელს გამოვიდა - იმ პერიოდში როცა იაპონური ჰორორები თავის პიკს აღწევდა და Silent Hill-ის(Team Silent-ის დაშლამდე), Siren-ის და Fatal Frame-ის სერიები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. Kuon-იც ერთერთი გამორჩეული მათგანია, თუმცა ნაკლებად ცნობილი ვინაიდან აღარ გაგრძელებულა. თამაში მიყვება იაპონურ ფოლკლორს და ისტორიებს მოჩვენებების შესახებ, გამოირჩევა ატმოსფერულობით და სახასიათო, ლამაზი ვიზუალური სტილით, რაც თავისუფლად აყენებს ზემოთ ჩამოთვლილი სერიების გვერდით.
გეიმფლეი კლასიკური Resident Evil-ის ტიპის ჰორორების ფორმულას იმეორებს, ისევე როგორც მსგავს თამაშებში პროგრესის მისაღწევად ნივთების შეგროვება და თავსატეხების ამოხსნაა საჭირო, აქაც მოიპოვება Memo-ები რომელიც დამატებით ინფორმაციას იძლევა სთორის და თავსატეხების შესახებ. კომბატისთვის დანა და რიტუალური სპელები გამოიყენება. თუმცა Fatal Frame-ის მსგავსად აქაც ბევრი სარბენია წინ და უკან, ამის კომპენსაციას გარემოს უნიკალური შესრულება და მაღალ დონეზე გამოცემული ატმოსფერო ახდენს, ამიტომ მოთამაშეს მოსაწყენად დრო აღარ რჩება და ინტერესით მიყვება სიუჟეტს.
თამაშის სეთინგი ჰეიანის ერაშია (795-1185 წლები) დაფუძნებული, როდესაც იაპონიაში ბუდიზმი, დაოსიზმი და სხვა ჩინური გავლენა ყველაზე მეტად იგრძნობოდა, შესაბამისად სპირიტუალური აქცენტები სიუჟეტურადაც და გარემოს გაფორმებაშიც საინტერესოდ გამოიყურება და გემოვნებიანად არის დამუშავებული, რაც ამძაფრებს იაპონური ჰორორის ატმოსფეროს თავისი რიტუალებით და ოკულტური თემატიკით.
ჰეიანის პერიოდში არსებობდა ძალიან გავლენიანი Fujiwara-ს ოჯახი, მოქმედებაც სწორედ Fujiwara-ს ერთერთ საგვარეულო სახლში და მის ახლოს მთასთან მდებარე სამლოცველოში ვითარდება. ლორდ Fujiwara-ს, რომელსაც სჯერა რო მისი სახლი დაწყევლილია, საგანგებოდ იწვევს ეგზორცისტ Doman-ს საკუთარ მამულში. აქედან სიუჟეტი ორ ფაზად იყოფა: Yin Phase (Chapter of Shadow) და Yang Phase (Chapter of Light). პირველ ფაზაში ეგზორცისტის ორი ქალიშვილი - Utsuki და Kureha მიდიან მამის საძებნელად Fujiwara-ს მამულში. როდესაც ბაღში შეაღწევენ, ბავშვების სიმღერას გაიგონებენ, Kureha შესამოწმებლად მიდის და უჩინარდება, ხოლო Utsuki მის ძებნას იწყებს. მეორე ფაზაში ეგზორცისტის მოწაფე Sakuya და მისი უფროსი ძმა სტუმრობენ მამულს უცნაური მოვლენების ამოსახსნელად. ორივე პერსონაჟით დახურვის შემდეგ იხსნება მესამე ფაზა Kuon და ახალი პერსონაჟი რომელიც თამაშს ამთავრებს.

ტრეილერი
გეიმფლეი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Kuon

Unread post#2 » 23 May 2014 22:46

გასაკვირია აქამდე რატო არსად შემხვდა ამ თამაშზე ინფორმაცია, ჰორორების ლისტშიც არასდროს შემხვედრია არადა ეგრევე თამაში მომინდა ეხა რო ვნახე
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Kuon

Unread post#3 » 24 May 2014 05:22

აუცილებლად ითამაშე, ძალიან კარგი თამაშია პროსტა პატარაა ერთ ჩაჯდომაზე დახურავ, მარა მერე მეორე ფაზასაც თუ ითამაშებ (უმეტესად იგივე მოქმედებები გიწევს სანამ სამლოცველოს მიაღწევ) მესამე ფაზა იხსნება და იქ მთავრდება სიუჟეტი. მაგრა გამისწორდა მე.
ემულატორით ეშვება HD-ში, ბოლო ადგილას აქვს მარტო ერტი glitch, ორ ადგილას კედელზე ბზარების ნაცვლად თეთრი ჩრდილი ჩანს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Kuon

Unread post#4 » 24 May 2014 15:21

არვიცოდი მეც. RE სტილისაა მარა კომბატიაქ სხვანაირი. სპელ კასტინგით ჩხუბი განსაკუთრებით, ალბათ იმიტო რო მსგავს თამაშებში მაგია ძაან იშვიათი იყო.

OFF
From Software-ის ძველ თამაშებს რაც შეეხება, King's Field სერიებზეც მინდა რო გავხსნა თემა, განსაკუთრებით ბოლოზე (Souls-ის სერიების მშობელი პროექტია და თან დამოუკიდებლადაც საკმაოდ საინტერესო). P.S. Otogi: Myth of Demons აქაც ძაან ბევრი მსგავსებაა + Shadow Tower.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Kuon

Unread post#5 » 24 May 2014 16:23

მე ადრე ვიცოდი ეს PS2 რო დავითრიე წლების წინ მარა გეიმფლეი არ მომეწონა რო ვნახე, მარა ეს დღეები ვისიამოვნე საკმაოდ, გაპოლიშება აკლია მარა პირველ სირენზე სასიამოვნოდ ითამაშება ბევრად. კომბატი დანით/მარაოთია მარა მაგიაც მოსულა ხშირ შემთხვევაში, კარგად აჯდება მაგია/მედიტაცია თემატურად. ეს ჩინური კულტურის გავლენა იგრძნობა, აბრეშუმის ჭიების თემაზეა თან რიტუალი, ძალიან დედამო***ულობა იყო )) ძველი იაპონური ლეგენდებია პახოდუ Seimei vs Damon პერსონაჟებზე და მაგედანაა შთაგონება, ორ პერსონაჟსაც მასე დაარქვეს, ეს რიტუალის თემა ისე გააკეთეს რო რავი პროსტა ეს ხალხი სად წაიყვანეს არ ვიცი, სიამოვნებით ვნახავდი რამე მსგავსს ასეთი ძველი კულტურის შტაგონებით მარა არ არის, უკანასკნელი მსგავსი ჰორორები Siren, Fatal Frame და Kuon-ია, პროსტა მაგარი დაჩაგრულია იაპონური ჰორორები, ძალიან უკანა პლანზე უყენიათ იმიტო რო კომერციულად ვერ საღდება ისე როგორც აწყობთ, ამის მიზეზი კიდე მოძველებული გეიმფლეია რაც ასე ძალიან უხდება ჰორორებს. თუნდაც HD კოლექციები ვაბშე არ კეთდება ერთი კონამიმ გამოუშვა SH კოლექცია და ისაც დაჩეხა დედა უტირა, დიზაინერი გამოყლევდა რა უქენით თამაშსო ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Grindcore
Posts: 3

Re: Kuon

Unread post#6 » 18 Nov 2018 18:11

SLaYeR wrote:მე ადრე ვიცოდი ეს PS2 რო დავითრიე წლების წინ მარა გეიმფლეი არ მომეწონა რო ვნახე, მარა ეს დღეები ვისიამოვნე საკმაოდ, გაპოლიშება აკლია მარა პირველ სირენზე სასიამოვნოდ ითამაშება ბევრად. კომბატი დანით/მარაოთია მარა მაგიაც მოსულა ხშირ შემთხვევაში, კარგად აჯდება მაგია/მედიტაცია თემატურად. ეს ჩინური კულტურის გავლენა იგრძნობა, აბრეშუმის ჭიების თემაზეა თან რიტუალი, ძალიან დედამო***ულობა იყო )) ძველი იაპონური ლეგენდებია პახოდუ Seimei vs Damon პერსონაჟებზე და მაგედანაა შთაგონება, ორ პერსონაჟსაც მასე დაარქვეს, ეს რიტუალის თემა ისე გააკეთეს რო რავი პროსტა ეს ხალხი სად წაიყვანეს არ ვიცი, სიამოვნებით ვნახავდი რამე მსგავსს ასეთი ძველი კულტურის შტაგონებით მარა არ არის, უკანასკნელი მსგავსი ჰორორები Siren, Fatal Frame და Kuon-ია, პროსტა მაგარი დაჩაგრულია იაპონური ჰორორები, ძალიან უკანა პლანზე უყენიათ იმიტო რო კომერციულად ვერ საღდება ისე როგორც აწყობთ, ამის მიზეზი კიდე მოძველებული გეიმფლეია რაც ასე ძალიან უხდება ჰორორებს. თუნდაც HD კოლექციები ვაბშე არ კეთდება ერთი კონამიმ გამოუშვა SH კოლექცია და ისაც დაჩეხა დედა უტირა, დიზაინერი გამოყლევდა რა უქენით თამაშსო ))


დისკი იყიდე თუ უბრალოდ ინტერნეტიდან გადმოწერე? იმიტომ რომ დღეს მაგ თამაშის დისკები მაგარი იშვიათობაა და დიდი ფასი ადევთ :hah:
deatherit.wordpress.com

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Kuon

Unread post#7 » 19 Nov 2018 03:44

ინტერნეტიდან გადმოვწერე. ძველ კონსოლებზე თუ საკოლექციოდ არ მინდა ან თუ იაფი არაა არ ვყდულობ არაფერს, პოსტსაბჭოთა სივრცეში საერთოდ არ მაწუხებს სინდისი პირატული კოპიების გადმოწერაზე ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 73 guests