Hyper Light Drifter, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Hyper Light Drifter

Unread post#1 » 30 Mar 2014 23:40

Hyper Light Drifter
>>>

ალექს პერსტონი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ოცნებობდა თამაშზე, რომელშიც Diablo და The Legend of Zelda: A Link to the Past ელემენტები იქნებოდა გაერთიანებული. სადაც მოთამაშეს იდუმალებით მოცული მთავარი გმირის როლში, გაუვალი ტყეების და ძველი ნანგრევების შესწავლა მოუწევდა. თამაშში სწრაფი და ტაქტიკური საბრძოლო სისტემა უნდა იყოს, მტრები კი მრავალფეროვანი და დიდი რაოდენობებით. 2014 წლის დასაწყისში ალექსის ოცნებამ ახდენა დაიწყო და რეალურ თამაშად გარდაიქმნა.

>>>

Hyper Light Drifter – ეს გახლავთ 2014 წლის შუა რიცხვებისთვის დაგეგმილი 2D ექშენ-RPG პროექტი, რომელიც სხვა მსგავსი პროექტების მსგავსად, 8 და 16 ბიტიანი თამაშების ეპოქაში ბრუნდება. ეს არის თამაში მოგზაურობაზე, ბრძოლებზე, იარაღების და ნივთების გროვებაზე, საკუთარი შესაძლებლობეის განვითარებაზე და იმ საიდუმლოებების გადაწყვეტაზე, რომლებიც გზის გასაგრძელებლად არის საჭირო. თამაშის განმასხვავებელ მხარეებად მისი დამუშავების დონე და დეტალიზაცია ითვლება. აკურატული პიქსელური სტილიზებით და შესანიშნავი ანიმაციით თამაშის ყველა სცენაში დატკბებით.

>>>

Hyper Light Drifter იდეის ხორცშესხმა Kickstarter მეშვეობით მოხდა. მარკუსმა მისთვის ნათხოვნი 27$ ათასი დოლარის მაგივრად, საბოლოოდ 645$ ათასი დოლარი მიიღო. მსგავსი მხარდაჭერის წყალობით თამაში ნამდვილი მულტიპლადფორმა გახდება (PC, Mac, Linux, PS4, PSvita, Ouya). პლიუს ამას, ალექსმა, პროგრამირებისთვის და ანიმაციისთვის გუნდში დამატებითი ხალხის აყვანა შეძლო, ხმისთვის კი თვით Fez კომპოზიტორი მოიწვია. დამატებითი თანხების მეშვეობით, თამაშს ასევე სხვადასხვა ახალი რეჟიმები და კოოპერატიული კომპანია დაემატება. მაგრამ სხვა უამრავი პროექტისგან განსხვავებით, ავტორი რაიმე რადიკალურის დამატებას არ გეგმავს - მას მხოლოდ ის უნდა, რომ Hyper Light Drifter მის ბავშობის ოცნების თამაშს გავდეს.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Hyper Light Drifter

Unread post#2 » 31 Mar 2014 19:20

მარტო ვიზუალის გამო ვითამაშებ პირადად მე.
პირველი გიფი ისეთი თბილი და სასიამოვნოა რო რავი, აი ვგრძნობ იმ ცეცხლს და აგრემოს.

Riddick
Posts: 11696

Hyper Light Drifter

Unread post#3 » 01 Apr 2014 05:42

ვიზუალით ნაღდად იგებს, მარა აი დიაბლო-ზელდა ამბავი ვერ დავიჭირე ჯერ. კომბატი საერთოდ არ მომეჩვენა საინტერესო მაგალითად, თან სამყაროს თემაც არვიცი ჯერ, ანუ რა დონის თავისუფლებას მოგვცემენ ზუსტად. ისეთი ვიზუალიაქ რო არამგონია ღრმა RPG მექანიკა კარგად მოერგოს (მაგ. ესეთი ვიზუალის თამაშზე რააზრიაქ რა გეცმება, ან რა გეჭირება ხელში ).

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Hyper Light Drifter

Unread post#4 » 01 Apr 2014 05:52

ტრეილერიდან ერთი შეხედვით ძველი ზელდას სტილია, დიაბლოს ელემენტი კომბატში შეიძლება ვთქვათ, ნუ აქ არამარტო დიაბლო შეიძლება ჩავსვათ, მარა რაც არ უნდა იყოს მთავარი კონტენტია რას ჩდებენ და რავი მე უკვე მივესალმები, აქცენტი ეტყობა სამყაროზე და არამგონია დააფეილონ ეგ სამყარო უაზრო ბრძოლებით და ლეველინგებით, უფრო მინიმალისტურად იქნება ალბათ 2D Action Adventure და მთელი აქცენტი სთორიზე და ატმოსფეროზე, რევიც ვნახოთ ვნახოთ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Astronaut
Posts: 27

Hyper Light Drifter

Unread post#5 » 01 Apr 2014 19:13

ართი მომწონს.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Hyper Light Drifter

Unread post#6 » 26 Aug 2015 14:39

მეორე ტრეილერი დაიდო

გამოსვლის თარიღი : 2016 წლის გაზაფხული

Riddick
Posts: 11696

Re: Hyper Light Drifter

Unread post#7 » 07 Apr 2016 05:15

გამოსვლის ინფო:
Release Date: Mar 30, 2016
Developer: Heart Machine
Genre(s): Action RPG
Metascore 85
User Score 8.2

სტიმის საკოლექციო სამეგობროს წრეს მინდა რო შეუერთო :bucktooth:

Riddick
Posts: 11696

Re: Hyper Light Drifter

Unread post#8 » 09 Apr 2016 13:07

თავიდან საერთოდ სხვა რაღაც მეგონა. უფრო კომბატისკენ გადახრილი, ექშენზე ორიენტირებული, მარა სხვა რაღაც აღმოჩდა, გაცილებით უკეთესი. ესეიგი გაქ მეტროიდვანია - 4 სხვადასხვა ლოკაცია, სადაც დადიხარ და კომბატის პარალელურად იკვლევ ტერიტორიას, ხსნი უამრავ თავსატეხს და პოულობ დამალულ ადგილებს. და ნუ ამ ყველაფერს მორგებული ესეთი კარი ხარისხის პიქსელ არტი, დაახლოებით 12 საათიანი გეიმფლეი + ყველა ფაზლით შეილება 30 35 ადიოდეს. გამოდის რაღაც ძალიან საკაიფო https://www.youtube.com/watch?v=LsnlWc4xv3A

Riddick
Posts: 11696

Re: Hyper Light Drifter

Unread post#9 » 14 Apr 2019 00:09


Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 92 guests


cron