The Vanishing of Ethan Carter, PC

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
Survival Horror , Immersive Sim , Side Scroller , Quest , Logic , Puzzle , I-Movie , Point n Click ...
User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#1 » 31 Jan 2014 17:03

The Vanishing of Ethan Carter
>>>

People Can Fly ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა სტუდია The Astronauts თავის პირველ პროექტი დაანონსა. Bulletstorm და Painkiller შემქმნელების მომდევნო თამაში საერთოდ არ გავს მათ წინა პროექტებს. დეველოპერების თქმით The Vanishing of Ethan Carter XX საუკუნის დასაწისის დეტექტივებით არის შთაგონებული, რომელშიც ექსტრასენსორული შესაძლებლობების მქონე დეტექტივის როლში, მოთამაშეს, პატარა ბავშვის მოტაცების ამბის გამოძიებას დაავალებენ, რაც საკმაოდ მალევე რაღაც გაცილებით დიდ და სახიფათო ისტორიაში გადაიზრდება.

>>>

თამაშის ძირითადი აქცენტი სამყაროს გამოკვლევაზე იქნება გაკეთებული: "ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოთამაშეს თამაშის სამყაროს რეალურობა დავაჯეროთ. The Vanishing of Ethan Carter - ეს არის გამოკვლევებსა და აღმოჩენებზე აგებული გამოცდილება. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ გეიმფლეის მეორე ადგილას ვაყენებთ. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გავწმინდოთ იგი ზედმეტი დეტალებისგან, რათა მოთამაშეს მასში გატარებული ყველა წამი რაღაც განსხვავებული კუთხით დაამახსოვრდეს" - Adrian Chmielarz. ადრეანმა ასევე აღნიშნა, რომ თამაში პირველი პირიდან იქნება. მისი აზრით სიუჟეტის მოწოდების მსგავსი ფორმა ყველაზე კარგად შეესაბამება დეველოპერთა ხედვას. The Vanishing of Ethan Carter Unreal Engine 3-ის გამოყენებით იქმნება, ხოლო მისი გამოსვლა 2014 წლის შუა რიცხვებისთვის არის დაგეგმილი.

ცალკე წყაროებიდან შემიძლია დავამატო, რომ თამაშში არ შეგეძლებათ და არ მოგიწევთ არანაირი მკვლელობის ჩადენა. ასევე შეხება გვექნება რაღაც იდუმალ ბოროტ ძალებთან, რაც გარკვეულ ექშენ ელემენტს შემოიტანს თამაშში, ანუ არ იქნება სუფთა ქვესთი.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
grigoli1970
Posts: 604
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#2 » 31 Jan 2014 17:20

ძაან მაგარი რაღაცაა რო შევხედე გიფებს უცბად მეგონა რო თავისკენ მითრევდა ისეთი ატმოსფერულია

User avatar
SLaYeR
Posts: 4353
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#3 » 31 Jan 2014 18:11

ნამდვილად ნამდვილად
მშვენიერი რამეა
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#4 » 01 Feb 2014 00:26

გააჩნია როგორი სამყაროაქ. თითონ დეველოპერები ძაან ბევრს ლაპარაკობენ ამ ექსპლორეიშენზე და ალბათ ღია ლოკაციები იქნება რაც თავისთავად კარგია. პლიუს გამომძიებელს მხლოდ ერთი საქმეაქ გამოსაძიებელი, ანუ შეიძლება ლოკაციაც მხოლოდ ერთი, რაღაც დიდი ტერიტორია იყოს. ვიზუალურად ძალიან ლამაზია მართლა, თან თუ ექშენი და მოწინააღმდეგეების თემა არ იქნა გარემოს გრაფიკულ ამბავს კიდე უფრო მაღალი დონისას გააკეთებენ.

***
ახალი სქრინი
GIF:1,2
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#5 » 29 Mar 2014 04:28

ეხა უნდა განახოთ სასწაული, ოღონ არ ვღადაობ )) ადრე დავდე FB-ზე ამ ტექნოლოგიის ვიდეო, მარა ესე რეალში, ამის ხილვას საერთოდ სხვა ეფექტიაქ. ესეიგი ტექნოლოგიას რომელსაც ეხა გაჩვენებთ ქვია ფოტოგრამეტრია (photogrammetry). მისი საშუალებით კი დეველოპერებს ჩვეულებრივი ფოტოები სამ განზომილებაში გადაყავთ ვერაფრით ვერ ვხვდები რანაირად ხდება ეს პროცესი, მაგრამ ამაზე შთამბეჭდავი ნამდვილად არაფერი არ მინახავს ძალიან დიდიხანია. აი მეგობრებო, ამის საშუალებით თამაშები საბოლოოდ განურჩეველი გახდება რეალობისგან და ეხა არმაქ ლაპარაკი რამე 10 ან 15 წელიწადზე, მას უკვე იყენებენ, მისი საშუალებით კეთდება The Vanishing of Ethan Carter-ის პროექტიც:

პირველი სადემოსნტრაციო "სლაიდი"
მეორე სადემოსტრაციო "სლაიდი"
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

Astronaut
Posts: 29
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#6 » 29 Mar 2014 12:06

განცვიფრებული ვარ!

User avatar
Slacker
Posts: 245
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#7 » 29 Mar 2014 22:00

აუ რა ეფექტურია მართლა :O
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
SLaYeR
Posts: 4353
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#8 » 29 Mar 2014 22:01

აღფრთივანებული ვარ
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
grigoli1970
Posts: 604
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#9 » 29 Mar 2014 23:22

აცალეთ გამოვიდეს :DD

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#10 » 21 Aug 2014 21:31

UPD - Commented Gameplay >>>
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#11 » 25 Sep 2014 18:03

გამოსვლის ინფო:
Release Date: Sep 25, 2014
Developer: The Astronauts
Genre(s): Adventure & Logic
Meta Score No score yet
User Score 5.0 out of 10
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Tom Clancy
Posts: 1520
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#12 » 25 Sep 2014 21:58

მოკლედ რელზიის პირველ დღეებში მითუმეტეს არ უნდა ენდო ამ user score-ს. შეხედავს კაცი იფიქრებს რომ თამაშმა ჩაისვარა, არადა ამ დროს ციტატა 0/10 შემფასებლის "რევიუსგან"

Let me be the first to give this game a 0/10 for 1 simple reason so far. The people giving the game positive reviews, it hasn't even launched yet. nobody has played a beta or alpha of any kind and they simply don't know anything. Obviously I am just as bad as them for falsely posting a review about this game without even starting it up. But for people who solely play games based off of reviews, this user score of 5.2 is disgusting. I will be re-writing a brand new review after completing the game or at least playing 6-10 hours of it


და ასეა 5/10 და 10/10 "რევიუებზეც" :D
მოკლდ უაზროა ეს შეფასებები, ვნახავ პირატულს ამ დღეებში და დავწერ აზრს, მაგრად მაინტერესებს.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
SLaYeR
Posts: 4353
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#13 » 26 Sep 2014 19:05

რაც წავიკითხე დაახლოებით ასეთი დახასიათება აქვს:
კარგი და საინტერესო სთორი
კარგი გრაფიკა
კარგი მუსიკალური გაფორმება
კარგი ატმოსფერო
ხანგრძლივობა სადღაც 4 საათამდე - ანუ ასეთი თამაშისთვის ძალიან პატარა
ადვილი ფაზლები რაც არ უხდება
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
SLaYeR
Posts: 4353
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#14 » 27 Sep 2014 02:54

დავხურე და გაასწორა, ძალიან ლამაზია მარა თან რაღაც პონტში ცივი, გრძნობ სიმარტოვეში ხეტიალს როგორც Dear Esther-ში მარა დონე ამისი მაღალია ბევრად. ჩემ დასთან ერთად ვითამაშე, მაგრა საინტერესოდ წავიდა, ბოლომდე გადავსახლდით ატმოსფეროში, კი ქონდა თამაშს ზოგჯერ დამღლელი მომენტებიც მარა ისეა გაკეთებული რო ინტერესი არ იკლებდა, წრეზე შემოვუარეთ ლოკაციებს და ყველაფერს ვათვალიერებდით, დაჟე ორი puzzle-ისთვის უკანაც დავბრუნდით პრინციპი როცა გავიგეთ როგორ იხსნებოდა, პროსტა მგონი 1-2 puzzle მაინც გამოგვრჩა და ისე მოვრჩით.

სისტემური მოთხოვნები საკმაოდ მაღალი აქვს ჩემი დაკვირვებით, მარა ამავდროულად ოპტიმიზაციაც ნორმალური აქვს, ყველგან ბალახებია და მაღალი ხარისხის ტექსტურები და პროსტა არაა გასაკვირი. ერთი ორჯერ მქონდა სპაიკებივით მარა შესამჩნევი არაფერი.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Tom Clancy
Posts: 1520
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#15 » 28 Sep 2014 15:35

დავიწყე თუ არა ატმოსფეროში შევედი და ამბის თხრობის პირველივე სიტყვებიდან ინტერესი გამიჩნდა. სულ 5 წუთი ვითამაშე და ძალიან ცუდად დამტოვა თამაშმა, მალე უნდა გავაგრძელო შესაბამის სისტემაზე, თორემ ჩემი ჯანგი გედის ტბაში იქნება ჩასაგდები ;/
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
SLaYeR
Posts: 4353
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#16 » 30 Sep 2014 15:14

აიწია ქულებმა მეტაკრიტიკზე 81/83
გეიმსპოტმა 9 მისცა ვაბშე
იმენა ეს ნაადრევი ქულები მაგარი არაობიექტურია ხოლმე
ეხლა რო ვუფიქრდები ამის გარემოს, ისეთი მუღამები დავიჭირე რო რამე სრულფასოვანი დეტექტივი მინდა 10-15 საათი რო გაგრძელდეს, ჩახლართული, რთული და 3-4 ჯერ დიდი ლოკაციით, პერსონაჟებთან ინტერაქციით. იმედია სხვა თუ არა ეს სასტავი მაინც გვაღირსებს რამეს 2-3 წელიწადში მაინც.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#17 » 10 Nov 2014 18:53

ძალიან ლამაზია ! და საკმაოდ საინტერესო. ჯერჯერობით გაცნობის ეტაპზევარ და იმედია კარგად აუღებ ალღოს.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#18 » 12 Nov 2014 21:28

დაიხურა, გამიტყდა ესე მალე რო მორჩა, მარა მეორესმხრივ რაღაც კარგ ტალღაზე დამტოვა. ბევრი ბახა ბუხის მერე ამის თამაში რაღაც რეაბილიტაციასავით იყო. გრაფიკა მგონი ესეთი მაგარი ჯერ არსად არ მინახია, ბუნება იმდენად მაგრადაა გაკეთებულო მომენტებში პახოდში მეგონა თავი. თვითონ პაზლები საკმაოდ კარგი გეიმფლეი მიგნებაა, მარა ცოტა იყო, ბევრად მეტ კონტენტს გაუძლებდა ეს თამაში. იმედია დამაკმაყოფილებელი შედეგები მიიღეს დეველოპერებმა და რამე მსგავსს, ოღონდ უფრო წონიანსაც მალე დადებენ.

პ.ს. სქრინები გადავიღე, დესკტოპის სურათებად ვხმარობ. არ გამოტოვოთ.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4353
Contact:

The Vanishing of Ethan Carter

Unread post#19 » 12 Sep 2015 10:35

Unreal Engine 4-ზე გადაიტანეს ამბობენ უფრო კარგი ოპტიმიზირება აქვსო, ვისაც არ დაგიხურავთ აუცილებლად სინჯეთ, რამდნეიმე საათში რჩება და ძალიან ხარისხიანი პროექტია ამავდროულად.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
grigoli1970
Posts: 604
Contact:

Re: The Vanishing of Ethan Carter

Unread post#20 » 11 Nov 2015 07:14

რა კაი გრაფიკააქ მაგრა მომეწონა, ძაან შორიდანაც ხეები და პატარა ობიექტები ისე დეტალურად ჩანს რო არსად მინახია ეგეთი. არც ჭედავს თან რაც ძაან გამიკვირდა, ულტრაზე 50 ფპს თი მიაქ 280x-ს, ამაზე კაი ოპტიმიზაციას ვერც გაუკეთებდნენ ალბათ, ეგრევე დახურვა ტეხავს ამისი უნდა იმყოფინო რამდენიმე დღე :D

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 15 guests